/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გენეტიკა

ნეიროფიბრომატოზი

ნეიროფიბრომატოზი
ნეიროფიბრომატოზების ჯგუფი აერთიანებს მემკვიდრეობით დაავადებებს, რომლებსაც კანისა და ნერვული სისტემის პათოლოგიური ცვლილებები, აგრეთვე - ცალკეული

ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების სხვადასხვა ანომალია ახასიათებს. ამჟამად ექვსი ტიპის ნეიროფიბრომატოზს განასხვავებენ. მათგან განსაკუთრებული კლინიკური მნიშვნელობა აქვს I და II ტიპს.

I ტიპის ნეიროფიბრომატოზი რეკლინჰაუზენის დაავადების სახელწოდებითაც არის ცნობილი. ამჟამად ასეთ დიაგნოზს 3000-დან ერთ ახალშობილს უსვამენ.

II ტიპის ნეიროფიბრომატოზი, რომელსაც VIII წყვილი ნერვის ორმხრივი ნევრინომა (რბილი კვანძოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნე) ახასიათებს, გაცილებით იშვიათია - 50 000-დან ერთ ახალშობილს უვლინდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დადგენილია, რომ I ტიპის ნეიროფიბრომატოზი (რეკლინჰაუზენის დაავადება) განპირობებულია მე-17 ქრომოსომაში ერთ-ერთი გენის (NF1-ის) მუტაციით. კლინიკურ გამოვლინებათა ზუსტი მექანიზმი არ არის ცნობილი, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ სიმსივნური წარმონაქმნების განვითარების მიზეზი NF1-გენის მუტაციაა. საქმე ის არის, რომ NF1 იმ გენების ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც სიმსივნური წარმონაქმნების ზრდა-განვითარებას თრგუნავს. კერძოდ, NF1 სიმსივნის სუპრესორის (დამთრგუნველი ნივთიერების) ნეიროფიბრომინის კოდირებას ახდენს. როდესაც ეს გენი მუტაციას განიცდის, ნეიროფიბრომინის გამოყოფა მცირდება ან წყდება, რასაც უჯრედთა უკონტროლო გამრავლება (პროლიფერაცია) მოჰყვება. I ტიპის ნეიროფიბრომატოზი ქალებსა და მამაკაცებში თანაბარი სიხშირით გვხვდება. ახასიათებს გამოხატული კლინიკური პოლიმორფიზმი, სხვადასხვა ორგანოს დაზიანება, პროგრესირებადი მიმდინარეობა და ხშირი გართულება.

  • დიაგნოსტიკა

რეკლინჰაუზენის დაავადების ანუ I ტიპის ნეიროფიბრომატოზის დიაგნოზი იმ შემთხვევაში შეიძლება დაისვას, თუ ავადმყოფს ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ორი მაინც აღმოაჩნდა. ეს სიმპტომებია:

  1. 5 მმ-ზე მეტი დიამეტრის რძიანი ყავისფერი ლაქა, არა უმცირეს ხუთისა, პრეპუბერტულ პერიოდში (სქესობრივ მომწიფებამდე) და 15 მმ-ზე მეტი დიამეტრის ასეთივე ლაქა, არა უმცირეს ექვსისა, პოსტპუბერტულ (სქესობრივი მომწიფების შემდგომ) პერიოდში;
  2. ნებისმიერი ტიპის ორი ან მეტი ნეიროფიბრომა ან ერთი პლექსიფორმული ნეიროფიბრომა (ნეიროფიბრომა ნერვის ბოჭკოვანი სიმსივნეა, რომელიც ნერვის შემადგენელი ნაწილების შემაერთებელი ქსოვილის გამრავლების შედეგად ვითარდება);
  3. ჭორფლის მაგვარი წვრილი პიგმენტური ლაქები, რომლებიც ლოკალიზებულია კანის მსხვილ ნაკეცებში (იღლიის ან საზარდულის არეში);
  4. მხედველობითი ნერვის გლიომა (კეთილთვისებიანი სიმსივნე);
  5. ლიშის ორი ან მეტი კვანძი ბადურა გარსზე;
  6. სოლისებრი ძვლის დისპლაზია (არასწორი ზრდა-განვითარება) ან გრძელი ლულოვანი ძვლების კორტიკალურ-ქერქოვანი შრის თანდაყოლილი განლევა, გამოხატული ფსევდოართროზით ან მის გარეშე;
  7. ახლო ნათესავებში I ტიპის ნეიროფიბრომატოზის არსებობა იმავე კრიტერიუმებით.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა,ბავშვი არის 20 დღის, სამშობიაროში გაუმეთეს ანალიზი ფელინალანინი მომატწბული ქონდა, პააუხში ეწერა 4.17 განმეორებით ჩავაბარეთ ანალიზი და პააუხში ეწერა ნოლი, როგორ უნდა მოვიქცეთ ეხლა? საჭიროა კიდევ მომავალში გადამოწმება? ან ეხლა გენეტიკოსთან ვიზიტი საჭიროა?</p>

