/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

თავის ტვინის შერყევა ანუ კომოცია

თავის ტვინის შერყევა ანუ კომოცია
კომოცია ზოგადად შერყევას ნიშნავს. თავის ტვინის კომოცია მისი ტრავმული დაზიანებაა, რომელსაც თან სდევს ფუნქციური და მიკრომორფოლოგიური სახის დიფუზური აღდგენითი ხასიათის ცვლილებები.

თავის ტვინის შერყევისას ყველაზე მეტად ზიანდება ტვინის ღერო, რეტიკულური ფორმაცია, დიენცეფალური არე, იცვლება ჰემატოენცეფალური ბარიერის გამავლობა და ამ ცვლილებების შესაბამისად ყალიბდება კლინიკური სურათი.

საერთოდ, თავის ტვინის შერყევის პათოფიზიოლოგიური და პათომორფოლოგიური ცვლილებების მექანიზმთა ასახსნელად შემუშავებულია მრავალი ჰიპოთეზა, მაგრამ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე ვერ ხსნის თავის ტვინის შერყევის რთულ პათოგენეზს. ამ დროს, როგორც წესი, ვხვდებით ყველა ფაქტორის (მექანიკური, ლიქვორდინამიკური, ანოქსემიური და ნეირორეფლექსური) თანაარსებობას.

თავის ტვინის შერყევა პირობითად სამი სახისაა: მსუბუქი, საშუალო და მძიმე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მსუბუქი შერყევა

თავის ტვინის მსუბუქი შერყევის დროს ადამიანს მწვავე პერიოდში ცნობიერება მოკლე ხნით (5-30 წუთით) ეკარგება, ან უფრო იშვიათად ცნობიერება ეცვლება (დაბინდვა, გაბრუება, სტუპორი, იგივე გაშეშება, გაშტერება). იშვიათად თავის ტვინის შერყევა შესაძლოა განვითარდეს ცნობიერების დაკარგვის გარეშეც. ვითარდება ერთჯერადი ღებინება, ბრადიკარდია ან ტაქიკარდია, სუნთქვის შეცვლა, კანის გაფითრება, ოფლიანობა, გუგების გაფართოება და სინათლეზე რეაქციის დაქვეითება, კუნთების ჰიპოტონია, გარეშე გაღიზიანებაზე (ჩხვლეტა, ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება) რეაქციის მოსპობა. ცნობიერების დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ადამიანს აწუხებს თავის ტკივილი, აღენიშნება თავბრუხვევა, საერთო სისუსტე, კიდურების დისტალური ნაწილების გაცივება, სილურჯე ან გაწითლება და სიმხურვალე, გაბრუება, ძილიანობა, აპათია (ემოციების გარეგანი გამოხატულების უქონლობა), აზროვნების მოდუნება, ბრადიკარდია, არტერიული სისხლის წნევის დაქვეითება (იშვიათად მომატება), ვენური წნევის მომატება, კეფისა და კისრის უკანა კუნთების იოლი რიგიდობა, მყესთა და ძვალთა რეფლექსების დაქვეითება.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი მე 3 თვეა ვიღებ ესრამს დღეში 1 ტაბლეტს.. მაინტერესებს შემიძლია თუ არა 1 ჭიქა.ღვინოს ან ლუდის დალევა? მადლობა წინასწარ </p>

სათანადო რეჟიმის დაცვისა და შესაბამისი მკურნალობის პირობებში კომოციის მსუბუქი ფორმა 2-3 კვირაში გამოჯანმრთელებით მთავრდება. ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში ავადმყოფს შესაძლოა დარჩეს თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ვეგეტოდისტონიის მოვლენები.

საშუალო სიმძიმის შერყევა

თავის ტვინის საშუალო სიმძიმის შერყევისას ცნობიერების დაკარგვა რამდენიმე წუთს ან საათს გრძელდება. კლინიკურად უფრო მკვეთრადაა (რელიეფურადაა) გამოხატული კომოციის ზემოაღნიშნული ნიშნები. სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 37,2-37,5 გრადუსამდე. ცნობიერების დაბრუნების შემდეგ აღინიშნება ამნეზია მიღებული ტრავმის მიმართ. ზოგჯერ ამნეზია სცილდება ტრავმის მიღების პერიოდს და სხვა ხასიათისაა (რეტროგრადული ან ანტეროგრადული).

ცნობიერებადაბრუნებულ ავადმყოფს რამდენიმე დღის შემდეგ აწუხებს ძლიერი ასთენია (საერთო სისუსტე, მოდუნება), თავის ტკივლი, თავბრუხვევა, ყურებში შუილი, ოფლიანობა. იგი გაბრუებულია, კონტაქტის დამყარება უძნელდება, გარემოსადმი ინდიფერენტულია, უჭირს ფეხზე დგომა და სიარული, გადაჭარბებულად სძინავს. ამ დროს გამოხატულია ვესტიბულური აპარატის აგზნებადობის მომატება, ნისტაგმი (თვალის კაკლების უნებლიე რიტმული მოძრაობები), ანიზოკორია (გუგების უთანაბრობა), ვენური წნევის მომატება.

თავის ტვინის საშუალო სიმძიმის შერყევის დროს ავადმყოფს უნიშნავენ წოლით რეჟიმს, სულ მცირე, ერთი თვის ხანგრძლივობით.

მძიმე შერყევა

თავის ტვინის მძიმე შერყევის დროს ცნობიერების დაკარგვა ერთი დღე-ღამის ან მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება. სახის კანი ძლიერ მკრთალია და ცივი ოფლითაა დაფარული. მაჯა სუსტი ავსებისაა, შენელებული. სუნთქვა გახშირებული და ზერელეა. სფინქტერების ფუნქცია მოშლილია შეუკავებლობის სახით. რქოვანას რეფლექსი მოსპობილია, გუგები – გაფართოებული. სინათლეზე რეფლექსი მოსპობილია ან მკვეთრად დაქვეითებული. აღინიშნება კუნთების ძლიერი ჰიპოტონია (ტონუსის დაქვეითება). კანისა და მყეს-ძვლების რეფლექსები მოსპობილია. მწვავე პერიოდში ხშირია მენინგეალური მოვლენები, სხეულის ტემპერატურის მომატება ან თერმოასიმეტრია, დაცვითი რეაქციის მოსპობა, არტერიული სისხლის წნევის დაქვეითება, თავის ტვინის ან ტვინის ღეროს ორგანული დაზიანების მიკროსიმპტომები, რომლებიც შემდგომში თანდათანობით ქრება.

თავის ტვინის კომოციის მძიმე ფორმის კეთილთვისებიანად მიმდინარეობისას ავადმყოფს ცნობიერების აღდგენისთანავე აქვს გამოხატული გაბრუება, ძილიანობა ან ფსიქომოტორული აგზნება. შესაძლებელია კომოციური ფსიქოზის განვითარება.

ცნობიერების სრული აღდგენის შემდეგ ავადმყოფს დიდხანს აქვს თავის და მთელი სხეულის ტკივილი, პარესთეზიები (სხვადასხვა სახის ცრუ შეგრძნებები ჩხვლეტის, დაბუჟების, წვის და სხვა სახით), თითების გაცივება და ციანოზი, ფიზიკური და ფსიქიკური ხასიათის ასთენია და სხვა სიმპტომები.

საერთოდ, თავის ტვინის ტრავმულ დაზიანებას ახალგაზრდა ასაკში ახასიათებს რეგრესული მიმდინარეობა და დაკარგულ ფუნქციათა კომპენსაციის დიდი უნარი, ხოლო მოხუცებს შორის თავის ტვინის ტრავმა გახანგრძლივებულ ცვლილებებს იწვევს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თავის ტრავმა - რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს

თავის ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა,
სრულად
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!

რა არის ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა?
სრულად
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?

ბოლო კვლევის მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მეტ დროს ატარებდნენ ჯდომაში, აღენიშნებოდათ
სრულად
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა

მსუბუქმა ტვინის შერყევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსია.
სრულად
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?

შფოთვის მაღალი დონე ადამიანებს უბიძგებს იყოს უფრო აქტიური და პროდუქტიული - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მდგომარეობა არანაირ სარგებელს არ მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?

ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ნევროლოგია

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

თავის ტვინის შერყევა ანუ კომოცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები