/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგია

მწვავე და ქრონიკული ცისტიტი - როგორ ვებრძოლოთ ფართოდ გავრცელებულ დაავადებას

ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის

უმნიშვნელო პრობლემა ჰგონიათ და უყურადღებოდ ტოვებენ, რამაც შესაძლოა ძალიან მძიმე გართულებებიც გამოიწვიოს.

პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის და მსოფლიო უროლოგთა ასოციაციის წევრი, უროლოგი, ონკოუროლოგი ალექსანდრე ხუსკივაძე სწორედ ცისტიტთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება.

რა დაავადებაა ცისტიტი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის (უმთავრესად მისი ლორწოვანი გარსის) ინფექციურ-ანთებითი პროცესია. იგი გვხვდება ორივე სქესისა და ყველა ასაკის ადამიანებთან, უმთავრესად, ქალებთან, რაც მათი შარდსასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება, კერძოდ, მოკლე საშარდე მილით და ამ უკანასკნელის გარეთა ხვრელის სიახლოვით საშოსა და სწორ ნაწლავთან. ხშირად ავადდებიან ქალები 20-დან 35 წლამდე და 50 წლის შემდეგ. ყოველ მეორე ქალბატონს, ცხოვრების მანძილზე, ერთხელ მაინც გადაუტანია შარდის ბუშტის ინფექცია.

მამაკაცებში ცისტიტი იშვიათია. ის უმეტესად წინამდებარე ჯირკვალში, სათესლე ჯირკვლებსა და საშარდე მილში მიმდინარე ანთებით პროცესთანაა დაკავშირებული, ასევე, ნარჩენი შარდის არსებობით შარდის ბუშტში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მითია თუ რეალობა სექსუალური ურთიერთობის დროს ორგაზმამდეც რომ გამოჰყოფს მამაკაცი მცირე რაოდენობით სპერმას? მადლობა.</p>

რა იწვევს ამ დაავადებას?

შარდის ბუშტის ანთების საფუძველია ინფექცია, უმეტესად მას იწვევს ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, იშვიათად – სხვა მიკრობები. შარდის ბუშტში ინფექცია შეიძლება მოხვდეს შარდსადენი მილიდან, თირკმლიდან, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებიდან. ხშირად ინფიცირება შარდის ბუშტის კათეტერიზაციის ან მისი ინსტრუმენტული გამოკვლევის დროს ხდება.

რა ფორმები აქვს ცისტიტს და რა სიმპტომებით გამოვლინდება?

მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. შარდის ბუშტის მწვავე ანთების დროს გამოხატულია შემდეგი ნიშანი:

  • გახშირებული შარდვა (პოლაკიურია),
  • გაძნელებული და მტკივნეული შარდვა (დიზურია) და
  • შარდში პათოლოგიური ელემენტების არსებობა
  • მღვრიე და სპეციფიკური სუნის მქონე შარდი.

მწვავე ცისტიტი, ჩვეულებრივ, უცბად ვითარდება გაციებიდან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათში. ავადმყოფი უჩივის: შარდის ბუშტის საპროექციო არეში ტკივილს, რომელიც ძლიერდება მოშარდვის წინ ან მის შემდეგ; ხშირად ტკივილი ჭინთვითია და შარდის უკანასკნელ წვეთებს შეიძლება სისხლიც გამოჰყვეს; დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას მოშარდვის შემდეგ; მღვრიე შარდს. იშვიათად ცისტიტი

მიმდინარეობს სხეულის ტემპერატურის მომატებით. თუ პროცესს თან ახლავს მაღალი სიცხე და შემცივნება, ეს მიუთითებს ანთებითი პროცესის თირკმელში გავრცელებაზე (პიელონეფრიტი).

ქრონიკული ცისტიტი იშვიათადაა დამოუკიდებელი დაავადება, უმეტესად ის მეორეულია. მისთვის დამახასიათებელია შარდის ბუშტის არეში ზომიერი ტკივილი, რომელიც ხელით გასინჯვისას ძლიერდება. ქრონიკული პროცესის დროს შარდის ბუშტის კედელში ღრმა სტრუქტურული ცვლილებების განვითარებაა მოსალოდნელი. ანთებითი პროცესი შესაძლოა კუნთოვან შრეზე გავრცელდეს და მისი ატროფია და დანაწიბურება გამოიწვიოს. ამ დროს შარდის ბუშტი კარგავს ელასტიკურობას და მისი ტევადობა მცირდება.

როგორ მკურნალობენ ცისტიტს?

შარდის ბუშტის მწვავე ანთების მკურნალობა კომპლექსურია. დიდი ყურადღება ეთმობა დიეტას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და გამაღიზიანებელი პროდუქტები, ყველანაირი გაზიანი სასმელი. ანთების გამომწვევის ორგანიზმიდან გამოსადევნად პაციენტმა დღეში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს. შვების მომგვრელია შარდის ბუშტის საპროექციო არეში თბილი სათბურის დადება და ცხელი აბაზანა. დღესდღეობით დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა ანტიბიოტიკები ებრძვიან რა შარდის ბუშტის ინფექციის გამომწვევებს, მათ აქვთ უამრავი გვერდითი მოვლენა (რეზისტენტობა, ნაწლავური და ვაგინალური ფლორის დისბალანსი, გასტროინტესტინალური დისკომფორტი)

კომბინირებული ფიტოპრეპარატების მიმართ მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა პოზიტიური გამოცდილება. „სოლიდაგორენი“ გერმანული ბუნებრივი პრეპარატია, რომელიც შეიცავს - ოქროწკეპლას, ბატის მარწყვას და შვიტას ექსტრაქტებს. „სოლიდაგორენის“ შემადგენელი კომპონენტები განაპირობებენ შემდეგ ფარმაკოლოგიურ ეფექტებს - სპაზმოლიზურ, ანტიანთებით, ანტიბაქტერიულ, შარდმდენ და ანალგეზიური მოქმედება, რაც სასარგებლოა საშარდე სისტემის ინფექციების სამკურნალოდ.

„სოლიდაგორენი“ გერმანული ორიგინალური პრეპარატია, რომელიც პოზოციონირებს, როგორც ფიტოაქვარეტიკი, რაც გულისხმობს, იმას, რომ მკაფიოდ აქვს გამოხატული შარდმდენი მოქმედება, რომლის დროს არ ხდება მინერალების (ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი) კარგვა. ამიტომ სოლიდაგორენის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად, რაც განაპირობებს საშარდე გზების სანაციას. ამის ხარჯზე მცირდება გამომწვევი ბაქტერიის კონცენტრაცია საშარდე სისტემაში, რითაც ორგანიზმი ებრძვის ანთებას და ამცირებს რეინფიცირების რისკს.

„სოლიდაგორენი“ ნაჩვენებია 12 წლიდან, როგორც მწვავე ისე ქრონიკული ცისტიტის სამკურნალოდ, მათ შორის გაღიზიანებული შარდის ბუშტის სინდრომის დროსაც. „სოლიდაგორენის“ დოზირება ასეთია: 30 წვეთი 3 ჯერ დღეში. მისი შეძენა შესაძლებელია რეცეპტის გარეშე ნებისმიერ აფთიაქში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამდენად ხშირად უნდა გაიკეთონ მამაკაცებმა PSA ტესტი?

რაში მდგომარეობს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის სირთულე?
სრულად
გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი, რომლის გამოც ჩვენს კლინიკაში  საჭირო გახდეს ღია  წესით ოპერაციის ჩატარება“

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის უროლოგიური სამსახურის უფროსი, გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი,
სრულად
სათესლე ჯირკვლის ტკივილის 8 მიზეზი
სათესლე ჯირკვლის ტკივილის 8 მიზეზი
სათესლე ჯირკვლები ძალიან მგრძნობიარეა და მცირე ტრავმაც კი იწვევს ტკივილს ან დისკომფორტს თავად სათესლე ჯირკვალში ან მის დანამატებში.
სრულად
რა იწვევს შარდის შეუკავებლობას და როგორ მკურნალობენ

შარდის შეუკავებლობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ გამოეყოფა შარდი.
სრულად
შარდის შეკავების მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის საშუალებები
შარდის შეკავების მიზეზებზე, შესაძლო გართულებებზე, პროფილ­აქტიკის, დიანგოსტიკისა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება
სრულად
როგორ შეიძლება მენოპაუზის ასაკში განმეორებითი ცისტიტის პრევენცია?

ბოლო დროს მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა მატულობს და ეს ხდება იმის გამო,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მწვავე და ქრონიკული ცისტიტი - როგორ ვებრძოლოთ ფართოდ გავრცელებულ დაავადებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები