/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

კანის სოკოვანი დაავადება

კანის სოკოვანი დაავადება
ინფექციებს შორის პირველ ადგილს სოკოვანი დაავადებები იკავებს. კანის სოკოვანი დაავადებები (მიკოზები) გადამდებია.

დაავადების გამომწვევი აგენტები გადაეცემა ინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით, აგრეთვე საგნებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. ვის ემართება უხშირესად სოკოვანი დაავადება? რა არის მისი ხელშემწყობი?

რა სიახლეებია სოკოვანი ინფექციის მკურნალობაში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება სამედიცინო კორპორაცია „ევექსისა“ და დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, თსსუ დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი – ქეთევან მიქელაძე:

– ქალბატონო ქეთევან, ვის ემართება უხშირესად სოკოვანი დაავადება? რა არის მისი ხელშემწყობი?

– სოკოვანი ინფექციები ანუ მიკოზები არის დაავადებების ერთობლიობა, რომელთაც იწვევს პათოგენური სოკოები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სოკოვანი დაავადებები ოთხ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

1. დერმატოფიტოზები;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მაინტერესებს ფორმიდრონის ხსნარი რომელიც განკუთვნილია ოფლის დასათრგუნად, მისი გამოყენება იღლიაში რამდენჯერ არის დაშვებული მაგალითად კვირაში. ან ყოველ დღე რომ გამოვიყენო რა გვერდითი ეფექტები ან უკუჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს, ვარ 33 წლის კაცი</p>

2. ზედაპირული მიკოზები (კერატომიკოზები);

3. კანდიდოზები;

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ დავიცვათ თავი ფრჩხილის სოკოვანი დაავადებისგან

4. ღრმა (ვისცერული და სისტემური) მიკოზები.

კანის სოკოვანი ინფექციით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, თუმცა არსებობს მთელი რიგი ხელშემწყობი ფაქტორები, როგორებიცაა: ქრონიკული დაავადებები, კანის ინდივიდუალური თავისებურებები, კლიმატური და ჰიგიენური პირობები. ენდოგენურ ფაქტორებს, რომლებიც მიკრობების განვითარების რისკს ზრდის, მიეკუთვნება ჰიპო- და ავიტამინოზები, ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა), ენდოკრინული დარღვევები (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი), მეტაბოლური პროცესების დარღვევა, მძიმე ქრონიკული დაავადებები და იმუნური სისტემის დასუსტება.

გარდა ამისა, სოკოვანი ინფექციის განვითარებას ხელს უწყობს ცხელი და მაღალი ტენიანობის კლიმატი, არასათანადო სანიტარული პირობები, ჰიგიენის ნორმების დაუცველობა, კონტაქტი დაინფიცირებულ ცხოველებთან. კანის მიკოზები ხშირად ვლინდება იმ პირებთან, რომლებიც დაკავებული არიან სპორტის ისეთი სახეობებით, როგორებიცაა მკლავჭიდი, ძიუდო და ა. შ.

– სხეულის რომელ უბნებს მოიცავს ძირითადად და როგორ ვლინდება სოკოვანი ინფექცია?

– სოკოვანი ინფექცია აზიანებს კანს, თავის თმიან არეს, ფრჩხილებს, ლორწოვან გარსებს და შედარებით იშვიათად – შინაგან ორგანოებს.

კანის სოკოვანი დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმითა და ლოკალიზაციით, რაც დამოკიდებულია გამომწვევის კონკრეტულ ნაირსახეობაზე.

დაინფიცირებისას მოსალოდნელია კანის ნებისმიერი უბნის დაზიანება, თუმცა შედარებით ხშირად პირველადი ნიშნები ვლინდება ბუნებრივი ნაკეცების, ხელისა და ფეხის თითებს შორის არეებში.

კანის ზედაპირზე მიკოზები ძირითადად ვლინდება მკვეთრი საზღვრების მქონე, აქერცვლადი, სველი ან მშრალი ზედაპირის მქონე, სხვადასხვა ზომისა და ფორმის მაკულური ელემენტების სახით, რომელთა ფერი ღია ვარდისფერიდან – მუქ ყავისფერ შეფერილობამდე შეიძლება მერყეობდეს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკური გამოვლინებები არ არის დამახასიათებელი მკაცრად მხოლოდ მიკოზებისთვის, ამდენად, ყველაზე მართებულია სპეციალისტთან კონსულტაცია დიაგნოზის დასმის მიზნით.

– რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს არანამკურნალებ სოკოვან პათოლოგიას?

– ხშირად პაციენტები დროულად არ მიმართავენ სპეციალისტს და სახლის პირობებში იტარებენ თვითმკურნალობას. აღნიშნულის გამო ექიმთან ვიზიტის დროს რეალური კლინიკური სურათი წაშლილია ხოლმე, რაც ართულებს ზუსტი დიაგნოზის დასმას, ლაბორატორიულ პირობებშიც კი. გარდა ამისა, სოკოვანი ინფექციის მასშტაბები იზრდება, ხშირად ერთვის მეორადად ბაქტერიული ინფექცია, რაც უშუალოდ მკურნალობის პროცესს ართულებს.

დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებთან კანისა და კანის დანამატების არანამკურნალები სოკოვანი ინფექცია შესაძლებელია გართულდეს სისტემური (ანუ შინაგანი ორგანოების) მიკოზით, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის მომტანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

– რა სიახლეებია მიკოზების მკურნალობაში?

– სოკოვანი ინფექციის ეფექტური და სწორი მკურნალობისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია სწორი დიაგნოსტირება, რაშიც გვეხმარება სრულფასოვანი ანამნეზის შეგროვება, ანაფხეკის მასალის KOH ტესტირება, მიკროსკოპით დათვალიერება, ვუდის ნათურა და ა. შ.

დიაგნოზის დასმის შემდგომ იწყება მკურნალობა, რომელიც განისაზღვრება გამომწვევის სახეობისა და დაავადების მიმდინარეობის სირთულის მიხედვით. სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი ინიშნება მხოლოდ ლოკალურად ან სისტემურ მკურნალობასთან ერთად.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ სოკოს სამკურნალო მედიკამენტები მეტ-ნაკლებად ჰეპატოტოქსიკური თვისებებით ხასიათდება და მათი თვითნებური მიღება კატეგორიულად დაუშვებელია.

– ზოგიერთი პრეპარატი ამოიღეს მოხმარებიდან, რა ჯგუფის პრეპარატებია ესენი და რა პრინციპს ეფუძნება დღეს სოკოსთან ბრძოლა (პრეპარატის მოქმედების მექანიზმებს ვგულისხმობ)?

– დღესდღეობით მოხმარებიდან ამოღებულია საკმაოდ ცნობილი მედიკამენტი – კეტონაზოლის (ნიზორალის) ტაბლეტირებული ფორმა. ჯანმო-ს რეკომენდაციით, მისი გვერდითი მოვლენების რაოდენობამ გაასწრო იმ სავარაუდო სიკეთეს, რაც ამ მედიკამენტს სოკოს მკურნალობაში შეიძლება მოეტანა.

„ევროპის წამლის სააგენტოს“ (EMA) და „ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების კონტროლის ადმინისტრაციის“ (FDA) რეკომენდაციებით, ევროპის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კეტოკონაზოლის პერორალური ფორმის გამოყენების შეწყვეტის შესახებ. ამჟამად ჯანმო-ს მონიტორინგის სამსახურები ატარებენ ყოველწლიურ დაკვირვებას სხვადასხვა მედიკამენტის გვერდით მოვლენებზე.

დღეისათვის სოკოს სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები იყოფა რამდენიმე სახეობად და მათი შერჩევა ხდება სოკოვანი ინფექციის კლინიკური ფორმისა და გამომწვევი აგენტის სახეობის მიხედვით. ყველაზე ფართოდ კანის მიკოზების წინააღმდეგ გამოიყენება ისეთი მედიკამენტები, როგორებიცაა: ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ტერბინაფინი და ა. შ. მაგალითისთვის, ფლუკონაზოლი გამოირჩევა მაღალი სპეციფიკურობით, იგი აინჰიბირებს ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებული სოკოვანი ფერმენტების აქტივობას, შედეგად იზრდება სოკოს უჯრედული მემბრანის განვლადობა და ითრგუნება სოკოს უჯრედების ზრდა და რეპლიკაცია.

კეტოკონაზოლისგან განსხვავებით, ფლუკონაზოლს ახასიათებს სოკოს ციტოქრომ P450-ის მიმართ მაღალი შერჩევითობა და არ ასუსტებს ამ ფერმენტებს ადამიანის ორგანოებში ერთჯერადი დოზის მიღებისას (150 მგ).

– რა შეცდომებს უშვებენ სოკოვანი ინფექციების მართვისას?

– აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მეტად ხელის შემშლელია თვითმკურნალობა და არაზუსტი დიაგნოსტიკა. თვითმკურნალობაზე ზემოთ ვისაუბრეთ, აქ დავაკონკრეტებ, ზუსტი დიაგნოსტირებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია დიფერენციული დიაგნოზისა და ლაბორატორიული კვლევის როლი.

დიფერენციული დიაგნოზის გატარება აუცილებელია ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ატოპიური და სახვევის დერმატიტი, ერითრაზმა, კანის სხვა ბაქტერიული დაავადებები, ფსორიაზი, დისჰიდროზი და სხვა.

– როგორია თანამედროვე რეკომენდაციები მიკოზების ასარიდებლად?

– კანის სოკოვანი დაავადებების პრევენციისთვის საკმარისია საკმაოდ მარტივი რეკომენდაციების დაცვა, როგორებიცაა:

1. ანტიბიოტიკების თვითნებური მიღებისგან თავის შეკავება;

2. ჰიგიენური ნორმების დაცვა;

3. დერმატოლოგიური კონტროლის დაწესება აუზსა და სპორტულ კომპლექსებში სიარულის დაწყებამდე;

4. იმუნური სისტემის გაძლიერება;

5. პირებისთვის, რომლებსაც აქვთ მორეციდივე მიკოზები ანამნეზში ან ახასიათებთ ძლიერი ოფლიანობა, რეკომენდებულია სპეციალური ანტიმიკოზური კომპონენტების შემცველი დასაბანი საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ხალები - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორ ამოიცნოთ პოტენციური საფრთხე

ხალები კანის წარმონაქმნებია, რომლებიც ხშირად პატარა, ყავისფერი, ვარდისფერი ან კანის ფერის ლაქებს ჰგავს.
სრულად
რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე
რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე
თუ სტრესულ პერიოდს არ მოჰყვება საკმარისი რელაქსაციის ფაზა და ორგანიზმი მუდმივად სტრესის მდგომარეობაშია, შეიძლება გავლენა მოახდინოს კანზეც.
სრულად
სტრესი და ფსორიაზი
სტრესი და ფსორიაზი
ფსორიაზი და ადამიანის ნერვული სისტემა განუყოფლადაა დაკავშირებული.
სრულად
იმპეტიგო: კანის ინფექცია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

იმპეტიგო კანის გავრცელებული, უაღრესად გადამდები ინფექციაა, რომელიც ხშირად აზიანებს ბავშვებს, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.
სრულად
კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება
კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება
კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ.
სრულად
როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულში ჯანსაღი, ძლიერი და ლამაზი ფრჩხილები

ზაფხული რთული პერიოდია ფრჩხილებისთვის. ამ პერიოდში ისინი უამრავ არახელსაყრელ ფაქტორს ექვემდებარებიან, რის გამოც შეიძლება დაზიანდეს, გახდეს მტვრევადი, აშრევდეს. მნიშვნელოვანია, ზაფხულში ფრჩხილებზე სწორად ზრუნვა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : დერმატოლოგია

-სალამი, ბოლო რამდენიმე თვეა სკალპზე გამიჩნდა უჩვეულო პრობლემა, კერძოდ, თავის დაბანიდან თითქმის მეორე დღესვე მიჩნდება უსიამოვნო სუნი. ცხიმიანი სკალპი სულ მქონდა და გარკვეული დოზით უსიამოვნო სუნი ალბათ, ბუნებრივიცაა, მაგრამ ეს არის მძაფრი, რომელიც დისკომფორტს მიქმნის. ბევრჯერ გამოვცვალე შამპუნიც, თმის ბალზამიც და ყველა პროდუქტი. სავარცხელს თითქმის ყოველ კვირა ვრეცხავ, ბალიშის პირსაც ხშირად ვცვლი, სკალპის მასაჟორიც ვიყიდე, ერთი სიტყვით სკალპთან და თავთან კონტაქტი რასაც აქვს ყველაფრის კონტროლი ვცადე და შედეგი არაფერს გამოუღია. მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი, რით შეიძლება ვუშველო, ან რამდენად არის დერმატოლოგიური პრობლემა, რის ექიმს მივმართო ამისთვის? მადლობა წინასწარ.

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კანის სოკოვანი დაავადების მართვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები