რა უნდა ვიცოდეთ მენსტრუაციული ციკლის შესახებ - რა არის ნორმა და პათოლოგია, რა არის მენსტრუაციის გადაცდენის ყველაზე ხშირი მიზეზი და სხვა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

რა უნდა ვიცოდეთ მენსტრუაციული ციკლის შესახებ - რა არის ნორმა და პათოლოგია, რა არის მენსტრუაციის გადაცდენის ყველაზე ხშირი მიზეზი და სხვა

რა უნდა ვიცოდეთ მენსტრუაციული ციკლის შესახებ - რა არის ნორმა და პათოლოგია, რა არის მენსტრუაციის გადაცდენის ყველაზე ხშირი მიზეზი და სხვა
მენსტრუაციული ციკლი არის პერიოდი მენსტრუაციის პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღემდე.
ნორმალურ შემთხვევაში მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 21-35 დღეა, უფრო ხშირად - 28 დღე. შესაბამისად, 21 დღეზე ნაკლები და 35 დღეზე მეტი ხანგრძლივობის ციკლი მიუთითებს გარკვეულ გადახრაზე.


გამონაკლისია მოზარდი გოგონები, რომლებთანაც პირველი მენსტრუაციის შემდეგ 2-3 წლის განმავლობაში მენსტრუაციის გადაცდენები ფიზიოლოგიური მდგომარეობაა და ნორმად განიხილება. თუმცა, თუ ციკლის დარღვევასთან ერთად გოგონას აქვს სხვა ჩივილები, მაგალითად, ჭარბთმიანობა, აკნე, სხეულზე ვარდისფერი სტრიები, ჭარბი წონა და სიმსუქნე, რა თქმა უნდა, სასურველია ჩატარდეს ბავშვთა და მოზარდთა
გინეკოლოგის კონსულტაცია.


მენსტრუაციული გამონადენის საშუალო ხანგრძლივობაა 3-5 დღე. მენსტრუაციის გახანგრძლივება 7 დღეზე მეტად ან შემცირება, ასევე, საჭიროებს ყურადღების მიქცევას.


მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონული ცვლილებები, რომელთა რეგულაციაში მონაწილეობენ თავის ტვინის სტრუქტურები - ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი. მენსტრუაციული ციკლი იყოფა პირველ და მეორე ფაზად. პირველ ნახევარში
ხდება ფოლიკულის მომწიფება, რასაც შუა პერიოდში მოსდევს ოვულაცია -ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა. ოვულაციის შემდეგ წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონს პროგესტერონს.


მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა სახის მოშლა - გადაცდენა, ჭარბი მენსტრუაცია, მენსტრუაციის გახანგრძლივება, მტკივნეული მენსტრუაცია, თანმხლებ სიმპტომებთან ერთად (ჭარბთმიანობა, აკნე, სტრიები, წონაში მატება) მიუთითებს ჰორმონულ დისფუნქციაზე.


მენსტრუაციის გადაცდენის დროს, თუ ქალი ეწევა სქესობრივ ცხოვრებას, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ზოგადად, ციკლის მოშლის დროს, სასურველია ჩატარდეს ექოსკოპიური გამოკვლევა, მით უმეტეს იმ შემთხვევებში, თუ მენსტრუაციულ დარღვევას აქვს რეგულარული ხასიათი.


მენსტრუაციის გადაცდენის მიზეზი შესაძლოა იყოს სტრესი, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა (მაგალითად, აქტიური ვარჯიში), კვებითი ქცევის მოშლა და ა.შ. ჰორმონული დარღვევების გამოსავლენად, როგორც წესი, სისხლში უნდა განისაზღვროს სხვადასხვა ჰორმონის დონე.


საყურადღებოა ტკივილი მენსტრუაციის დროს, რადგან ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ დაავადებასთან, როგორიცაა ენდომეტრიოზი. მენსტრუაციის გახანგრძლივების შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს საშვილოსნოს ღრუში პოლიპების, მიომების არსებობა და ა.შ.


ამგვარად, მენსტრუაციული ციკლის ცვლილებების შემთხვევაში ქალმა აუცილებელად უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგს, რადგან მათ უკან შეიძლება იდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი პათოლოგიები.


საზაფხულო აქცია ექსკლუზიურად "მკურნალის" მკითხველთათვის!


2 აგვისტოდან 13 აგვისტოს ჩათვლით "არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის" და "მკურნალი"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გთავაზობთ ჩვენი კონსულტანტის ნინო დავიდოვას (ექიმი რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი) კონსულტაციას 50%-იანი ფასდაკლებით - მხოლოდ 35 ლარი. აქციის ფარგლებში აგრეთვე, შესაძლებლობა გექნებათ კლინიკაში ჩაიტაროთ გამოკვლევები 50 % ფასდაკლებით: მამოლოგის კონსულტაცია - 35 ლარი, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია- 35 ლარი, კოლპოსკოპია - 30 ლარი, თერაპევტის კონსულტაცია - 35 ლარი, დენსიტომეტრია - 25 ლარი, ექოსკოპია - 30 ლარი, უროლოგის კონსულტაცია - 35 ლარი, პაპ- ტესტი - 20 ლარი, ნაცხის ბაქტერიოსკოპია - 10 ლარი.


სასურველია წინასწარ ჩაწერა ტელეფონის ნომრებზე: 032 2 24 00 99; 599 92 52 04

მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდელის 13, "არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი" (მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის შენობა, მე-7 სართული, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია).




ტეგები: კოლპოსკოპია
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰისტეროსკოპია გინეკოლოგიაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია,
„რეპროდუქციული ჯანმრთელობის რუბრიკის“ ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვიუების სერიას პროფესორ არჩილ ხომასურიძესთან,
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 190 მილიონი ქალია დაავადებული ენდომეტრიოზით.
ორსულობის პირველსავე დღეს იწყება მთელი ორგანიზმის და, პირველ რიგში, მარეგულირებელი (ნერვული და ჰორმონული) სისტემების გადაწყობა.
საშვილოსნოდან სისხლდენა ყოველთვის არ არის შეჭიდული მენსტრუალურ ფუნქციასთან, ის ზოგჯერ სხვადასხვა პათოლოგიის შედეგად ვითარდება.
როგორც სხეულის ყველა ნაწილი ვაგინაც ბერდება.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად