/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგია

საშარდე გზები და შარდის გამოყოფა

საშარდე გზები და შარდის გამოყოფა
ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრის, ლობიოს მარცვლის ფორმის წყვილი ორგანოს - თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდი ორგანიზმიდან საბოლოოდ შარდის ბუშტისა და შარდსადინარების საშუალებით გამოიყოფა.

თირკმელების უწვრილესი ანატომიურ-ფუნქციური წარმონაქმნი ნეფრონია. თითოეული მათგანი დღე-ღამეში 0,03 მლ პირველად შარდს წარმოქმნის. სულ კი თირკმლის ყველა ნეფრონი 24 საათის განმავლობაში 60-90 ლიტრ პირველად შარდს გამოიმუშავებს. თირკმელი ამ სითხეს ხელახლა ამუშავებს და მასში არსებული წყლის 98%-სა და სასარგებლო ნივთიერებებს უკანვე შეიწოვს.

დარჩენილი სითხე წარმოადგენს მეორეულ შარდს, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გადადის, იქიდან კი შარდსადინარის მეშვეობით გარეთ გამოიდევნება. ამრიგად, შარდის ბუშტი შარდის ერთგვარი რეზერვუარია. იმის კვალობაზე, რამდენ სითხეს იღებს ადამიანის დღე-ღამეში, იგი საშუალოდ 1,5-2 ლიტრ შარდს გამოყოფს. ამრიგად, შარდი სეკრეტია, რომელსაც ორგანიზმიდან აზოტოვანი ცვლის თითქმის ყველა საბოლოო პროდუქტი, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის პროდუქტების უმრავლესობა, შხამები და წამლები გამოაქვს, ამიტომ შარდის ბუშტის სრულ დაცლას და ორგანიზმიდან შარდის დროულ გამოდევნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ნორმალური და ჯანმრთელი ფუნქციობისთვის.

შარდის ბუშტის ასაკობრივი ფორმირება

შარდის ბუშტი მისთვის დამახასიათებელ მსხლისებრ ფორმას სქესობრივი მომწიფების პერიოდში იღებს, მანამდე კი მას სხვადასხვაგვარი ფორმა და ტევადობა აქვს. მაგალითად, ახალშობილის შარდის ბუშტი თითისტარის ფორმისაა. წლისთვის იგი ქლიავის ფორმას იღებს, 10 წლისთვის - კვერცხის ფორმას, ზრდასრულ ასაკში კი შარდის სისტემატური ზეწოლის გამო მისი ქვედა ნაწილი თანდათან ფართოვდება, ხოლო მწვერვალთან, პირიქით, იჭიმება, ვიწროვდება და მსხლისებურ ფორმას იღებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ასაკის კვალობაზე იცვლება შარდის ბუშტის მოცულობაც. ერთი წლის ასაკში მისი მოცულობა დაახლოებით 240 სმ3-ია, 3 წლისთვის - 325 სმ3, სქესობრივი მომწიფების პერიოდში კი 1040 სმ3-ს აღწევს.

მდებარეობა

შარდის ბუშტს საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს მის მეზობლად მდებარე ორგანოებთან. იგი მცირე მენჯის ღრუში, უშუალოდ ბოქვენის ძვლისა და მისი სიმფიზის უკან მდებარეობს, რის გამოც ამ უკანასკნელთა მოტეხილობას ხშირად თან სდევს შარდის ბუშტის კედლის ტრავმული დაზიანებაც.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, 27 წლის მამაკაცი ვარ, უცნაური რამე მაწუხებს არვიცი როგორ ავხსნა, დაახლოებით ანუსის და სათესლეებს შორის მაქვს ტკივილი ოღონდ როდესაც მოშარდვას დავასრულებ მერე ძალიან ისეთი გამჭოლი ტკივილი მაქვს რამდენიმე წამიანი, ასევე შეიძლება დავაცემინო და აი მაგ მიდამოში ზუსტად დამარტყავს წამიერი ტკივილი საკმაოდ ძლიერი და რამოდენიმე წამში ქრება საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, ბავშობაშიც ძალიან იშვიათად მქონდა მაგ არეში ტკივილი ისიც შარდვის ბოლოს მეწყებოდა მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება, შარდში არც სისხლი ან რამე უცნაური არ შემიმჩნევია არც ხშირად ვშარდავ ანუ ჩვეულებრივად ვშარდავ , ეგ ტკივილი როცა მაქვს მერე ოდნავ რამოდენიმე საათი მაქვს ხოლმე დისკომფორტი და რა შეიძლება იყოს მაგ მიდამოში ისეთი რაც ასეთ ტკივილს იწვევს ან სავარაუდოდ რა მჭირს ? ანალიზის გარეშე რთულია თქმა ვიცი მაგრამ მაინც სავარაუდოდ რასთან მაქვს საქმე</p>

მამაკაცის ორგანიზმში მას უკნიდან ესაზღვრება სწორი ნაწლავი, ქალისაში კი - საშვილოსნო და საშო. სწორედ ამ მეზობლობის ბრალია ორსულობისას შარდის ბუშტზე საშვილოსნოს ზეწოლის გამო გახშირებული შარდვა. ქვევიდან და ნაწილობრივ უკნიდან მამაკაცის შარდის ბუშტს მჭიდროდ უერთდება წინმდებარე ჯირკვალი - პროსტატა, რომლის გვერდებზე სათესლე ბუშტუკები და თესლის გამომტანი სადინარის ამპულური ნაწილი მდებარეობს. როგორც მამაკაცის, ისე ქალის შარდის ბუშტის გვერდებზე განლაგებულია თეძოს შიგნითა არტერიისა და ვენის ტოტები, აგრეთვე საკუთარი ვენური წნულიც. ზევიდან შარდის ბუშტის სეროზული გარსით დაფარულ ნაწილს მჭიდროდ ეხება ნაწლავის მარყუჟები. "მეზობლებთან" ასეთი ახლო ურთიერთობის გამო შარდის ბუშტი ხშირად "გაუგებრობაში ეხვევა" - მეზობელ ორგანოებში განვითარებული პათოლოგიური პროცესები, განსაკუთრებით - ინფექციები და ქსოვილოვანი ახალწარმონაქმნები, სწრაფად ვრცელდება მასზე და მასაც აზიანებს.

აგებულება

შარდის ბუშტი ღრუ კუნთოვანი ორგანოა. მასზე განირჩევა სხეული, მწვერვალი, ფუძე და ყელი. შარდის ბუშტს რამდენიმე ხვრელი აქვს: შარდსაწვეთის წყვილი ხვრელი, რომელთა მეშვეობითაც შარდი თირკმელებიდან ბუშტში ჩაედინება და შარდსადენის ხვრელი, რომლის გავლითაც ჭარბი სითხე საბოლოოდ ტოვებს ორგანიზმს.

ყველა ღრუ ორგანოს მსგავსად, შარდის ბუშტის კედელიც სამი შრისგან შედგება.

პირველი შიგნითა, ლორწოვანი გარსია, რომელსაც ღრმა ნაოჭები აქვს. ნაოჭებს მუდმივი ფორმა არ გააჩნია: ბუშტის ავსების პარალელურად სწორდება, დაცლის შემდეგ კი კვლავ ნაკეცდება.

მეორე კუნთოვანი გარსია, კუნთოვანი ბოჭკოებისგან წარმოქმნილი ერთიანი, მძლავრი კუნთოვანი კედელი, რომლის მთავარი დანიშნულებაც შეკუმშვა-მოდუნებით შარდის ბუშტის დაცლა-ავსებაა. მათი უშუალო დამსახურებაა შარდვის რეგულარული გამოყოფა.

მესამე ბუშტის გარეთა, სეროზული გარსია, რომელიც მთლიანად შემაერთებელი ქსოვილით არის დაფარული და ორგანოს ერთგვარ მფარავ გარსს წარმოადგენს. ქალსა და მამაკაცს, სასქესო სისტემასთან მჭიდრო კავშირის გამო, შარდსადენი - ურეთრა - განსხვავებული აგებულებისა აქვთ.

კომენტარები (1)
liliko@mail,ru
დზალიან ცოტა გამომეყოფა სჰარდი არა და ასე მგონია ბევრს მოვსჰარდავ
თარიღი : 31-05-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამდენად ხშირად უნდა გაიკეთონ მამაკაცებმა PSA ტესტი?
რამდენად ხშირად უნდა გაიკეთონ მამაკაცებმა PSA ტესტი?
რაში მდგომარეობს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის სირთულე?
სრულად
გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი, რომლის გამოც ჩვენს კლინიკაში  საჭირო გახდეს ღია  წესით ოპერაციის ჩატარება“
გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი, რომლის გამოც ჩვენს კლინიკაში საჭირო გახდეს ღია წესით ოპერაციის ჩატარება“
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის უროლოგიური სამსახურის უფროსი, გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი,
სრულად
სათესლე ჯირკვლის ტკივილის 8 მიზეზი
სათესლე ჯირკვლის ტკივილის 8 მიზეზი
სათესლე ჯირკვლები ძალიან მგრძნობიარეა და მცირე ტრავმაც კი იწვევს ტკივილს ან დისკომფორტს თავად სათესლე ჯირკვალში ან მის დანამატებში.
სრულად
რა იწვევს შარდის შეუკავებლობას და როგორ მკურნალობენ
რა იწვევს შარდის შეუკავებლობას და როგორ მკურნალობენ
შარდის შეუკავებლობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ გამოეყოფა შარდი.
სრულად
შარდის შეკავების მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის საშუალებები
შარდის შეკავების მიზეზებზე, შესაძლო გართულებებზე, პროფილ­აქტიკის, დიანგოსტიკისა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება
სრულად
როგორ შეიძლება მენოპაუზის ასაკში განმეორებითი ცისტიტის პრევენცია?
როგორ შეიძლება მენოპაუზის ასაკში განმეორებითი ცისტიტის პრევენცია?
ბოლო დროს მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა მატულობს და ეს ხდება იმის გამო,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საშარდე გზები და შარდის გამოყოფა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშარდე გზები და შარდის გამოყოფა

თირკმელების უწვრილესი ანატომიურ-ფუნქციური წარმონაქმნი ნეფრონია. თითოეული მათგანი დღე-ღამეში 0,03 მლ პირველად შარდს წარმოქმნის. სულ კი თირკმლის ყველა ნეფრონი 24 საათის განმავლობაში 60-90 ლიტრ პირველად შარდს გამოიმუშავებს. თირკმელი ამ სითხეს ხელახლა ამუშავებს და მასში არსებული წყლის 98%-სა და სასარგებლო ნივთიერებებს უკანვე შეიწოვს.

დარჩენილი სითხე წარმოადგენს მეორეულ შარდს, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გადადის, იქიდან კი შარდსადინარის მეშვეობით გარეთ გამოიდევნება. ამრიგად, შარდის ბუშტი შარდის ერთგვარი რეზერვუარია. იმის კვალობაზე, რამდენ სითხეს იღებს ადამიანის დღე-ღამეში, იგი საშუალოდ 1,5-2 ლიტრ შარდს გამოყოფს. ამრიგად, შარდი სეკრეტია, რომელსაც ორგანიზმიდან აზოტოვანი ცვლის თითქმის ყველა საბოლოო პროდუქტი, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის პროდუქტების უმრავლესობა, შხამები და წამლები გამოაქვს, ამიტომ შარდის ბუშტის სრულ დაცლას და ორგანიზმიდან შარდის დროულ გამოდევნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ნორმალური და ჯანმრთელი ფუნქციობისთვის.

შარდის ბუშტის ასაკობრივი ფორმირება

შარდის ბუშტი მისთვის დამახასიათებელ მსხლისებრ ფორმას სქესობრივი მომწიფების პერიოდში იღებს, მანამდე კი მას სხვადასხვაგვარი ფორმა და ტევადობა აქვს. მაგალითად, ახალშობილის შარდის ბუშტი თითისტარის ფორმისაა. წლისთვის იგი ქლიავის ფორმას იღებს, 10 წლისთვის - კვერცხის ფორმას, ზრდასრულ ასაკში კი შარდის სისტემატური ზეწოლის გამო მისი ქვედა ნაწილი თანდათან ფართოვდება, ხოლო მწვერვალთან, პირიქით, იჭიმება, ვიწროვდება და მსხლისებურ ფორმას იღებს.

ასაკის კვალობაზე იცვლება შარდის ბუშტის მოცულობაც. ერთი წლის ასაკში მისი მოცულობა დაახლოებით 240 სმ3-ია, 3 წლისთვის - 325 სმ3, სქესობრივი მომწიფების პერიოდში კი 1040 სმ3-ს აღწევს.

მდებარეობა

შარდის ბუშტს საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს მის მეზობლად მდებარე ორგანოებთან. იგი მცირე მენჯის ღრუში, უშუალოდ ბოქვენის ძვლისა და მისი სიმფიზის უკან მდებარეობს, რის გამოც ამ უკანასკნელთა მოტეხილობას ხშირად თან სდევს შარდის ბუშტის კედლის ტრავმული დაზიანებაც.

მამაკაცის ორგანიზმში მას უკნიდან ესაზღვრება სწორი ნაწლავი, ქალისაში კი - საშვილოსნო და საშო. სწორედ ამ მეზობლობის ბრალია ორსულობისას შარდის ბუშტზე საშვილოსნოს ზეწოლის გამო გახშირებული შარდვა. ქვევიდან და ნაწილობრივ უკნიდან მამაკაცის შარდის ბუშტს მჭიდროდ უერთდება წინმდებარე ჯირკვალი - პროსტატა, რომლის გვერდებზე სათესლე ბუშტუკები და თესლის გამომტანი სადინარის ამპულური ნაწილი მდებარეობს. როგორც მამაკაცის, ისე ქალის შარდის ბუშტის გვერდებზე განლაგებულია თეძოს შიგნითა არტერიისა და ვენის ტოტები, აგრეთვე საკუთარი ვენური წნულიც. ზევიდან შარდის ბუშტის სეროზული გარსით დაფარულ ნაწილს მჭიდროდ ეხება ნაწლავის მარყუჟები. "მეზობლებთან" ასეთი ახლო ურთიერთობის გამო შარდის ბუშტი ხშირად "გაუგებრობაში ეხვევა" - მეზობელ ორგანოებში განვითარებული პათოლოგიური პროცესები, განსაკუთრებით - ინფექციები და ქსოვილოვანი ახალწარმონაქმნები, სწრაფად ვრცელდება მასზე და მასაც აზიანებს.

აგებულება

შარდის ბუშტი ღრუ კუნთოვანი ორგანოა. მასზე განირჩევა სხეული, მწვერვალი, ფუძე და ყელი. შარდის ბუშტს რამდენიმე ხვრელი აქვს: შარდსაწვეთის წყვილი ხვრელი, რომელთა მეშვეობითაც შარდი თირკმელებიდან ბუშტში ჩაედინება და შარდსადენის ხვრელი, რომლის გავლითაც ჭარბი სითხე საბოლოოდ ტოვებს ორგანიზმს.

ყველა ღრუ ორგანოს მსგავსად, შარდის ბუშტის კედელიც სამი შრისგან შედგება.

პირველი შიგნითა, ლორწოვანი გარსია, რომელსაც ღრმა ნაოჭები აქვს. ნაოჭებს მუდმივი ფორმა არ გააჩნია: ბუშტის ავსების პარალელურად სწორდება, დაცლის შემდეგ კი კვლავ ნაკეცდება.

მეორე კუნთოვანი გარსია, კუნთოვანი ბოჭკოებისგან წარმოქმნილი ერთიანი, მძლავრი კუნთოვანი კედელი, რომლის მთავარი დანიშნულებაც შეკუმშვა-მოდუნებით შარდის ბუშტის დაცლა-ავსებაა. მათი უშუალო დამსახურებაა შარდვის რეგულარული გამოყოფა.

მესამე ბუშტის გარეთა, სეროზული გარსია, რომელიც მთლიანად შემაერთებელი ქსოვილით არის დაფარული და ორგანოს ერთგვარ მფარავ გარსს წარმოადგენს. ქალსა და მამაკაცს, სასქესო სისტემასთან მჭიდრო კავშირის გამო, შარდსადენი - ურეთრა - განსხვავებული აგებულებისა აქვთ.


ქალის შარდსადენი

ქალის შარდსადენი 3-4 სმ სიგრძის მილია, რომელსაც აქვს თავი - შარდის ბუშტის შიგნითა ხვრელი და ბოლო - შარდსადენის გარეთა ხვრელი. ეს უკანასკნელი მილის ყველაზე ვიწრო ადგილია, რომელიც საშოს შესავლის ოდნავ წინ და ზემოთ იხსნება. შარდსადენი ლორწოვანი და კუნთოვანი გარსებისგან შედგება. მისი სანათური, ჩვეულებრივ, დახურულია, მაგრამ შარდვისას შესამჩნევად იხსნება და განივრდება - მისი დიამეტრი ასეთ დროს თითქმის 1 სმ-ს აღწევს.

რაკი ქალებს მამაკაცებთან შედარებით მოკლე და განიერი შარდსადინარი აქვთ, ამიტომ ინფექციური აგენტები ამ გზით ქალის ორგანიზმში უფრო სწრაფად და იოლად ხვდებიან, შესაბამისად, შარდსასქესო დაავადებათა განვითარების სიხშირეც ქალებში გაცილებით მაღალია.

მამაკაცის შარდსადენი

მამაკაცის შარდსადენ მილს ერთი თავისებურება ახასიათებს: იგი არა მხოლოდ შარდის, არამედ სპერმატოზოიდების შემცველი სითხის - სპერმის გამომტანიც არის. მისი სიგრძე ინდივიდუალურია და საშუალოდ 18-23 სმ-ს აღწევს. იგი შარდის ბუშტის ყელიდან იწყება და ასოს თავზე შარდსადენის გარეთა ხვრელით მთავრდება.

მამაკაცის ურეთრა სამი ნაწილისგან შედგება, რომელთა შორის, ფიზიოლოგიური დატვირთვის გამო, ყველაზე მეტად აღსანიშნავია შარდსადენის ყველაზე რთული - წინამდებარე ნაწილის უბანი, სადაც ერთმანეთს კვეთს სასქესო და საშარდე გზები - წინამდებარე ნაწილში იხსნება როგორც შარდის, ისე სპერმისა და პროსტატის სეკრეტის გამომტანი სადინარები.

შარდის გამოყოფის რეგულაცია

შარდის გამოყოფა ნერვულ-რეფლექსური გზით რეგულირდება. ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს წყვილი საგანგებო ანატომიური წარმონაქმნი - შარდის ბუშტის წყვილი სფინქტერი. ერთი მათგანი შარდის ბუშტის გამოსავალთან მომჭერი კუნთოვანი რგოლის სახით მდებარეობს. მის ოდნავ ქვემოთ შარდსადინარის მეორე სფინქტერია მოთავსებული. სწორედ ისინი არეგულირებენ შარდის ბუშტის პერიოდულ და დროულ დაცლას, ამასთან, წინ ეღობებიან შარდის არადროულ, უნებლიე გამოყოფასაც. შარდის გამოყოფის დარღვევათა დიდი ნაწილი სწორედ სფინქტერების სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ დაზიანებას უკავშირდება.

ზრდასრული ადამიანის ბუშტი საშუალოდ 500-700 მლ შარდს იტევს, თუმცა მას, კუნთოვანი გარსის ხარჯზე, მოთხოვნის შესაბამისად, შეუძლია მოცულობაში მოიმატოს კიდეც. შარდის პერიოდული ნორმალური დაცლისას დიდი მნიშვნელობა აქვს შარდის ბუშტის ავსების სიჩქარეს. მაგალითად, ნელი ავსებისას ბუშტი გაცილებით მეტ შარდს იტევს, ვიდრე სწრაფი ავსებისას.

შარდვის რეფლექსი

ავსების შემდეგ შარდის ბუშტი რთული რეფლექსური აქტის - შარდვის საშუალებით იცლება, რაც ასეთი მექანიზმით ხორციელდება: სავსე ბუშტის კედელი მასში წნევის მომატების გამო იჭიმება, ეს კი ლორწოვან გარსში მოთავსებული რეცეპტორების გაღიზიანებას იწვევს. რეცეპტორები, თავის მხრივ, გაღიზიანების შესახებ იმპულსს უგზავნიან ზურგის ტვინის გავის ნაწილში მდებარე შარდვის ცენტრს, რომლის მეშვეობითაც შარდის ბუშტი დაცლის ბრძანებას იღებს. ამ ბრძანების მიღების შემდეგ შარდის ბუშტის მომჭერი სფინქტერი დუნდება, კედლის კუნთები იკუმშება და წნევის გავლენით რეზერვუარში დაგროვილი შარდი გარეთ გამოიყოფა.

მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება, მასში ყოველთვის რჩება ცოტაოდენი სითხე - ნარჩენი შარდი. გამოყოფილი შარდის ოდენობაზე გავლენას ახდენს დღე-ღამის განმავლობაში მიღებული სითხე, ცხარე, არომატული, მარილიანი საკვები, გარემოს ტემპერატურა და ფიზიკური დატვირთვა.

შარდის დღეღამური რაოდენობის ცვლილება ყოველთვის შარდსასქესო სისტემის დაავადებებს როდი უკავშირდება; აღნიშნულ ფაქტორთა გარდა, შესაძლოა, ასეთი რამ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ლოკალიზებულ პათოლოგიურ პროცესთა შედეგიც იყოს, ამიტომ შარდის გამოყოფის დარღვევას, განურჩევლად იმისა, იმატებს მისი რაოდენობა თუ იკლებს, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ ეს პროცესი რამდენიმე დღეში არ მოწესრიგდა, საჭიროა სპეციალისტთან მისვლა და შარდის გამოყოფის დარღვევის მიზეზის დროული დადგენა.