ვარიკოცელე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ვარიკოცელე

ვარიკოცელე
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა. დაავადება საკმაოდ ხშირია, ის ყოველი 100 მამაკაციდან 15-ს აღენიშნება. შევეცდებით, ქვემოთ დეტალურად ვისაუბროთ ვარიკოცელეს შესახებ.


როგორია ნორმა


მამაკაცის სასქესო სისტემაში წარმოიქმნება, ინახება და მოძრაობს სპერმა. სპერმა და ჰორმონი ტესტოსტერონი სათესლე ჯირკვლებში პროდუცირდება. სათესლე ჯირკვლები მოთავსებულია სათესლე პარკში. ის არის კანის ნაოჭი, რომელიც სათესლე ჯირკვლებს „იჭერს“. სათესლე ბაგირაკის შემადგენლობაში შედის სათესლის გამომტანი სადინარი, სათესლის არტერიები, ვენური წნული, ნერვები და ლიმფური ძარღვები. სათესლის არტერიებით სისხლი მიედინება სათესლე ჯირკვლებისაკენ, ხოლო უკუდინება
ვენური წნულის მეშვეობით ხორციელდება. გარდა ამისა, ვენური წნული უზრუნველყოფს სათესლის არტერიებით მიწოდებული სისხლის ტემპერატურის დაქვეითებას, „გაგრილებას“, სათესლე ჯირკვლებში შეღწევამდე. ასე ნარჩუნდება სათესლე ჯირკვალში დაბალი ტემპერატურა, რაც აუცილებელია სპერმის წარმოქმნისათვის.


რა არის ვარიკოცელე

ვარიკოცელე არის სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერება. ვიზუალურად ეს ქვედა კიდურებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერების მსგავსია. ჩვეულებრივ, ვარიკოცელე სქესობრივი
მომწიფების ასაკში ფორმირდება და დროთა განმავლობაში პროგრესირებს. უფრო ხშირად ვარიკოცელე მარცხენა სათესლე ჯირკვალში ვითარდება. მიზეზი მარტივია - მამაკაცის ანატომია ორივე მხარეს ერთნაირი არ არის. მიუხედავად ამისა, ვარიკოცელე ზოგჯერ ორმხრივია, თუმცა ეს იშვიათია.

უმრავლეს შემთხვევაში ვარიკოცელე არ ქმნის არავითარ პრობლემას. იშვიათად ის შეიძლება გახდეს ტკივილის, სათესლე ჯირკვლის განვითარების დარღვევის ან მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი.


დაავადების სიმპტომები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამაკაცთა უმეტეს ნაწილს ვარიკოცელეს დროს არ აქვს არავითარი სიმპტომი. მიუხედავად ამისა, ვარიკოცელე ექიმთათვის საყურადღებო მდგომარეობაა შემდეგი მიზეზების გამო - ის შეიძლება გახდეს მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლის განვითარების შეფერხება. არსებული სტატისტიკის თანახმად, რეპროდუქციული პრობლემების მქონე 10 მამაკაციდან ოთხს ვარიკოცელე აქვს.

იშვიათად ვარიკოცელეს დროს პაციენტს აქვს ტკივილი, ის შეიძლება იყოს ძლიერი, მჭრელი ან ყრუ, უმნიშვნელო. ტკივილი ძლიერდება ხანგრძლივი დგომისა და ფიზიკური დატვირთვისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დატვირთვისას; იმატებს დღის ბოლოს, მცირდება ზურგზე წოლისას.


რატომ ვითარდება ვარიკოცელე?


ვარიკოცელეს მრავალ მიზეზზე საუბრობენ. შესაძლოა, დაავადების მიზეზი სათესლის ვენების სარქველთა არარსებობა ან მათი უკმარისობა იყოს. ზოგჯერ სისხლის დინება დუნეა, რაც ვენებში სისხლის შეგუბების და მათი გაგანიერების გამომწვევი ხდება. დიდი ყალიბის ვენები მარჯვენა და მარცხენა სათესლე ბაგირაკში სხვადასხვაგვარადაა განვითარებული, მარცხნივ უფრო მეტი წნევაა საჭირო, რათა სისხლი არ შეგუბდეს. იშვიათად ვარიკოცელეს მიზეზი შეიძლება გახდეს ვენურ სისტემაზე გადიდებული ლიმფური კვანძების ან მუცლის ღრუში არსებული წარმონაქმნების ზეწოლა. ამ დროს შესაძლოა სათესლის ვენები უეცრად გაგანიერდეს, რაც ხშირად საკმაოდ მტკივნეულია.


ხშირია თუ არა ვარიკოცელე


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვარიკოცელე 100 მამაკაციდან 15-ს შეიძლება ჰქონდეს. ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, ამ თხუთმეტი მამაკაციდან რომელს ექნება ვარიკოცელესთან დაკავშირებული რეპროდუქციული (უნაყოფობის) პრობლემა. ცნობილია, რომ უნაყოფობის გამო გამოკვლეული 10 მამაკაციდან ოთხს შეიძლება ჰქონდეს ვარიკოცელე და სპერმის დაქვეითებული მოძრაობა. კავშირი ვარიკოცელესა და რაიმე სხვა დეფექტებს, ეთნიკურ კუთვნილებას, რასას ან დაბადების ადგილს შორის გამოვლენილი არ არის. მართალია, ვარიკოცელე ხშირად აღმოაჩნდება იმ მამაკაცებს, რომელთაც უნაყოფობის გამო იკვლევენ, მაგრამ დადგენილია, რომ ვარიკოცელეთი დაავადებული 10 მამაკაციდან რვას არ აქვს უნაყოფობის პრობლემა.


ვარიკოცელეს დიაგნოზი

ვარიკოცელეს პაციენტი ხშირად თავად აღმოაჩენს და აღწერს როგორც „დაკლაკნილი ვენების“ არსებობას. უროლოგები ვარიკოცელეს სინჯავენ პაციენტის ფეხზე დგომისას. ვენები უფრო მკვეთრად ვლინდება ღრმა ჩასუნთქვისას და სუნთქვის შეკავებისას.

ინსტრუმენტულ კვლევათაგან მნიშვნელოვანია სათესლე ჯირკვლის ულტრასონოგრაფია. ამ კვლევისას დგინდება სათესლე ჯირკვლების ზომაც.


ვარიკოცელეს მკურნალობა

ხშირად ვარიკოცელეს მკურნალობის აუცილებლობა არ არის. მკურნალობა იგეგმება იმ შემთხვევაში, როცა:

  • პაციენტს აქვს რეპროდუქციული პრობლემა;
  • სათესლე ჯირკვალი მტკივნეულია;
  • მარცხენა სათესლე ჯირკვალი უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე მარჯვენა. ასეთ შემთხვევაში იზრდება მომავალში რეპროდუქციული პრობლემების რისკი;

სამწუხაროდ, არ არსებობს ვარიკოცელეს სამკურნალო მედიკამენტური საშუალებები. მედიკამენტები შეიძლება გამოიყენონ ტკივილისას მის შესამცირებლად. სათანადო ჩვენებისას მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა.


ქირურგიული მკურნალობა

არსებობს ვარიკოცელეს მკურნალობის სხვადასხვა ქირურგიული მეთოდი. ყველა მათგანი ეფუძნება ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენურ წნულში სისხლის ნაკადის ბლოკირებას.

ღია წესით ქირურგიული ჩარევისას საჭიროა დაახლოებით 2,5 სმ სიგრძის განაკვეთი. ჩარევა ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი გაუტკივარებით.

ლაპაროსკოპიული ოპერაციისას მცირე განაკვეთიდან შეჰყავთ სპეციალური ხელსაწყო - ლაპაროსკოპი, ოპერაცია ტარდება ამ ხელსაწყოთი კონტროლით ზოგადი გაუტკივარების ფონზე.

მართალია, ლაპაროსკოპიული ოპერაციისას განაკვეთი მცირეა, მაგრამ, ლიტერატურის მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელების დრო და ტკივილის ხანგრძლივობა თითქმის არ განსხვავდება. ვარიკოცელეს ოპერაციული მკურნალობის გართულებები იშვიათია.

ზოგ სამედიცინო ცენტრში ტარდება გაგანიერებული ვენების ემბოლიზაცია.


ოპერაციის შემდგომ

პაციენტები მალე უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ წესს. ტკივილი გრძელდება 1-2 დღე. რეკომენდებულია ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვისაგან თავის შეკავება 10-14 დღის განმავლობაში. თუ ჩარევის მიზეზი უნაყოფობა იყო, სპერმის გამოკვლევა (სპერმოგრამა) ტარდება ოპერაციიდან 3-4 თვის შემდეგ. 10 უნაყოფო მამაკაციდან 6 შემთხვევაში სპერმოგრამა უმჯობესდება.

ასევე დადებითი შედეგი აქვს სათესლე ჯირკვლის განვითარების შეფერხების გამო წარმოებულ ოპერაციას - 10-დან 8 პაციენტს შემდგომში ჯირკვალი ნორმალურად უვითარდება.


როდის მივმართოთ ექიმს

მართალია, ზოგ შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობა არ არის საჭირო, მაგრამ თუ პაციენტი ამჩნევს სათესლე პარკის არეში შეშუპებას, ვენების გაგანიერებას, სტკივა, სათესლე ჯირკვლები განსხვავებული ზომისაა, აუცილებელია ექიმთან მისვლა.

უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი სიმპტომები შეიძლება სათესლე ჯირკვლების სხვადასხვა დაავადებას უკავშირდებოდეს. ზოგიერთის შემთხვევაში დიაგნოზის დროულად დადგენას და მკურნალობის სწრაფად დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
გონებრივი აქტიურობის შენარჩუნებისათვის.-30აბი
ფასი: 32.9
შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.-28 აბი
ფასი: 39.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
სათესლე პარკის ცხიმგროვა (ათერომა, ლიპომა) - კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია,
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად