-გამარჯობა, 6 წლის ბავშვს ღამით ძილის დროს რომ ამთქნარებს ნორმალურია? ( ეხლა ზაფხულია და ფანჯარაც მუდმივად ღიაა). რაზე მიანიშნებს და რა კვლევა უნდა ჩავუტარო ? ასევე, ამ ბოლო დროს შევნიშნე რამდენჯერმე ორივე თვალი ააქვს ზემოთ. გთხოვთ, დამაკვალიანოთ დეტალურად.
-შეიძლება თუ არა ნაადრევ მომწიფებად ჩაითვალოს 7 წლის გოგონასთვის თმის წამოსვლა ბოქვენს ცოტა ქვემოთ.იზრდება ძალიან დიიდი და ვჭრი ხოლმე.დიაგნოზი აქვს ჰიდროცეფალია
-გამარჯობა.მოკლედ ბავშვი 11 წლისაა,შემთხვევით მოვიკითხეთ ბაზაში და აღმოჩნდა,რომ 5 წელზე რომ კეთდება გეგმიური აცრა არ არის ბაზაში,არადა ზუსტად ვიცი რომ გავუკეთეთ.მოკლედ ვერც ჩანაწერი მოვძებნე და მაინტერესებს წითელა,წითურა,ყბაყურას ანტისხეულებზე რომ ავიღოთ ანალიზი გამოჩნდება და რა სახის ანტისხეულებზე უნდა ავიღოთ,რაოდენობრივზე თუ სხვა რამეზე?მადლობა
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