/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

ბავშვი და მისი წარმოსახვა

ბავშვი და მისი წარმოსახვა
ჩემი 6 წლის ბიჭუნა გამუდმებით რაღაცას თხზავს. ჰყავს წარმოსახვითი მეგობრები, რომლებსაც ხმამაღლა ესაუბრება. ცოტა არ იყოს, მეშინია

- რატომ აქვს რეალობისგან მოწყვეტის მოთხოვნილება? რამე პათოლოგია ხომ არ არის ეს?

ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა, რომელიც ბავშვის წინაშე დგას, წარმოსახვისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევაა. როცა პატარა პირველ ნაბიჯებს დგამს მოზრდილთა სამყაროსკენ, მას ესმის, რომ ის ადამიანია, თუმცა არა ყოვლისშემძლე. საკუთარ შესაძლებლობათა შეზღუდულობის აღიარება კი ძნელია. აი, სწორედ აქ გვევლინება დამხმარედ ფანტაზია. სახელდობრ, რაში ეხმარება პატარას წარმოსახვა?

  • რთული პერიოდების გადალახვაში, როცა საჭიროა რამეზე იძულებით უარის თქმა. მაგალითად, როცა ბავშვი საცხოვრებელ ადგილს იცვლის (მისი მეგობრები კი, ბუნებრივია, ძველ ადგილას რჩებიან), სწორედ წარმოსახვა ეხმარება, რომ თავი მარტოსულად არ იგრძნოს ახალ გარემოში, ახალ სკოლაში, ახალ ეზოში. როცა პატარა მოწყენილია ან ეჩვენება, რომ აქვს პრობლემები, რომელთა გადალახვაც შეუძლებელია, წარმოსახვა აძლევს იმედს და იცავს სასოწარკვეთილებისგან.
  • შიშის დაძლევაში. ზრდისა და განვითარების განსაზღვრულ პერიოდებში შიში ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა უცნობ და მისთვის გაუგებარ საგნებსა და მოვლენებზე. თუ ბავშვს ეშინია მონსტრებისა და ალქაჯებისა, შიშის გადალახვაში თამაშები დაეხმარება. მაგალითად, თოჯინების დახმარებით შეიძლება გავითამაშოთ სიტუაციები, როცა მონსტრები და კუდიანები სულელები და სასაცილოები ჩანან.
  • პიროვნულობის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ხმაურიან, ხალხმრავალ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც მუდმივ გავლენას ახდენს ჩვენს აზრებსა და გრძნობებზე. სამყარო, სადაც ბავშვები თავისუფლად დასეირნობენ ჯადოსნურ ტყეში, მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს, თუმცა მისი არსებობა აუცილებელია! ამიტომ გულისხმიერება უნდა გამოვიჩინოთ და მივცეთ საშუალება პატარას, დროდადრო მარტო დარჩეს საკუთარ თავთან, თავის ოცნებებთან.
  • იმის სწავლაში, როგორ მოიქცეს რეალურ სამყაროში. როლური თამაშები პატარა ბავშვისთვის თავისებური რეპეტიციაა მომავალი, ზრდასრული ცხოვრებისა. როცა ბავშვი ასრულებს დედის, მამის, ექიმის, მასწავლებლის ან პოლიციელის როლს, იგი უკეთ გრძნობს და ითავისებს "დიდობას", აცნობიერებს იმ სირთულეებს, რომლებიც ახლავს თან მოზრდილთა ცხოვრებას, მათ ურთიერთობებს.

აი, თქვენს შვილს გაუჩნდა წარმოსახვითი მეგობარი, რომელიც მისი ფანტაზიის ნაყოფია, მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობს. კითხულობთ, რისი ნიშანია ეს? პასუხი არაერთმნიშვნელოვანი იქნება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წარმოსახვითი მეგობარი ჩნდება მაშინ, როცა ბავშვი ემოციურ პრობლემებს განიცდის. მაგალითად, აკლია ყურადღება, მზრუნველობა და ალერსი ან, პირიქით, ზედმეტად მეურვეობენ. ასეთ დროს მის წარმოსახვაში ჩნდება მოსიყვარულე, ყურადღებიანი, მზრუნველი მეგობრის ხატი, რომელიც ყოველთვის კმაყოფილია პატარათი, აღფრთოვანებულია მისი მიღწევებით და მშვენივრად ესმის მისი. წარმოსახვა შემოქმედებითი აზროვნების აუცილებელი ნაწილია.

.ცხადია, ბავშვს უნდა შეეძლოს ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევა, მაგრამ მდიდარი წარმოსახვა სულაც არ არის ნაკლი. ადამიანს მასზე საბოლოოდ რომ ეთქვა უარი, კაცობრიობის პროგრესული განვითარება შეჩერდებოდა. წარმოსახვა ხელოვნების, შემოქმედებითი საქმიანობის (მუსიკა, მხატვრობა, კინო და ა.შ.) მამოძრავებელი ძალაა. თქვენ წარმოიდგინეთ, მეცნიერებისაც. ასე რომ, ღმერთმა ამრავლოს დიდი და პატარა ფანტაზიორები!

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

როდესაც ფანტაზიის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ კარგად ვარჩევთ ერთმანეთისგან ნამდვილსა და არანამდვილს, იმას, რაც არის და იმას, რაც ნამდვილად კი არა, მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. ბავშვი განსაზღვრულ ასაკამდე ამ განსხვავებას ვერ გრძნობს. წარმოიდგენს იგი რამეს თუ აღიქვამს, მისთვის სულერთია; წარმოდგენილიც და აღქმულიც ერთნაირად - სინამდვილეში მოცემულად განიცდება. ხშირია შემთხვევები, როცა იგი სასურველს, ე.ი. იმას, რაც კი არ აქვს, არამედ უნდა რომ ჰქონდეს, როგორც ნამდვილს, ისე განიცდის. ნამდვილისა და წარმოსახვითის გარჩევას ბავშვი თანდათანობით, ასაკის მომატებასთან ერთად ისწავლის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე
ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე
სრულად
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ქუჩაში, მაღაზიასა თუ სკვერში ბავშვთან მოჩხუბარი მშობელი ხშირად გამხდარა გაკიცხვის ობიექტი.
სრულად
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა
შფოთვითი ქცევა, ბავშვის კრიტიკული აღზრდა
სრულად
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები
ახალშობილად ბავშვი სიცოცხლის პირველ თვეში ითვლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ყველასთვის.
სრულად
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
ბავშვის ცუდი ქცევა – არის მისი მეთოდი, მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე.
სრულად
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
გარდა სიყვარულის საჭიროებისა, ბავშვის მიმართ არსებობს ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნები წესების, საზღვრებისა და გონივრული აკრძალვების შესახებ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვი და მისი წარმოსახვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები