პატარა ფანტაზიორები! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა ფანტაზიორები!

>

განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი.

  • ფანტაზია გვეხმარება რთული პერიოდების გადატანაში, როცა საჭირო ხდება რაიმეს აკრძალვა ან რაიმეზე იძულებით უარის თქმა.

მაგალითად, როცა ბავშვი საცხოვრებლად გადადის სხვა ადგილას, სხვა რაიონში ან ქალაქში, წარმოიდგენს, რომ ძველ ადგილას მას დარჩა შესანიშნავი გარემოცვა, თავისი მეგობრები. სწორედ ფანტაზია ეხმარება მას იმაში, რომ ახალ გარემოში, ახალ სკოლაში, ახალ მეზობლებთან ურთიერთობაში თავი მარტოსულად არ იგრძნოს. როცა პატარა მოწყენილია ან პრობლემები აქვს, რომელთა გადალახვაც შეუძლებლად ეჩვენება, ფანტაზია იცავს მას იმედგაცრუებისაგან.

  • ფანტაზიის დახმარებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ შიშები.

შიში არის ბავშვის ბუნებრივი რეაქცია მისთვის გაუგებარ და შეუცნობელ საგნებსა და მოვლენებთან დაკავშირებით. თუ ბავშვს ეშინია ჯადოქრების, ალქაჯების, ამაში მას დაეხმარება თამაშები. თოჯინების დახმარებით შეიძლება გავითამაშოთ სიტუაციები, როცა მონსტრები და ჯადოქრები ძალიან ბრიყვები და სასაცილოები ჩანან. დახმარების გაწევა შეუძლია ხატვასაც.

  • ფანტაზიის გამოყენებით შესაძლებელია ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რეალურ სამყაროში.

როლური თამაშები პატარა ბავშვებისთვის თავისებური მომზადებაა მომავალი ცხოვრებისა და მომავალი მოვლენებისთვის. როცა ბავშვი ასრულებს დედის, მამის, ექიმის, მასწავლებლის ან პოლიციელის როლს, ეს მას საშუალებას აძლევს უკეთ შეიგრძნოს, გაითავისოს, გააცნობიეროს ის სირთულეები, რომლებიც თან ახლავს მოზრდილთა ცხოვრებას, მათ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან.

  • ფანტაზია საშუალებას აძლევს ბავშვს, თავი გაართვას ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს.

ხომ არ ჰყავს თქვენს პატარას გამოგონილი მეგობარი? ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია და მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობს? რისთვის სჭირდება მას ეს არარსებული ამხანაგი? ასეთი `კარლსონის~ პროვოცირება შეუძლია სხვადასხვა ემოციურ პრობლემებს, მაგალითად, მისდამი ყურადღების დეფიციტს, მზრუნველობისა და ალერსის უკმარისობას მშობლებისა და ახლობლების მხრიდან ან ზედმეტ, გადამეტებულ სიმკაცრეს აღზრდაში. ასეთ შემთხვევაში ეს უხილავი, ირეალური მეგობარი მისთვის მოსიყვარულე, ყურადღებიანი, მზრუნველი ამხანაგია.

  • წარმოსახვა

წარმოსახვა - შემოქმედების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს და შეძლოს განასხვაოს ფანტაზია რეალობისაგან. მაგრამ თუ ეს განსხვავება ძალიან მკვეთრი გახდებოდა ოდესმე, მაშინ კაცობრიობის პროგრესული განვითარება შეჩერდებოდა.

წარმოსახვა - ხელოვნების, შემოქმედებითი მოღვაწეობის (მუსიკა, მხატვრობა, კინო და ა.შ.) მამოძრავებელია, ასე რომ, ღმერთმა ამრავლოს დიდი და პატარა ფანტაზიორები!

როდესაც ფანტაზიის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ კარგად ვარჩევთ ერთმანეთისგან რეალურსა და ირეალურს, იმას, რაც არის და რაც მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. ბავშვი განსაზღვრულ ასაკობრივ საფეხურამდე მეხსიერებისა თუ ფანტაზიის შემთხვევაში ყოველთვის ერთსა და იმავე სინამდვილეს გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად სულერთია, ბავშვი რაიმეს წარმოიდგენს თუ აღიქვამს, მისთვის წარმოდგენილი და აღქმული ერთნაირად განიცდება. ხშირია შემთხვევა, როცა იგი სასურველს, ე. ი. რაც სინამდვილეში არ აქვს, მაგრამ უნდა, რომ ჰქონდეს, სინამდვილედ განიცდის. ამის გარჩევას ბავშვი თანდათანობით, ასაკის მომატებასთან ერთად ახერხებს.