/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

მივემგზავრებით აგარაკზე

მივემგზავრებით აგარაკზე
ქალაქგარეთ დასვენება რომ სასარგებლოა, ეჭვი არავის ეპარება, თუმცა მშობლებს ყურადღება მართებთ, რომ ბავშვმა ასეთი დასვენება "სოფელში გადასახლებად" არ აღიქვას.

.

სოფელში დასვენება ბუნებასთან გვაახლოებს, გვაგრძნობინებს მის სითბოს და ძალას. მხოლოდ ერთ რამეზე გვმართებს დაფიქრება - რა ვაკეთოთ აგარაკზე და როგორ გავართოთ ბავშვი. უბრალო გასეირნება მოსაწყენი იქნება. მოდი, ვეცადოთ, მთელი არდადეგები ერთ დიდ გასეირნებად ვაქციოთ, რომელიც შემეცნებითი ხასიათისა იქნება.

  • ახალი ჰორიზონტი

თუ თქვენმა შვილმა უკვე აიდგა ფეხი, აგარაკი მას შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს. გზა სახლიდან ძაღლის ბუდრუგანამდე, მით უფრო - ტყეში გაკვალული ბილიკი სულაც არ გახლავთ სრიალა პარკეტი ან ლინოლეუმი. ამ გზაზე არსებული ბუნებრივი წინააღმდეგობები, რომლებსაც ქვიშა, კენჭები, ხის ტოტები, ბალახი ქმნის, ბავშვს წონასწორობის შენარჩუნებას ასწავლის და საკუთარი სხეულის უკეთ შეგრძნების უნარს გამოუმუშავებს.

კარგი იქნება, თუ ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვს სათამაშო მოედანს მოვუწყობთ, სადაც ქვიშა და პატარა "წყალსაცავიც" იქნება. ქვიშა შეიძლება მიწაზე დავყაროთ და ხის დაფებით შემოვსაზღვროთ. ქვიშა ნიადაგს რომ არ შეერიოს, უმჯობესია, ქვეშ სქელი ცელოფანი ან რუბეროიდი დავიგოთ. უფრო მობილურია, მაგრამ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს სპეციალური გასაბერი მოედანი. არსებობს გასაბერი მინი აუზიც, თუმცა მის მაგივრობას მოზრდილი თასიც გაგვიწევს. ღამით "მოედანს" უმჯობესია ცელოფანი გადავაფაროთ და მისი კიდეები ქვებით დავამაგროთ, რათა ქვიშა არ მიმოიფანტოს და არ დაისვაროს. აუზში წყალი, რა თქმა უნდა, ყოველდღე უნდა ვცვალოთ.

  • ტალახი ნუ შეგაშინებთ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცოტა ხნის წინაც ვწერდით, რომ ქვიშასა და წყალში თამაში ბავშვისთვის აუცილებელია. ისინი (განსაკუთრებით - წყალი) ბავშვს მოდუნების, დასვენების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ასტიმულირებს მის შემოქმედებით საწყისს, თანაც პატარა საგნების ფიზიკურ თვისებებს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ეცნობა. მაგალითად, ქვიშისგან შეიძლება ავაშენოთ კოშკები, გავიყვანოთ გვირაბები. შეიძლება, სათამაშო ქვიშაში ჩავფლათ და შემდეგ თვალდახუჭულმა ხელით ვიპოვოთ.

  • წავედით ტყეში!

უფროსებს ხანდახან გვგონია, რომ ბავშვს მხოლოდ ზოოპარკში ახლახან ჩამოყვანილი სპილო ან ლომი აინტერესებს. სინამდვილეში პატარა რატომელასთვის გაცილებით შემეცნებითი მოვლენაა ტყეში გასეირნება. ამ დროს ბავშვი იღებს ერთიან დადებით ემოციას, რომელიც არ არის დახლეჩილი ტრანსპორტის, ხალხმრავლობის, ჯიხურების, ნაყინის და სხვა ემოციური ეპიზოდებით.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

უფროსები ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორი ემოციების წყაროა ჭიანჭველების ბუდე, რომელიც პატარას უამრავი ფიქრისთვის აძლევს საზრდოს. ჭიანჭველებზე დაკვირვება ხომ ძალიან საინტერესოა:

ნეტავ როგორ არის მოწყობილი ასეთი პატარა სახლი, რომელიც ამავე დროს უზარმაზარი სამეფოა?! როგორ მოგზაურობენ, როგორ შრომობენ მისი ბინადრები?.. ტყეში სეირნობისას შეიძლება, ბავშვს მცენარეთა სახეობებიც გავაცნოთ და დიდისა და პატარას ცნებებიც გამოვიყენოთ. მაგალითად, დავანახოთ მას ერთი და იმავე სახეობის, მაგრამ სხვადასხვა ზომის ხეები, ყველაზე დიდს დავარქვათ "მამა ნაძვი", უფრო პატარას - "დედა", პაწაწინებს კი - "შვილები".

ასევე დაგაინტერესებთ
ზაფხულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
როგორ მოვაწყოთ სააგარაკე სახლი

ფანტაზიის წყაროდ შეიძლება იქცეს პეპელა, ფუტკარი, ბეღურა და ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმი.

  • ჩვილი ტყეში

ტყეში სეირნობა ჩვილისთვისაც ძალიან სასიამოვნოა. მხოლოდ გარემოს შეცვლაც კი მასზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ეცადეთ, ჩვილმა დიდი ხანი გაატაროს ჰაერზე. პატარას ტკბილი ძილი ბუზებმა და კოღოებმა რომ არ დაუფრთხონ, საბავშვო ეტლს აუცილებლად უნდა გადააფაროთ დამცავი ბადე. თუ პატარა უკვე ცოცავს, შეგიძლიათ, ცოტა ხნით ბალახზეც დასვათ - ეს იქნება მძლავრი სტიმული მოტორული და ტაქტილური განვითარებისთვის. თუ თბილა და არც მწერების თავდასხმა გემუქრებათ, შეგიძლიათ ბავშვს ფეხზე გახადოთ და სხვადასხვა ზედაპირის არა მარტო ხელისგულებით, არამედ ტერფებით შეგრძნების საშუალებაც მისცეთ. პატარას აუცილებლად განუმარტეთ, რას გრძნობს ამ დროს - ეს ხეა, ეს - ქვა, ეს კი - ბალახი... ატარას დიდ სიხარულს ჰგვრის ჩიტებსა და ცხოველებზე დაკვირვება. ახალი ბგერები მისი სმენითი შთაბეჭდილებების მარაგს საოცრად ამდიდრებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია.

  • ახალგაზრდა მკვლევარი

თუ პატარას ასაკი 5 წელს აღემატება, მას შეუძლია, საკუთარი შთაბეჭდილებები "შეინახოს" კიდეც - ჩაიხატოს ან სპეციალურ დღიურში ჩაიწეროს. ალბომში შეიძლება შევქმნათ ჰერბარიუმი, ჩავაკრათ ფლორისა და ფაუნის ფოტოები. მათ გადასაღებად ბავშვს თამამად შეიძლება ვანდოთ იაფფასიანი ფოტოაპარატი. წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ, რომ შეუძლიათ, დაეხმარონ მშობლებს, აცნობიერებენ თავიანთი საქმიანობის აუცილებლობას. ეს მოთხოვნილებები რომ დაიკმაყოფილონ, დაიხმარეთ სამკურნალო მცენარეების ან საზამთროდ შესანახი კენკრის შეგროვებაში. როცა ზამთარში ამ კენკრას მიირთმევთ, აგარაკზე გატარებული დღეები ერთად გაიხსენეთ.

  • ცუდი ამინდია...

წვიმიან დღეებში ქვიშის მოედანსა და აუზში ვერ ითამაშებ, სათამაშოები კი თან არ წამოგვიღია, ამიტომ ბავშვი მოიწყენს და წუწუნს იწყებს. როგორ მოვიქცეთ? გამოსავალი მარტივია - სათამაშოები უნდა გავაკეთოთ. ამ თვალსაზრისით ყველაზე მოხერხებული მასალაა მარილიანი ცომი - ფქვილი, წყალი და მარილი ხომ ნებისმიერ სამზარეულოში მოიძევება. ცომისგან შეიძლება გავაკეთოთ თოჯინების ჭურჭელი, ხილი და ბოსტნეული, ლამაზი ნივთები.

აიღეთ: 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა მარილი, რამდენიმე წვეთი ზეთი, იმდენი წყალი, რომ პლასტილინის კონსისტენციის ცომი მიიღოთ. განსაკუთრებით ნაზი ნაკეთობებისთვის უნდა გამოიყენოთ ნაზი მარილიანი ცომი: 0,5 ჭიქა ფქვილი, 0,5 ჭიქა სახამებელი, 0,5 ჭიქა მარილი და წყალი. ასე მომზადებული ცომი ძალიან ელასტიკურია და საშუალებას გვაძლევს, ძალიან პატარა დეტალებიც გამოვძერწოთ. როცა ცომს მოამზადებთ, მისი მცირე ნაწილი ცალკე ჭურჭელში გადადეთ და თანდათან იმდენი წყალი დაუმატეთ, რომ მასა არაჟნის კონსისტენციამდე გათხელდეს. ასე მიიღებთ "წებოს", რომელიც ეტალების ერთმანეთზე მისამაგრებლად გამოგადგებათ. ომისგან დამზადებული ფიგურები ჰაერზე ან ღუმელში, ძალიან დაბალ ცეცხლზე გამოაშრეთ, მერე კი შეღებეთ. გაითვალისწინეთ, რომ გუაშის საღებავები ხელს სვრის. ეს რომ არ მოხდეს, შეღებილ ფიგურებს ლაქი გადაუსვით. სხვათა შორის, ამისთვის თმის ლაქიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მივემგზავრებით აგარაკზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები