რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე

როგორ მოქმედებს სტრესი ადამიანის სხეულის უდიდეს ორგანოზე – კანზე და როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს კანს განსაკუთრებულად სტრესულ პერიოდებში?

  • სტრესი კანისთვის

კანი და ფსიქიკა უფრო მჭიდრო კავშირშია, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია. როდესაც რაღაც ემოციურად გვეხება, კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება გვიჩნდება. მნიშვნელოვანი შეხვედრის ან პაემნის წინა დღეს მეტისმეტად ვღელავთ ხოლმე, ცუდად გვძინავს და დილით კანზე მუწუკებიც კი ჩნდება. თუმცა, სტრესს მხოლოდ ემოციები არ იწვევს, არსებობს გარეგანი ტრიგერებიც, რომლებიც მნიშვნელოვანი სტრესორია კანისთვის. ესენია:

  1. ექსტრემალური ტემპერატურა;
  2. ულტრაიისფერი გამოსხივება;
  3. ჰაერის დაბინძურება;
  4. მექანიკური ზემოქმედება.

ამრიგად, გარუჯვა ასევე სტრესია კანისთვის. UVB სხივები წვავს კანს, ხოლო UVA სხივებმა შეიძლება დააზიანოს კანის დნმ. ე. წ. ფოტოდაბერება კანის დაბერების ერთ-ერთი მიზეზია.

ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ფსორიაზი და ნეიროდერმატიტი, ჭინჭრის ციება ან ჰერპესი, შესაძლოა, მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ფსიქიკურ მდგომარეობასთან. ამიტომაც ექიმები ხშირად ფსიქოსომატურ დერმატოზებზე საუბრობენ.

კვლევები აჩვენებს, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კანის დაავადებათა გამოვლინებებზე, მიმდინარეობასა და მკურნალობაზე.

როგორც აღვნიშნეთ, სტრესი მრავალგვარ გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. ჰანოვერის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა შეისწავლეს სტრესის გავლენა ფსორიაზსა და ნეიროდერმიტზე.

კვლევის შედეგები აჩვენებს, ანთებაზე პასუხისმგებელი სისხლის თეთრი უჯრედებისა (ლეიკოციტების) და იმუნური „მესენჯერების“ რაოდენობა მკვეთრად იზრდება სტრესის ქვეშ მყოფი ნეიროდერმიტის მქონე პაციენტებთან.

ტანჯვა და სირცხვილის განცდა, რომელსაც ბევრი ადამიანი შეიგრძნობს კანის დაავადებების გამო, იწვევს მუდმივ შინაგან დაძაბულობას და სტრესს. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს იმუნოლოგიური რეაქციების განვითარებას, როგორიცაა ანთებითი პროცესები.

ჰარვარდელი ექიმების კვლევამ აჩვენა, რომ ამიგდალაში, რომელიც მდებარეობს ტვინის ემოციურ უბანში, სტრესის დროს იზრდება ნერვული აქტივობა. ემოციები აღნიშნულ უბანში მუშავდება. თუ სტრესორები ანუ სტრესის ტრიგერები არ არის გამორთული, თავის ტვინის ეს უბანი იმპულსებს უგზავნის ძვლის ტვინს და სხეულის სხვა უბნებს, რათა გამოთავისუფლდეს მეტი ლეიკოციტები (სისხლის თეთრი უჯრედები) და სხვა ანთებითი ნივთიერებები (მედიატორები). ეს პროცესი იწვევს ორგანიზმში ქრონიკულ ანთებას ყოველგვარი პათოგენის გარეშე. ამ ანთებით პროცესს შეუძლია შეასუსტოს არტერიების კედლები და ქსოვილები, გამოიწვიოს ვაზოკონსტრიქცია (ანუ სისხლძარღვების შევიწროება) ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, კერძოდ, ნეიროდერმიტის მძიმე აფეთქება.

კანსა და ფსიქიკას შორის ურთიერთქმედების კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. თუმცა, უკვე ჩანს, რომ კანის პრობლემების დროს მიზანმიმართული ქცევითი თერაპია დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე.

  • რატომ იცვლება კანი სტრესის შემდეგ?

სტრესი გავლენას ახდენს დერმაზე სხვადასხვა მექანიზმით. როდესაც ადამიანი ცხოვრებაში სტრესის პიკს განიცდის და ის ძალიან დიდხანს გრძელდება, თირკმელზედა ჯირკვლები უხვად გამოიმუშავებს ჰორმონ კორტიზოლს. ადრენალინიც დიდი რაოდენობით გამოიყოფა. როდესაც ადამიანი სტრესშია, კორტიზოლი ბრძანებას აძლევს ორგანიზმს, რომ შეამციროს სისხლის მიმოქცევა კუნთებში, გულში, ფილტვებსა და ტვინში სწრაფი რეაქციით, რათა ადამიანმა შეძლოს გაქცევა, ბრძოლა ან „ჩაკვდომა“. სისხლის მიმოქცევის შეცვლის ამ ტაქტიკის გამო ყველაზე მეტად კანი ზარალდება. გარდა ამისა, კორტიზოლი მოქმედებს იმუნურ სისტემაზეც, ამცირებს კანის დაცვით ძალებს და ააქტიურებს ანთებას.

კორტიზოლი ასევე ზრდის სისხლში შაქრის დონეს და თრგუნავს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ზრდის სტრესის გავლენას კანზე.

გაზრდილი სტრესი იწვევს ადრენალინისა და კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას, რასაც მოსდევს გულისცემის მატება, ენერგიის რეზერვების გაზრდა და არტერიული წნევის მატება. ყველა ეს ფაქტორი, კანის რეცეპტორებზე ზემოქმედებით, ცვლის კანს.

  • როგორ მოქმედებს სტრესი კანზე?

უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რომ ნერვული სისტემა და კანი ერთგვარი ძმები არიან, რადგან ნაყოფის ჩამოყალიბების მომენტიდან, მათ ერთი და იგივე ჩანასახოვანი შრე აქვთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ნერვული სისტემის მიერ მიღებული ნებისმიერი სტიმული აისახება კანის გარეგნობაზეც.

სტრესის დროს მწვავდება და ღრმავდება არა მხოლოდ ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ნეიროდერმიტი ან ფსორიაზი, არამედ ზიანდება ჯანსაღი კანიც.

ყველაზე გავრცელებული ეფექტებია:

  1. კანის ქავილი – სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ნეიროპეპტიდების გათავისუფლება კანის სხვადასხვა ნერვულ დაბოლოებებში. ამ ქიმიური ნივთიერებების გამოისობით ადამიანი ხშირად შეიგრძნობს აშკარად უმიზეზო ქავილს. საინტერესოა, რომ ორგანიზმი ექსტრემალურ სტრესზე ისევე რეაგირებს, როგორც კოღოს ნაკბენზე. ჰისტამინი გამოიყოფა ჭრილობის შეხორცების ანთებითი ფაზის დასაწყებად (ინიცირებისთვის). ამას თან ახლავს შეშუპება, სიწითლე და ქავილი. როდესაც ადამიანი ძლიერ სტრესშია, მოსალოდნელია, კანის ქავილი ყოველგვარი გარეგანი ზემოქმედების გარეშეც კი დაეწყოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის უკონტროლო ქავილი და ტრავმირება-დაზიანება.
  2. გაუწყლოება – კანი ასრულებს მნიშვნელოვან დამცავ ფუნქციას. კანის გარე რქოვანა შრე შედგება გარქოვანებული უჯრედებისგან, რომლებიც „ჩაცემენტებულია“ ლიპიდებით და დაფარულია ჰიდროლიპიდური აპკით. ეს კონსტრუქცია არის ბარიერი, რათა არ მოხდეს არასასურველი შეჭრა და ტენიანობის დაკარგვა. თუმცა, გადაჭარბებული სტრესი ამცირებს კანის ბარიერის რეგენერაციის უნარს. ის ხდება ფოროვანი, რაც ხელს უწყობს მეტი ტენის აორთქლებას კანიდან. ასე რომ, სტრესის დროს კანი შეიძლება უფრო გაუხეშდეს და გამოშრეს.
  3. დაჩქარებული დაბერება – გარდა წინასწარგანწყობისა (მიდრეკილებისა), კანის ცვლილებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გარე ფაქტორებიც. სტრესით გამოწვეული კორტიზოლის მუდმივად მაღალი დონე ამცირებს კანის ელასტიკურობას და აზიანებს კანის ბარიერულ ფუნქციას. შედეგი არის ნაოჭები, კანის გათხელება-განლევა, ელასტიკურობის დაქვეითება და ტენიანობის ნაკლებობა. შედეგად, სტრესი აჩქარებს კანის დაბერებას.
  4. ჭრილობების შენელებული შეხორცება – ორგანიზმი რეაგირებს ქრონიკულ სტრესზე კორტიზოლის მუდმივად ამაღლებული დონით, მაგრამ ეს წარმოების მხოლოდ მოკლევადიანი გაძლიერებისთვისაა გამიზნული. თუ ორგანიზმში ძალიან ბევრი კორტიზოლია დიდი ხნის განმავლობაში, ჭრილობების შეხორცება ფერხდება. მუწუკები, მცირე ჭრილობები, ნახეთქები – ამ ყველაფრისგან კანი ჩვეულებრივზე ბევრად ნელა თავისუფლდება და აღდგება.
  5. მუწუკები – ჰორმონების კოქტეილი, რომელსაც ემოციური სტრესი გვაძლევს, ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც ზრდის კანის ნაკლოვანებებს. პირველ რიგში, მას შეუძლია ცხიმის გამომუშავების სტიმულირება, რაც იწვევს კანის ცხიმიანობას და ბაქტერიების უფრო სწრაფად გამრავლება-ზრდას. მეორე, იწყება ანთებითი პროცესები, რასაც მოჰყვება არაესთეტიკური ჩირქოვანი გამონაყარი. თუ ადამიანი მიდრეკილია გამონაყარისკენ, მისი კანი ემოციების გამო შეიძლება დიდი ხნით გაუარესდეს.
  6. დერმატოლოგიური დაავადებების გამწვავება – სტრესი ამძიმებს ისეთ დერმატოლოგიურ დაავადებებს, რომლებიც მას არ გამოუწვევია. ასეთებია: ფსორიაზი, როზაცეა, სებორეული დერმატიტი. ამ პათოლოგიების აფეთქება (გამწვავება) უფრო მძაფრდება და მხოლოდ მაშინ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი სიმშვიდეს აღწევს.

  • სტრესით გამოწვეული კანის დაავადებები

სტრესი არის ორგანიზმის რეაქცია გამოწვევაზე, დამცავი მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ორგანიზმის გადარჩენა. მაგრამ

როდესაც სტრესი ქრონიკული ხდება, გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე, მათ შორის კანზე. ჩნდება მოდუნება-მოჩვარვა, ლაქები, გაუწყლოება, ელასტიკურობის დაკარგვა, ნაოჭები ან ქავილი.

გარდა ამისა, არსებობს კანის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც მეცნიერულად ასოცირდება სტრესთან, კორტიზოლის დონის მატებასა და ადრენალინის გამოყოფის სტიმულაციასთან. მათგან ყველაზე გავრცელებულია:

  • აკნე – ჰორმონულ ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ აკნეს განვითარებაში, მაგრამ სულ უფრო მეტი დერმატოლოგი ადასტურებს ემოციური ფაქტორის მნიშვნელობას და სტრესის გავლენას კანზე;
  • დერმატიტი – კანის ეს ანთება ხშირად ჩნდება სტრესის დროს, იწვევს სიმშრალეს, რეაქტიულობას და ეგზემას სხეულის ნებისმიერ უბანში. ის შეიძლება იყოს სებორეული ან ატოპიური ტიპის;
  • ფსორიაზი – ქრონიკული დაავადებაა, ახლავს გამონაყარი, რომელიც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ჩნდება სტრესულ სიტუაციებში;
  • გაღიზიანება – ამ შემთხვევაში სტრესი განაპირობებს კანის ქავილს. ქავილით გამოწვეულმა ნაკაწრებმა შეიძლება დასაბამი მისცეს უფრო სერიოზულ ჭრილობებს;
  • ვიტილიგო – ამ აუტოიმუნური დაავადების დროს ორგანიზმი თავს ესხმის მელანინის მაპროდუცირებელ უჯრედებს, რის შედეგადაც პათოლოგია ვლინდება უპიგმენტო ლაქებით. მიუხედავად იმისა, რომ ვიტილიგოს აქვს გენეტიკური კომპონენტი, სტრესი ხელს უწყობს მის განვითარებას;
  • როზაცეა – ქრონიკული ხასიათისაა და გავლენას ახდენს სახეზე, გააჩნია გაუმჯობესებისა და გაუარესების ეტაპები. ემოციური ფაქტორები. კერძოდ, სტრესი ამძიმებს ამ გამონაყარის გაჩენას, რაც იწვევს სახის სიწითლეს.