მოდადქცეული საკეისრო და ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოდადქცეული საკეისრო და ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები

საერთაშორისო სამედიცინო მონაცემებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, მსოფლიოში გაორმაგდა საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. საქართველოში ეს მონაცემი კიდევ უფრო დიდია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, საქართველოში, 2000 წლიდან, 4.3-ჯერ გაიზარდა საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. თუკი 2020 წელს ორსულთა 40,6%-მა შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა, 2021 წელს მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და შეადგინა 42,8%.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის ოპერაციების ხვედრითი წილი 10-15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, სულ სხვა რეალობაზე მეტყველებს სტატისტიკა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს რიცხვი 30%-ზე მეტია. განსაკუთრებით დიდია საკეისრო კვეთის მაჩვენებელი ბრაზილიაში, ეგვიპტესა და თურქეთში და ის 50%-ს სცილდება. მაღალია ეს მაჩვენებელი ლათინურ ამერიკაში, სადაც ორსულთა 44% სწორედ საკეისრო კვეთის გზით აჩენს შვილს.

საკეისრო კვეთის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი აქვს სკანდინავიურ ქვეყნებს, მათ შორის, ფინეთსა და შვედეთს და ის 16%-ს შეადგენს. 19%-ია საკეისრო კვეთით მშობიარე ორსულთა რიცხვი საფრანგეთში.

რა არის კარგი და რა – ცუდი საკეისრო კვეთის შემთხვევაში? ვიდრე ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტთ, უნდა გაიგოთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. თავდაპირველად საკეისრო კვეთა ბავშვის გადასარჩენად კეთდებოდა და მხოლოდ იმ ქალებს უტარდებოდა, რომელთაც, ამა თუ იმ მიზეზით, ფიზიოლოგიური მშობიარობა არ შეეძლოთ. დღეისათვის სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: საკეისრო კვეთა სამედიცინო დანიშნულებითაც კეთდება და ახალგაზრდა დედების მოთხოვნითაც, მოსალოდნელი ტკივილისთვის თავის ასარიდებლად. ზოგიერთი ექიმი, იცავს რა პიროვნების თავისუფლებას, ოპერაციას ყოველგვარი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე აკეთებს. მაგრამ ყველა მშობიარემ არ იცის, რომ საკეისრო კვეთამ დასრულებისთანავე შეიძლება ბევრი სირთულე წარმოშვას, მაგალითად, ნაწლავური გაუვალობა, პერიტონიტი, შარდის ბუშტის ტრავმები... კიდევ რის გამოა სახიფათო საკეისრო კვეთა?

ნაყოფის შეგრძნებები

არსებობს მცდარი შეხედულება, რომ საკეისრო კვეთისას ბავშვი ასცდება ფიზიოლოგიური მშობიარობისას მოსალოდნელ შიშსა და ტკივილს. მეცნიერთა მიერ დასაბუთებულია, რომ ბუნებრივი გზით მშობიარობისას ბავშვი დაცულია და მას არაფერი სტკივა. ძველად სწამდათ, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები უშიშრები იქნებოდნენ, თუმცა დღეს ასეთი აზრიც არსებობს, რომ „საკეისროს ბავშვები“ მომეტებული შფოთვითა და აღგზნებით გამოირჩევიან.

ნივთიერებათა ცვლა და წნევის ცვალებადობა

როცა ჩვილი დაბადებისთვის მზადებას იწყებს, მის ორგანიზმში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება. ამგვარად ემზადება იგი დედის საშოდან განსხვავებულ გარემოში მოხვედრისას წნევის ცვლილებისთვის. საკეისრო კვეთისას კი წნევა მკვეთრად იცვლება. ამის გამო ახალშობილს ტვინში მიკროსისხლჩაქცევაც კი შეიძლება დაემართოს. არის ტვინში მინიმალური დისფუნქციის შემთხვევებიც.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა და სუნთქვა

ექიმებმა ათასი ბავშვი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე, ნაყოფის ორგანიზმში იზრდება ჰორმონების რაოდენობა. უპირველესად, იმატებს ჰორმონი კატექოლამინი, რომელიც ახალშობილის სუნთქვას არეგულირებს და მანამდე სითხით სავსე ფილტვებს აშრობს. საკეისრო კვეთისას კი დაბადების ბუნებრივი მექანიზმი არ ირთვება, ბავშვი ვერ ასწრებს საკმარისი რაოდენობის კატექოლამინის დაგროვებას ფილტვების სისხლით უზრუნველსაყოფად და მის გულს დიდი ძალა ადგება. ამის გამო ბავშვის გულში, შესაძლოა, ასაკოვანი ადამიანების გულისთვის დამახასიათებელი დისტროფიული ცვლილებები მოხდეს. საკეისროთი დაბადებულ ბავშვთა სუნთქვის სიხშირეც ბუნებრივი გზით გაჩენილებისაზე ორჯერ ნაკლებია, ფილტვების სუნთქვის მოცულობა კი – სამჯერ.

ფსიქიკა

ზოგიერთი ფსიქიატრის აზრით, საკეისროთი დაბადებულ ბავშვებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ბუნებრივი მშობიარობისთვის ნიშნეული ეტაპები, ხასიათის განსაკუთრებული თვისებები უყალიბდებათ:

  • უჭირთ ურთიერთობა, სირთულეების გადალახვა, ლოდინი, ტკივილის ატანა, არ აქვთ თავის რწმენა.
  • მეტად არიან დამოკიდებულნი დედაზე, ჩვეულებრივ ბავშვებთან შედარებით გამძაფრებული აქვთ ოჯახში დომინანტობის სურვილი.
  • მოხერხებულად ზემოქმედებენ უფროსების სისუსტეებზე.

ასეთი ქცევა ყველას ანერვიულებს, უპირველესად კი ბავშვს. უფროსები მას საიმედო საყრდენად აღარ მიაჩნია, ხოლო ვინც საყრდენი არ არის, ის არც დამცველად გამოდგება! ამის გამო მათ დაუძლეველი შიში იპყრობთ. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ფსიქოლოგიური სირთულის გადალახვა და ნაწილობრივი კორექციაც შესაძლებელია, მაგრამ აღდგენა ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე ნგრევა.

არჩევანი თქვენზეა!

არის შემთხვევები, როდესაც მომავალი დედა აცნობიერებს ბუნებრივი მშობიარობის უპირატესობას და აღარ ითვალისწინებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა თვალის ფსკერის დაზიანება, ნაყოფის მენჯთან მდებარეობა ან ასაკი. ასეთ შემთხვევებში ექიმთან წინასწარი კონსულტაცია და ყველა პრობლემის ზედმიწევნითი გაანალიზება აუცილებელია. ძალიან ბევრია დამოკიდებული მშობიარის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასა და მეანთა პროფესიონალიზმზე. საკეისრო კვეთის ჩასატარებლად ერთ-ერთი პირობა მშობიარის წერილობითი თანხმობაა. ამ თანხმობის მიღების შემდეგ ექიმი ვალდებულია, ოპერაციის აუცილებლობის დამადასტურებელი პირობები წარმოადგინოს და გააფრთხილოს პაციენტი მოსალოდნელი თუ შესაძლო ნეგატიური შედეგების შესახებ. იურიდიული ფორმალობები საჭირო არ არის მხოლოდ ექსტრემალურ – სისხლდენის, შოკისა და დედისა თუ ნაყოფის სიცოცხლის საფრთხის შემთხვევებში. როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოში მოქმედი საკეისრო კვეთის გაიდლაინის თანახმად, უმჯობესია, საკეისრო კვეთა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როცა დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობას ფიზიოლოგიურმა, ანუ საშოსმხრივ მშობიარობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

საკეისრო კვეთისთვის ობიექტურ მაჩვენებლებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • დედის ვიწრო მენჯი;
  • დედის თვალის ბადურას დაზიანების საფრთხე;
  • დიდი ნაყოფის მენჯთან მიმაგრების პრობლემა;
  • ნაწიბური საშვილოსნოზე;
  • ნაყოფის გიგანტური ზომები (4,8-5,0კგ);
  • დედის მძიმე ნეფროპათია;
  • ბავშვის გულის მუშაობის ცვლილება;
  • ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა;
  • ნაყოფის არასწორი მდებარეობა;
  • პლაცენტის წინმდებარეობა;
  • პლაცენტის მიხორცება;
  • დედის ინფექცია;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა;
  • სამშობიარო გზების პრობლემები;
  • დიდი ზომის ნაყოფი;
  • ანამნეზში ერთზე მეტი გადატანილი საკეისრო კვეთა;
  • ხელოვნური განაყოფიერება ხანგრძლივი უნაყოფობითა და დამძიმებული სამეანოგინეკოლოგიური ანამნეზით.

ორსულობისა და მშობიარობის შიშს ტოკოფობია ჰქვია. სპეციალისტთა დაკვირვებით, ტოკოფობია ქალების 2,5%-დან 14%-ს უვითარდება.

ფსიქიატრები ამბობენ, რომ ისევე როგორც სხვა ტიპის ფობიების, მშობიარობის ფობიის დაძლევაში ქალებს ფსიქოთერაპია ეხმარება. თუმცა, აუცილებელია მისი დროული ამოცნობა, რადგან ის ხანგრძლივ თერაპიას მოიცავს და ორსულობის პერიოდში შესაძლოა უკვე დაგვიანებულიც იყოს.

მშობიარობა, შესაძლოა, გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ეს ბუნებრივი, ბიოლოგიური პროცესია და თავისთავად არ არის საშიში. იზოლირებულ ფობიებს ფსიქოთერაპიით მკურნალობენ. მედიკამენტები იშვიათად გამოიყენება. მკურნალობის პროცესში ხდება საშიშ მოვლენასთან ან ნივთთან ნელ-ნელა შეგუება და მის მიმართ შიშის ჩაქრობა. თუკი მეან-გინეკოლოგი ხედავს, რომ ორსულს უბრალოდ მშობიარობის შიში კი არა, არამედ ფობია აქვს, მაშინ, ასეთ დროს, ცხადია, უმჯობესია საკეისრო კვეთის გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, თუკი ქალს სურს, რომ ეს ფობია დაძლიოს, მაშინ სწორად დაგეგმილი ფსიქოთერაპიის საშუალებით, მისი დაძლევა შესაძლებელია. ეს გარკვეულ პერიოდს მოითხოვს და უმჯობესია, ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა დროულად დაიწყოს“.