ადრეული ბავშვობის ასაკში I ტიპის ნეიროფიბრომატოზის კლინიკური დიაგნოსტიკა რამდენადმე რთულია, ვინაიდან დაავადებას პაციენტის ასაკის კვალობაზე სიმპტომთა გამოვლენის სპეციფიკური თანმიმდევრობა ახასიათებს. აქედან გამომდინარე, დაბადებისას ან სიცოცხლის პირველ წლებში შესაძლოა შეიმჩნეოდეს I ტიპის ნეიროფიბრომატოზისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი, როგორიც არის, მაგალითად,

  1. მსხვილი პიგმენტური ლაქები;
  2. პლექსიფორმული ნეიროფიბრომები;
  3. ჩონჩხის დისპლაზია.

სხვა სიმპტომები შესაძლოა უფრო გვიან (5-15 წლის ასაკისთვის) გამოვლინდეს. ამასთანავე, კლინიკურ სიმპტომთა გამოვლენის ხარისხი, დაავადების მიმდინარეობა და პროგრესირების სისწრაფე სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში სხვადასხვაა. რა განაპირობებს ყოველივე ამას, დღესაც არ არის დადგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ
5 გენეტიკური მუტაცია, რომლებიც ადამიანებში გვხვდება
მინერალური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევები

რეკლინჰაუზენის დაავადების ყველაზე მკვეთრად გამოხატული გამოვლინებაა:

  1. დერმული (კანის) ნეიროფიბრომები;
  2. ჰიპოდერმული (კანქვეშა) ნეიროფიბრომები;
  3. პლექსიფორმული (წნულოვანი) ნეიროფიბრომები.

მათი რაოდენობა ზოგჯერ რამდენიმე ათასს აღწევს. მედიცინა იცნობს გიგანტურ პლექსიფორმულ ნეიროფიბრომებს, რომელთა წონა 10 კგ-საც აღემატება. პაციენტებს ყველაზე მეტად სწორედ ეს კოსმეტიკური დეფექტები აწუხებთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პლექსიფორმული ნეიროფიბრომები სხვა მხრივ უფროა საყურადღებო - ათიდან ორ შემთხვევაში ისინი ავთვისებიან ფორმებად გადაგვა-რდება.

ნეიროფიბრომების განვითარების მთავარი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მრავალწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ პირველი ნეიროფიბრომების გაჩენის შემდეგ სხვადასხვა სტიმულის საპასუხოდ იზრდება მათი რიცხვიც და ზომაც. ამ სტიმულთა შორის წამყვანია ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრები, მაგალითად, პუბერტულ, ორსულობის, მშობიარობის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე - ტრავმის ან მძიმე სომატური დაავადების გადატანის შემდეგ და ა.შ.

  • მკურნალობა

ნეიროფიბრომატოზის მკურნალობა რამდენადმე პრობლემურია. ის უმთავრესად სიმპტომურ თერაპიას - სიმსივნური წარმონაქმნების ქირურგიულ მოკვეთას, კიფოსკოლიოზის კორექციას, სხივურ თერაპიას - ითვალისწინებს. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ეტიოლოგიური (მიზეზის ლიკვიდაციისკენ მიმართული) მკურნალობის რაციონალური მეთოდის დასახვეწად. ეს უკანასკნელი გენურ ინჟინერიას ეფუძნება და დღეისთვის ევროპის მრავალ ქვეყანაში იყენებენ კიდეც.

კომენტარები (25)
ფეისბუქი
შექმენით ფბ ჯგუფი და გავერთიანდეთ
თარიღი : 03-05-2023
დავით
მეც ეს დაავადება მაქ 26 წლის ვარ რთულ ფორმებში არ მაქ ჯერ ჯერიბით მაგრამ ჯირკვლები მაქ
თარიღი : 04-08-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რას გულისხმობს გენური თერაპია
რას გულისხმობს გენური თერაპია
ბიოლოგიური თვალსაზრისით თვალის ფერი და მემკვიდრეობითი დაავადებები ერთი რიგის ფენომენია.
სრულად
ის, რაც ბავშვს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემა
ის, რაც ბავშვს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემა
სიტყვა გენეტიკა ყველასთვის კარგად ნაცნობია, რაც ვინმესგან წარმოშობას, წარმოქმნას აღნიშნავს.
სრულად
რა არის იქთიოზი და როგორია მკურნალობის მეთოდები
რა არის იქთიოზი და როგორია მკურნალობის მეთოდები
იქთიოზი მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც კანის გარქოვანების პროცესის გენერალიზებული დარღვევით მიმდინარეობს.
სრულად
მეცნიერებმა აღმოჩინეს ინტელექტის გამაუმჯობესებელი გენური მუტაცია
მეცნიერებმა აღმოჩინეს ინტელექტის გამაუმჯობესებელი გენური მუტაცია
გერმანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენების მუტაცია Drosophila melanogaster-ზე (ბუზი) ჩატარებული ექსპერიმენტებისას.
სრულად
ბიოლოგებმა ენაბლუობის გენი აღმოჩინეს
ბიოლოგებმა ენაბლუობის გენი აღმოჩინეს
უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა სამეცნიერო კვლევაში 1,8 ათასი ადამიანი ჩართეს,
სრულად
რატომ არის გენეტიკური ტესტის ჩატარება მნიშვნელოვანი და რომელი დაავადებების თავიდან აცილებაში გვეხმარება
რატომ არის გენეტიკური ტესტის ჩატარება მნიშვნელოვანი და რომელი დაავადებების თავიდან აცილებაში გვეხმარება
არსებობს დაავადებათა მოზრდილი ჯგუფი, რომელიც მემკვიდრობითი დაავადებების 90-92%-ს აერთიანებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ორთოპედია

-სალამი, ზუსტად არ ვიცი ვის ვკითხო ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას აქ. დაახლოებით 2-3 კვირაა, ე.წ დაბლა წელში, ანუ ხერხელმლის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს (გავის ზევით არეალში) მაქვს დისკომფორტი. არა ტკივილი, რომელიც შემაწუხელებია, არამედ დაჭიმულობა, რომელიც აბსოლუტურად ქრება როცა დავდივარ ან ვმოძრაობ, ანუ მოძრაობის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც ვზივარ დიდი ხნით ამ დროსაა ყველაზე შემაწუხებელი ეს დისკომფორტი. არ უარესდება რაიმე კონკრეტული მოძრაობის დროს რომ ამას ვუკავშირებდე. ცხოვრების ხარისხზე არ აისახება რეალურად მაგრამ რადგან აქამდე არ მქონია მივაქციე ყურადღება. ხერხემალთან ერთად ვიცი რომ შეიძლება გინეკოლოგიურ საკითხებთანაც იყოს კავშირში ამ არეალში დისკომფორტი მაგრამ რეალურად სხვა გამოვლინება არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო მსგავსი დისკომფორტის მოსახსნელად და ასევე პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა პროფილის ექიმს უნდა მივართო?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ნეიროფიბრომატოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები