სათესლე ჯირკვლის ტკივილის 8 მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სათესლე ჯირკვლის ტკივილის 8 მიზეზი

ტკივილი შეიძლება აღინიშნოს ერთ ან ორივე სათესლე ჯირკვალში. ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ, გაბმული ან მწვავე. ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს შეშუპება და სიწითლე. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება და ცხელება. ზოგჯერ სათესლე ჯირკვლის ტკივილი გამოწვეულია სხვა ორგანოების პრობლემებით, როგორიცაა თირკმლის ქვები ან თიაქარი.

ეპიდიდიმიტი

ეპიდიდიმიტი არის სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება, რომელშიც მწიფდება სპერმატოზოიდი. ტკივილი ჩნდება ერთ ან ორივე სათესლე ჯირკვალში და თანდათან ძლიერდება. სათესლე ჯირკვლის პარკი შუპდება, წითლდება და შეხებისას თბილია.

დაავადება ყველაზე ხშირად გამოწვეულია სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიებით, როგორიცაა გონოკოკები ან ქლამიდია. ზოგჯერ მიზეზი საშარდე გზების ინფექციები – ცისტიტი ან ურეთრიტი ხდება.

ეპიდიდიმიტს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. მანამდე ტარდება კვლევა კონკრეტული პათოგენის დასადგენად. ტკივილის შესამსუბუქქებლად საჭიროა ტკივილგამაყუჩებლების მიღება და სასქესო ჯირკვალზე სიცივის გამოყენება. ანტიბიოტიკების კურსი არ უნდა შეწყდეს კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდეგაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადების რეციდივია მოსალოდნელი. მკურნალობის გარეშე შეიძლება მოხდეს დაჩირქება, რომელსაც ესაჭიროება ქირურგიული დახმარება.

ტრავმა

სათესლე ჯირკვლები ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ ნებისმიერი დარტყმა საშინელ ტკივილს იწვევს. თუ დაზიანება მძიმე არ არის, ტკივილი დროთა განმავლობაში ქრება. ხშირ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ სათესლე პარკი შეშუპებული და დაჟეჟილია, შეუქცევადი დაზიანება არ იქნება. მაგრამ ზოგჯერ სათესლე ჯირკვალი სკდება ან ჩნდება ჰემატოცელე, როდესაც მის გარშემო სისხლი გროვდება. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ქირურგის დახმარება.

ამიტომ, თუ ტკივილის გარდა შეამჩნევთ შეშუპებას და სისხლჩაქცევებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ვარიკოცელე

ეს არის სათესლე პარკის ვენების გადაჭარბებული გაფართოება. ხშირად სიმპტომები არ არის, მაგრამ, ზოგჯერ, დღის ბოლოს ან ვარჯიშის შემდეგ მტკივნეული დაჭიმვის შეგრძნება შეიგრძნობა სათესლე ჯირკვლებში. დროთა განმავლობაში სათესლე ჯირკვალი ფართოვდება.

ვარიკოცელე არღვევს სპერმის გამომუშავებას: ის მცირდება და უხარისხო ხდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ქირურგიული გზით. მაგრამ ხშირად ვარიკოცელე არანაირად არ მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციასა და კეთილდღეობაზე – ამ შემთხვევაში ექიმები არ ერევიან, უბრალოდ პერიოდულად აკვირდებიან პაციენტს.

ორქიტი

ეს არის ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის ანთება. ის ჩვეულებრივ გამოწვეულია ბაქტერიებით ან ვირუსებით, მაგრამ ზოგჯერ მიზეზი უცნობია. ბავშვებსა და მოზარდებს ორქიტი ხშირად ვირუსული ინფექციის – ყბაყურის გამო უვითარდებათ. ორქიტის სიმპტომებია: სისუსტე, ცხელება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი და შეშუპება სათესლე ჯირკვლებში.

ეს საკმაოდ საშიში დაავადებაა, განსაკუთრებით თუ ორივე სათესლე ჯირკვალის ანთებაა. ორქიტმა შეიძლება გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლის ატროფია, აბსცესი, უნაყოფობა და ჰიპოგონადიზმი – მამრობითი სქესის ჰორმონების არასაკმარისი წარმოება.

მკურნალობა ინიშნება გამომწვევი მიზეზის მიხედვით: ბაქტერიული ორქიტის დროს ანტიბიოტიკები ინიშნება, ვირუსული ორქიტის დროს კი მხოლოდ სიმპტომატური თერაპია გამოიყენება: ტკივილგამაყუჩებლები და ცივი საფენები სათესლე ჯირკვლებზე. სრულ აღდგენას შეიძლება კვირები დასჭირდეს.

სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა

ეს იშვიათი, მაგრამ ძალიან საშიში გადაუდებელი მდგომარეობაა, როდესაც სათესლე ჯირკვალი ტრიალდება სათესლე ბაგირაკის გარშემო. ბაგირაკი შედგება სისხლძარღვების, ნერვების, თესლის გამომტანი სადინარის და კუნთებისაგან. შემობრუნებისას, არტერიები იჭყლიტება – და თუ სისხლის მიწოდება არ აღდგება 4-6 საათის განმავლობაში, სათესლე ჯირკვალი შეიძლება დანეკროზდეს.

ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა ყველაზე ხშირად ხდება 25 წლამდე, მათ შორის ახალშობილებს შორის.

თუ თქვენ იგრძნობთ უეცარ, მკვეთრ და ძლიერ ტკივილს სათესლე ჯირკვლის პარკში, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მხოლოდ სასწრაფო ოპერაციას შეუძლია დაზიანებული სათესლე ჯირკვლის გადარჩენა.

სათესლე ჯირკვლის კიბო

ეს არის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა 15-35 წლის მამაკაცებს შორის. სიმპტომები წააგავს სათესლე ჯირკვლის სხვა დაავადებებს, როგორიცაა ეპიდიდიმიტი ან თიაქარი:

  • ყრუ, გაბმული, შემაწუხებელი ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მთელ საზარდულზე და მუცლის ქვედა ნაწილში;
  • შეშუპება ან „კოპი“ ერთ ან ორივე სათესლე ჯირკვალში;
  • სიმძიმის შეგრძნება სათესლე პარკში;
  • მკერდის გადიდება ან მგრძნობელობა;
  • ზურგის ტკივილი.

დაავადება ადრეული დიაგნოსტიკის პირობებში, კარგად ექვემდებარება მკურნალობას.

საზარდულის თიაქარი

საზარდულის თიაქარი აწვება სათესლე ბაგირაკს ან სათესლე ჯირკვალს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და სისხლის მიწოდების დარღვევა. ტკივილი ძლიერდება ხველების და ცემინების დროს.

ექიმები ასწორებენ თიაქარს ან აშორებენ მას ქირურგიული გზით.

ქვები თირკმელებში

თირკმელებში ან საშარდე გზებში კენჭებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, რომელიც ვრცელდება იღლიის და საზარდულის არეში.

ამ ყველაფერს თან ახლავს სხვა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს თირკმლის კენჭებზე:

  • შარდი შერეული სისხლით;
  • წვის შეგრძნება შარდვისას;
  • გულისრევა, ღებინება;
  • ტკივილი პენისის ზედა ნაწილში;
  • ხშირი შარდვა.

წვრილი ქვები თავისთავად გამოდის შარდთან ერთად, მაგრამ დიდ ქვებს აშორებენ ქირურგიულად.