/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

დიასახლისების საზაფხულო განტვირთვა

დიასახლისების საზაფხულო განტვირთვა
საზაფხულო განტვირთვა ყველაზე მეტად, ალბათ, დიასახლის ქალებს სჭირდებათ, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფიზიკური თუ ფსიქიკური დატვირთვის აქვთ.

ეს არის მძიმე საყოფაცხოვრებო ტვირთი, ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი, უამრავი მოვალეობა ოჯახის წინაშე – ყველაფერი ეს რთულ მდგომარეობაში აგდებს ქალის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ამისათვის კი აუცილებელია ზაფხულში განტვირთვა.

ზაფხული ის დროა, როცა ყველა ცდილობს, პრობლემები დაივიწყოს და მთელი არსებით მიეცეს სიამოვნებას, გათავისუფლდეს უარყოფითი ემოციებისგან, უზრუნველად გაატაროს დრო. დასვენება და განტვირთვა აუცილებელია ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რაიმე ფასეულის შესაქმნელად ადამიანს, უპირველესად, უნდა ჰქონდეს სიცოცხლის შესაძლებლობა, სიცოცხლისთვის კი, საკვების, ბინის, ტანსაცმლის გარდა, ბევრი სხვა რამ არის საჭირო, თუნდაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გართობა, განტვირთვა და სრულფასოვანი დასვენება.

ადამიანი მთელი წლის განმავლობაში სწავლობს ან მუშაობს, ფიზიკურ ან გონებრივ შრომას ეწევა და, ბუნებრივია, იღლება, ამიტომ ფსიქოლოგიური განტვირთვა და ძალ-ღონის აღდგენა სასიცოცხლო აუცილებლობაა. სრულფასოვანი დასვენება ყველას სხვადასხვაგვარად ესმის, თუმცა, აუცილებელი რომ არის, ეს არავის აეჭვებს. ფიზიკური თუ ფსიქიკური გადატვირთვა და გადაღლა საფრთხეს უქმნის ორგანიზმს, ნერვულ სისტემას და ფსიქიკას. ზოგი ყველაზე უკეთ შინ ისვენებს, ზოგი – მთაში, ზოგი – ბარში, ზოგს კი ზღვისა და მისი ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება. ზოგი სულიერ სიმშვიდეს მაშინ ჰპოვებს, როცა ზურგჩანთამოკიდებული მთის ბილიკებს მიუყვება, დაბრკოლებებს გადალახავს, კარავს შლის და საძილე ტომარაში იძინებს, ზოგს თავის თავთან მარტო დარჩენა ანიჭებს სიხარულს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზღვაზე დასვენებისას ადამიანს ისეთი სულიერი მდგომარეობა ექმნება, რომელიც მის განცდებს დროებით ავსებს და იმორჩილებს. ზღვის საოცარი ფერი, ზვირთების ხმაური, მარილით გაჯერებული ჰაერი, მცხუნვარე მზე, ოქროსფერი ქვიშა, ხალხის ჟრიამული, ჩამავალი მზის ულამაზესი პეიზაჟი – გადაღლილი ნერვული სისტემისა და ფსიქიკის შესანიშნავი მკურნალია. თუ ამას სასურველი ადამიანების გარემოცვაც დაემატა, დასვენება მართლაც დაუვიწყარი გახდება.

თანამოაზრეებთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობაც უდიდესი სიამოვნების მომგვრელია; სირთულეების გადალახვა თავდაჯერებას, ჩვენი ძალების რწმენას გვმატებს და არნახულ კმაყოფილებას გვგვრის. ეს ყველაფერი სულიერ კომფორტს განგვაცდევინებს, რაც ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ TSH,FT4, FT3 ,antiTG ,anti TPO ეს ანალიზები ყველა ჩიყვზე კეთდება? და კიდევ რომელი შეიძლება რო გაკეთდეს რომ სრულად გამოვიკვლიოთ?</p>

სიამოვნება-უსიამოვნება და აღგზნება-დამშვიდება ემოციური განცდებია. როცა ემოციურ განცდაში სიამოვნებისა და სიმშვიდის გრძნობა ზომაზე მეტია, ის ადამიანს მთლიანად მოიცავს, რასაც თან სდევს განტვირთვა. ადამიანი მოთხოვნილებების მქონე არსებაა და როცა მათ მაქსიმალურად იკმაყოფილებს, სიმშვიდე და ბედნიერება ეუფლება. ეს, უწინარეს ყოვლისა, ეხება ვიტალურ ანუ სასიცოცხლო მოთხოვნილებებს: ადამიანს არ უნდა აწუხებდეს შიმშილი, წყურვილი და სქესობრივი დაუკმაყოფილებლობა. სხვა მოთხოვნილებებს – ესთეტიკურს, ინტელექტუალურს, ფიზიკური აქტივობისას, მეგობრებთან ურთიერთობისას – ის მთაში თუ ზღვაზე მეტ-ნაკლებად იკმაყოფილებს.

დასვენებისგან მხოლოდ სიამოვნება რომ მივიღოთ და დადებითი ემოციები დიდხანს გაგვყვეს, ბუნებასთან ურთიერთობისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მეტადრე მაშინ, როდესაც ზომიერი კონტინენტური კლიმატის სარტყლიდან სამხრეთისკენ მივემგზავრებით – შესაძლოა, მზის ან სითბური დაკვრა მივიღოთ. დიდი სიფრთხილეა საჭირო გარუჯვისას – როგორც ზღვაზე, ისე მთაში, რადგან ბოლო დროს მზის აქტიურობამ საგრძნობლად მოიმატა, ოზონის შრის გათხელების გამო კი გაიზარდა რადიაციული ფონიც, ამიტომ დღის 11 საათის შემდეგ მზის აბაზანების მიღება სახიფათოა. რომ არ დავიწვათ, მზის სხივებს კანი თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ. გახსოვდეთ: დამწვრობას უამრავი გართულება მოჰყვება. მზით დამწვრობა მხოლოდ კანისთვის როდია საზიანო; მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის ორგანიზმში სერიოზულ სტრესს იწვევს. სტრესს წარმატებით ებრძვის საყვარელ ადამიანთან სიახლოვე, რაც ტვინში სიამოვნების ჰორმონების – ენდორფინების გამომუშავებას ასტიმულირებს. ამიტომაც არის, რომ მზით დამწვარ დამსვენებლებს ლიბიდო (სექსუალური ენერგია) უძლიერდებათ. ულტრაიისფერი სხივები ააქტიურებს ზოგიერთი სასქესო ჰორმონის გამომუშავებას. ამის წყალობით ადამიანს მგრძნობელობა უმძაფრდება. გარდა ამისა, მზის სხივები ააქტიურებს „სიხარულის ჰორმონის“ – სეროტონინის წარმოქმნას. მთიდან თუ ზღვიდან ყოველთვის ჩინებული განწყობით ვბრუნდებით. უსიამოვნებები, ნეგატიური ემოციები უკვალოდ ქრება, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობთ და გვეჩვენება, რომ გავახალგაზრდავდით კიდეც. ან იქნებ არც გვეჩვენება – ზღვასა და მზეს, მთასა და ტყეს ხომ მართლაც საოცარი გავლენა აქვს; გვმატებს სასიცოცხლო ენერგიას, სულიერ სიმტკიცეს, ძალების რწმენას, გვიბრუნებს ცხოვრების ხალისს. ამიტომაც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოვახერხოთ, დავემალოთ ყოველდღიურ საზრუნავს, გავექცეთ ყოფით ერთფეროვნებას და დავისვენოთ, განვიტვირთოთ, მივანიჭოთ ჩვენს თავს სიამოვნება და დადებითი ემოციების მარაგით დავუბრუნდეთ სამუშაოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დიასახლისების საზაფხულო განტვირთვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები