/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სხეულის ჰიგიენა

ფეხების მოვლა ზაფხულში

ფეხების მოვლა ზაფხულში
ფეხების მოვლა ყოველთვის საჭიროა, მაგრამ განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზაფხულში. დღის უდიდეს ნაწილს ფეხზე ვატარებთ:

დავდივართ, დავრბივართ ან უბრალოდ ვდგავართ, - ამიტომ ფეხების მოვლა სხეულის მოვლის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. როდესაც მას სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ, ფეხები მრავალ უსიამოვნო სიურპრიზს გვიწყობენ: უხეშდება კანი, ჩნდება ნახეთქები და კოჟრები, შუპდება ქსოვილები და დაღლილობის შეგრძნებაც იმატებს.

ძალიან სასარგებლოა აბაზანები ბალახეული ნაყენებით და ჰიდრომასაჟით, რომლებიც ასვენებს ფეხებს, აქვს დამამშვიდებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი.

ფეხების ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლა

  • ყოველდღიურად, ფეხების თბილი წყლით დაბანის შემდეგ, წვივებზე გადაივლეთ ცივი წყალი.
  • დაბანის დროს ტერფები გაიხეხეთ მინქაფათი, განსაკუთრებით - ის უბნები, რომლებიც კოჟიჟებით არის დაზიანებული.
  • დაბანის შემდეგ ფეხები შეიმშრალეთ ხაოიანი პირსახოცით და კანზე წრიული მოძრაობით წაისვით ცხიმიანი კრემი.
  • თუ თქვენი საქმიანობა ფეხზე დიდხანს დგომას ან სიარულს მოითხოვს, გირჩევთ, სისხლისა და ლიმფის მოძრაობის გასაუმჯობესებლად ფეხები ძილის დროს ოდნავ შემაღლებულზე შემოაწყოთ (ფეხებქვეშ ამოიდოთ ბალიში ან მუთაქა).
  • ძალიან სასარგებლოა ფეხებისთვის რეგულარული აბაზანა (კვირაში არანაკლებ 2-ჯერ).
  • გვირილის ან ორკბილას თბილი აბაზანები ამშვიდებს ფეხებს და ამცირებს ანთებას. ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვთ ზღვის მარილის აბაზანებს.
  • დაღლილობასა და დაძაბულობას მოგიხსნით პიტნის, ჭინჭრის, მრავალძარღვას, ვირისტერფას აბაზანები. შეგიძლიათ, დაამატოთ სოდა და აბაზანის არომატული ქაფიც. აბაზანის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 15-20 წუთი, წყლის ტემპერატურა - 38°C-მდე.
  • სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს კონტრასტული ჰიდროაბაზანაც. თავდაპირველად ფეხები ჩაყავით ცხელ წყალში (ტემპერატურა - 40°C) და გააჩერეთ 3-5 წუთი, შემდეგ რამდენიმე წამით - ცივში ჭურჭელში (დაახლოებით 15°C). პროცედურის შემდეგ ფეხებზე გადაივლეთ თბილი წყალი და გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით. შეშუპების დროს მიიღეთ მენთოლიანი აბაზანა.
  • აბაზანის შემდეგ, როდესაც კანი რბილია, შეიძლება შევუდგეთ მის მოწესრიგებას. მინქაფათი გაიხეხეთ გაუხეშებული ქუსლები. შეიძლება პილინგის ჩატარებაც სკრაბით. ბოლოს კი წაისვით სპეციალური კრემი ვიტამინებითა და ანტისეპტიკური დანამატებით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საერთოდ, წყლის ნებისმიერი პროცედურის შემდეგ ფეხებზე უნდა წავისვათ დამატენიანებელი კრემი, კოსმეტიკური რძე ან ტანის ბალზამი, ამასთან, არა მარტო ტერფზე, არამედ მთელ სიგრძეზე.

ფეხების მოვლის ბუნებრივი საშუალებები და შინაური რეცეპტები:

გამაჯანსაღებელი კუბიკები

  • ღიღილოსა და გვირილის ყვავილების გაყინული ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა ვენების გაგანიერების პროფილაქტიკისთვის.
  • ავიღოთ 3 სუფრის კოვზი ღიღილოს ან გვირილის ყვავილი, ჩავყაროთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ გადადუღებული, ოთახის ტემპერატურის წყალი, დავახუროთ თავზე და გავაჩეროთ 10-15 წუთი ორთქლის აბაზანაზე. ჩავასხათ ნაყენი ყინულისთვის განკუთვნილ ფორმებში და შევდგათ საყინულეში. დავიზილოთ ფეხები ამ ყინულით.

მცენარეული აბაზანები

  • აიღეთ 5 სუფრის კოვზი პიტნა, 5 სუფრის კოვზი მაიორანი, 3 სუფრის კოვზი როზმარინი, 3 სუფრის კოვზი კვლიავი და 1 პეშვი ზღვის მარილი. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი ნელ ცეცხლზე, გააჩერეთ კიდევ 20 წუთი, გადაწურეთ და ნარევი ჩაასხით თასში, დაამატეთ ზღვის მარილი. ჩაუშვით ფეხები 5-10 წუთით. ეს აბაზანა ხსნის დაღლილობას, არბილებს გაუხეშებულ კანს.
  • აიღეთ 2-2 სუფრის კოვზი გვირილის გამხმარი ყვავილი, სელის თესლი და შვიტა. დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი. ხსნის დაღლილობას, ანთებას, არბილებს გაუხეშებულ კანს.
  • 3 სუფრის კოვზ გულყვითელას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და გადაწურეთ. უხდება ფეხის სოკოს. პროცედურის ხანგრძლივობა 7-10 წუთია.
  • 50 გრამ ცაცხვის ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20-30 წუთი. გახსენით 1 ლიტრ თბილ წყალში, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სუფრის მარილი. ხსნის შეშუპებას.
  • ფეხებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს ნაძვისა და ფიჭვის წიწვების აბაზანა. აბაზანას შეიძლება დავუმატოთ სუფრის ან ზღვის მარილი.
  • კანის ანთებითი დაავადებების დროს რეკომენდებულია ჭინჭრის, ნაძვის წიწვებისა და გვირილის ნაყენი.
  • ფეხების ოფლიანობის დროს ეფექტურია მუხის ქერქის ნაყენის აბაზანა.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მამაკაცის ინტიმური ჰიგიენა: როგორ გავაკეთოთ ეს სწორად?
მამაკაცის ინტიმური ჰიგიენა: როგორ გავაკეთოთ ეს სწორად?
სექსუალური ჰიგიენის დაცვა რეპროდუქციული სისტემის დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
სრულად
რატომ გვაქვს იღლიაში უსიამოვნო სუნი
რატომ გვაქვს იღლიაში უსიამოვნო სუნი
დილას შხაპის მიღების, სუფთა ტანსაცმლის ჩაცმის შემდეგ, სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე, შესაძლებელია რამდენიმე საათში იღლიიდან უკვე ოფლის მკვეთრი სუნი აღინიშნებოდეს.
სრულად
რას გულისხმობს სხეულის ჰიგიენა
რას გულისხმობს სხეულის ჰიგიენა
ჰიგიენა, საზოგადოდ, მოიცავს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს, გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან ორგანიზმის დაცვის უზრუნველყოფის, მისი გაკაჟებისა და გაჯანსაღების საშუალებებს.
სრულად
როგორ შევარჩიოთ ტანის ლოსიონი სწორად
როგორ შევარჩიოთ ტანის ლოსიონი სწორად
სხეულის მოსავლელად ქალები ათასგვარ საშუალებას იყენებენ.
სრულად
როგორ შევარჩიოთ დეზოდორანტი - სპრეი თუ ბურთულიანი?
როგორ შევარჩიოთ დეზოდორანტი - სპრეი თუ ბურთულიანი?
ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები პირობითად ორ დიდ ჯგუფად იყოფა:
სრულად
როგორ დავიცვათ ცხვირის ღრუსა და ყურების ჰიგიენა?
როგორ დავიცვათ ცხვირის ღრუსა და ყურების ჰიგიენა?
სხეულის თითოეულ ნაწილს ჰიგიენის გარკვეული წესები აქვს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ფეხების მოვლა ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები