/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგია

რა იწვევს შარდის შეუკავებლობას და როგორ მკურნალობენ

შარდის შეუკავებლობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ გამოეყოფა შარდი.

ამის მიზეზი და, აქედან გამომდინარე, მკურნალობა სხვადასხვაა მამაკაცებთან, ქალებსა და ბავშვებთან.

შარდის შეუკავებლობა მამაკაცებთან

მამაკაცებთან შარდის შეუკავებლობას რამდენიმე მიზეზი აქვს. ეს მიზეზები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. ერთ ჯგუფში შევა ჭეშმარიტად უროლოგიური პრობლემები, ხოლო მეორეში – ნევროლოგიური.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგიურ პრობლემებს შორის სიხშირით პირველი ადგილი უკავია პროსტატის – წინამდებარე ჯირკვლის – კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას, ანუ პროსტატის ადენომას. გარდა ამისა, შარდის შეუკავებლობას იწვევს პროსტატის კიბო, შარდის ბუშტის ყელის სკლეროზი, შარდსადენი მილის შევიწროება და სხვა. არსებობს აგრეთვე ნევროლოგიური დაავადებები, რომელებიც ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის ჩამოყალიბების მიზეზად იქცევა.

შარდის შეუკავებლობა პროსტატის ადენომის დროს

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ჩემს შეყვარებულს სასქესო ორგანოზე გამოუვიდა მუწუკის მსგავსი რაღაც, რამდენიმე დღის შემდეგ გაიკეთა თავი და გამოვიდა ჩირქი, მას შემდეგ კიდევ რამდენინე დღე გავიდა და თითქოს ნელნელა დაპატარავდა, მაგრამ მაინც არის რაღაც დარჩენილი და ახლა შეამჩნია, რომ მაგ მხარეს კანი აქვს ცოტათი გამობერილი, თითქოს შესიებულივით. კონკრეტულად რომელ ექიმს უნდა მიმართოს? უროლოგმა უთხრა, რომ ეს მისი საქმე არაა და სავარაუდოდ დერმატო-ვენეროლოგმა უნდა ნახოს. მაინც გვინდა დავაზუსტოთ რის ექიმს უნდა ვაჩვენოთ კონკრეტულად, თუ შეგიძლიათ გვითხრათ?</p>

პროსტატის ადენომის დროს ხდება პროსტატის ქსოვილის ჰიპერპლაზია – ჭარბი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ქსოვილის ზრდა კეთილთვისებიანი ხასიათისაა, თუ მან დიდ ზომას მიაღწია, ინფრავეზიკულურ ობსტრუქციას გამოიწვევს. ინფრავეზიკულური ობსტრუქცია საშარდე გზების დახშობაა, რის შედეგადაც ბრკოლდება შარდის დინება შარდის ბუშტის ყელსა და შარდსადენ მილში. შარდის დინების შეფერხებისას თავდაპირველად იზრდება შარდის ბუშტის კედლის კუნთოვანი შრე, რასაც კომპენსატორული ხასიათი აქვს – გაზრდილი კუნთოვანი შრის დახმარებით შარდის ბუშტი უფრო ძლიერად იკუმშება, რის შედეგადაც შარდის ნაკადი ახერხებს დაბრკოლების გადალახვას. მაგრამ შარდის ბუშტის კუნთოვანი შრის მოცულობის ზრდის პარალელურად საგრძნობლად მცირდება ამ მიდამოში ჟანგბადის მიწოდება. ეს იწვევს ცალკეული უბნების იშემიას (ჟანგბადოვან შიმშილს), რასაც მოჰყვება უკონტროლო შეკუმშვები და შარდის უნებლიე დაღვრა. შარდის ბუშტის უკონტროლო შეკუმშვები ახასიათებს ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს. როდესაც პროსტატის ადენომა იწვევს ნარჩენი შარდის მკვეთრ მომატებას (შარდის ბუშტი სრულყოფილად ვერ იცლება – მასში რჩება დასაშვებზე მეტი ოდენობის შარდი) და შარდის ქრონიკულ შეკავებას, ვითარდება შარდის შეუკავებლობის კიდევ ერთი ფორმა, რომელსაც ექიმები პარადოქსულ იშურიას ანუ პარადოქსულ შარდის შეუკავებლობას უწოდებენ.

პარადოქსული იშურიის დროს შარდის ბუშტი ისეა გადავსებული, რომ გამხდარ მამაკაცებს ბოქვენზედა მიდამოში ხელითაც კი ესინჯებათ მოცულობითი სახით. მეტიც – მუცლის ქვედა არეში მას თვალითაც კი შეამჩნევთ. გადავსებული შარდის ბუშტის ტევადობა ხშირად ლიტრს აღემატება. შარდის ბუშტში არსებული ჰიდროსტატიკური წნევა მუდმივად იწვევს შარდის რამდენიმე წვეთის გადმოსვლას, რაც შარდის უნებლიე დაღვრით ვლინდება. გარდა შარდის შეუკავებლობისა, მამაკაცი დღის განმავლობაში უჩივის ხშირ შარდვას მცირე ულუფებით, ხოლო ღამით, ძილის დროს, ყოველთვის სველდება. ამ მდგომარეობას თან ახლავს ზედა საშარდე გზების – თირკმელებისა და შარდსაწვეთების – ორმხრივი შეგუბება, სისხლში კრეატინინისა და შარდოვანას მომატება, რაც შესაძლოა თირკმლის უკმარისობის მიზეზადაც კი იქცეს. ასე რომ, ამ მდგომარეობის დროული მკურნალობა აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ პარადოქსული იშურია შეიძლება განვითარდეს პროსტატის კიბოს, შარდის ბუშტის ყელის სკლეროზის, შარდსადენი მილის შევიწროების შედეგადაც. შესაბამისად, შარდის შეუკავებლობა ზოგჯერ ამ დაავადებებსაც სდევს თან.

პროსტატის ადენომისა და ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის კლინიკური სიმპტომები

პროსტატის ადენომისთვის დამახასიათებელია: შარდის ნაკადის შესუსტება, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, დიდი რაოდენობის ნარჩენი შარდი, საშუალოზე დიდი ზომის პროსტატა, უროფლოუმეტრიით – მოშარდვის სიჩქარის დაბალი მაჩვენებლები. ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს კი ახასიათებს: შარდვის გახშირება, მოშარდვის იმპერატიულ-ბრძანებითი სურვილი და ხშირად – საპირფარეშომდე ვერმისწრება.

მკურნალობა

პარადოქსული იშურიის დროს, უპირველეს ყოვლისა, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ტროაკარული ეპიცისტოსტომია: ბოქვენის ზემოდან შარდის ბუშტში ჩაიდგას მილი ამ ორგანოს განსატვირთავად.

როდესაც პროსტატის ადენომას თან ახლავს ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი, აუცილებელია მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება. ასეთ დროს ხშირად მთელი ყურადღება პროსტატის ადენომაზე გადააქვთ, აკეთებენ შესაბამის ოპერაციას, მაგრამ თავდაპირველი ჩივილები უმეტესად რჩება. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მიზეზი შესაძლოა იყოს თავად პროსტატის ადენომა, მაგრამ აუცილებელია, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გაიმიჯნოს ჩივილები, ანუ შეფასდეს იმ ძირითადი ჩივილების ინტენსივობა, რომლებიც ახასიათებს, ერთი მხრივ, პროსტატის ადენომას და, მეორე მხრივ, ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს. აუცილებლად უნდა გაანალიზდეს ამ ორი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ინტენსივობა და გამოკვლევათა შედეგები და ამის საფუძველზე შემუშავდეს ადეკვატური მკურნალობის ტაქტიკა.

ამჟამად არსებული მედიკამენტები საგრძნობლად აუმჯობესებს როგორც პროსტატის ადენომით გამოწვეულ ჩივილებს, ისე ჰიპერაქტიური შარდის ბუშტისთვის დამახასიათებელ შარდის შეუკავებლობას. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია კონკრეტული პაციენტის დეტალური გამოკვლევა და შესაბამისი სამკურნალო სქემის შერჩევა.

შარდის შეუკავებლობის ნევროლოგიური მიზეზები

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომოკომპლექსი (მოშარდვის იმპერატიულ-ბრძანებითი სურვილი) თან სდევს (თუმცა არა ყოველთვის) ნევროლოგიურ დაავადებათა წყებას, მათ შორის – პარკინსონის დაავადებას, გაფანტულ სკლეროზს, ინსულტს, ზურგის ტვინის ტრავმას. გარდა ამისა, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი ხშირად გვხვდება შაქრიანი დიაბეტის დროს.

როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება

ნევროლოგიური დაავადებებით გამოწვეული შარდის შეუკავებლობის დროს ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად ინიშნება სპეციალური მედიკამენტი, რომელიც მოშარდვიდან მოშარდვამდე ინტერვალს ზრდის, რაც მამაკაცს საპირფარეშომდე მისწრების საშუალებას აძლევს.

შეუკავებლობის კიდევ ერთი მიზეზი

ზოგჯერ შარდის შეუკავებლობა უვითარდებათ იმ მამაკაცებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ უროლოგიური ოპერაციები, კერძოდ, პროსტატის ოპერაცია ტურის მეთოდით, ადენომექტომია (პროსტატის ადენომის გამო) ან რადიკალური პროსტატექტომია (პროსტატის კიბოს გამო). თუ ოპერაციის დროს შარდის ბუშტის გარეთა სფინქტერი მნიშვნელოვნად დაზიანდა, შარდის შეუკავებლობა გარდაუვალია.

ასეთ პაციენტებს სჭირდებათ დამატებითი რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც აღდგება შარდის შეკავების უნარი.

შარდის შეუკავებლობა ქალებთან

შარდის შეუკავებლობა ქალებთან საკმაოდ არის გავრცელებული. ამის გამო სუსტი სქესის წარმომადგენლებს უამრავი პრობლემა უჩნდებათ და ხშირად საქმე დეპრესიამდეც კი მიდის.

შარდის შეუკავებლობის ფორმები

არსებობს შარდის შეუკავებლობის რამდენიმე ფორმა:

  • შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა;
  • ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით განპირობებული შარდის შეუკავებლობა.

შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა

შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა დახველების, დაცემინების, სიცილის, ფიზიკური დატვირთვის, სირბილის, ხტუნვის, სიარულის, სიმძიმის აწევის, სავარძლიდან ან საწოლიდან წამოდგომისა თუ სქესობრივი ცხოვრების დროს შარდის უნებლიე დაღვრით ვლინდება. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ზღუდავს ეს ქალის ყოველდღიურ საქმიანობას. შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა გავრცელებით არ ჩამოუვარდება ისეთ დაავადებებს, როგორებიც არის შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. ცნობისათვის ვიტყვით, რომ საფრანგეთში 70 წლისთვის ყოველ მეათე ქალს გაკეთებული აქვს ოპერაცია შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის გამო.

შარდის დაძაბვით შეუკავებლობას გამოვლინების ორი პიკი აქვს:

  • პირველი მშობიარობის შემდგომ პერიოდზე მოდის. მშობიარობის დროს ზიანდება იოგები, ეშვება კუნთები, რასაც შარდის დაძაბვით შეუკავებლობამდე მივყავართ. ახალგაზრდა დედები ამას, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, რადგან მთელი ყურადღება ბავშვზე გადააქვთ, თანაც ჰგონიათ, რომ ეს დროებითია და გაუვლით, თუმცა დაავადება თანდათან პროგრესირებს.
  • მეორე პიკი საშუალო ასაკზე მოდის და თან ახლავს მენსტრუალური ციკლის გაქრობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებს. ამ დროს სუსტდება ის იოგები, რომლებიც შარდსადენი მილისა და შარდის ბუშტის ყელს ბოქვენის ძვლებთან აფიქსირებს. ამ იოგოვან-კუნთოვანი სტრუქტურების ტონუსი და ადეკვატური ფუნქციობა ირღვევა მენოპაუზის შემდეგ, როდესაც სისხლში მკვეთრად მცირდება სასქესო ჰორმონის – ესტროგენის რაოდენობა.

ხშირად შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის განვითარებას ხელს უწყობს მძიმე მშობიარობა, მძიმე ფიზიკური შრომა, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი, ყაბზობა.

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით განპირობებული შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობის მეორე ფორმა განპირობებულია ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით და იწვევს მოშარდვის ბრძანებით სურვილს. მარტივად რომ ვთქვათ, უეცრად ჩნდება მოშარდვის სურვილი, რაც ქალს აიძულებს, სასწრაფოდ შევიდეს საპირფარეშოში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნებლიეთ დაღვრის შარდს. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, რაც მკვეთრად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს და იწვევს დეპრესიას. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის პიკი კლიმაქსურ პერიოდს ემთხვევა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა მოშარდვის უეცარი სურვილის დროს საპირფარეშოსკენ გაქცეული ქალი ეცემა და რამეს იტეხს, რადგან მენოპაუზის შემდეგ ხშირია ოსტეოპოროზი – ძვლების სიმყიფე. ქალის ჰორმონის დანიშვნა ამ მდგომარეობასაც საგრძნობლად აუმჯობესებს.

მკურნალობა შარდის დაძაბვითი შეუკავებლობისა და ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის დროს

არსებობს შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: კონსერვატიული და ოპერაციული.

კონსერვატიული მეთოდის არსია ქალის სასქესო ჰორმონის დანიშვნა საშოს სანთლების ან მალამოს სახით და შორისის კუნთების ელექტრომიოსტიმულაცია, რაც ხელს უწყობს შორისის იოგოვან-კუნთოვანი აპარატის აღდგენას, უნებლიეთ დაღვრილი შარდის რაოდენობის შემცირებას. ასეთი მიდგომა მიზანშეწონილია დაავადების საწყისი და საშუალო სიმძიმის ფორმების დროს, მძიმე ფორმის შემთხვევაში კი ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.

პოსტმენოპაუზური ქრონიკული ცისტიტი

კლიმაქტერიული ანუ პოსტმენოპაუზური ქრონიკული ცისტიტი ვლინდება საშარდე გზების განმეორებითი ინფექციით. ამის მიზეზია ესტროგენების ნაკლებობა, რაც შარდის ბუშტისა და საშოს ლორწოვანი გარსის ატროფიას, საშოს ნორმალური ფლორის შეცვლას განაპირობებს. ყოველივე ეს ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის საშოში ჩაბუდებას და საშოს გავლით შორისიდან საშარდე გზებში მიგრაციას. შარდის ბუშტის ანთების ხშირ გამწვავებას და პროცესის გაქრონიკულებას იქამდე მივყავართ, რომ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი მთელ სიღრმეზე ზიანდება.

ამ დროს წარმოიშობა მიკროწყლულები, ანთებითი პროცესი ვრცელდება შარდის ბუშტის კუნთოვან შრეზე. ამ დაავადებას მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი ანუ ინტერსტიციული ცისტიტი ეწოდება. ვლინდება ტკივილით შარდის ბუშტში შარდის დაგროვების დროს, რაც ქალს მოშარდვას აიძულებს. ამის შემდეგ ტკივილი ცოტა ხნით სუსტდება, მერე კი ხელახლა იწყება და ასე მეორდება ყოველ 15-20 წუთში ერთხელ.

ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ შარდში არსებული ნივთიერებები ნერვულ დაბოლოებებს ქიმიურად აღიზიანებს.

დაავადების ნებაზე მიშვების ან არასწორი, არასრულფასოვანი მკურნალობის შემთხვევაში საქმე შარდის ბუშტის შეჭმუხვნამდე, მისი მოცულობის სრულ დაკარგვამდე მივა. სამწუხაროდ, ქალები მრავალ წელს კარგავენ „ქრონიკული ცისტიტის“ სამკურნალოდ. ხშირად ეს მკურნალობა ნაკლებეფექტური ან სრულიად უშედეგოა. მეტიც – შარდის ბუშტში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები უფრო ღრმავდება.

პოსტმენოპაუზური ქრონიკული ცისტიტის სწორი მკურნალობა

პოსტმენოპაუზური ქრონიკული ცისტიტი მოითხოვს ხანგრძლივ ანტიბაქტერიულ მკურნალობას, ქალის სასქესო ჰორმონის დანიშვნას და შარდის ბუშტში სპეციალური ნივთიერებების შეყვანას, რომლებიც ხელს უწყობს შარდის ბუშტის დაზიანებული ლორწოვანის აღდგენას.

ღამის შარდის შეუკავებლობა

თუ ღამით ერთხელ მაინც იღვიძებთ ტუალეტში წასასვლელად, ეს შესაძლოა ღამის შარდის შეუკავებლობის პირველი ნიშანი იყოს. თვითგანკურნების იმედით პროცესს ნებაზე ნუ მიუშვებთ, არსებობს ამ მოვლენის მკურნალობის ეფექტური მეთოდები.

შარდის ბუშტის ღამეული სისუსტე მრავალი ქალისთვის ნაცნობი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გართულებული მშობიარობა გადაიტანა. ეს პრობლემა არც მამაკაცთათვის გახლავთ უცხო, თუმცა ამ პრობლემით შეწუხებულ მამაკაცთა რიცხვი ქალებისაზე გაცილებით ნაკლებია. ღამით თუნდაც ერთხელ მოსაშარდად წამოდგომა არღვევს ძილს და ხელს უშლის სრულფასოვან დასვენებას. შედეგი დაღლილობა, გაღიზიანებადობა, ყურადღების კონცენტრაციის მოშლა, ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევაა.

ღამის შარდის შეუკავებლობად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შარდის ბუშტის ერთზე მეტად დაცლის სურვილი აღვიძებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორ-სამჯერ ტუალეტში წასვლის სურვილი განსაზღვრული პათოლოგიის ნიშანია, რომლისგანაც განკურნება შესაძლებელია. ის შემთხვევები, როცა ადამიანს უჭირს დაძინება, ნებისმიერი ჩქამი აღვიძებს ან ღამით მოსაშარდად მხოლოდ ერთხელ დგება, ღამის შარდის შეუკავებლობა არ არის.

ღამით მოშარდვის სურვილს იწვევს:

  • დღის განმავლობაში და ძილის წინ სითხის დიდი რაოდენობით მიღება;
  • შარდმდენი საშუალებების მიღება;
  • შარდის ბუშტის მოცულობის მკვეთრი შემცირება ამა თუ იმ მიზეზით;
  • შარდის ბუშტის დაავადებები: ანთება, ინფექცია, ქვები, სიმსივნეები, ასევე – მენჯის მიდამოს რენტგენოთერაპიის შემდგომი პერიოდი და სხვა;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა;
  • შარდის ბუშტის კუნთოვანი აქტიურობის მომატება;
  • ზოგადი ქრონიკული დაავადებები – დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევები;
  • სტრესული და დეპრესიული მდგომარეობა, იძულებითი ქცევა.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მოქმედებს თირკმელების მიერ დღის განმავლობაში გამოყოფილი შარდის მოცულობის რეგულაციის მექანიზმი. ამ დროს შარდის უდიდესი ნაწილი სიფხიზლის პერიოდში გამოიყოფა და მხოლოდ 30% გამომუშავდება ძილის დროს. ამ ფაქიზ მექანიზმს ადვილად არღვევს:

  • შეშუპება (წესისამებრ, ქვედა კიდურებისა). შეშუპებას, სხვა მიზეზებთან ერთად, იწვევს გულის უკმარისობა, ჰორმონული დარღვევები და არასწორი კვება, ქვედა კიდურების ვენების ფუნქციის დარღვევა;
  • თირკმელების ქრონიკული დაავადება;
  • შარდსადენის ნაწილობრივი გაუვალობა – ხშირად გვხვდება იმ მამაკაცებთან, რომლებიც პროსტატის გადიდებას უჩივიან და ქალებთან, რომელთაც შარდის ბუშტის დაწევა აქვთ. ამ დროს შარდის ბუშტი მთლიანად ვერ იცლება, რის გამოც ჩნდება მოშარდვის მუდმივი სურვილი. ღამის შეუკავებლობით უმეტესად ქალები იტანჯებიან. ასაკთან ერთად ამ პრობლემის ჩამოყალიბების ალბათობაც იზრდება. 40-60 წლის ქალების 55% ღამით ხშირ შარდვას უჩივის.

მკურნალობა

აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება გამოვლენილი დაავადებების (დიაბეტი, თირკმელების დაავადება, გულის უკმარისობა და სხვა) მკურნალობა. უროდინამიკური კვლევის (ნარჩენი შარდის, შარდის ბუშტის მოცულობის განსაზღვრა, ბუშტის კუნთების მდგომარეობა და სხვა) შედეგების მიხედვით შეიძლება დაინიშნოს პრეპარატები, რომლებიც ღამით შარდის ბუშტზე ზეწოლას ამცირებს. ზოგ შემთხვევაში საკმარისია ჩვევების შეცვლა – რაციონში რამდენიმე ცვლილების შეტანა, ძილის წინ სითხის მიღების შეზღუდვა და სხვა. არსებობს ვარჯიშთა სისტემა, რომელიც აძლიერებს შარდის ბუშტის კედლებსა და მენჯის ფსკერს. ქალებს მენოპაუზის პერიოდში და მანამდე მცირე ხნით ადრე ხშირად უნიშნავენ ჰორმონ ესტროგენს, რომელიც შარდის გამოყოფის ფუნქციაზეც ახდენს გავლენას. დაბოლოს, ყველაზე რთულ შემთხვევებში მიმართავენ ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს, თუ დანამდვილებით არის ცნობილი, რომ პრობლემის მიზეზი შარდის ბუშტში მუდმივად დარჩენილი დიდი რაოდენობით შარდია და არც ერთი სხვა საშუალება არ შველის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა ხდება შენს ორგანიზმში, როცა თამბაქოს მოწევას თავს ანებებ?

თამბაქოს მოწევა შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეპიდემიად, რის წინაშეც მსოფლიო საზოგადოება დგას.
სრულად
ოსტეოართრიტი
ოსტეოართრიტი
ოსტეოართრიტი და მისი გამომწვევი მიზეზები
სრულად
უშვილობა
უშვილობა
რას ნიშნავს უშვილობა და რამდენად ხშირია ეს პრობლემა?
სრულად
ტყვიის შემცველობა სისხლში
ტყვიის შემცველობა სისხლში
ადამიანის ჯანმრთელობაზე ბევრი აგრესიული ფაქტორი მოქმედებს,
სრულად
ინ ვიტრო განაყოფიერება
ინ ვიტრო განაყოფიერება
ეს არის დამხმარე რეპროდუქციული საშუალება იმ წყვილებისთვის
სრულად
ძილის დარღვევები ბავშვებში
ძილის დარღვევები ბავშვებში
ძილის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა
სრულად
გულის სარქვლის დაავადებები
გულის სარქვლის დაავადებები
გული არის ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე
სრულად
აკნე
აკნე
ყველაფერი აკნეს შესახებ
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რა იწვევს შარდის შეუკავებლობას და როგორ მკურნალობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები