ცისტიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცისტიტი

მამაკაცებში დაავადება შედარებით იშვიათია, რაც ქალისა და მამაკაცის შარდსადინარების განსხვავებული ანატომიური აგებულებით აიხსნება: ქალის შარდსადინარი გაცილებით მოკლე და განიერია, ამიტომ ინფექცია აღმავალი გზით ადვილად აღწევს შარდის ბუშტამდე. გარდა ამისა, ქალის ანალური ხვრელი და საშოს შესავალი ერთმანეთთან ახლოსაა, ამიტომ ინფექციიის გამომწვევი ანალური ხვრელიდან საშოში ასევე ადვილად ხვდება. ცნობილია დაავადების მწვავე (ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექცია) და ქრონიკული (საშარდე გზების გართულებული ინფექცია) ფორმები. ცისტიტის მეორე ფორმა საკმაოდ ხშირად მიმდინარეობს პიელონეფრიტთან ერთად.

დაავადების გამომწვევი ძირითადი ფაქტორები

დაავადებას ხშირად უწევს პროვოცირებას:

1. გინეკოლოგიური პროფილის ანთებითი დაავადებები და ჰორმონული მოშლილობები;

2. კონტრაცეფცია სპერმიციდების საშუალებით;

3. აქტიური სქესობრივი ცხოვრება;

4. ცნობილია ე.წ. ახალდაქორწინებულთა ცისტიტი, რომელიც სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას ქალის ორგანიზმში მისთვის უჩვეულო, მამაკაცის შარდსადენის მიკროფლორის მოხვედრის შედეგია.

ანთების გამომწვევი უმეტესად გრამუარყოფითი ენტერობაქტერიაა: ნაწლავის ჩხირი, კლებსიელა და სხვა. პათოლოგიის მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და ენტეროკოკიც. დაავადების მწვავე გაურთულებელი ფორმისას გამომწვევი, წესისამებრ, ერთია, გართულებული ფორმისას კი რამდენიმე.

ცისტიტი მამაკაცებში

მამაკაცებში ცისტიტი საკმაოდ იშვიათია და უპირატესად ქრონიკული პროსტატიტის გამწვავების ფონზე ვითარდება. ამ შემთხვევაში წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი პროცესის მკურნალობა ცისტიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გაქრობასაც იწვევს, ამიტომ განსაკუთრებული ჩარევა საჭიროდ არ მიიჩნევა.

როგორ ამოვიცნოთ ცისტიტი

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მწვავე ფორმისას დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება. ეს გახლავთ შარდვასთან დაკავშირებული დისკომფორტი, მუცლის ქვედა მესამედის ტკივილი, შარდვისას წვა და ჭრის შეგრძნება, შარდის მცირე ულუფებით გამოყოფა, გახშირებული შარდვა და მისი მუდმივი სურვილი, ამასთან, შარდი მუქია და ხშირად შეიცავს სისხლის კომპონენტებს. ამ სიმპტომებს ერთვის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, გუნება-განწყობის შეცვლა. 2-3 დღის განმავლობაში მოსალოდნელია სხეულის ტემპერატურის მატება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პროცესი პოელონეფრიტით გართულდა.

ქრონიკული ფორმის დროს დაავადებას ინდივიდუალური მიმდინარეობა ახასიათებს: შეტევები ზოგს კვირაში ერთხელ აქვს, ზოგს - თვეში ერთხელ, ზოგს კი დაავადება წელიწადში ერთხელ თუ შეახსენებს თავს. შეტევების განმეორების სიხშირეს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:

1. ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის უნარის, იმუნიტეტის დაქვეითება;

2. ორგანიზმზე მავნე ფაქტორთა მოქმედება, მაგალითად, გადაცივება;

3. ადამიანის დამოკიდებულება პრობლემისადმი. თუ პირველივე შეტევის შემდეგ მივმართავთ სპეციალისტს და თვითმკურნალობას არ დავიწყებთ, ადეკვატური თერაპიის დროულად ჩატარების შემდეგ შეტევების განმეორების ალბათობა იკლებს. სხვა შემთხვევაში არასწორად ჩატარებული თვითმკურნალობა შეტევების გახშირების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ხდება.

მკურნალობა დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება

ხშირად მკურნალობის დასაწყებად კლინიკური ნიშნებიც საკმარისია. მკურნალობის მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ტკივილის სინდრომისა და დისკომფორტის მოხსნა, არამედ ორგანიზმიდან დაავადების გამომწვევის გამოდევნა და განმეორებითი ანთების პროფილაქტიკა. მწვავე ცისტიტის კომპლექსური მკურნალობა მოიცავს:

  • ანტიმიკრობულ თერაპიას;
  • სითხის გაძლიერებულ მიღებას - დღეში არანაკლებ 2 ლიტრისა;
  • ერთი კვირის განმავლობაში სქესობრივ ცხოვრებაზე უარის თქმას;
  • სამკურნალო დიეტას - რაციონიდან იმ პროდუქტებისა და სასმელების ამოღებას, რომლებიც ხელს უწყობს შარდის ბუშტის გაღიზიანებას;
  • სიმპტომურ თერაპიას - ტკივილგამაყუჩებლებს, ანტისპაზმურ პრეპარატებს;
  • ჰორმონული მოშლილობის მკურნალობას;
  • აუცილებელია სქესობრივი და ჰიგიენური ფაქტორების კორექცია, იმუნიტეტის ამაღლება.

მკურნალობისას დაშვებული ხშირი შეცდომები

  • ყველაზე ხშირად პაციენტები მაშინ ცდებიან, როდესაც ცისტიტის პირველივე გამოვლენისას იწყებენ ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებას, ისეთებისას, როგორიცაა 5-ნოკი, პალინი, ნიტროქსოლინი და სხვა.

რატომ? - ჩვეულებრივ, დაავადების გამომწვევი ბაქტერიები აღნიშნული პრეპარატებისადმი უმნიშვნელო მგრძნობელობას ამჟღავნებენ, ამიტომ მათი მიღებით პაციენტი დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლას უწყობს ხელს.

  • ყოველთვის როდია გამართლებული ადგილობრივი პროცედურები, განსაკუთრებით - შარდის ბუშტის ორთქლის აბაზანები. ზოგჯერ ასეთი “მკურნალობა” ხელსაც კი უშლის გამოჯანმრთელებას.
  • არსებობს მეორე უკიდურესობაც - ხშირად გაიგონებთ, რომ “ცისტიტს ანტიბიოტიკებით ვერაფერს მოუხერხებ”. ამ დროს იწყებენ კვებითი დანამატებისა და ე.წ. იმუნიტეტის გამაძლიერებელი კომპლექსური ბიოპრეპარატების სმას, რაც ასევე უშედეგოა და დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლას უწყობს ხელს.
  • უკანასკნელ ხანს ზოგიერთი მწარმოებელი პაციენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოებს, რომელთა გამოსხივებაც თითქოსდა ცისტიტისგან განკურნებას უწყობს ხელს. ნუ გაგიტაცებთ ასეთი რამ, რამდენადაც ამ ტიპის ხელსაწყოთა ეფექტიანობა და უვნებლობა ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.

როგორ დავიცვათ თავი

არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომელიც ამ დაავადებისადმი დადებითად განწყობილ ქალებს თავის დაცვის საშუალებას აძლევს:

  • ერიდეთ გადაცივებას. ნუ დაჯდებით ცივ ქვაზე, მიწაზე, ნუ იცურებთ ცივ წყალში.
  • მინიმუმამდე დაიყვანეთ მწარე, მჟავე, შემწვარი, მარილიანი და ცხარე სანელებლიანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება.
  • მიიღეთ დღეში 2 ლიტრამდე სითხე.
  • ნუ დატოვებთ უყურადღებოდ გინეკოლოგიური და სხვა პროფილის ანთებით დაავადებებს.
  • დაიცავით ჰიგიენის წესები დეფეკაციის შემდგომ.
  • მენსტრუალური სისხლდენისას სასურველია გამოიყენოთ საფენები და არა ტამპონები.
  • გაგიჩნდებათ თუ არა ეჭვი დაავადების თაობაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს, რადგან მწვავე ცისტიტის მკურნალობისთვის საკმარისია რამდენიმედღიანი თერაპია, მაშინ როდესაც ქრონიკული ფორმა გაცილებით ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.