რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე

    თუკი ზამთარში სიცივეს სახლებში ვემალებით, ვსვამთ ყავას და ვაყოლებთ ნამცხვარს, ვამზადებთ მაღალკალორიულ საჭმელს და სევდიანად ვათვალიერებთ მომატებულ კილოგრამებს სარკეში, გაზაფხული ჩვენში სასიამოვნო ცვლილებების სურვილს აღვიძებს. ვირუსები, სტრესი, ნერვიულობა, ცხოვრების აჩქარებული და დაძაბული რიტმი – ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმზე აისახება, ამიტომ პერიოდულად თავის განებივრება ძალიან მნიშვნელოვანია!

    მზიანი დღეები, სითბო, გაზაფხულის სასიამოვნო სურნელი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს განწყობაზე. რაც უფრო მსუბუქია ტანსაცმელი, მით უფრო დიდია მოტივაცია, მოხდენილები ვიყოთ. სილამაზის აღქმა ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია, მაგრამ მისი მთავარი საიდუმლო თავდაჯერებულობაა! როცა თავდაჯერებული ხარ, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მოგწონს თავი. ამიტომ, ესთეტიკის ინდუსტრია ეხმარება ქალებს.

    როგორ გამოვიყენოთ სახის როლერი?

    სახის როლერი სახის მასაჟისთვის მრავალი საუკუნის წინაც გამოიყენებოდა. ხელსაწყო და მისი მოხმარების მეთოდი წლების მანძილზე იხვეწებოდა და დღეს სრულყოფილი სახე მიიღო.

    როლერს თავსა და ბოლოში ნატურალური ქვების, პატარა და დიდი ზომის გორგოლაჭები აქვს. დიდი გორგოლაჭი განკუთვნილია ლოყების, შუბლისა და ყელის მიდამოებისთვის, ხოლო პატარა – თვალების გარშემო მიდამოს, ცხვირისა და ნიკაპისთვის.

    მნიშვნელოვანია, რომ სწორად გამოიყენოთ სახის როლერი. აუცილებლად დაიწყეთ პროცედურა კანის დატენიანებით. როლერი ადვილად უნდა დასრიალებდეს სახეზე და არ უნდა ჭიმავდეს მას. თუ დისკომფორტს, ან ტკივილს იგრძნობთ, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ! მთავარია, როლერი არ ამოძრაოთ უკუღმა. „გაატარეთ“ წინ, აწიეთ და გაიმეორეთ იგივე მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით.

    მასაჟით მიღებული ეფექტი გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას რეგულარული სახე ექნება და სწორად გააკეთებთ. სპეციალისტები გვირჩევენ, როლერი დილას და საღამოს, დღეში ორჯერ გამოვიყენოთ.

    სტრესი და ნერვიულობა უარყოფითად აისახება კანზე. ამას გარდა, ზამთრის სიცივე, სუსხი, ქარი და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა აშრობს და აზიანებს კანის სტრუქტურას. ახალგაზრდა, მბზინავი და ჯანსაღი კანი კი ყველა ქალის სურვილია.

    თავის მოვლის ყოველდღიური რუტინის ერთ-ერთი აპრობირებული საშუალება სახის როლერია. ის ახდენს კანის სტიმულაციას, აუმჯობესებს ლიმფოდრენაჟს, სისხლის მიმოქცევას, კანის ელასტიკურობასა და სტრუქტურას, ამცირებს ნაოჭებს.

    გაზაფხულზე სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან ზამთრის პერიოდის შემდეგ, ირღვევა სახის კანის დამცავი შრე, რაც ცივი კლიმატის დამსახურებაა; ქვეითდება ორგანიზმის იმუნური სისტემა, მკვეთრად გამოხატულია ვიტამინების ნაკლებობა, ალერგიული ფონი, კანის ზედაპირი გამომშრალი და აქერცლილია.

    არსებობს სამი ტიპის სახის კანი: მშრალი, კომბინირებული და ცხიმიანი კანი.

    მშრალი კანი საკმაოდ თხელი და მგრძნობიარეა გარე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. ამ დროს დაბერების პირველი ნიშნები, ნაოჭები ნაადრევად ვლინდება. მშრალი კანის მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დარღვევა. ცხიმის გამომტანი სადინრების არასწორი მუშაობის გამო, კანის ზედაპირიდან სითხე სწრაფად ორთქლდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, გამოწვეულია არასწორი კვებით. ამ დროს კანი კარგავს ელასტიკურობას და შრება.

    უფრო მასიურად გვხვდება კომბინირებული კანი. შესაძლოა ცხიმიანი იყოს მხოლოდ შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, დანარჩენი ადგილები კი ნორმალურია. ამ ტიპის კანს სჭირდება დელიკატური მოვლა, ცალკეული უბნების მდგომარეობის მიხედვით.

    ცხიმიანი კანი მკვრივი, სქელი და დაფორიანებულია. ცხიმის გამომტანი სადინარები უხვად გამოყოფენ ცხიმს კანის ზედაპირზე. ცხიმიანი კანი ნელა ბერდება, რადგან ცხიმი ნაოჭის წარმოქმნას უშლის ხელს. კანის ზედაპირზე უხვად გამოყოფილი ცხიმი და მას დამატებული ოფლი, ქმნის დამცავ შრეს და კანს იცავს გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან. ამ ტიპის კანის პრობლემაა კომედონები, ე. წ. შავი წერტილები. არასათანადო მოვლამ შეიძლება წარმოქმნას კანის ანთებითი სხვადასხვა პათოლოგია.

    ნებისმიერი ტიპის კანისთვის იდეალური საშუალებაა კანის ტიპის მიხედვით შერჩეული დასაბანი, მკვებავი და ასევე მცენარეული საშუალებები. გაზაფხულს რომ კანი სათანადოდ მომზადებული შეხვდეს, ზამთრის პერიოდში აქტიურად უნდა ვიკეთოთ პილინგი.

    მნიშვნელოვანია ინიექციური პროცედურების ჩატარებაც, ასეთი: ბიორევიტალიზაცია, პლაზმოთერაპია, მეზოთერაპია და ა.შ.

    გაზაფხულის დადგომისთანავე აუცილებელია სახის კანის დაცვა მზის ულტრაიისფერი სხივებისგან. გარეთ გასვლის წინ სისტემატურად უნდა დავიტანოთ კანზე მზისგან დამცავი საცხი, მაქსიმალურად მაღალი SPFმაჩვენებლით.

    თუ ქალები ვერ ახერხებენ კოსმეტოლოგთან ვიზიტს, შესაძლებელია შინ სახის არაჩვეულებრივი ნიღბის მომზადება:

    • 1 კვერცხის გული;
    • 1 ჩ/კ ზღვის მარილი;
    • 2 ჩ/კ ნუშის ზეთი;
    • 2 ჩ/კ გვირილის ნაყენი;
    • 0.5 ჩ/კ ნატურალური თაფლი;
    • 2 წვეთი ჟასმინის ეთერზეთი.

    ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს და ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ვისვამთ სახეზე, ვიჩერებთ 30-40 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ვიბანთ ნელთბილი წყლით.

    საღამოს ძილის წინ სასურველია სახის დაბანა. პრობლემური კანი დაიბანეთ გვირილის ან ალოეს ნაყენით. მშრალი ან კომბინირებული კანის შემთხვევაში რეკომენდებულია ნაზი დასაბანი გელები ან მინერალური წყალი კანის ტიპის გათვალისწინებით.