/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შარდის შეკავების მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდის შეკავების მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის საშუალებები

„ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის“ წამყვანი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დავით ჭავჭანიძე.

– ბატონო დავით, რა არის შარდის შეკავება და როგორ უნდა ამოცნობა?

– შარდის შეკავება არის მდგომარეობა, როდესაც შარდის ბუშტი სავსეა, ადამიანს აქვს მოშარდვის სურვილი და ვერ შარდავს. შარდის შეკავება შესაძლებელია განუვითარდეს როგორც მამაკაცს, ასევე ქალს და მოზარდებს.

შარდის შეკავება არის მწვავე და ქრონიკული. მწვავე ვითარდება უეცრად არსებული პათოლოგიის ფონზე. ქრონიკული შეკავების მიზეზია სხვადასხვა პათოლოგიით განპირობებული დუნედ გამოხატული მოშარდვის აქტის დარღვევა, როდესაც არ ხდება შარდის ბუშტის სრულად დაცლა და იზრდება ნარჩენი შარდის მოცულობა.

– რა არის შარდის შეკავების მიზეზი?

– შარდის შეკავების მიზეზია ყველა ის დაავადება, რომლებიც იწვევს შარდის ბუშტის ყელისა და ურეთრის დახშობას:

  • პროსტატის ჰიპერპლაზია (მოცულობის ზრდა);
  • პროსტატის კიბო;
  • შარდის ბუშტის კიბო;
  • შარდის ბუშტის და შარდსადენი მილის კენჭი;
  • შარდის ბუშტისა და შარდსადენი მილის ტრავმული დაზიანება და შევიწროება.

ქალებს შორის შარდის შეკავება შეიძლება გამოიწვიოს ასევე:

  • სასქესო ორგანოთა ონკოდაავადებებმა.

მოზარდებში:

ნქვედა საშარდე გზების ანომალიებმა (მეატოსტენოზი, შარდის ბუშტის ყელის კონტრაქტურა).

– რით შეიძლება გართულდეს შარდის შეკავება?

– შარდის შეკავება ინფიცირებული შარდის და ე.წ. შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის დროს შესაძლებელია გართულდეს:

  • მწვავე ან ქრონიკული პიელონეფრიტით;
  • უროსეფსისით;
  • თირკმელების უკმარისობით;
  • ურემიით.

რაც იწვევს პაციენტის ზოგადი მდგომარეობის დამძიმებას.

– როგორ ხდება შარდის შეკავების გამომწვევი დაავადებების დიაგნოსტიკა?

– დიაგნოსტიკა ეფუძნება, პირველ რიგში, პაციენტის სუბიექტურ მდგომარეობას – აქვს მოშარდვის სურვილი და ვერ შარდავს. ანამნეზის შეგროვება ინფორმაციას იძლევა საშარდე და სხვა ორგანოების დაავადებაზე.

ობიექტურად – პალპატორულად და პერკუსიით ბოქვენზედა არეში აღინიშნება გადავსებული შარდის ბუშტი. მამაკაცებს შორის რექტალური გასინჯვით უნდა განისაზღვროს პროსტატის ზომა და სტრუქტურა.

დიაგნოსტიკა ემყარება საშარდე სისტემის ულტრაბგერით და რენტგენოლოგიურ კვლევას. ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას იძლევა განისაზღვროს შარდის ბუშტში შარდის რაოდენობა, შარდის ბუშტში ღრუში კენჭის ან სიმსივნის არსებობა, პროსტატის მოცულობა, შარდის ბუშტის დაზიანება, ქალებს შორის გენიტალიის ონკოდაავადება.

რენტგენოლოგიურად უნდა შეფასდეს მენჯის ძვლები მათი ტრავმის შემთხვევაში, რაც მიზეზია შარდის ბუშტისა და შარდსადენი მილის დაზიანებისა. ამ დროს უნდა ჩატარდეს ურეთროცისტოგრაფია შარდის ბუშტისა და ურეთრის დაზიანების დიაგნოსტიკისთვის. თუ აღნიშნული კვლევები არ იძლევა სრულყოფილი დიაგნოსტიკის საშუალებას, გამოიყენება კტ და მრტ კვლევა.

– მკურნალობის რომელი მეთოდები გამოიყენება შარდის შეკავების სამკურნალოდ?

– პირველ რიგში, უნდა მოხდეს შარდის ბუშტის დრენირება, ანუ შარდის ბუშტის დაცლა ტრანსურეთრული კათეტერიზაციით. ამ მეთოდის შეუძლებლობის შემთხვევაში (დიდი ზომის პროსტატა, შარდსადენი მილის შევიწროება, მისი სანათურის კენჭით დახშობა ან ტრავმული დაზიანება) ტარდება ბოქვენზედა ტროაკარული ცისტოსტომია ულტრაბგერითი კონტროლით. შესაძლებელია ღია ეპიცისტოსტომია. შარდის ბუშტის დრენირების შემდეგ უნდა მოხდეს შარდის შეკავების მიზეზის დადგენა და მისი მკურნალობა.

  • პროსტატის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში – პროსტატის ტურ (ტრანსურეთრული რეზექცია) ან ადენომექტომია.
  • პროსტატის კიბო მისი გავრცობის და სტადიურობის მიხედვით საჭიროებს რადიკალურ პროსტატექტომიას ან ჰორმონო-, ქიმიო- და სხივურ თერაპიას.
  • შარდის ბუშტის და ურეთრის კენჭის შემთხვევაში, კენჭის ზომიდან გამომდინარე, ცისტოლითოტრიფსია ან ცისტოლითოტომია.
  • შარდის ბუშტის კიბოს დროს – მისი ტურ.
  • შარდის ბუშტის დაზიანების შემთხვევაში – მისი მთლიანობის აღდგენა.
  • ურეთრის ტრავმის დროს კეთდება ოპტიკური ურეთროტომია ან ურეთრის პლასტიკა.
  • ქალებს შორის გენიტალიის ონკოდაავადების დროს – ძირითადი დაავადების მკურნალობა.

– შესაძლებელია თუ არა შარდის შეკავების პროფილაქტიკა?

– შარდის შეკავების პროფილაქტიკა ეფუძნება საშარდე ორგანოების დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას.

მამაკაცებს შორის ასაკის მატებასთან ერთად მოშარდვის აქტის დარღვევის პირველივე სიმპტომების გაჩენისას საჭიროა პროსტატის და შარდის ბუშტის ულტრაბგერითი კვლევა, სისხლში პსა-ს განსაზღვრა (პროსტატის კიბოს გამორიცხვის მიზნით), ახალგაზრდა ასაკის მამაკაცებში შარდსადენის მილის რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი კვლევა – მისი შესაძლო შევიწროების გამოსავლენად.

ქალების გენიტალიის კვლევა ონკოდაავადებების არსებობის შემთხვევებში.

ახალშობილთა ქვედა საშარდე გზების ანომალიის დიაგნოსტიკა.

დროული დიაგნოსტიკა პაციენტებს ააცილებს ისეთ გართულებას, როგორიცაა შარდის შეკავება.