ჭურჭლის სარეცხი მანქანა
თუმცა უახლოეს მომავალში მათზე მოთხოვნა თანდათანობით გაიზრდება. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჭურჭელი უნდა განლაგდეს სპეციალურ კალათებში (ყუთებში), შემდეგ ექცევა თავისებურ "სამასაჟე შხაპის" ქვეშ. წყალი ესხმება წვრილი ნაკადით, ავლებს და რეცხავს ყველა რთულად მისადგომ კუთხეებს.
მთავარია - გადაწყვიტოთ, თეფშების, ფინჯნებისა და კოვზების რა რაოდენობის გარეცხვას აპირებთ ყოველდღიურად. ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოცულობა იზომება "პერსონებით".
ერთსულიანი ოჯახისთვის საჭიროა მცირე, 4-პერსონიანი სარეცხი მანქანა, რომელიც მიკროტალღოვანი ღუმლის ზომისაა.
3-4-სულიანი ოჯახისთვის შესაფერისი ვარიანტია 12-პერსონიანი დიდი ჭურჭლის სარეცხი მანქანა (სიმაღლე - 85სმ, სიღრმე და სიგანე - 60სმ). რიცხვი 12 ნუ შეგაშინებთ, თეფშებისა და ფინჯნების გარდა, კარგი იქნება, თუ ქვაბებსა და ტაფებსაც გარეცხავთ, როცა მათ ქვედა ყუთში ჩაალაგებთ, ზედა თაროზე სწორედ სუფრის 4 კომპლექტის ადგილი დაგრჩებათ.
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ ზომების საკითხს, საჭიროა გადაწყდეს მეორე პრინციპული საკითხი - მზად ხართ თუ არა თქვენს მშვენიერ დამხმარეს ცალკე ადგილი გამოუყოთ, თუ ის ანსამბლში უნდა ჩართოთ. არსებობს როგორც ცალკე დასადგმელი, ისე სრულ კომპლექტში ჩასასმელი მოდელები.
-
როგორ ვკვებოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა?
თქვენი სამზარეულოს ახალი ბინადრისთვის საჭიროა სპეციალური "მენიუ". არ შეიძლება მისი გამოკვება საკვების ნარჩენებით, რომლებიც თეფშებზე რჩება (შეიძლება ფილტრში დაიგმანოს) ან მიმწვარი ფენით.
წყალი ონკანიდან არ გამოდგება - ის ძალიან ხისტია და შეუძლია სწრაფად გამოიყვანოს მწყობრიდან თქვენი ჭურჭლის მანქანა. მოგიწევთ მისი გამოკვება სპეციალური მარილით, რომელიც წყალს არბილებს. მისი ჩაყრის აუცილებლობაზე მიუთითებს სპეციალური ინდიკატორი მანქანაზე.
პირდაპირი მოვალეობის შესასრულებლად მანქანას ესაჭიროება სარეცხი საშუალებები - ფხვნილის სახით, აბებში ან სითხის ფორმით (ანუ აურევთ ჭურჭლის ხელით გასარეცხ სითხეში!). აგრეთვე საჭიროა გასავლები საშუალება, რომელიც ჭურჭელს ბზინვარებას ანიჭებს და არ ტოვებს მასზე გამშრალი წყლის ლაქებს.
-
როგორია რეჟიმი?
სანამ თქვენ ისვენებთ, თქვენი კონკია - ჭურჭლის სარეცხი მანქანა მუშაობს იმ რეჟიმით, რომელსაც მას მიუთითებთ.
ქვაბებსა და ტაფებთან გასამკლავებლად საჭიროა პროგრამა "ძლიერ გაჭუჭყიანებული ჭურჭლისათვის".
თუ მეგობრული შეხვედრის შემდეგ გასარეცხი გაქვთ ფაქიზი მინის ჭურჭელი, ამისთვის არსებობს სპეციალური ნაზი პროგრამა "ბროლი".
თუ თქვენ გიყვართ მსუყე სადილის შემდეგ დაძინება (ხოლო მანქანა ხმაურით მუშაობს), აირჩიეთ ისეთი მოდელი, რომელიც მუშაობის გადავადებას ახდენს ან რთავს მონოტონურ ხმაურს იავნანასავით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს "დიასახლისს" აქვს ფუნქცია "დაცვა ბავშვებისათვის", შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ისინი ვერ შეძლებენ მის გაღებას მუშაობის პროცესში. ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ იმას, რომ პატარა ექსპერიმენტატორებმა მანქანაში შინაური ცხოველები ან რბილი სათამაშოები არ შეყარონ.
მართალია ჭურჭლის სარეცხი მანქანა სამზარეულოში ბინადრობს, მაგრამ ის მაღალინტელექტუალური ქალბატონია, მით უმეტეს, თუ აღჭურვილია მართვის ელექტრონული სისტემით. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია ავტომატურად განსაზღვროს ჭურჭლის დაბიძნურების ხარისხი და დამოუკიდებლად აირჩიოს რეცხვის ორიგინალური პროგრამა.
როგორც ცნობილია, ჭურჭელი თავისი ფორმითა და გაბარიტებით განსხვავებულია, ამიტომ სადილის შემდეგ ჭურჭლის მთელი ნაკრების მანქანის შიგნით სწორად განლაგება არც ისე მარტივია. ამ სიტუაციაში გამოგადგებათ სისტემა თაროების მოძრავი სამაგრებით, რაც საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ თაროების სიმაღლე, გამოღების გარეშე.
ელექტრონული ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ ჩქარობს. სრული ციკლისთვის მას 1,5 საათი სჭირდება მაგრამ თუ თქვენ ძალიან გეჩქარებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დროის ეკონომიის პროგრამა - მაშინ ის გააცხელებს წყალს მანამ, სანამ თქვენ ჯერ კიდევ ალაგებთ მასში ჭურჭელს, საქმეც სწრაფად წავა წინ.
ჭურჭლის სარეცხი მანქანების მოწინავე მოდელები შეიარაღებულნი არიან მრავალსაფეხურიანი სისტემებით, რომლებიც ხელს უწყობს სრულ უსაფრთხოებას. ისინი არასოდეს დაუშვებენ წყლის გამოჟონვას და მეზობლებისთვის ზიანის მიყენებას. ასე რომ, ჭამის შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად გაეშუროთ თქვენს საქმეებზე და წყნარად დატოვოთ თქვენი დიდებული დამხმარე სამუშაო მდგომარეობაში. გასარეცხი საშუალებები უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, მანქანები კი მას უნაკლოდ ასუფთავებენ.