/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პედიატრია

რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულ ბავშვებს

რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულ ბავშვებს
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.

თავდაპირველად საკეისრო კვეთა ბავშვის გადასარჩენად კეთდებოდა და მხოლოდ იმ ქალებს უტარდებოდა, რომელთაც, ამა თუ იმ მიზეზით, ფიზიოლოგიური მშობიარობა არ შეეძლოთ. დღეისათვის სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: საკეისრო კვეთა სამედიცინო დანიშნულებითაც კეთდება და ახალგაზრდა დედების მოთხოვნითაც, მოსალოდნელი ტკივილისთვის თავის ასარიდებლად. ზოგიერთი ექიმი, იცავს რა პიროვნების თავისუფლებას, ოპერაციას ყოველგვარი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე აკეთებს. მაგრამ ყველა მშობიარემ არ იცის, რომ საკეისრო კვეთამ დასრულებისთანავე შეიძლება ბევრი სირთულე წარმოშვას, მაგალითად, ნაწლავური გაუვალობა, პერიტონიტი, შარდის ბუშტის ტრავმები... კიდევ რის გამოა სახიფათო საკეისრო კვეთა?

ნაყოფის შეგრძნებები

არსებობს მცდარი შეხედულება, რომ საკეისრო კვეთისას ბავშვი ასცდება ფიზიოლოგიური მშობიარობისას მოსალოდნელ შიშსა და ტკივილს. მეცნიერთა მიერ დასაბუთებულია, რომ ბუნებრივი გზით მშობიარობისას ბავშვი დაცულია და მას არაფერი სტკივა. ძველად სწამდათ, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები უშიშრები იქნებოდნენ, თუმცა დღეს ასეთი აზრიც არსებობს, რომ “ საკეისროს ბავშვები“ მომეტებული შფოთვითა და აღგზნებით გამოირჩევიან.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა და წნევის ცვალებადობა

როცა ჩვილი დაბადებისთვის მზადებას იწყებს, მის ორგანიზმში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება. ამგვარად ემზადება იგი დედის საშოდან განსხვავებულ გარემოში მოხვედრისას წნევის ცვლილებისთვის. საკეისრო კვეთისას კი წნევა მკვეთრად იცვლება. ამის გამო ახალშობილს ტვინში მიკროსისხლჩაქცევაც კი შეიძლება დაემართოს. არის ტვინში მინიმალური დისფუნქციის შემთხვევებიც.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა და სუნთქვა

ექიმებმა ათასი ბავშვი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ნაყოფის ორგანიზმში იზრდება ჰორმონების რაოდენობა. უპირველესად, იმატებს ჰორმონი კატექოლამინი, რომელიც ახალშობილის სუნთქვას არეგულირებს და მანამდე სითხით სავსე ფილტვებს აშრობს. საკეისრო კვეთისას კი დაბადების ბუნებრივი მექანიზმი არ ირთვება, ბავშვი ვერ ასწრებს საკმარისი რაოდენობის კატექოლამინის დაგროვებას ფილტვების სისხლით უზრუნველსაყოფად და მის გულს დიდი ძალა ადგება. ამის გამო ბავშვის გულში, შესაძლოა, ასაკოვანი ადამიანების გულისთვის დამახასიათებელი დისტროფიული ცვლილებები მოხდეს. საკეისროთი დაბადებულ ბავშვთა სუნთქვის სიხშირეც ბუნებრივი გზით გაჩენილებისაზე ორჯერ ნაკლებია, ფილტვების სუნთქვის მოცულობა კი - სამჯერ.

ფსიქიკა

ზოგიერთი ფსიქიატრის აზრით, საკეისროთი დაბადებულ ბავშვებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ბუნებრივი მშობიარობისთვის ნიშნეული ეტაპები, ხასიათის განსაკუთრებული თვისებები უყალიბდებათ:

უჭირთ ურთიერთობა, სირთულეების გადალახვა, ლოდინი, ტკივილის ატანა, არ აქვთ თავის რწმენა.

მეტად არიან დამოკიდებულნი დედაზე, ჩვეულებრივ ბავშვებთან შედარებით გამძაფრებული აქვთ ოჯახში დომინანტობის სურვილი, მოხერხებულად ზემოქმედებენ უფროსების სისუსტეებზე.

ასეთი ქცევა ყველას ანერვიულებს, უპირველესად კი ბავშვს. უფროსები მას საიმედო საყრდენად აღარ მიაჩნია, ხოლო ვინც საყრდენი არ არის, ის არც დამცველად გამოდგება! ამის გამო მათ დაუძლეველი შიში იპყრობთ. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ფსიქოლოგიური სირთულის გადალახვა და ნაწილობრივი კორექციაც შესაძლებელია, მაგრამ აღდგენა ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე ნგრევა.

არჩევანი თქვენზეა!

არის შემთხვევები, როდესაც მომავალი დედა აცნობიერებს ბუნებრივი მშობიარობის უპირატესობას და აღარ ითვალისწინებს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა თვალის ფსკერის დაზიანება, ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა მდებარეობა ან ასაკი. ასეთ შემთხვევებში ექიმთან წინასწარი კონსულტაცია და ყველა პრობლემის ზედმიწევნითი გაანალიზება აუცილებელია. ძალიან ბევრია დამოკიდებული მშობიარის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასა და მეანთა პროფესიონალიზმზე. საკეისრო კვეთის ჩასატარებლად ერთ-ერთი პირობა მშობიარის წერილობითი თანხმობაა. ამ თანხმობის მიღების შემდეგ ექიმი ვალდებულია, ოპერაციის აუცილებლობის დამადასტურებელი პირობები წარმოადგინოს და გააფრთხილოს პაციენტი მოსალოდნელი თუ შესაძლო ნეგატიური შედეგების შესახებ. იურიდიული ფორმალობები საჭირო არ არის მხოლოდ ექსტრემალურ - სისხლდენის, შოკისა და დედისა თუ ნაყოფის სიცოცხლის საფრთხის - შემთხვევებში. საკეისრო კვეთისთვის ობიექტურ მაჩვენებლებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • დედის ვიწრო მენჯი;
  • დედის თვალის ბადურას დაზიანების საფრთხე;
  • დიდი ნაყოფის მენჯთან მიმაგრების პრობლემა;
  • ნაწიბური საშვილოსნოზე;
  • ნაყოფის გიგანტური ზომები (4,8-5,0კგ);
  • დედის მძიმე ნეფროპათია;
  • ბავშვის გულის მუშაობის ცვლილება.

კომენტარები (2)
ეკა გოგიაშვილი
არავითარ შემთხვევაში არ ვუწევ საკეისროს რეკომენდაციას, თუ რა თქმა უნდა თვითონ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოითხოვს ამას,სამი შვილის დედა ვარ,პირველი ფიზიოლოგიურად გავაჩინე,მეორეზე ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე დამჭირდა საკეისრო,თუმცა ბოლო წუთამდე ვიხვეწებოდი ვიმშობიარებ მეთქი,მესამეც ნაყოფის სიდიდის გამო საკეისრო კვეთით გაკეთდა,არ გამიგია მეორე და მესამე ბავშვზე არანაირი ტკივილი.გირჩევტ მომავალი დედიკოებო რომ ფიზიოლოგიურად იმშობიაროთ ვისაც ეს შეგიძლიათ.გისურვებთ ყველას თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას💞🌹
თარიღი : 02-07-2023
ნანა
თუ,არ საჭიროებს ქალმა ბუნებრივად უნდა იმშობიაროს
თარიღი : 02-07-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გოგონები გინეკოლოგთან ყველაზე ხშირად ვულვოვაგინიტის გამო მიჰყავთ - როდის მივიყვანოთ გოგონა ექიმთან
გოგონები გინეკოლოგთან ყველაზე ხშირად ვულვოვაგინიტის გამო მიჰყავთ - როდის მივიყვანოთ გოგონა ექიმთან
გვესაუბრება პედიატრი მანანა უბილავა.
სრულად
ექსიკოზი - ბავშვი მივარდნილია, უცრემლოდ ტირის, შარდავს ჩვეულებრივზე ნაკლებს
ექსიკოზი - ბავშვი მივარდნილია, უცრემლოდ ტირის, შარდავს ჩვეულებრივზე ნაკლებს
გვესაუბრება ქირურგი ნუკრი შალამბერიძე.
სრულად
გარეგნული ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ექსუდაციურ პლევრიტზე მიგვანიშნებს
გარეგნული ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ექსუდაციურ პლევრიტზე მიგვანიშნებს
გვესაუბრება პედიატრი ინგა იოსავა.
სრულად
მუნი, ტილი და ალერგია - კანის არაინფექციური გამონაყარი
მუნი, ტილი და ალერგია - კანის არაინფექციური გამონაყარი
გვესაუბრება ინფექციონისტი.
სრულად
უმი ბოსნტეული და ხილი კუჭქვეშა ჯირკვალს ვნებს - რეაქტიული პანკრეატიტი ბავშვებში
უმი ბოსნტეული და ხილი კუჭქვეშა ჯირკვალს ვნებს - რეაქტიული პანკრეატიტი ბავშვებში
გვესაუბრება პედიატრი ხათუნა ხასია.
სრულად
რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი და რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები
რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი და რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები
გვესაუბრება პედიატრი ლოლა ზვიადაძე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულ ბავშვებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები