/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოსმეტოლოგია

თმის ყოველდღიური მოვლის წესები

თმის ყოველდღიური მოვლის წესები
თმა არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები, მაგრამ ხშირად ამას ყურადღებას არ ვაქცევთ.

  • თმას ყოველდღიური მოვლა სჭირდება

    • თმა უნდა ვკვებოთ ვიტამინებით. ამაში შეუცვლელ დამხმარებას გაგვიწევს აბუსალათინის ზეთი. ის ანელებს თმის ცვენას და თმას სისქესა და ბრწყინვალებას ანიჭებს.
    • თმის ვარცხნა სასურველია ხის სავარცხლით. იგი შედარებით ძვირია, მაგრამ გაცილებით ნაკლები ზიანი მოაქვს, ვიდრე რკინისკბილება სავარცხელს.
    • თავის დ აბანა საჭიროა მაშინ, როცა ის დაბინძურდება. მეტისმეტად ხშირი ბანა თმის ცვენასა და ქერტლის წარმოქმნას უწყობს ხელს. მან, ვისაც თმა სწრაფად უცხიმიანდება, უნდა გადაივლოს ჭინჭრის ან ოროვანდის ნახარში, ხოლო რომ არ აეწეწოს - ძმარი.
    • ძილის წინ საჭიროა თავის მასაჟი. უბრალოდ დაიზილეთ თავის კანი თითებით. ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თმა უკეთესად გაიზრდება.
    • ყურადღება მიაქციეთ საკვებს. თმის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზეც, ვიღებთ თუ არა აუცილებელ ვიტამინებს. რაციონში ჩართეთ მეტი ხილი, თევზი, თხილი. ნაკლები მიირთვით ცხიმიანი საკვები.
    • შამპუნი სასურველია გვირილას, პიტნას ან კვერცხის გულს შეიცავდეს.
    • თუ ხშირად ხმარობთ ფენს, არ დაგავიწყდეთ თმაზე სპეციალური გელის ან სპრეის წასმა, რათა თმის ღერები მტვრევადი არ გახდეს.

  • რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თმა?

თუ თმა 2-3 დღის განმავლობაში კარგად, მოვლილად გამოიყურება და არავითარ დისკომფორტს არ განიცდით, დაიბანეთ 2-3 დღის შემდეგ. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, რომელიც დაბანის მეორე დღესვე არასასიამოვნოდ გამოიყურება, ყოველდღე უნდა დაიბანოთ, თანაც სპეციალური შამპუნით.

დაბანის სიხშირე დამოკიდებულია თმის სიგრძეზეც. თუ გრძელი თმა გაქვთ, ვარცხნილობის შენარჩუნება შედარებით ძნელია, ამიტომ მისი ყოველდღე დაბანა და მოწესრიგებაა საჭირო. ამასთან, გაითვალისწინეთ - ხშირი ბანა თმისთვის მავნებელია. კოსმეტიკური შამპუნებიც არცთუ ისე კარგ ეფექტს იძლევა, ამიტომ უნდა შევარჩიოთ რბილი შამპუნი. ძალიან მნიშვნელოვანია შამპუნთან ერთად ბალზამის გამოყენებაც. ბალზამი მოცულობას ანიჭებს თმას და აადვილებს მის დავარცხნას.

სჯობს, დაბანისთანავე დავარცხნისგან თავი შევიკავოთ, რადგან სველი თმა სათუთია. დაივარცხნეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თმა ბუნებრივად გაგიშრებათ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფენი რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენეთ, ხოლო აუცილებელობის შემთხვევაში ისარგებლეთ დამზოგველი ცივი შრობის რეჟიმით. ფენიდან თავამდე მანძილი არანაკლებ 40 სმ უნდა იყოს.

თმის პირსახოცით ღონივრად გამშრალებაც არ არის სასარგებლო - დიდია დაზიანების რისკი. მოკლე თმის დავარცხნა ძირებიდან დაიწყეთ, ხოლო გრძელისა - ბოლოებიდან. 2-3 თვეში ერთხელ აუცილებელია ბოლოების მოჭრა.

  • როგორ მოვუაროთ გრძელ თმას?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ნიშნავს კანი ტურგორი და ჰიპერემია</p>

როგორც პროფესიონალები ამბობენ, გრძელი თმა შეიძლება გამოიყურებოდეს ან საშინლად, ან ბრწყინვალედ.

გრძელი თმის მოვლის პირველი პუნქტია სისუფთავე. გრძელ თმას ხშირად იბანენ, რამდენადაც, გარდა ცხიმისა, ის შეიძლება დაბინძურდეს ქუჩის მტვრით, ქუდის, ტანსაცმლის, ხელის ხშირი შეხების შედეგად.

    • სწორად შევარჩიოთ შამპუნი და კონდიციონერი

ასევე დაგაინტერესებთ
რომელი პროდუქტი უწყობს ხელს თმის ზრდას
თმის ცვენის შესაჩერებელი ნიღაბი

გრძელი თმის პატრონებს ხშირად აქვთ ცხიმიანი ძირებისა და მშრალი ბოლოების პრობლემა. შამპუნი ასეთი თმისთვის გულდასმით უნდა შევარჩიოთ. თანამედროვე კოსმეტიკური კომპანიები გვთავაზობენ შესანიშნავ კომბინირებულ შამპუნებს მშრალი და ცხიმიანი ტიპის თმისთვის. ეცადეთ შეარჩიოთ შამპუნი, რომელიც თქვენი თმის ტიპისთვის მეტ-ნაკლებად ოპტიმალური იქნება. თუ შეღებილი თმა გაქვთ, სპეციალური შამპუნი დაგჭირდებათ. მისი წყალობით თმა მუდამ ტენიანი იქნება და მისი ფერი დიდი ხნის განმავლობაში მოგანიჭებთ სიხარულს.

გრძელი თმის მოვლის საშუალებების შერჩევისას არ დაგავიწყდეთ კონდიციონერის შეძენა, რათა თმა იყოს სწორი და არ აიბურდოს. ამასთან, კონდიციონერი დაატენიანებს თმას და თავიდან აგვაცილებს ცხიმის ზედმეტ გამოყოფას.

    • თმის სწორად მოვლა

გრძელი თმა კვირაში 2-3-ჯერ დაიბანეთ. შამპუნი თმის მთელ სიგრძეზე თანაბრად წაისვით და კარგად ჩამოიბანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქერტლი გაგიჩნდებათ. ყოველი დაბანის შემდეგ თმის ბოლოებზე წაისვით კონდიციონერი.

თმა ლამაზი და ჯანსაღი იქნება, თუ ხშირად არ გამოიყენებთ მაფიქსირებელ საშუალებებს. ისინი ახშობენ ცხიმოვან ჯირკვლებს, რაც ან სიმშრალეს, ან თმის ჭარბ ცხიმიანობას იწვევს.

ფრთხილად დაივარცხნეთ თმა. ვიდრე ის სველია, ჯობს, მეჩხერკბილება სავარცხლით დაივარცხნოთ. თუ თმის ფენით გაშრობა აუცილებელია, ჯერ დაივარცხნეთ - ასე ის ოდნავ შეშრება. გაშრობა ჯობს დაიწყოთ თმის ბოლოებიდან და თანდათანობით მივიდეთ ძირებამდე. თმა უფრო სქელი რომ გამოჩნდეს, გამოიყენეთ ჯაგრისი.

ცხიმიანი ძირები და მშრალი ბოლოები თანდაყოლილი არ არის, შეძენილია. ამის მიზეზად მრავალი ფაქტორი შეიძლება იქცეს. მაგალითად, ქარი, მზის სხივები, ყინვა, ქიმიური დახვევა, თერმული დამუშავება, შეღებვა, ხისტი წყალი, რის შედეგადაც თმა ჯანსაღ ელვარებას კარგავს.

ბუნებრივი სილამაზის აღსადგენად საჭიროა მინიმუმამდე დავიყვანოთ დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედება:

    • უარი ვთქვათ ფენზე ან გამოვიყენოთ ის რაც შეიძლება იშვიათად;
    • ვიხმაროთ დამზოგველი საღებავები ან მსუბუქი ელფერის მუსი და ტონიკი;
    • იშვიათად გამოვიყენოთ თმის უთო და თმის ლაქი (ეს უკანასკნელი ხელს უშლის თმის სუნთქვას. საღამოს ლაქი აუცილებლად უნდა ჩამოვიბანოთ);
    • დაბანის ან ფენით გაშრობის შემდეგ მაშინვე ნუ გახვალთ ქუჩაში - ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა კარგს არაფერს მოგიტანთ-თმამ შეიძლება ბზინვარება დაკარგოს და უფერული და მტვრევადი გახდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე
როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე
გაზაფხული სწორედ ის საოცარი დროა, როდესაც ყველაზე ძალიან გინდა, მიმზიდველად გამოიყურებოდე!
სრულად
ზეითუნის ზეთი კოსმეტოლოგიაში
ზეითუნის ზეთი კოსმეტოლოგიაში
ზეითუნის ზეთი არის კარგი საშუალება კანისთვის, ამ მიზნით ის უძველესი დროიდან გამოიყენება.
სრულად
როგორია ინექციების გარეშე გაახალგაზრდავების მეთოდები
როგორია ინექციების გარეშე გაახალგაზრდავების მეთოდები
უმცირესი ნაწილაკები, ეგზოსომები, რომლებიც გვხვდება ყველა სხეულში და თავისუფლად მოძრაობენ უჯრედებს შორის, უზრუნველყოფენ ინექციების მსგავს გაახალგაზრდავების ეფექტს.
სრულად
სახის დაბერების ტიპები და ესთეტიკური კოსმეტოლოგიის როლი მის გაახალგაზრდავებაში
სახის დაბერების ტიპები და ესთეტიკური კოსმეტოლოგიის როლი მის გაახალგაზრდავებაში
დაბერება, საზოგადოდ, არის პროცესი, რომელსაც თან ახლავს ყველა ორგანოს, მათ შორის კანის ფუნქციობის დაქვეითება.
სრულად
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში
ზამთარი და ზამთრის გაუსაძლისი სიცივე კანისთვისაც ძალიან რთული პერიოდია.
სრულად
რატომ არ შეიძლება სახის საპნით დაბანა?
რატომ არ შეიძლება სახის საპნით დაბანა?
საპონი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ჰიგიენური საშუალებაა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თმის ყოველდღიური მოვლის წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები