/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

აგარაკზე

აგარაკზე
ქალაქგარეთ გასვლა, ჰაერისა და გარემოს გამოცვლა წელიწადის ყოველ დროს სასარგებლოა, ზაფხულობით კი უბრალოდ აუცილებელია.

ზაფხულში ქალაქგარეთ ცხოვრება აკაჟებს ჯანმრთელობას და აფართოებს თვალსაწიერს. აგარაკზე ყოფნისას მშობლების წინაშე ყოველთვის დგება საკითხი, რით გაართონ ბავშვი. ბუნებრივია, გვსურს, ზაფხულში მაინც მოვაცილოთ ის კომპიუტერისა თუ ტელევიზორის ეკრანს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ტელევიზორიცა და კომპიუტერიც გამოსადეგია - ხომ არის ზაფხულობით წვიმიანი დღეები, როცა გარეთ ვერ გახვალ...

თავისუფალი მოძრაობის საშუალება

აგარაკზე დასვენებას ის სარგებლობა მოაქვს, რომ ბავშვი ისვენებს და კაჟდება. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვს საამისოდ სათანადო პირობები შევუქმნათ. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვუძებნოთ თავისუფალი ადგილი, სადაც შეეძლება სირბილი, ხტუნაობა, ბურთით თამაში ისე, რომ სასარგებლო ნარგავები არ დააზიანოს. თუ მატერიალური მხარე ხელს გვიწყობს, შეგვიძლია, შევიძინოთ ხელოვნური აუზი ან გორაკი, სხვადასხვა ზომის ხის ძელები, მოვუწყოთ პატარა სპორტული მოედანი. ყოველივე ეს საკუთარი ხელითაც შეიძლება გავაკეთოთ. მოზრდილ ბავშვებს შესანიშნავად გაართობთ ველოსიპედი, სახტუნაო, საქანელა, ჰამაკი, პინგ-პონგი, კეგლი... უცვლელი გასართობია ბურთი. გოგონებიც და ბიჭუნებიც გატაცებით ითამაშებენ ფეხბურთს, კალათბურთს, ხელბურთს, "წრეში ბურთს". თუმცა ვერც ფეხბურთს, ვერც ხელბურთს, ვერც ჩოგბურთს მარტო ვერ ითამაშებ... რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის სხვა ბავშვებთან მეგობრობა. თანატოლთა საზოგადოება აუცილებელია მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის. თუ თქვენი აგარაკის ახლომახლო შესაფერისი ასაკის ბავშვები არ არიან, შეგიძლიათ, შვილის მეგობრები ქალაქიდან მოიპატიჟოთ, რათა თქვენს შვილს საშუალება ჰქონდეს, ზაფხული თანატოლთა საზოგადოებაში სასიამოვნოდ გაატაროს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შევისწავლოთ გარემო

ყველაფერი, რაც კი გარს აკრავს სააგარაკო ადგილს, ქალაქიდან ჩამოსული ბავშვისთვის შეიძლება შემეცნებისა და განვითარების წყაროდ იქცეს. ბავშვს უთუოდ გაიტაცებს ისეთი გართობა, როგორიც არის წყალში ქვების სროლა, ქვიშაში თამაში, თიხის ზელა და ძერწვა - ყოველივე ეს ხომ სახლის პირობებში მიუწვდომელია. ამგვარი თამაშები მარტო კი არ გაართობს პატარას, არამედ ყურადღებასა და წარმოსახვასაც განუვითარებას, დაუხვეწს მოტორულ ჩვევებს. შეგიძლიათ, ბავშვთან ერთად ითამაშოთ "განძის მაძიებლობანა": რაიმე ნივთი მოათავსეთ ლითონის ქილაში და ჩაფალით აგარაკის მახლობლად. მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება ქილაში, კანფეტები თუ წერილი, - ბავშვისთვის თვით ძიების პროცესია საინტერესო. დაუხატეთ მას ნაკვეთის გეგმა, რუკა, სადაც ჯვრით მონიშნავთ განძის ადგილსამყოფელს. ეს თამაში ბავშვისთვის ორმაგად სასარგებლო იქნება: მხოლოდ კი არ გაერთობა, არამედ ადგილმდებარეობის მიხედვით და რუკის დახმარებით ორიენტირებასაც ისწავლის.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

შრომითი ჩვევები

თუ ბავშვს საინტერესო და მის შესაძლებლობათა შესაფერის დავალებას მისცემთ, ის სიამოვნებით შეიტანს საკუთარ წვლილს სააგარაკო სამუშაოებში. სკოლამდელი ასაკის ბავშვი უარს არ იტყვის, მოაწყოს ალპური გორაკი, შეკრას მინდვრის ყვავილების თაიგული ოთახის მოსართავად, პატარა კალათში მოაგროვოს ღამით ხიდან ჩამოცვენილი ხილი... არ დაგავიწყდეთ, გარჯისა და მუყაითობისთვის შეაქოთ, მადლობა გადაუხადოთ. ეს მას სტიმულს მისცემს შემდგომი საქმიანობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ
მივემგზავრებით აგარაკზე

ჰობის შექმნა

სკოლის მოსწავლეებს ხშირად აძლევენ იმ ლიტერატურული ნაწარმოებების სიას, რომლებიც ზაფხულში უნდა წაიკითხონ. ასეთი ლიტერატურა ასაკის შესაბამისად უნდა შეირჩეს. ბავშვების უმრავლესობა არცთუ დიდი ხალისით ასრულებს ამ დავალებას. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი მათთვის საინტერესო, სახალისო და მიმზიდველიც კი გავხადოთ. წიგნების წაკითხვა შეიძლება არა მაგიდასთან, არამედ ჰამაკში, ფართოდ ტოტებგაშლილი ხის ჩრდილქვეშ, სიგრილეში. შეიძლება, საამისოდ კარავიც კი დავდგათ. ასეთ გარემოში წიგნი ბავშვს უფრო საინტერესო მოეჩვენება. ისეირნეთ შვილთან ერთად, ესაუბრეთ გარემოს შესახებ, შეაგროვეთ გირჩები, წაბლი, რკო, მათგან დაამზადეთ სხვადასხვა ნაკეთობა, სამშვენისი, რომლებიც შემდგომ ზაფხულის სასიამოვნო დღეებს გაგახსენებთ. იქნებ თქვენს შვილს ფოტოგადაღება იტაცებს? ამ შემთხვევაში აგარაკზე ნამდვილი საზაფხულო ფოტოსესიის მოწყობა შეიძლება ნათესავების, მეზობლებისა და ნაცნობების მონაწილეობით, შემდეგ კი შეადგინეთ ფოტოალბომი, რომელიც ზაფხულის დაუვიწყარ შთაბეჭდილებათა საუნჯედ იქცევა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
ბავშვის დაბადება უდიდესი სიხარული და ამავდროულად, ახალი გამოწვევების დასაწყისია ყველა ახალბედა მშობლისთვის,
სრულად
საზაფხულო სკოლის ფორმატი
საზაფხულო სკოლის ფორმატი
მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.
სრულად
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
რა ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის ცხოვრებაში თამაშს და როგორია მისი როლი მოზარდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, -
სრულად
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ტექნოლოგიები და გაჯეტები არა მხოლოდ უფროსების, ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა.
სრულად
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
თანამედროვე ბავშვებს წიგნით ბევრად უფრო იშვიათად დაინახავთ, ვიდრე გაჯეტით. მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ
სრულად
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

აგარაკზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები