როგორ დავიცვათ ცხვირის ღრუსა და ყურების ჰიგიენა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ ცხვირის ღრუსა და ყურების ჰიგიენა?

ცხვირის ღრუს ჰიგიენა

ორგანიზმში შეჭრილ მავნე ნივთიერებებს, ვირუსებს, ბაქტერიებს, ალერგენებს, სოკოებს პირველ ბარიერად ცხვირ-ხახა ეღობება. თანამედროვე დაბინძურებულ გარემოში ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი აგრესიული ფაქტორების ზემოქმედების გამო განიცდის გადაჭარბებულ ანტიგენურ დატვირთვას. ეს იწვევს ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითებას, ინფექციური აგენტების მიმართ ლორწოვანის რეზისტენტობის შემცირებას, ალერგიული რინიტების განვითარებას. ცხვირი დღე-ღამეში 17 ათას ლიტრ ჰაერს ატარებს. ჩასუნთქულ ჰაერში მოტივტივე მიკროორგანიზმების 60% ცხვირის ღრუში ილექება. დიდი ქალაქის მკვიდრი ყოველდღიურად დაახლოებით 500 მილიარდ მტვრის ნაწილაკს ჩაისუნთქავს.

გარემოს არასასურველი ზემოქმედების შემცირებაში დაგვეხმარება ცხვირის ღრუს რეგულარული გამორეცხვა. მაგალითად, ბაქტერიებსა და ვირუსებს ცხვირის ღრუდან ორგანიზმში შესაჭრელად 4-8 საათი სჭირდებათ და თუ მათ მანამდე მოვიშორებთ, დაავადება უბრალოდ აღარ განვითარდება. ამრიგად, ცხვირის ღრუს გამორეცხვა პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების სეზონზე. ირიგაციული თერაპიით შესაძლებელია ალერგენებისა და ყველა სხვა მავნებლის (ქიმიური ნაერთების, პროფესიული მავნე ნაწილაკების, თამბაქოს კვამლის, ჭვარტლის, წვის პროდუქტების) მოცილება ლორწოვანის ზედაპირიდან. ცხვირის ღრუს გამორეცხვა ისეთივე აუცილებელი პროცედურაა, როგორიც კბილების გახეხვა.

არსებობს ცხვირის გამორეცხვის რამდენიმე მეთოდი. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მეტად ეფექტურია ცხვირის სრული მოცულობითი გამორეცხვა. ამ დროს სითხე მთლიანად ავსებს ცხვირის ღრუს და ასუფთავებს ლორწოვანის ყველა ნაკეცს მთელ სიგრძეზე. აეროზოლის ან სპრეის ნაკადი მხოლოდ ცხვირის წინა ნაწილს წმენდს, სრული მოცულობითი გამორეცხვა კი მთელი ცხვირის ღრუს გამოსუფთავების საშუალებას გვაძლევს. ცხვირის ღრუს გამორეცხვის ჩვენებებია:

გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების ეპიდემია;

ქრონიკული ალერგიული რინიტები და სინუსიტები, ადენოიდიტები ბავშვებში;

მშრალი ცხვირის სინდრომი;

მავნე პირობებში მუშაობა;

არასასურველ ეკოლოგიურ გარემოში ყოფნა.

უკუჩვენებებია:

ცხვირის პოლიპები;

ცხვირიდან ხშირი სისხლდენა;

ცხვირის ღრუსა და დანამატების წიაღების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები;

მწვავე ოტიტი და ქრონიკული ოტიტის გამწვავება.

რით გამოვირეცხოთ ცხვირის ღრუ

ცხვირის ღრუს გამოსარეცხად უმჯობესია შევიძინოთ მზა ხსნარები. სახლის პირობებში ცხვირის ღრუს გამორეცხვა რეკომენდებულია ლარინგოლოგების მიერ სპეციალურად შემუშავებული ბალონ-ერიგატორების საშუალებით, რომელიც ნაკადის სიმძლავრის რეგულირების საშუალებას იძლევა. შპრიცით ან ჩაიდნით გამორეცხვას არ გირჩევთ - შესაძლოა, ლორწოვანი გარსი დაიზიანოთ.

ყურების ჰიგიენა

ყურების წმენდა საჭიროა განსაზღვრული პერიოდულობით, უსაფრთხოების წესების დაცვით. ხშირად წმენდა არ არის საჭირო. გოგირდი ყურებს მტვრისგან, ბაქტერიებისა და სხვა მავნე აგენტებისგან იცავს.

ბამბის ჩხირი დაასველეთ ყურის საწმენდ სითხეში;

თავი გადასწიეთ უკან და გვერდით, ისე, რომ ყური, რომლის გაწმენდასაც აპირებთ, ზევით იყურებოდეს;

ფრთხილად გამოისუფთავეთ ყურის ნიჟარა ბამბის ჩხირით, მერე ამ სითხის რამდენიმე წვეთი ჩაიწვეთეთ ყურში;

დამუშავებულ ყურში გაიკეთეთ ბამბის ბურთულა და დაიტოვეთ მთელი ღამით.

უსაფრთხოების წესები

ოტორინოლარინგოლოგების აზრით, უმჯობესია, ყურები ბამბის დისკოებით ან ტამპონებით კი არ გავისუფთაოთ, არამედ დავიბანოთ შხაპის მიღების დროს. განსაკუთრებით მოხერხებულია ყურების გაწმენდა შხაპის შემდეგ, როდესაც ყურის ნიჟარა ნოტიოა.

წყალბადის ზეჟანგით ყურის გასუფთავება შეიძლება კვირაში 1-2-ჯერ. მისი უფრო ხშირი გამოყენება ყურის არხს გამოაშრობს.

გოგირდის საცობის, სმენის დაქვეითებისა და ყურის ტკივილის დროს უნდა მივმართოთ ოტორინოლარინგოლოგს, რადგან თვითმკურნალობამ შესაძლოა სმენის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვამდე მიგვიყვანოს.

ყურების წმენდისას ფრთხილად იყავით, რათა არხში ინფექცია არ შეიტანოთ. ძლიერად ნუ დააწვებით ბამბის ჩხირს და ღრმად ნუ შეიყოფთ მილში.

არ შეიძლება ყურების გამოწმენდა ისეთი ნივთებით, როგორებიცაა სარჭი, კბილის საჩიჩქნი, ასანთის ღერი - შეიძლება ყურიც დაიზიანოთ და არხში ინფექციაც შეიტანოთ.

ყურის ჰიგიენა ელემენტარულ მანიპულაციებს მოიცავს. ყურის ნიჟარები გულდასმით უნდა დავიბანოთ თბილი წყლითა და საპნით. თუ ბანაობისას ყურში წყალი ჩაგვივიდა, ბამბის ჩხირით უნდა ამოვაშროთ. თანამედროვე ადამიანის ყური ბგერების ნამდვილ ქაოსშია მოქცეული. მათ შორის არის ყურისმომჭრელი, ხმამაღალი, უსიამოვნო ბგერებიც.

მათგან დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელია, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, ამიტომ რეკომენდებულია, წელიწადში ერთხელ გავესინჯოთ ოტოლარინგოლოგს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ყურების გახვრეტა. უნდა ვიცოდეთ, რომ ყურის ნიჟარაზე მდებარეობს ადამიანის შინაგან ორგანოებსა და სისტემებთან დაკავშირებული უამრავი წერტილი, ამიტომ ამ მარტივი პროცედურის ჩატარებაც მხოლოდ სპეციალისტს ანდეთ.

წაიკითხეთ სრულად