5 ფაქტი ქიმიოთერაპიის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 ფაქტი ქიმიოთერაპიის შესახებ

შესაძლებელია თუ არა შიშის დაძლევა?

  • 1. ქიმიოთერაპია არ არის ერთადერთი მეთოდი

ზოგიერთი ტიპისა და სტადიის სიმსივნისთვის ქიმიოთერაპია მართლაც ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ზოგჯერ მისი გარეშე მკურნალობაც შესაძლებელია. ქიმიოთერაპია სხვადასხვა სიტუაციაში ინიშნება – ეს შეიძლება იყოს პროფილაქტიკური მკურნალობა, ქირურგიული ოპერაციისთვის მომზადება ან მკურნალობის შედეგის გამყარება. ყველაფერი დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, სტადიაზე, პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

ზოგიერთი სიმსივნე მაღალი მგრძნობელობისაა ქიმიოთერაპიის მიმართ – მაგალითად, სათესლე ჯირკვლის, შარდის ბუშტის კიბო ან საშვილოსნოს ქორიოკარცინომა. ამ შემთხვევებში, მეტასტაზებიც კი შეიძლება არ გახდეს სრულად გამოჯანმრთელებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.

ზოგიერთი სახეობის სხვა სიმსივნეები ქიმიოთერიისადმი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან – მაგალითად, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო. ასეთი დაავადებების სამკურნალოდ უფრო ხშირად იყენებენ ქირურგიულ ან სხივურ თერაპიას.

ასევე, ისეთი ონკოლოგიური დაავადებებს როგორიცაა ლეიკემიები და ლიმფომები,მკურნალობის სრულიად განსხვავებული მიდგომები სჭირდებათ.

ზოგიერთ სიმსივნეზე ჰორმონული თერაპია უფრო ეფექტურია – მაგალითად, გარკვეულ ტიპის ძუძუს კიბოზე.

  • 2. ქიმიოთერაპია არ ინიშნება ტყუილად

თუ ექიმი ნიშნავს ქიმიოთერაპიას, ეს ნიშნავს, რომ მან ჩაატარა საფუძვლიანი დიაგნოსტიკა. ის აფასებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას, ითვალისწინებს შესაძლო რისკებს, გულის დაავადებებს, ალერგიულ რეაქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ ადგენს მკურნალობის გეგმას.

  • 3. ქიმიოთერაპია ყოველთვის ტოქსიკურია

ყველა ქიმიოთერაპიული პრეპარატი გარკვეულწილად ტოქსიკურია. მათი გვერდითი ეფექტები ცნობილია და მოსალოდნელი და, როგორც წესი, ისინი არ წარმოადგენენ მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს.

ქიმიოთერაპიული პრეპარატები მოქმედებენ უჯრედების დაყოფაზე და კლავენ არა მხოლოდ კიბოს უჯრედებს, არამედ სხვა სწრაფად განახლებად უჯრედებსაც, როგორიცაა ლორწოვანი გარსის, სისხლის, ძვლის ტვინისა და სასქესო ჯირკვლების უჯრედები.

გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს:

  • დროებითი (განკურნებადი) – თმის ცვენა, გულისრევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.
  • მუდმივი – გულის დაზიანება, რომელსაც ეწოდება კარდიოტოქსიკურობა.

თმის ცვენა დროებითი მოვლენაა – იგი აღდგება 2-3 თვეში და შესაძლოა, ახალი თმა უფრო ხშირი ან განსხვავებული სტრუქტურის იყოს. წამწამები და წარბები აღდგება უკვე ორ კვირაში.

  • 4. ქიმიოთერაპია შეიძლება იყოს „წითელი“, „ყვითელი“, „ლურჯი“ და „თეთრი“

პაციენტებმა პირობითად დაარქვეს ქიმიოთერაპიას ფერები პრეპარატის ხსნარის ფერის მიხედვით. ეს კლასიფიკაცია არაფორმალურია, მაგრამ ფართოდ გამოიყენება.

გარდა ამისა, ქიმიოთერაპია ყველაზე ტოქსიკური და რთულად გადასატანი მეთოდია.

დღეს არსებობს არგეული თერაპია, რომელიც უშუალოდ სიმსივნის უჯრედებს ებრძვის და იმუნოთერაპია, რომელიც ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით მექანიზმებს.

  • 5. რეაბილიტაცია ქიმიოთერაპიის შემდეგ აუცილებელია

ბევრი პაციენტი მკურნალობის დასრულების შემდეგ სუსტად და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებლად გრძნობს თავს.

რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმუნიტეტის გაძლიერება. სასარგებლოა:

  • კურორტული მკურნალობა,
  • ექიმის მიერ რეკომენდებული თერაპია,
  • სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა,
  • ემოციური ბალანსის შენარჩუნება, მედიტაცია და ფსიქოლოგის კონსულტაცია.

მთავარია – არ დანებდეთ და არ შეიცოდოთ თავი.ქიმიოთერაპია ცხოვრებისთვისაა, და არა მისი შეზღუდვისთვის. ბევრი პაციენტი მკურნალობის დროსაც კი აგრძელებს მუშაობას, მოგზაურობას, მანქანის ტარებას და ჩვეულ ცხოვრებას. დროთა განმავლობაში ორგანიზმი აღდგება, განსაკუთრებით, თუ პაციენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი.

მედიცინა მუდმივად ვითარდება, რაც ხდის ქიმიოთერაპიას უფრო ეფექტურს და გვერდითი მოვლენების მართვასუფრო მარტივს.