/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

დედა ზღაპრით მოგვარჩენს

დედა ზღაპრით მოგვარჩენს
რისი ბრალია, რომ ბაღში გატარებულ 2-3 დღეს ხშირად ერთკვირიანი ავადმყოფობა მოსდევს?

რატომ ხდება ავად პატარა სწორედ მაშინ, როცა უამრავი ახალი მეგობარი შეიძინა, დამოუკიდებლობას მიეჩვია?

ექიმების აზრით, ბავშვის იმუნურ სისტემაზე ძლიერ გავლენას ახდენს ფსიქიკური მდგომარეობა. საბავშვო ბაღი, აღმზრდელებსა და მეგობრებთან ურთიერთობა ბავშვისთვის ერთგვარი სტრესია, ამიტომ ძლიერ იმუნურ სისტემასთან ერთად მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მყარი ემოციური მდგომარეობა. ის დაეხმარება ბავშვს, გამოიმუშაოს საკუთარი თავის რწმენა და დაამყაროს ურთიერთობა უცნობ ადამიანებთან.

ზღაპარი, ჩვენი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი, უბრალოდ გამოგონილი ისტორია როდია; ის არის ბავშვებისა და უფროსების ურთიერთობის ფორმაც. თუმცა ყველა ზღაპარს არ შეუძლია, ბავშვს ემოციებსა და შიშებთან ბრძოლაში დაეხმაროს.

მაშ, როგორი უნდა იყოს ზღაპარი?

პირველ რიგში, პერსონალიზებული. ასეთი ზღაპრის მთავარი გმირი თავად ბავშვია. როცა საკუთარ თავზე ისმენს ამბავს, პატარა აცნობიერებს, რომ მთავარ გმირს მარტო მისი სახელი კი არ ჰქვია, მისი თვისებებიც აქვს, ცხოვრობს იმავე ქალაქში, ჰყავს იგივე მეგობრები... მასთან ერთად ზღაპრის პერსონაჟები არიან დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და-ძმები. ეფექტი რომ გააძლიეროთ და ზღაპარი უფრო დამაჯერებელი გახადოთ, გააცანით პატარას მეზღაპრე, მაგალითად, რომელიმე ფუმფულა სათამაშო.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პერსონალიზებულ ზღაპარში ბავშვი თავდაჯერებულია, იჩენს კომუნიკაბელურობას, ნებისყოფას, არ ეშინია სირთულეებისა, დამოუკიდებელია. თუ ამ პრინციპებით შედგენილ ზღაპარს ბავშვი რამდენჯერმე მოისმენს, მას დედასთან განშორებისა აღარ შეეშინდება, ისწავლის მარცხსა და წყენასთან გამკლავებას, ირწმუნებს საკუთარ წარმატებას. საკუთარი თავის რწმენის წყალობით ბავშვს სტრესს აღარ მიაყენებს უცხო ადამიანებთან შეხვედრა, აღარ გაუჭირდება საბავშვო ბაღში ადაპტაცია.

ზღაპარი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკობრივი ფსიქოლოგიური განვითარების თავისებურებებს. 1-1,5 წლის პატარებს ძალიან უყვართ მოსმენა, მაგრამ ჯერ არ აქვთ განვითარებული ხატოვანი აზროვნება, ამიტომ მათთვის შესაფერისია მოკლე ზღაპარი მარტივი სიუჟეტით. ასეთ ზღაპრებში მთავარი პერსონაჟი ცხოველია - კატა, ძაღლი, კურდღელი. შეარჩიეთ ლამაზად ილუსტრირებული წიგნები, უჩვენეთ პატარას თეატრალიზებული სიუჟეტი.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

2 წლიდან უპირატესობა ენიჭება პერსონალიზებულ ზღაპრებს, რომელთაც უფრო რთული სიუჟეტი აქვთ. ბავშვს ამ ასაკში უკვე შეუძლია ფანტაზიორობა და პერსონაჟთა წარმოდგენა, ამიტომ სურათების აუცილებლობა აღარ არსებობს. გაცილებით მნიშვნელოვანია, პატარამ წარმოსახვა აამუშაოს.

ხუთი წლის ბავშვს უკვე შეუძლია თქვენ მიერ წაკითხული ზღაპრების მოყოლა. ახლა ის როლურ თამაშებში თავის სათამაშოებს ჩართავს, დაეხმარება მათ, ძლიერები, მამაცები, თავდაჯერებულები გახდნენ.

როგორ წავიკითხოთ ზღაპარი

აქციეთ ზღაპრების კითხვა რიტუალად. ამაში სათამაშო-მეზღაპრეც დაგეხმარებათ. მაგალითად, პატარა ბაღიდან უგუნებოდ დაბრუნდა - მას ამხანაგებმა აწყენინეს. მგრძნობიარე ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე, ცუდად სძინავს, ავადაც ხდება... სტრესს ფეხის მოკიდების საშუალება რომ არ მივცეთ, "მეზღაპრე" სათამაშოს დავუძახოთ. პატარა ბავშვის ყურადღება წყენიდან უმალვე ზღაპრისაკენ გადაინაცვლებს.

ახლა მთავარია, შესაფერისი ზღაპარი წავუკითხოთ, რათა ბავშვმა სათამაშო ასოციაციურად დაუკავშიროს იმ არსებას, რომლისგანაც ელის დახმარებას, იღებს რჩევებს და მოიპოვებს გამარჯვების რწმენას. ზღაპარი იმის მიხედვით შეარჩიეთ, რომელი სირთულის დაძლევაში გსურთ დაეხმაროთ პატარას. ბავშვს ზღაპარი წაუკითხეთ არა გასართობად, არამედ კონკრეტული, მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში დასახმარებლად, გამოსავლის საპოვნელად. ზღაპრის სიუჟეტი რეალობად აღიქვით, ხოლო თოჯინა-მეზღაპრე - ცოცხალ პერსონაჟად. ამ გზით ბავშვს უფრო ადვილად გაესაუბრებით იმის შესახებ, რაც თავად გააკეთა ზღაპარში, შეაქებთ იმის გამო, რომ სირთულეებს არ შეუშინდა, კარგი თვისებები გამოამჟღავნა. ეს მასთან დაგაახლოებთ და დაგამეგობრებთ. როცა თოჯინა-მეზღაპრე გამოჩნდება, ბავშვის თანდასწრებით მასაც ცოცხალივით ელაპარაკეთ, მოუყევით, როგორ გამოიჩინა თქვენმა შვილმა თავი ბაღში, ეზოში, ექიმთან. ახლა ყოველივე ამისთვის ბავშვი თოჯინამ უნდა "შეაქოს".

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
ბავშვის დაბადება უდიდესი სიხარული და ამავდროულად, ახალი გამოწვევების დასაწყისია ყველა ახალბედა მშობლისთვის,
სრულად
საზაფხულო სკოლის ფორმატი
საზაფხულო სკოლის ფორმატი
მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.
სრულად
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
რა ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის ცხოვრებაში თამაშს და როგორია მისი როლი მოზარდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, -
სრულად
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ტექნოლოგიები და გაჯეტები არა მხოლოდ უფროსების, ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა.
სრულად
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
თანამედროვე ბავშვებს წიგნით ბევრად უფრო იშვიათად დაინახავთ, ვიდრე გაჯეტით. მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ
სრულად
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დედა ზღაპრით მოგვარჩენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები