/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელი, ყური, ცხვირი

რას გვიქადის ადენოიდები

რას გვიქადის ადენოიდები
ადენოიდები ბევრ ბავშვს აწუხებს. რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მან?

გვესაუბრება ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი მაია მაისაშვილი.

  • რა ასაკის ბავშვების პრობლემაა ადენოიდები?

- ადენოიდები, უფრო ზუსტად, ადენოიდების ჰიპერტროფია უმეტესად 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს აწუხებთ. ის ვლინდება ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, ხვრინვით, ხშირი სურდოთი და ზოგჯერ სმენის დაქვეითებითაც კი.

ადენოიდები უმეტესად აღმოაჩნდებათ ხოლმე ხშირად (წელიწადში 4-ჯერ და მეტად) მოავადე ბავშვებს. სუნთქვის გაძნელება და ცხვირ-ხახაში ქრონიკული ინფექციის არსებობა იწვევს სმენის მყარ დარღვევას, რასაც, ჟანგბადით ტვინის არასათანადო მომარაგების გამო, მოგვიანებით გონებრივ და ფიზიკურ ჩამორჩენამდე მივყავართ.

მრავალ მათგანს, ვისაც ქრონიკული ჰაიმორიტი და ქრონიკული ტონზილიტი აწუხებს, ბავშვობაში დროულად არ ამოკვეთეს ადენოიდები.

  • რას წარმოადგენს ადენოიდები?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ადენოიდები არის ლიმფოიდური ქსოვილის გროვა, რომელიც რგოლისებურად არტყია გარს ცხვირსა და ხახას. ის დამცველობით ფუნქციას ასრულებს და აძლიერებს იმუნიტეტს. მზარდი ადენოიდები მიკრობების, ვირუსებისა და სოკოების მუდმივი კერაა. მათი არსებობისას ჩასუნთქული ჰაერი ცხვირის ღრუში ვეღარ იწმინდება და ტენიანდება, პირდაპირ ხვდება ქვედა სასუნთქ გზებში, რის გამოც ბავშვი ადვილად ცივდება და ხშირად და ხანგრძლივად ავადმყოფობს.

  • ზემოთ ბრძანეთ, რომ ადენოიდები უმთავრესად 10 წლამდე გვხვდება. მერე რა ემართება ამ წარმონაქმნებს?

- დაახლოებით 12 წლიდან ადენოიდები დაპატარავებას იწყებს და 16-20 წლისთვის, ჩვეულებრივ, მათი ნარჩენებიღა შეინიშნება. ზრდასრულებთან უმეტესად ხდება ადენოიდების სრული ატროფია.

  • განასხვავებენ ადენოიდების გადიდების რამდენიმე ხარისხს. რას გულისხმობს ეს?

შეკითხვა ექიმს
<p>-ყელში მომხვდა ხელი, მტკივა და მიჭირს ნერწყვის გადაყლაპვა. რას მირჩევთ?</p>

- პირველი ხარისხის გადიდებისას ბავშვი თავისუფლად სუნთქავს, თუმცა ძილის დროს, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ადენოიდების მოცულობა იზრდება და სუნთქვა მძიმდება.

- მეორე ხარისხის გადიდებისას ბავშვი უმეტესად პირით სუნთქავს, ხოლო ღამღამობით ხვრინავს.

- მესამე ხარისხის გადიდებისას ადენოიდური ქსოვილი მთლიანად ან თითქმის მთლიანად ახშობს ცხვირიდან ქვედა სასუნთქი გზებისკენ მიმავალ არხს და ბავშვი იძულებულია, პირით ისუნთქოს.

  • რითია საყურადღებო ეს მდგომარეობა?

- პირით სუნთქვა იწვევს ანგინას, ქრონიკულ ტონზილიტს, ლარინგიტს, ბრონქიტს, პნევმონიას, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ცხვირის წიაღების ჰაერით შევსებისა და იქიდან ლორწოს დენის დარღვევას.

ადენოიდებისთვის დამახასიათებელია ცხვირის პერიოდული ან მუდმივი გაჭედილობა და ცხვირიდან დიდი რაოდენობით სეკრეტის გამოყოფა, პირღია, ფხიზელი და მშფოთვარე ძილი, ძლიერი ოფლიანობა, ხვრინვა და ზოგჯერ სულის ხუთვაც კი ენის ძირის ზეწოლის ან ლორწოს - ჩირქის შენადედის - ჩაჟონვისას ჩამოკიდებული ქვედა ყბის პირობებში.

თუ ადენოიდები დიდი ზომისაა, ირღვევა ფონაცია, ხმას ეძლევა დუდღუნა ელფერი, გამორიცხული არ არის ენურეზი. ადენოიდები ახშობს სასმენი მილების ხვრელებს და არღვევს დაფის ღრუს ნორმალურ ვენტილაციას, რის შედეგადაც ქვეითდება სმენა; ტვინში ჟანგბადის არასათანადო მიწოდებას გაფანტულობამდე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებამდე მივყავართ. ბავშვს პირი გამუდმებით ღია აქვს, ქვედა ყბა - ჩამოკიდებული, ცხვირ-ტუჩის ნაკეცები სწორდება, მაგარი სასა სახურავისებური ხდება, კბილების განლაგება ირღვევა, ზედა საჭრელები შესამჩნევად არის წამოწეული წინ.

სუნთქვის დარღვევის გამო არასწორად ვითარდება გულმკერდი. ზოგჯერ საქმე ანემიამდეც მიდის.

  • რა აჩენს თავად ადენოიდებს?

- ადენოიდების გაჩენას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მთ შორის - ხშირი ავადმყოფობა ინფექციური დაავადებებით - წითელათი, ყივანახველათი, გრიპით, ქუნთრუშათი და სხვ. ამ დროს ადენოიდებში ვითარდება ანთებითი პროცესი - ადენოიდიტი: ხახის უკანა კედელზე გამუდმებით ჩამოედინება ჩირქი, რომელსაც ბავშვი ყლაპავს.

  • როგორ მკურნალობენ ადენოიდებს? საზოგადოდ, საჭიროა თუ არა მკურნალობა?

- ადენოიდების მკურნალობა აუცილებელია, თუმცა ოპერაციული ჩარევა ყოველთვის არ არის საჭირო. მაგალითად, პირველი ხარისხის გადიდებისას საკმარისია კონსერვატიული მკურნალობა. ოპერაცია კი მკაცრი ჩვენებით უნდა ჩატარდეს, მას შემდეგ, რაც ყველა სხვა მეთოდს ვცდით.

წესისამებრ, ქირურგიული მკურნალობა რეკომენდებულია ლიმფური ქსოვილის მნიშვნელოვანი ზრდისას (მეორე-მესამე ხარისხის ადენოიდები) და მძიმე გართულებების განვითარებისას - სმენის გაუარესებისას, ცხვირით სუნთქვისა და მეტყველების დარღვევისას, ხშირი გაციებისას...

ადენოტომია არ არის სასწრაფო ოპერაცია, მისი გარკვეული ხნით გადადება ყოველთვის შეიძლება, რათა ეს დრო უფრო დამზოგველი მკურნალობისთვის გამოვიყენოთ.

ადრეულ ასაკში, 5 წლამდე, ადენოტომია საშიშია და არასასურველი. ადენოიდიტის პროფილაქტიკის ყველაზე ქმედითი საშუალებაა ვირუსული ინფექციების თავიდან აცილება, ხოლო დაავადების შემთხვევაში - ადეკვატური და სრულყოფილი მკურნალობა.

კომენტარები (1)
ინგა
ორივე ბავშვს აქვს პირში არასასიამოვნო სუნი,,ერთი 5 წლისაა და მეორე 3 ,,,კბილების გამოხეხვაც არ შველით როცა იოდინოლით ამოუწმინდავ გლანდებს სუნი დროებით ქრება,,,რა შეიძლება გავაკეთო
თარიღი : 19-09-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი დილით და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
რამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი დილით და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
ყელის ტკივილით გაღვიძების მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს.
სრულად
ქრონიკული რინიტი
ქრონიკული რინიტი
ქრონიკული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებაა.
სრულად
„კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა პაციენტთან სწორი კომუნიკაცია!“
„კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა პაციენტთან სწორი კომუნიკაცია!“
(რინოპლასტიკა და მისი ახალგაზრდა დიდოსტატი გეგი კირთაძე)
სრულად
კბილების დაავადებები როგორც სინუსიტის მიზეზი
კბილების დაავადებები როგორც სინუსიტის მიზეზი
ჰაიმორიტი, რომელიც ზედა ყბის სინუსიტის სახელწოდებითაც არის ცნობილი, ზედა ყბის სინუსის (იმავე ჰაიმორის წიაღის) ლორწოვანი გარსის ანთებაა.
სრულად
როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს
როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს
ყლაპვის დარღვევა ანუ დისფაგია არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ძნელდება საკვები გუნდის გადაადგილება პირის ღრუდან საყლაპავში.
სრულად
სინუსიტები ბავშვთა ასაკში
სინუსიტები ბავშვთა ასაკში
სინუსიტები ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების ანთებაა. ის რამდენადმე განსხვავებულად მიმდინარეობს ბავშვებს შორის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ყელი, ყური, ცხვირი

გამარჯობა. მაქვს სფენოიდიტი სითხის დონე 4მმ და რეტენციული კისტა მარცხენა ჰაიმორის წიაღში ზომით 7მმ. ახლა გავდივარ მკურნალობას დავლიე ანტიბიოტიკები ბიმაქსი 400მგ- 10 დღე , ცინაბსინი,ვისხურებ ცხვირში პოლიდექსა და ვისკო -ფლუს .ყურში პოლიდექსა ყურის , ვსვავ მონტელუკასტას , ვიკეთებ გამორეცხვას ე.წ კუკუშკას . ექიმის დანიშნულებით ეს ყველაფერი. რამდენად სწორად ვმკურნალობ ამ მედიკამენტებით???? და მაინტერესებს ზემოთ აღნიშნული სფენოიდიტი და კისტა თუ ალაგდა მრტ-ს გარდა თუ შეიძლება წიაღების რენდგენზე გამოჩნდეს . მრტ-ს გადაღება ხელახლა აღარ მინდა მოკლე პერიოდში. ან თუ რენდგენზე არ ჩნდება სხვა რა საშუალება არსებობს, რომ გავიგო რომ მკურნალობამ ეფექტურად ჩაიარა??? მადლობა

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რას გვიქადის ადენოიდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები