/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ვეგეტარიანელობა და ძუძუთი კვება

ვეგეტარიანელობა და ძუძუთი კვება
ადამიანი, რომელიც მხოლოდ მცენარეულ საკვებს იღებს, ვეგეტარიანელია. თუ რძის პროდუქტებსაც მიირთმევს, მას ლაქტოვეგეტარიანელს ვუწოდებთ.

როგორ წარიმართება ძუძუთა ჩვილის ზრდა-განვითარება, როდესაც დედას კვების ასეთი რეჟიმი აქვს? ამის შესახებ პედიატრი მაკა მაისურაძე გვესაუბრება.

  • რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ჩვილს, როდესაც დედა ვეგეტარიანელია ან მარხულობს?

- ძუძუთი კვების პერიოდში დედა პასუხს აგებს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ჩვილის ჯანმრთელობაზეც. პასუხისმგებლობა გულისხმობს ჩვილის უზრუნველყოფას სრულფასოვანი საკვებით - დედის რძით. დედის რძის რაოდენობა და ხარისხი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, უმთავრესი მათგანი კი თვით დედის კვებაა. დედის რძის ხარისხი იმით განისაზღვრება, რამდენად მდიდარია იგი ბავშვისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

დედის რძეში ცილების რაოდენობა პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული დედის მიერ საკვებით მიღებული ცილების რაოდენობაზე, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობა კი დედის რაციონის მიხედვით იცვლება. ამიტომაც უნდა ერიდოს მეძუძური დედა უცხიმო და ძალზე ცხიმიან საკვებს. მისი რაციონის ენერგეტიკული ღირებულება ჩვეულებრივზე 500-700 კკალ-ით მეტი უნდა იყოს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეგეტარიანელები მცენარეული პროდუქტებით იკვებებიან. მცენარეული საკვები მდიდარია ნახშირწყლებით, უჯრედისით, რომელიც ძნელი მოსანელებელია როგორც მოზრდილის, ასევე ჩვილის ორგანიზმისთვის. იგი აძლიერებს ნაწლავებში დუღილის პროცესს, რაც როგორც დედისთვის, ასევე ჩვილისთვისაც მუცლის შებერილობის, აირების დაგროვების, ნაწლავთა ჭვლის მიზეზად იქცევა. ჩვილი, რომლის დედაც უპირატესად მცენარეულ საკვებს მიირთმევს, ჭირვეულია, მოუსვენრად სძინავს, ხშირად იღვიძებს...

  • დამატებით რა უნდა მიიღოს ვეგეტარიანელმა დედამ, რომ სრულფასოვანი რძე ჰქონდეს?

- ვეგეტარიანელი დედის რძეში ძალიან ცოტაა ვიტამინი B12, მეტადრე მაშინ, როცა ქალი არ იღებს პოლივიტამინებს ან ვიტამინიზებულ პროდუქტებს. ეს იმიტომ, რომ ცხოველური საკვები ცილების, რკინისა და ვიტამინ B12-ის ძირითადი წყაროა. ამ შემთხვევაში ჩვილისთვის აუცილებელია ვიტამინ B12-ის დამატებით მიღება მთელი ორი წლის განმავლობაში ანუ მანამდე, სანამ თავად არ დაიწყებს ვიტამინიზებული პროდუქტებიდან ამ ვიტამინის საჭირო ოდენობის მიღებას.

  • რას იწვევს ვიტამინ B12-ის დეფიციტი?

შეკითხვა ექიმს
<p>-ადამიანი რომელოც ვერბივსებს ცხიმია მოთხოვნიკებას ვერ იკლავს რა შემთხვევაში ხდება ეს?რაცარინდა დაიდგა საკვები ვერა ვერ კმაყოფილდება მეცოდება ხოლმე. სულ ყიველდღე კი ხომ ბერ მივცემზტ ხორცს და ქონს ვთქვად.თებზიც კი არინდა იცისნრომ სასარგებლოა მაგრამ ორჰანიზმი თავისას შვრება რასაც ჰქვია ვერა ვერ კმაყოფილდება.რადროსნხდება ეს?კაოხანოა ესეა.დოდიხანოა სულ ამბობს ცხიმი მაკლიაო ცხომი მინდაო რაღაც მაკლიაო და ცხიმისკენ მოიწევს.რომ არ ვაჭამო მეცოდება ომდენად იჭირს და რომ ჭამსნამაზეც მეცოდება მეშენია არავნოს ყიველთვისნწლებია. დანროცა მარხვა არაა ცხიმი ინდა სულ..მცენარეულინარა აი ხორცი ნქონი ინდა</p>

- უწინარეს ყოვლისა, ანემიას. ამ დროს ბავშვის ორგანოები და ორგანოთა სისტემები განიცდიან ჟანგბადის შიმშილს, რის გამოც ბავშვი ზრდითა და განვითარებით ასაკს ჩამორჩება. ანემია ვლინდება უმადობით, სისუსტით, წონის მატების შენელებით, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფითრით, ჭირვეულობით, ძილის რეჟიმის დარღვევით. სისხლის საერთო ანალიზში ყურადღებას იპყრობს ფერადობის მაჩვენებლის (ფარბე ინდექსის) დაქვეითება. როცა მისი მაჩვენებელი 0,9-ზე ნაკლებია - ეს ანემიაზე მიუთითებს, მხოლოდ არა რკინადეფიციტურზე, არამედ ფოლიუმდეფიციტურზე (რასაც, წესისამებრ, თან სდევს ვიტამინ B12-ის დეფიციტიც). ამ დეფიციტის შევსება კი საჭიროა ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას კომბინირებული გამოყენებით.

  • როდესაც დედა ლაქტოვეგეტარიანელია, მაინც საჭიროა ვიტამინ B12-ის დამატებითი მიღება?

- თუ დედა მცენარეულ საკვებთან ერთად რძის ნაწარმსაც მიირთმევს, საკვები დანამატების მიღება საჭირო არ არის - იმ პირობით, რომ ქალი საკმარისი რაოდენობით მიიღებს რძესა და კვერცხს. ორგანიზმს B12-ის დეფიციტი არ დაემუქრება, თუ ქალი ყოველდღე მიიღებს 3 ჭიქა (600 მლ) რძეს ან მიირთმევს 1 ცალ კვერცხს და დალევს 2 ჭიქა რძეს. შეიძლება, რაციონში ჩაერთოს რძის პროდუქტებიც - ხაჭო, ყველი, მაწონი და სხვა.

  • არცთუ იშვიათად ვეგეტარიანელ დედას რძის ნაკლებობის გამო ჩვილისთვის საკვების დამატება უხდება. საჭიროა თუ არა ასეთ დროს მისთვის საკვებდანამატების მიღება?

ასევე დაგაინტერესებთ
5 მითი ძუძუთი კვების შესახებ- ინტერვიუ ჩაჩავას კლინიკის ლაქტაციის მრჩეველ თამთა მაისურაძესთან
ლაქტაციის სარგებელი დედისა და ბავშვისთვის და როგორ გავხადოთ ეს პროცესი უფრო კომფორტული

- როდესაც რძის უკმარისობის გამო ჩვილი დამატებით საკვებს იღებს, იგი შერეულ კვებაზეა. თუ შერეულ კვებაზე მყოფი ჩვილი დღე-ღამეში 75მლ-ზე ნაკლებ ადაპტირებულ ნარევს იღებს, საკვებდანამატების (პოლივიტამინების) მიცემა საჭიროა, თუ 75მლ-ზე მეტს იღებს - არა.

  • რა განსხვავებაა საკვებდანამატებსა და დამატებით საკვებს შორის?

- საკვებდანამატს იმიტომ ჰქვია საკვებდანამატი, რომ ძირითადი საკვების დამატებაა. ძირითადი საკვები კი ან დედის რძეა, ან - ხელოვნური კვებისას - ადაპტირებული ნარევი. ბავშვს დანამატს ვაძლევთ ძირითადი საკვების შემდეგ ან კვებათა შორის შუალედში. საკვებდანამატებად პოლივიტამინებთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ ხილისა და კენკრის წვენი ან პიურე, ხაჭო, ქათმის კვერცხის გული. ამ გზით შესაძლებელია, ორგანიზმი ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ვიტამინებით, მიკროელემენტებით და საკვები ნივთიერებებით უზრუნველვყოთ.

  • თუ დედა ვეგეტარიანელია, როგორი უნდა იყოს პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვის რაციონი?

- თუ ჩვილი ძუძუთი იზრდებოდა, პირველი ორი წლის განმავლობაში მის რაციონში არ უნდა შევზღუდოთ ცხიმების შემცველობა. ამასთან, რაციონი შეთანხმებული უნდა იყოს პირად პედიატრთან. დედის რძე ჩვილისთვის იდეალური საკვებია - ის დაახლოებით 54%-ით ცხიმისაგან შედგება. 1 ჭიქა დედის რძე შეიცავს 175 კალორიას. ამდენად, ჩვილისთვის საჭირო ცხიმებისა და ენერგიის რაოდენობას თვით ბუნება გვკარნახობს. მოგეხსენებათ, ცხიმი ენერგიის წყაროა, ვეგეტარიანული რაციონი კი ცხიმებით ღარიბია. სამაგიეროდ, მდიდარია უჯრედისით (ნახშირწყლებით).

ამიტომ გაითვალისწინეთ: როცა ბავშვი მყარი საკვების მიღებაზე გადავა:

  1. მისი რაციონი გაამდიდრეთ ცილოვანი პროდუქტებით, სანაცვლოდ შეამცირეთ ნახშირწყლები.
  2. ნუ ეცდებით ცხიმის შეზღუდვას. ნუ მისცემთ უცხიმო რძეს და რძის ნაწარმს. უხვად გამოიყენეთ მზესუმზირას, ზეითუნის ხარისხიანი ზეთი.
  3. თავი არიდეთ უჯრედისით მდიდარ საკვებს.
  4. ფაფები ძირითადად ყავისფერი ბრინჯისა და შვრიისგან მოუმზადეთ.
  5. ბევრს ნუ აჭმევთ უმ ხილსა და ბოსტნეულს.
  6. კვებათა შორის შუალედებში დამატებით მიეცით კალორიებით მდიდარი საკვები, მაგალითად, ყველი და პური, შინ გამომცხვარი ხილის კექსი ან იოგურტი.

  • რას ურჩევთ დედას?

- თუ ქალისთვის ვეგეტარიანელობა ცხოვრებისეული პრინციპია, რომლიდან გადახვევას არ აპირებს, მაშინ ორსულობისა თუ ძუძუთი კვების დროს მან სათანადოდ უნდა მოამარაგოს თავისი ორგანიზმი რკინითა და ვიტამინ B12-ით. ამაში პირადი ექიმი დაეხმარება - შეურჩევს კვების რაციონს და ვიტამინების კომპლექსს. ქალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ექიმის რჩევებს და ყური მიუგდოს თავის გულისხმას - შვილის ჯანმრთელობა ხომ ყოველგვარ პრინციპზე მნიშვნელოვანია!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

დიასახლისების საზაფხულო განტვირთვა
დიასახლისების საზაფხულო განტვირთვა
საზაფხულო განტვირთვა ყველაზე მეტად, ალბათ, დიასახლის ქალებს სჭირდებათ, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფიზიკური თუ ფსიქიკური დატვირთვის აქვთ.
სრულად
კიდევ ერთხელ გარუჯვის საფრთხეების შესახებ
კიდევ ერთხელ გარუჯვის საფრთხეების შესახებ
სრულად
5 ყველაზე მავნე ინტიმური ჩვევა, რომელიც თითქმის ყველა ქალს აქვს
5 ყველაზე მავნე ინტიმური ჩვევა, რომელიც თითქმის ყველა ქალს აქვს
გთავაზობთ რამდნეიმე საგულისხმო რჩევას ქალის ყოველდღიურ საჭიროებებთან დაკავშირებით:
სრულად
ქალის 5 ქმედება, რომელსაც მამაკაცები ფლირტად მიიჩნევენ
ქალის 5 ქმედება, რომელსაც მამაკაცები ფლირტად მიიჩნევენ
ზოგჯერ ქალს შეუძლია გაიღიმოს და დაინტერესდეს ახლობელი მამაკაცის ცხოვრებით ისე, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
სრულად
როგორ მოქმედებს გრიპის ვირუსი ქალის ორგანიზმზე
როგორ მოქმედებს გრიპის ვირუსი ქალის ორგანიზმზე
კოროვირუსული ინფექციის, ასევე გრიპის ვირუსის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის დროს, ხშირად ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევა -
სრულად
მოდადქცეული საკეისრო და ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები
მოდადქცეული საკეისრო და ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები
უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში, საქართველოშიც, ისევე როგორც არაერთ სხვა ქვეყანაში, რადიკალურად იმატა საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობის წილმა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ვეგეტარიანელობა და ძუძუთი კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვეგეტარიანელობა და ძუძუთი კვება

როგორ წარიმართება ძუძუთა ჩვილის ზრდა-განვითარება, როდესაც დედას კვების ასეთი რეჟიმი აქვს? ამის შესახებ პედიატრი მაკა მაისურაძე გვესაუბრება.

  • რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ჩვილს, როდესაც დედა ვეგეტარიანელია ან მარხულობს?

- ძუძუთი კვების პერიოდში დედა პასუხს აგებს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ჩვილის ჯანმრთელობაზეც. პასუხისმგებლობა გულისხმობს ჩვილის უზრუნველყოფას სრულფასოვანი საკვებით - დედის რძით. დედის რძის რაოდენობა და ხარისხი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, უმთავრესი მათგანი კი თვით დედის კვებაა. დედის რძის ხარისხი იმით განისაზღვრება, რამდენად მდიდარია იგი ბავშვისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

დედის რძეში ცილების რაოდენობა პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული დედის მიერ საკვებით მიღებული ცილების რაოდენობაზე, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობა კი დედის რაციონის მიხედვით იცვლება. ამიტომაც უნდა ერიდოს მეძუძური დედა უცხიმო და ძალზე ცხიმიან საკვებს. მისი რაციონის ენერგეტიკული ღირებულება ჩვეულებრივზე 500-700 კკალ-ით მეტი უნდა იყოს.

ვეგეტარიანელები მცენარეული პროდუქტებით იკვებებიან. მცენარეული საკვები მდიდარია ნახშირწყლებით, უჯრედისით, რომელიც ძნელი მოსანელებელია როგორც მოზრდილის, ასევე ჩვილის ორგანიზმისთვის. იგი აძლიერებს ნაწლავებში დუღილის პროცესს, რაც როგორც დედისთვის, ასევე ჩვილისთვისაც მუცლის შებერილობის, აირების დაგროვების, ნაწლავთა ჭვლის მიზეზად იქცევა. ჩვილი, რომლის დედაც უპირატესად მცენარეულ საკვებს მიირთმევს, ჭირვეულია, მოუსვენრად სძინავს, ხშირად იღვიძებს...

  • დამატებით რა უნდა მიიღოს ვეგეტარიანელმა დედამ, რომ სრულფასოვანი რძე ჰქონდეს?

- ვეგეტარიანელი დედის რძეში ძალიან ცოტაა ვიტამინი B12, მეტადრე მაშინ, როცა ქალი არ იღებს პოლივიტამინებს ან ვიტამინიზებულ პროდუქტებს. ეს იმიტომ, რომ ცხოველური საკვები ცილების, რკინისა და ვიტამინ B12-ის ძირითადი წყაროა. ამ შემთხვევაში ჩვილისთვის აუცილებელია ვიტამინ B12-ის დამატებით მიღება მთელი ორი წლის განმავლობაში ანუ მანამდე, სანამ თავად არ დაიწყებს ვიტამინიზებული პროდუქტებიდან ამ ვიტამინის საჭირო ოდენობის მიღებას.

  • რას იწვევს ვიტამინ B12-ის დეფიციტი?

- უწინარეს ყოვლისა, ანემიას. ამ დროს ბავშვის ორგანოები და ორგანოთა სისტემები განიცდიან ჟანგბადის შიმშილს, რის გამოც ბავშვი ზრდითა და განვითარებით ასაკს ჩამორჩება. ანემია ვლინდება უმადობით, სისუსტით, წონის მატების შენელებით, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფითრით, ჭირვეულობით, ძილის რეჟიმის დარღვევით. სისხლის საერთო ანალიზში ყურადღებას იპყრობს ფერადობის მაჩვენებლის (ფარბე ინდექსის) დაქვეითება. როცა მისი მაჩვენებელი 0,9-ზე ნაკლებია - ეს ანემიაზე მიუთითებს, მხოლოდ არა რკინადეფიციტურზე, არამედ ფოლიუმდეფიციტურზე (რასაც, წესისამებრ, თან სდევს ვიტამინ B12-ის დეფიციტიც). ამ დეფიციტის შევსება კი საჭიროა ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას კომბინირებული გამოყენებით.

  • როდესაც დედა ლაქტოვეგეტარიანელია, მაინც საჭიროა ვიტამინ B12-ის დამატებითი მიღება?

- თუ დედა მცენარეულ საკვებთან ერთად რძის ნაწარმსაც მიირთმევს, საკვები დანამატების მიღება საჭირო არ არის - იმ პირობით, რომ ქალი საკმარისი რაოდენობით მიიღებს რძესა და კვერცხს. ორგანიზმს B12-ის დეფიციტი არ დაემუქრება, თუ ქალი ყოველდღე მიიღებს 3 ჭიქა (600 მლ) რძეს ან მიირთმევს 1 ცალ კვერცხს და დალევს 2 ჭიქა რძეს. შეიძლება, რაციონში ჩაერთოს რძის პროდუქტებიც - ხაჭო, ყველი, მაწონი და სხვა.

  • არცთუ იშვიათად ვეგეტარიანელ დედას რძის ნაკლებობის გამო ჩვილისთვის საკვების დამატება უხდება. საჭიროა თუ არა ასეთ დროს მისთვის საკვებდანამატების მიღება?

- როდესაც რძის უკმარისობის გამო ჩვილი დამატებით საკვებს იღებს, იგი შერეულ კვებაზეა. თუ შერეულ კვებაზე მყოფი ჩვილი დღე-ღამეში 75მლ-ზე ნაკლებ ადაპტირებულ ნარევს იღებს, საკვებდანამატების (პოლივიტამინების) მიცემა საჭიროა, თუ 75მლ-ზე მეტს იღებს - არა.

  • რა განსხვავებაა საკვებდანამატებსა და დამატებით საკვებს შორის?

- საკვებდანამატს იმიტომ ჰქვია საკვებდანამატი, რომ ძირითადი საკვების დამატებაა. ძირითადი საკვები კი ან დედის რძეა, ან - ხელოვნური კვებისას - ადაპტირებული ნარევი. ბავშვს დანამატს ვაძლევთ ძირითადი საკვების შემდეგ ან კვებათა შორის შუალედში. საკვებდანამატებად პოლივიტამინებთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ ხილისა და კენკრის წვენი ან პიურე, ხაჭო, ქათმის კვერცხის გული. ამ გზით შესაძლებელია, ორგანიზმი ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ვიტამინებით, მიკროელემენტებით და საკვები ნივთიერებებით უზრუნველვყოთ.

  • თუ დედა ვეგეტარიანელია, როგორი უნდა იყოს პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვის რაციონი?

- თუ ჩვილი ძუძუთი იზრდებოდა, პირველი ორი წლის განმავლობაში მის რაციონში არ უნდა შევზღუდოთ ცხიმების შემცველობა. ამასთან, რაციონი შეთანხმებული უნდა იყოს პირად პედიატრთან. დედის რძე ჩვილისთვის იდეალური საკვებია - ის დაახლოებით 54%-ით ცხიმისაგან შედგება. 1 ჭიქა დედის რძე შეიცავს 175 კალორიას. ამდენად, ჩვილისთვის საჭირო ცხიმებისა და ენერგიის რაოდენობას თვით ბუნება გვკარნახობს. მოგეხსენებათ, ცხიმი ენერგიის წყაროა, ვეგეტარიანული რაციონი კი ცხიმებით ღარიბია. სამაგიეროდ, მდიდარია უჯრედისით (ნახშირწყლებით).

ამიტომ გაითვალისწინეთ: როცა ბავშვი მყარი საკვების მიღებაზე გადავა:

  1. მისი რაციონი გაამდიდრეთ ცილოვანი პროდუქტებით, სანაცვლოდ შეამცირეთ ნახშირწყლები.
  2. ნუ ეცდებით ცხიმის შეზღუდვას. ნუ მისცემთ უცხიმო რძეს და რძის ნაწარმს. უხვად გამოიყენეთ მზესუმზირას, ზეითუნის ხარისხიანი ზეთი.
  3. თავი არიდეთ უჯრედისით მდიდარ საკვებს.
  4. ფაფები ძირითადად ყავისფერი ბრინჯისა და შვრიისგან მოუმზადეთ.
  5. ბევრს ნუ აჭმევთ უმ ხილსა და ბოსტნეულს.
  6. კვებათა შორის შუალედებში დამატებით მიეცით კალორიებით მდიდარი საკვები, მაგალითად, ყველი და პური, შინ გამომცხვარი ხილის კექსი ან იოგურტი.

  • რას ურჩევთ დედას?

- თუ ქალისთვის ვეგეტარიანელობა ცხოვრებისეული პრინციპია, რომლიდან გადახვევას არ აპირებს, მაშინ ორსულობისა თუ ძუძუთი კვების დროს მან სათანადოდ უნდა მოამარაგოს თავისი ორგანიზმი რკინითა და ვიტამინ B12-ით. ამაში პირადი ექიმი დაეხმარება - შეურჩევს კვების რაციონს და ვიტამინების კომპლექსს. ქალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ექიმის რჩევებს და ყური მიუგდოს თავის გულისხმას - შვილის ჯანმრთელობა ხომ ყოველგვარ პრინციპზე მნიშვნელოვანია!


ჩვენი მეგობარი მცენარეები

  • სამკურნალო მცენარეთა აბაზანებს სასწაულის მოხდენა შეუძლია: ზოგი ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ზოგი კი გაღიზიანებულ კანს აცხრობს. შეიძლება თუ არა ახალშობილისთვის მცენარეული ნაყენების აბაზანები?

- ახალშობილის კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა მცენარეული ნაყენის აბაზანამ ალერგიული რეაქცია არ გამოიწვიოს. სასურველია, აბაზანის მიღებამდე პატარას ჩავუტაროთ ტესტი ალერგიაზე. ამისთვის ბამბა ნაყენში უნდა დავასველოთ და კიდურზე წავცხოთ. თუ ოციოდე წუთის შემდეგ ეს ადგილი არ შეწითლდა, შეგიძლიათ, ნაყენი თამამად გამოიყენოთ აბაზანისთვის.

  • როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვისთვის მცენარეული ნაყენი და ნახარში, არსებობს თუ არა რაიმე განსაკუთრებული წესი?

- ნაყენი და ნახარში ერთი და იგივე არ არის. ჯერ ერთი, მათ მოსამზადებლად სხვადასხვა ნედლეულს იყენებენ. ნაყენისთვის საჭიროა წვრილად დაქუცმაცებული ბალახი, ყვავილები, ფოთლები, ნახარშისთვის - მსხვილი ნედლეული: ქერქი, ფესვები. თუმცა ნაყენიც და ნახარშიც წყლის აბაზანაში მზადდება.

მომზადების წესი ასეთია: მცენარე მოათავსეთ პატარა მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი, დაახურეთ თავსახური და ჩადგით წყლიან ქვაბში, წამოადუღეთ, გააჩერეთ, რამდენ ხანსაც საჭიროა, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და ნაყენი მზადაა.

  • რატომ არის სასარგებლო ბავშვისთვის მცენარეული აბაზანები?

- მცენარეული ნაყენი არბილებს ხისტ წყალს და დადებით ზემოქმედებას ახდენს კანზე, ზრდის მის დამცველობით ფუნქციას, აცხრობს სიწითლესა და გაღიზიანებას, აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს ორგანიზმს. აბაზანისთვის შეიძლება როგორც ერთი მცენარის, ისე მცენარეთა ნაკრების გამოყენებაც, თუმცა გირჩევთ, თავდაპირველად მხოლოდ ერთი მცენარის ნაყენი სინჯოთ.

    • კანის გაღიზიანების, გამონაყარის დროს კარგია ანტისეპტიკური თვისებების მქონე მცენარეები: გვირილა, კალენდულა, სალბი.
    • თუ გამონაყარი სველია ანუ თან ახლავს გამონადენი, უმჯობესია გამოიყენოთ შემკვრელი თვისების მქონე მცენარეთა პრეპარატები - მუხის ქერქის ნახარში, კრაზანას ნაყენი.
    • კანის სიწითლის, გამოყელვის, ქავილისა და დიათეზის დროს ეფექტიანია ორკბილას ნაყენი, რომელსაც აქვს ანტიალერგიული მოქმედება, ხსნის ანთებით პროცესებს და სხვა.
    • თუ ჩვილი ჭირვეულობს, ცუდად სძინავს, უმიზეზოდ ეცვლება განწყობა, რეაგირებს ამინდის ცვალებადობაზე, კბილები ამოსდის და წუხს, შეიძლება გამოიყენოთ დამამშვიდებელი ეფექტის მქონე მცენარეთა აბაზანები - კატაბალახასი, პიტნისა, სვიისა, ბარამბოსი. დამამშვიდებელი აბაზანა ბავშვმა უნდა მიიღოს ძილის წინ. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიური აბაზანა 1-2 თვის განმავლობაში.
    • დამამშვიდებელი აბაზანები ნაწლავთა ჭვლის დროსაც კარგია.
    • მრავალი მცენარე შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მთელ კომპლექსს, ამიტომ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ ორგანიზმისთვის: უნარი შესწევთ, გააუმჯობესონ ნივთიერებათა ცვლა, დაიცვან კანი მავნე მიკროორგანიზმებისგან, გაწმინდონ ორგანიზმი ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებებისგან. ასეთი ზოგადგამაჯანსაღებელი თვისებები აქვს ორკბილას, გვირილას, კალენდულას.

  • ორკბილა

    • ახდენს დეზინფექციას კანის ალერგიული რეაქციების დროს.
    • ხსნის ანთებას და კანის სიწითლეს.
    • ატოპიური დერმატიტის (დიათეზის) დროს.
    • აქრობს ალერგიულ გამონაყარს და ქავილს გამოყელვისა და ჩახურებისას, ანოტივებს კანს.
    • აქვს კანის ჭრილობებისა და ნაკაწრების სწრაფად შეხორცების უნარი.
    • კანის სიწითლის, ქავილის, გაღიზიანების დროს.

  • გვირილა

    • ანთების საწინააღმდეგო კანის ანთებითი პროცესების დროს.
    • აჩქარებს შეხორცებით პროცესებს გამონაყარის დროს.
    • ზრდის კანის დამცველობით ფუნქციას ჭიპის ჭრილობის მოსაშუშებლად.

  • შავბალახა

    • ხსნის ნერვულ აღგზნებას.
    • აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას ძილის დარღვევის დროს.

  • ბარამბო

    • ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
    • ადუნებს უძილობის დროს.
    • ხსნის სპაზმებს მუცლის კოლიკის დროს.

  • როგორ მოვამზადოთ აბაზანა?

- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ წყლის ტემპერატურასა და ხარისხს. წყალსადენის მილებიდან მომავალი წყალი შეიცავს ბევრ არასასურველ ნივთიერებას, რომლებმაც შესაძლოა გააღიზიანოს ჩვილის ნაზი კანი. ამიტომ გირჩევთ, აბაზანა ანადუღარი წყლით აავსოთ.

წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 36,5-37 გრადუსია. ის უნდა გაიზომოს არა ხელის ან იდაყვის ჩაყოფით, არამედ წყლის ტემპერატურის საზომი თერმომეტრით, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ. ბანაობა საშუალოდ 10-15 წუთი უნდა გაგრძელდეს. დაიწყეთ 2-5 წუთით და ხანგრძლივობა თანდათან გაზარდეთ. როცა პატარა დაჯდომას ისწავლის, სათამაშოებიც ჩაუყარეთ. რაც მთავარია, სამკურნალო მცენარეების ნაყენისა თუ ნახარშის გამოყენებამდე ნებართვა პირად პედიატრს სთხოვეთ.