უცხიმო რძე - უშვილობის მიზეზი?!
მათი თქმით, უცხიმო რძისა და მისი პროდუქტების ჭარბი მიღება ზრდის ოვულაციის დარღვევის რისკს, რამაც შესაძლოა უნაყოფობამდე მიგვიყვანოს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ოვულაციის პრობლემები იმ ქალებსაც აქვთ, რომლებიც მოუხდელ რძესაც სიამოვნებით გეახლებიან. ჰარვარდელი მეცნიერები 116000 ამერიკელ მედდას რვა წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ ხნის მანძილზე ქალები რეგულარულად აღწერდნენ თავიანთ რაციონს, აგრეთვე - იმას, ცდილობდნენ თუ არა დაორსულებას და ჰქონდათ თუ არა რაიმე პრობლემა ამ მხრივ.
მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებული უნაყოფობა 438 ქალს აღმოაჩნდა. მეცნიერებმა მათი კვების თავისებურებები გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ -
-
ქალებს, რომლებიც კვირაში ორჯერ მაინც იღებდნენ უცხიმო რძის პროდუქტებს, 85%-ით მეტი ჰქონდათ უშვილობის რისკი, ხოლო მოუხდელი რძის პროდუქტების რეგულარული მიღება ალბათობას 27%-ით აქვეითებდა.
ამ კანონზომიერების მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია. მეცნიერთა ერთ-ერთი ვერსიით, ცხიმების ნაკლებობა ხელს უშლის ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების შეწოვას, რაც ჰორმონულ ფონზე მოქმედებს. მიუხედავად ამისა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქალებს დაორსულების უფრო მეტი შანსი ექნებათ, თუ დროებით უარს იტყვიან უცხიმო რძის პროდუქტებზე და გაზრდიან რაციონში მოუხდელი რძის ნაწარმის წილს.
ამერიკელ მეცნიერთა ამ მოსაზრებას სპეციალისტების დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს. მათი აზრით, უცხიმო დიეტას უმეტესად ჭარბწონიანი ქალები მისდევენ, ხოლო ფერტილობაზე სიმსუქნის ნეგატიური მოქმედება საყოველთაოდ არის ცნობილი. ასე რომ, ოვულაციის დარღვევა შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს.