ხალები - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორ ამოიცნოთ პოტენციური საფრთხე
თითქმის ყველას აქვს რამდენიმე მათგანი, ხოლო ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ 10-დან 40-მდე ხალი.
მიუხედავად იმისა, რომ ხალების უმეტესობა უვნებელია, ზოგიერთს შეუძლია შეცვალოს ზომა, ფორმა და ფერი და შეიძლება განვითარდეს კანის კიბოდ, მაგალითად, მელანომა.
რა არის კანის ხალი?
ხალი მაშინ ჩნდება, როდესაც კანის პიგმენტის წარმომქმნელი უჯრედები, მელანოციტები ერთად იკრიბებიან. მათ შეუძლიათ სხეულის ნებისმიერ წერტილში გაჩნდნენ - თუნდაც თავის კანზე, ფრჩხილების ქვეშ, იღლიებში, თითებს შორის.
ხალის უმეტესობა ყავისფერის სხვადასხვა ელფერისაა, მაგრამ ტიპის მიხედვით, ისინი შეიძლება იყოს ყავისფერი, ლურჯი, წითელი, ვარდისფერი ან შავი. ხშირად ისინი ოვალური ან მრგვალია და ხალის უმეტესობა დიამეტრით 0.6 სანტიმეტრზე პატარაა.
ხალების სახეობები
შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა ხალი განვითარდეს. ზოგადად, ისინი სამ კატეგორიად იყოფა:
- შეძენილი - შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლის ნებისმიერ დროს. შეძენილი ხალები კეთილთვისებიანია, რაც ნიშნავს, რომ ისინი არასიმსივნურია, მათ აქვთ კიბოს განვითარების დაბალი რისკი.
- დისპლაზიური (ატიპიური) - ეს ხალები, როგორც წესი, დიდია, ვიდრე კეთილთვისებიანი ხალები. მათ შეიძლება ჰქონდეთ არათანაბარი კიდეები და მიიღონ სხვადასხვა ფერი ვარდისფერიდან მუქ ყავისფერამდე. დისპლაზიური ხშირად ჩნდება ზურგზე და იმ ადგილებში, სადაც მზის მაღალი ზემოქმედებაა. ზოგჯერ მათ აქვთ მუქი. შეიძლება იყოს კანის კიბოს რისკ-ფაქტორი.
- თანდაყოლილი - ჩნდება დაბადებისას. კანის კიბოს რისკი იზრდება ხალის ზომასთან ერთად. მცირე ან საშუალო ზომის თანდაყოლილ ხალს სიცოცხლის განმავლობაში მელანომის განვითარების 0-5%-იანი რისკი შეიძლება ჰქონდეს და, როგორც წესი, მოყავისფრო, ბრტყელი ან ოდნავ ამობურცული ხასიათისაა. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძალიან დიდი თანდაყოლილი ხალის შემთხვევაში, რომლებიც სხეულის ან თავის დიდ ფართობს ფარავს, მელანომის განვითარების რისკი 10-12 %-ია. ეს ხალი, როგორც წესი, არარეგულარული ფერისაა და შედარებით დიდი ზომის ხალის გარშემო „თანამგზავრული“ ხალია.
ასევე არსებობს ხალის ტიპები:
- რთული ხალი
ამ ტიპის ხალი ამობურცულია და კანის ფერისაა თანაბარი შეფერილობით. როგორც შეძენილი ხალის სახეობა, ისინი, როგორც წესი, უვნებელია, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება მელანომა გახდეს
- ლურჯი
ეს ხალები ლურჯ-ნაცრისფერიდან ლურჯ-შავამდეა. შეიძლება განვითარდეს ორი განსხვავებული ტიპი: ჩვეულებრივი ლურჯი ან უჯრედული ლურჯი. ჩვეულებრივი ლურჯი, როგორც წესი, ბრტყელი ან გუმბათის ფორმისაა, ხშირად 0.5-1 სანტიმეტრის გარშემოწერილობით. უჯრედული ლურჯი 1 სანმტიმეტრზე დიდია. დროთა განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს და მათი ზედაპირი შეიძლება წყლულს ჰგავდეს. ლურჯი ხშირად ვითარდება თავზე, კისერზე, ტერფებზე, ხელებზე. ლურჯი ძირითადად უვნებელია, მაგრამ უჯრედული ლურჯი შეიძლება კიბოდ გადაიქცეს.
- ჭორფლები
ეს არის ბრტყელი, პატარა, მოყავისფრო ლაქები, რომლებიც მზის სხივების ზემოქმედებით მუქდება და ქრება, როდესაც ულტრაიისფერი სხივები აღარ აღწევს მათზე. ხშირად, ჭორფლები დიდ ჯგუფებად გროვდება.
- ინტრადერმული
ეს არის ხორცისფერი ან ღია ყავისფერი, გუმბათისებრი, შეძენილი, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება მოზრდილებში. ისინი ზოგადად უვნებელია. მელანოციტები ამ ტიპის ხალს დერმაში ქმნიან და მის ზემოთ მდებარე უჯრედებს ზემოთ უბიძგებენ. ეს იწვევს კანის ზედაპირზე ხორციან ამობურცულობას. თუ მათ ფერი არ აქვთ, ექიმები მათ უჯრედულს უწოდებენ.
- მელანოციტური
ეს შეძენილი ხალი ბრტყელია, აქვს მუდმივი ფერი, ჰგავს ჭორფლებს და შავი ან მუქი ყავისფერია. ისინი ჩვეულებრივ ვითარდება ხელებზე, სახეზე, ფეხებზე ან ტანზე. მელანოციტები, რომლებიც ამ ხალის წარმოქმნიან, განლაგებულია კანის ზედა და შუა შრეების შეერთების ადგილას. ეს ხალი შეიძლება დროთა განმავლობაში ამობურცული გახდეს ან დაკარგოს ფერი და ზრდასრულ ასაკში გაქრეს კიდეც.
- შპიცის ხალები
ეს ხშირად სწრაფად მზარდი, ვარდისფერი, ამობურცულობებია, მაგრამ შეიძლება იყოს ლურჯი, შავი, წითელი ან თუნდაც უფერო. ხშირია ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში და შეიძლება შემცირდეს ან გაქრეს რამდენიმე წლის განმავლობაში. ყველაზე ხშირად, ისინი ვითარდება ფეხებზე, კისერზე და სახეზე, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს ტანზე, მხრებზე ან ხელებზე. ისინი უვნებელია.
ხალების გამომწვევი მიზეზები
ხალები შეიძლება რამდენიმე მიზეზის გამო გაჩნდეს. ისინი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მელანოციტები არარეგულარული კლასტერების სახით ვითარდებიან კანზე თანაბრად გავრცელების ნაცვლად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება. ყველაზე ხშირად, ეს ხდება კანის იმ ადგილებში, რომლებიც ყველაზე მეტად ექვემდებარება ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას. მზეზე ხანგრძლივმა ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს მეტი ხალის გაჩენა. ახალი ხალები ხშირად ჩნდება ჰორმონალური ცვლილებების გამომწვევი პერიოდების დროს, როგორიცაა სქესობრივი მომწიფება ან ორსულობა.
ხალებს შეიძლება ასევე ჰქონდეთ გენეტიკური კავშირი, თუმცა მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ ამის გაგებას.
სხვა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ხალების რისკი, მოიცავს:
- ღია კანის ტონებს
- ღია თმას
- რუჯს
- მელანომის ოჯახურ ისტორიას
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხალების შემოწმებისას
თუ ყურადღებით დააკვირდებით ხალების ცვლილებას, მეტი ალბათობით შეამჩნევთ მელანომის ადრეულ ნიშნებს.
ამერიკის კიბოს საზოგადოების მონაცემებით, არ არსებობს ოფიციალური რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად უნდა შეამოწმოთ კანი ხალების ცვლილებაზე. ისინი გვირჩევენ თვითგასინჯვას თვეში ერთხელ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ კანის კიბოს პირადი ან ოჯახური ისტორია, მათთვის, ვისაც ხალების დიდი რაოდენობა აქვს, ან მათთვის, ვისაც სხვა მკურნალობის ან ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს.
თუ ხალი მელანომად იქცევა, კანის კიბოს ყველაზე აგრესიულ სახეობად, შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე ნიშან-თვისებიდან ერთ-ერთი.
აბრევიატურა „ABCDE“ შეიძლება დაგეხმაროთ მელანომის იდენტიფიცირებაში თვითგასინჯვის დროს.
- A(assymetry) - ასიმეტრია - ხალის ერთი ნახევარი მეორეს არ ჰგავს.
- B(border) - საზღვარი - ხალის საზღვარი არარეგულარული ან ცუდად გამოკვეთილია.
- C (color) - ფერი - ფერი განსხვავდება ხალის სხვადასხვა უბანში, ხშირად მერყეობს შავსა და ყავისფერი ელფერებში, მაგრამ შესაძლოა მოიცავდეს თეთრ, წითელ ან ლურჯ ფერებს.
- D (diameter) - დიამეტრი - მელანომები ხშირად დიაგნოზის დასმის მომენტში ფანქრის საშლელის ზომაზე დიდია (დაახლოებით 6 მილიმეტრი).
- თუმცა, შესაძლოა, პატარაც იყოს.
- E(evolve) - განვითარება - ხალი განსხვავდება სხვა ხალისგან, იცვლის ფერს, ზომას ან ფორმას
კანის კიბოს შეიძლება ჰქონდეს მრავალფეროვანი გამოვლინებები, ამიტომ გაითვალისწინეთ, რა არის ნორმალური თქვენი კანისთვის და ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ აშკარა განსხვავებას, ლაქას ან დაზიანებას. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს: ახალი, მზარდი ლაქები, წანაზარდები, ხალები ან მუწუკები,ნებისმიერი წყლულები, რომლებიც სისხლმდენი ხდება ან არ შეხორცდება რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის შემდეგ.უხეში, ქერცლიანი წითელი ლაქები, რომლებიც შეიძლება სისხლმდენი გახდეს, მეჭეჭის მსგავსი წანაზარდები.
რეგულარული შემოწმების დროს კანის ნებისმიერი შესამჩნევი ცვლილების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
პათოლოგიური ხალების ნიშნები
ბევრ ხალს შეიძლება აჩვენოს დისპლაზიის ნიშნები სრული მელანომის სტადიამდე მიღწევის გარეშე.
იმის ცოდნა, თუ როდის უნდა მიმართოთ დამატებით დახმარებას და როდის უნდა შეამოწმოთ კონკრეტული ხალები რეგულარულად ცვლილებების დასადგენად, დაგეხმარებათ სწორი მკურნალობის სწრაფად შერჩევაში.
დისპლაზიური ხალები, როგორც წესი, ჩნდება თავზე, კისერზე, თავის კანზე, ხელებსა და ფეხებზე და შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი მახასიათებლებიდან რომელიმე ან ყველა: ბრტყელია, ოდნავ ამობურცული, არარეგულარული ფორმა აქვს, შეიძლება ჰქონდეთ გაურკვეველი კიდეები. როგორც წესი, ფანქრის საშლელზე დიდია. შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ფერი, მათ შორის რუჯისფერი, ყავისფერი, შავი, წითელი და ვარდისფერი. დისპლაზიური ხალები არ არის სიმსივნური, მაგრამ შეიძლება გაზარდოს ადამიანის მელანომის რისკი.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
თუ შეამჩნევთ, რომ ხალის რომელიმე შემდეგი მახასიათებელი შეიცვალა ან შეამჩნევთ ხალის, რომელიც განსხვავდება სხვებისგან, მიმართეთ ექიმს:
- ზომა
- ფორმა
- ფერი
- სისქე
ანალოგიურად, მიმართეთ დერმატოლოგს, თუ რომელიმე ხალი დაიწყებს გამონადენს, ქავილს, სისხლდენას, აქერცვლას ან ტკივილის ან მგრძნობელობის ნიშნებს.
ხალის პრევენცია
ხალის თავიდან აცილება შეუძლებელია. ისინი ბუნებრივია და ძირითადად უვნებელია. თუმცა, შეგიძლიათ შეამციროთ კანის კიბოს რისკი ან ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოთ შემდეგი მეთოდებით:
- ყოველდღიურად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი
- შეზღუდეთ მზის სხივების ზემოქმედება. ეს გულისხმობს მზისგან თავის შეკავებას პიკის საათებში (დილის 10 საათიდან შუადღის 2 საათამდე)
- ატარეთ ტანსაცმელი, რომელიც იცავს კანს მზისგან და ისეთი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი, რომელიც ბლოკავს ულტრაიისფერ სხივებს.
- მოერიდეთ სოლარიუმებს
- შეამოწმეთ კანი არარეგულარული ხალის არსებობაზე თვეში ერთხელ მაინც
ეს ზომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ ღია ფერის კანი, ბევრი ხალი ან ოჯახში გაქვთ დისპლაზიური ხალი.