მამაკაცის ინტიმური ჰიგიენა: როგორ გავაკეთოთ ეს სწორად? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის ინტიმური ჰიგიენა: როგორ გავაკეთოთ ეს სწორად?

მამაკაცის ინტიმური ჰიგიენის საფუძველია სასქესო ორგანოების რეგულარული დაბანა-გასუფთავება.

როგორია მამაკაცის სწორი ჰიგიენა?

მამაკაცის ჰიგიენა მოიცავს სასქესო ორგანოების და შორისის მიდამოს კანის სისუფთავეს ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. კანის გაღიზიანების პრევენციისთვის უნდა ჩაიცვათ თავისუფალი საცვალი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ქსოვილისგან და თავი შეიკავოთ ალერგიული დასაბანი საშუალებების გამოყენებისგან. აუცილებელია ტანსაცმლის სწორად შერჩევაც, ჰიპოთერმიისა და სასქესო ორგანოების გადახურების თავიდან ასარიდებლად.

როგორ უნდა დაიბანოს მამაკაცმა სწორად?

დაბანამდე მამაკაცებმა ხელები კარგად უნდა დაიბანონ საპნით.

  • ფრთხილად გადასწიეთ ჩუჩა და თბილი, გამდინარე წყლისა და საპნის გამოყენებით გაასუფთავეთ: ჩუჩის ქვეშა მიდამო, სასქესო ასოს ზედაპირი, სათესლე ჯირკვლები, შორისი და ბარძაყებს შორის კანი;
  • არ არის საჭირო გენიტალიების ინტენსიური ხახუნი და ზედმეტი საპნის გამოყენება ტკივილისა და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად;
  • პირსახოცით ნაზად გაამშრალეთ პენისის წვერი და სასქესო ორგანოების სხვა ადგილები;
  • ჩაიცვით სუფთა და მშრალი საცვლები.

არ არის რეკომენდებული ტალკის, ოდეკოლონის, დეოდორანტების, ლოსიონების და ალკოჰოლზე დაფუძნებული დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. თუ დაბანის დროს შენიშნეთ გამონადენი პენისიდან, უსიამოვნო სუნი, ტკივილი, სიწითლე, სასქესო ასოს თავის ქავილი ან ჩუჩის შევიწროება, უნდა მიმართოთ უროლოგს.

რამდენად ხშირად უნდა დაიბანოს კაცმა სასქესო ორგანოები?

დღეში ერთხელ მაინც უნდა დაიბანოთ. ჰიგიენურ პროცედურებს შორის ხანგრძლივმა ინტერვალებმა შეიძლება გამოიწვიოს დერმატოლოგიური, უროლოგიური და ინფექციური დაავადებების განვითარება. ძალიან ხშირად დაბანამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, სიმშრალე და გაღიზიანება.

მამაკაცის ჰიგიენა და სექსი

უნდა დაიბანოთ ყოველი სქესობრივი აქტის შემდეგ (მიუხედავად იმისა, გამოიყენებოდა თუ არა პრეზერვატივი სექსის დროს). სპერმისა და გამონადენის ნარჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის სასქესო ორგანოების კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება და ანთება.

ბიჭების ჰიგიენა

სკოლამდელი ასაკის ბიჭებმა სასქესო ასო ყოველდღიურად უნდა დაიბანონ თბილი წყლითა და კანისთვის შესაფერისი საპნით. საფენების გამოყენების დროს, საფენის გამოცვლის შემდეგ, ბავშვი აუცილებლად უნდა დავბანოთ საფენის გამონაყრისა და კანის გაღიზიანების ასარიდებლად. ბიჭუნას ზრდასთან ერთად, მას უნდა ასწავლოთ სასქესო ასოს სწორად დაბანა.

მამაკაცის ჰიგიენის თავისებურებები ზრდასრულ ასაკში

ზრდასრულ ასაკში მამაკაცის სასქესო ორგანოების ჰიგიენა მოიცავს ყოველდღიურად შორისის, პენისის გარე ზედაპირის, სათესლე ჯირკვლების საფუძვლიანად დაბანას. დასაბანად შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი წყალი საპნით, ინტიმური გელით ან სხვა საშუალებით, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავდასაცავად, სექსის დროს უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი. სქესობრივი აქტის დაწყებამდე და მის შემდეგ, ისევე როგორც კუჭის მოქმედების შემდეგ, აუცილებელია დაბანა. სოკოვანი ინფექციების განვითარების თავიდან ასარიდებლად, რეკომენდებულია მოერიდოთ მჭიდრო საცვლებსა და სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებულ ტანსაცმელს, ის აფერხებს ჰაერის ცვლას, ინარჩუნებს სითბოსა და ტენიანობას საზარდულის მიდამოში.

წინადაუცვეთელ მამაკაცებს ჩუჩის ქვეშ შეიძლება დაუგროვდეთ სმეგმა, მოთეთრო ნივთიერება, რომელიც შედგება კანის მკვდარი უჯრედებისა და ცხიმიანი გამონადენისგან. სმეგმა ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდას და უსიამოვნო სუნის გაჩენას, ამიტომ მის მოსაშორებლად რეგულარულად უნდა დაიბანოთ სასქესო ასო.

როდის სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგიური პროფილაქტიკური გამოკვლევა?

წელიწადში ერთხელ მაინც რეკომენდებულია უროლოგთან გამოკვლევა. უსიამოვნო სიმპტომების გაჩენისას (მაგალითად, წვა, შარდში სისხლი, გამონაყარი ან მტკივნეული სიმაგრეები), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ასაკთან ერთად იზრდება უროლოგიური დაავადებების განვითარების რისკი, შესაბამისად, 40 წლის შემდეგ, დაავადებათა დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის შესაძლებელია ვიზიტების სიხშირის გაზრდა.

უნდა მოიშორონ თუ არა მამაკაცებმა თმა საზარდულის მიდამოში?

საზარდულის მიდამოში თმის მოცილება ინტიმური ჰიგიენის ერთ-ერთი ელემენტი და მავნე მიკრობების გამრავლების არიდების საშუალებაა. თმის მოცილების საჭიროება შეიძლება წარმოიშვას, მაგალითად, დისკომფორტის, უსიამოვნო სუნის ან ჭარბი ოფლიანობის გამო ცხელ ამინდში.

როგორ უნდა შეირჩეს მამაკაცებისთვის ინტიმური ჰიგიენის საშუალება?

რეკომენდებულია დამარბილებელი ეფექტის მქონე პროდუქტების გამოყენება სპირტის, არომატებისა და პარფიუმერული კომპონენტების გარეშე, რომ არ გამოიწვიოს კანის გამონაყარი, ქავილი ან გაღიზიანება. გვერდითი ეფექტებისგან დასაცავად არ უნდა გამოიყენოთ ტალკი ან დეოდორანტები. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ექიმთან ერთად აირჩიოთ ინტიმური ჰიგიენის შესაფერისი საშუალება.

როგორი უნდა იყოს მამაკაცის საცვალი?

მამაკაცის საცვალი უნდა იყოს მშრალი, სუფთა, ბუნებრივი და არც ისე მჭიდრო. მჭიდრო სინთეტიკური საცვლების გამოყენებისას ჰაერის ცვლა და სისხლის მიმოქცევა უარესდება, ოფლიანობა მატულობს, კანი ზედმეტად ცხელდება და ღიზიანდება.