/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როგორ მოვუაროთ ბავშვის ჭურჭელს

როგორ მოვუაროთ ბავშვის ჭურჭელს
სისუფთავე რომ ჯანმრთელობის საწინდარია, აქსიომად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო როდესაც საქმე პატარა ბავშვს ეხება, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეს.

ჩვილის საგნების მოვლისას ჰიგიენის ელემენტარული წესების უგულებელყოფა შესაძლოა დიდ უსიამოვნებად შემოგვიბრუნდეს. ბოთლი, საწველი, რძის შესანახი კონტეინერი - ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც კი რძესთან აქვს კონტაქტი, პირველ გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გასტერილდეს. თუ მოხდა ისე, რომ ნახმარი ჭურჭელი მაშინვე ვერ გარეცხეთ, სტერილიზაცია ამ შემთხვევაშიც საჭიროა, ოღონდ ჭურჭელი წინასწარ კარგად უნდა გაირეცხოს. რეცხვის დროს დაუშვებელია მოზრდილთა ჭურჭლისთვის განკუთვნილი ფხვნილებისა თუ ჟელეების გამოყენება. არსებობს სპეციალური საბავშვო საშუალებები, რომლებიც ნატურალური კომპონენტებისგან შედგება.

აუცილებელია ბავშვის ჭურჭლის ძალიან კარგად გავლება. რეცხვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ბოთლის ხრახნსა და ყელზე - სწორედ აქ რჩება საკვები, გროვდება მიკრობები. საწოვარა კარგად უნდა გაირეცხოს არა მარტო ზემოდან, არამედ შიგნიდანაც. რეცხვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ბოთლის ფორმას. თუ ბოთლი მოღუნულია ან საწოვარას სპეციალური სისტემა აქვს მუცელში აირების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, რეცხვა უფრო ხანგრძლივი იქნება. ოპტიმალურია ცილინდრული ფორმის ფოთლი, რომელსაც ფართო ძირი და ყელი აქვს. მნიშვნელოვანი ფაქტორია მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ბოთლი და მისი აქსესუარები. წინათ მშობლები უპირატესობას შუშას ანიჭებდნენ. დღეს ცნობილია, რომ სხვა მასალისგან დამზადებული თანამედროვე ბოთლები მათ არ ჩამოუვარდება, ზოგიერთი პარამეტრით კი სჯობს კიდეც. რა თქმა უნდა, მთავარია მასალის ხარისხი. სტერილიზაციისთვის უმჯობესია გაფილტრული წყლის გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ ხისტ წყალში სტერილიზაციისას ჩნდება მარილის ნადები.

არსებობს ჭურჭლის სტერილიზაციის სხვადასხვა მეთოდი:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

* ქურაზე სტერილიზაცია. ამისთვის საკმარისია მოზრდილი ქვაბი, რომელშიც ბოთლები მთლიანად ჩაიმალება. ავავსებთ წყლით, რათა ბოთლები დაიფაროს და 20 წუთი ვადუღებთ. საწოვარა და მისი სამაგრები ცალკე უნდა გასტერილდეს და არა ბოთლებთან ერთად.

* მიკროტალღური ღუმელი. საჭიროა შუშის ღრმა ჭურჭელი. ის წყლით უნდა ავავსოთ, ბოთლები შიგ ჩავაწყოთ და შუშისავე სარქველი დავახუროთ. ღუმელი მაქსიმალურ სიმძლავრეზე უნდა ჩავრთოთ. სტერილიზაციისთვის 6-8 წუთია საჭირო.

შეკითხვა ექიმს
<p>-ჩემი შვილი 11 წლისაა.შემთხვევით გავიგე,რომ გეგმიური აცრა 5 წელზე რომ უკეთდება საერთო ბაზაში არ არის შეტანილი,არადა გაკეთებული აქვს,რასაც ვერ ვამტკიცებთ,პედიატრმა ჩვენ ბაზაში არსებული ინფორმაციით ვხელმძღვანელობთო და ასაცრელიაო.მოკლედ შეიძლება ეს აცრა რომ ხელმეორედ გაუკეთდეს 11 წლის ასაკში და რამეს ხომ არ ავნებს?</p>

* ყურადღება მიაქციეთ, ნებადართულია თუ არა ჭურჭლის სტერილიზაცია მიკროტალღურ ღუმელში.

* სწრაფი მადუღარა. აქ სტერილიზაცია ხდება არა მარტო ორთქლით, არამედ წნევითაც, რაც ხარისხს ზრდის. მთავარია, სტერილიზაცია დროულად დავასრულოთ.

ასევე დაგაინტერესებთ
ჭურჭლის სარეცხი მანქანა

* ორთქლის სტერილიზატორი. ეს არის თანამედროვე მოწყობილობა, რომელიც სწორედ ბავშვის ჭურჭლისა და მისი აქსესურების სტერილიზაციისთვის არის შექმნილი. სტერილიზაციის დამთავრების შემდეგ მოწყობილობა ავტომატურად ითიშება. თუ ის არ გავაღეთ, ჭურჭელი კიდევ სამი საათის განმავლობაში იქნება სტერილური.

* ცივი სტერილიზაციის აპარატები - მოხერხებულია მგზავრობისას და აგარაკზე. მასში ისხმება სპეციალური სასტერილიზაციო სითხე, რომელშიც თავსდება ჭურჭელი.

როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე

მნიშვნელოვანია არა მატო ჭურჭლის გასტერილება და კარგად გარეცხვა, არამედ სუფთად შენახვაც. სტერილიზაციის დასრულების შემდეგ ბოთლები პირქვე უნდა დავდოთ სუფთა პირსახოცზე, ზემოდანაც სუფთა პირსახოცი გადავაფაროთ. საწოვარები და ბოთლის თავსახურები თეფშზე უნდა დავაწყოთ და თავსახური დავახუროთ. პირსახოცი, თეფში და თავსახური ხშირად უნდა გაირეცხოს. არსებობს სპეციალური საშრობები ბავშვის ჭურჭლისთვის, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ის კომპაქტურად გვქონდეს მოთავსებული. გახსოვდეთ: ზემომოყვანილი წესების დარღვევა არამც და არამც არ შეიძლება. მათი დაცვა ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საზაფხულო სკოლის ფორმატი
საზაფხულო სკოლის ფორმატი
მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.
სრულად
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
რა ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის ცხოვრებაში თამაშს და როგორია მისი როლი მოზარდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, -
სრულად
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ტექნოლოგიები და გაჯეტები არა მხოლოდ უფროსების, ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა.
სრულად
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
თანამედროვე ბავშვებს წიგნით ბევრად უფრო იშვიათად დაინახავთ, ვიდრე გაჯეტით. მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ
სრულად
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
სრულად
შეიძლება თუ არა ალკოჰოლმა გამოიწვიოს ტვინის ანევრიზმა?
შეიძლება თუ არა ალკოჰოლმა გამოიწვიოს ტვინის ანევრიზმა?
თავის ტვინის ანევრიზმა არის ბუშტის მსგავსი გაფართოება, რომელიც ვითარდება დასუსტებულ სისხლძარღვებში.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ მოვუაროთ ბავშვის ჭურჭელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები