/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

ბაზალიომა

ბაზალიომა
ძალიან ვწუხვართ თქვენი დიაგნოზის გამო, ვინაიდან ბაზალიომა კანის ბაზალურუჯრედოვან ავთვისებიან სიმსივნეს წარმოადგენს, თუმცა, კიბოს სხვა

ფორმებისგან განსხვავებით, მეტასტაზებს არ იძლევა, ამიტომ განკურნების იმედი არ უნდა გადაიწუროთ. მით უფრო, რომ თანამედროვე მედიცინა მასთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდს ფლობს. გარდა ამისა, ცნობილია ხალხური საშუალებებით მისგან განკურნების შემთხვევები.

  • უფრო დაწვრილებით ბაზალიომის შესახებ

ბაზალიომა კანის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნეა. ის პოლიფორმული შენებისაა, წარმოიქმნება ეპიდერმისის (კანის ზედაპირული ეპითელური შრის) ბაზალური უჯრედებისა და კანის დანამატების შემადგენელი უჯრედების გადაგვარების შედეგად.

ახასიათებს ადგილობრივად დესტრუქციული ზრდა. მეტასტაზებს არ იძლევა, თუმცა ავთვისებიანია და ამის გამო - საშიში. ბაზალიომის ავთვისებიანობა იმით გამოიხატება, რომ მისი უჯრედები კანის ჯანმრთელ უჯრედებზე გაცილებით სწრაფად იყოფა და მრავლდება. შესაბამისად სიმსივნური წარმონაქმნი ძალზე სწრაფად იზრდება, კანის სულ უფრო მეტ უბანს იპყრობს და აზიანებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბაზალიომა უმეტესად სახეზე ჩნდება (მისი საყვარელი უბნებია შუბლი, ცხვირი, თვალის კუთხეები, საფეთქლის არეები, ყურის ნიჟარები), თუმცა ტანსა და კიდურებზეც გვხვდება.

გარდა კოსმეტიკური დეფექტისა, დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ბაზალიომა აზიანებს კანის ნორმალურ, ჯანმრთელ საფა-რველს, რომელიც სხეულს გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისგან იცავს და ორგანიზმში მრავალ ფუნქციას ასრულებს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

ბაზალიომა, ჩვეულებრივ, 50-60 წლისა და ამაზე ხანდაზმულ ასაკში ვითარდება. თითქმის თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში. დაავადების გაღრმავება და შემდგომი განვითარება-გავრცელება რომ არ მოხდეს, მას კვეთენ.

დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და სიმსივნური წარმონაქმნის ადრეულ ეტაპზე მოკვეთის შემთხვევაში ავადმყოფი მეტწილად სავსებით იკურნება (ასე რომ, კიდევ ერთხელ მიბრძანდით ექიმთან და იფიქრეთ ოპერაციაზე!).

  • მკურნალობის მეთოდები

ასევე დაგაინტერესებთ
შეიძლება თუ არა ხალის დაზიანებამ გამოიწვიოს კანის კიბო
კანის კიბო - ტიპები, სიმპტომები და პრევენცია

ბაზალიომის სამკურნალოდ მიმართავენ ქირურგიულ და ელექტროქირურგიულ მოკვეთას, ახლოფოკუსურ რენტგენოთერაპიას, იშვიათად - კრიოთერაპიას (მოყინვით მკურნალობას) და სხვადასხვა მეთოდის კომბინაციას.

ბოლო ხანს გაირკვა, რომ მეტად შედეგიანია ლაზეროთერაპია (ლაზერის გამოყენებით სიმსივნური წარმონაქმნი ერთ სეანსზე იკვეთება და იძლევა საუკეთესო კოსმეტიკურ ეფექტს).

რაც შეეხება ბაზალიომის მკურნალობის ხალხურ მეთოდებს, კანის კიბოს ამ ფორმისგან განკურნების არაერთი ფაქტია ცნობილი. მაგალითად, 65 წლის ბელორუსიელი ქალბატონი, რომელსაც დანიშნული ჰქონდა სხივური თერაპიის კურსი (ჩაიტარა კიდეც რამდენიმე), განიკურნა ვერცხლის იონებით გამდიდრებული წყლის საფენებით, რომლებსაც სისტემატურად იფენდა დილა-საღამოს, პარალელურად სვამდა სოკო შიიტაკესა და სოკო ჩაგას არყიან ნაყენს. ბელორუსიულ ხალხურ მედიცინაში მეტად პოპულარულია აგრეთვე შიიტაკე ზეითუნის ზეთში.

  • ცოტა რამ ჩაგასა და შიიტაკეზე

სოკო ჩაგა გახლავთ არყის პარაზიტი, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს, ხოლო შიიტაკე ჩინური მედიცინისა და კულინარიის სიამაყეა. მოსკოვის უნივერსიტეტის კლინიკაში პროფესორი ფ. ი. ინოზემცევი ჩაგას ნაყენსა და საფენებს ოფიციალურად იყენებდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა სამკურნალოდ.

1952 წლიდან შემუშავებულ იქნა ამ სოკოსგან სამკურნალო საშუალებათა მიღების მეთოდი, 1955 წელს კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის ფარმაკოლოგიურმა კომიტეტმა ოფიციალურად გასცა ჩაგას პრეპარატების გამოყენების ნებართვა. პირველი პრეპარატი გახლდათ ბეფუნგინი - ჩაგას სქელი ექსტრაქტი (გამონაყოფი), რომელსაც დამატებული ჰქონდა კობალტის ქლორიდი ან სულფატი. ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის ფარმაცევტული წარმოება ჩაგას არაერთ პრეპარატს უშვებს როგორც ტაბლეტირებული, ისე ინტრამუსკულარული (კუნთებში) ინიექციისთვის განკუთვნილი ფორმით.

შიიტაკე ძველთაგანვე გამოიყენება პოტენციის ასამაღლებლად, სისხლის გასაწმენდად და სიმსივნისგან ორგანიზმის დასაცავად. გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან მის სამკურნალო თვისებებს ინტენსიურად იკვლევენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1969 წელს ტოკიოს ნაციონალურ კვლევით ცენტრში ამ სოკოდან გამოყვეს პოლისაქარიდი ლენთინანი, რომელიც დღეს უკვე კარგად ცნობილი პრეპარატია და ფართოდ გამოიყენება იმუნური სისტემის დარღვევათა და სიმსივნურ პათოლოგიათა სამკურნალოდ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ძუძუს კიბო: კვლევის მეთოდები, სტადიები, დიაგნოსტიკა, სიმპტომები, მკურნალობის მეთოდები, მართვა და პროგნოზი
ძუძუს კიბო: კვლევის მეთოდები, სტადიები, დიაგნოსტიკა, სიმპტომები, მკურნალობის მეთოდები, მართვა და პროგნოზი
ძუძუს კიბო წარმოადგენს ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ვითარდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში.
სრულად
სხივური თერაპია
სხივური თერაპია
სხივური, იგივე რადიოთერაპია, კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის მეთოდია, რომლის დახმარებითაც სპეციალისტები სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებენ მათზე მაიონებელი გამოსხივების მოქმედებით, ისეთებით, როგორიცაა:
სრულად
ონკოპროტექტორი - ექსპერტები ასახელებენ 6 პროდუქტს პროსტატის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად
ონკოპროტექტორი - ექსპერტები ასახელებენ 6 პროდუქტს პროსტატის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ საკვებს, შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს პროსტატის კიბოს მკურნალობის დროს.
სრულად
5 ფაქტი ქიმიოთერაპიის შესახებ
5 ფაქტი ქიმიოთერაპიის შესახებ
ზოგიერთ ადამიანს „ქიმიის“ შიში უფრო მძაფრად აწუხებს, ვიდრე თვითონ დაავადების.
სრულად
ხმელთაშუა ზღვის დიეტა კიბოს განვითარების ალბათობას ამცირებს
ხმელთაშუა ზღვის დიეტა კიბოს განვითარების ალბათობას ამცირებს
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს პოპულარული კვების სტილი ამცირებს გარკვეული კიბოს განვითარების ალბათობას.
სრულად
რომელი დაავადებისგან შეიძლება დაგვიცვას იოგურტის საუზმეზე მიღებამ?
რომელი დაავადებისგან შეიძლება დაგვიცვას იოგურტის საუზმეზე მიღებამ?
კვირაში ორჯერ მაინც იოგურტის მიღება ამცირებს
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბაზალიომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები