/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

ჯადოსნური ლინზები

ჯადოსნური ლინზები
მყავს 7 წლის შვილი, არის ახლომხედველი, ატარებს სათვალეს, მაგრამ მიოპია პროგრესირებს. შესაძლებელია თუ არა მისი შეჩერება?

რამდენიმე ათეული წელია, მილიონობით ადამიანი ყოველ დილით ჩვეული მოძრაობით ისვამს თვალებში კონტაქტურ ლინზებს, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი პირიქით იქცევა - მათი დღე თვალებიდან ლინზების მოხსნით იწყება.

დიახ, დილით ისინი იხსნიან კონტაქტურ ლინზებს და მთელი დღის განმავლობაში ყოველგვარი სათვალისა და ლინზის გარეშე შესანიშნავად ხედავენ.

ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის ეს ოცნება იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში რამდენიმე წამყვანმა ოპტიკურმა ფირმამ მრავალწლიანი ერთობლივი კვლევის შედეგად ორთოკერატოლოგიური (OK) ლინზები შექმნა, ვითარება კარდინალურად შეიცვალა.

ვინ უნდა ატაროს OK ლინზები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამ ლინზებზე გადასვლა შეუძლია პრაქტიკულად ყველას, ვინც ატარებს სათვალეს ან ნებისმიერი სახის ჩვეულებრივ კონტაქტურ ლინზებს. OK ლინზები გამოიყენება როგორც მიოპიის (ახლომხედველობის), ასევე ჰიპერმეტროპიის (შორსმხედველობის) და ნებისმიერი სახის ასტიგმატიზმის დროს.

OK ლინზები შეუცვლელია ანიზომეტროპიის (ორ თვალს შორის დიდი ოპტიკური სხვაობის) და ამბლიოპიის (ზარმაცი თვალის) შემთხვევაში.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი. დროდადრო მაქვს თვალზე ალერგიული რეაქციები- ტრანსპორტში კითხვისას ტელეფონში,ასევე ტელეფონში თუ მიწევს სიბნელეშე მოხმარება ,დიდხანს ურთიერთობა ,კითხვა და ა.შ. ბოლოს მქონდა ძლიერი ქავილი თვალში. ექიმმა ჩამიტარა სრული კვლევა. არაფერი ხარვეზი.დამინიშნა ალერგოვისი სამი თვით. ერთი კვირის შემდეგ არაფერი მოიხსნა საერთოდ,არაფერს მშველის დღემდე. მივმართე მას ისევ, დექსამეტაზონი დამიმატა, ჩავიწვეთე თუ არა მაშინვე,ერთ წვეთზე მოიხსნა ყველაფერი. ერთი კვირა გამოვიყენე. ეხლა ალაგ ალაგ მაქვს ისევ წვა და რეაქციები. რა შეიძლება ხანგზლივად ჩავიწვეთო,ანტიჰისტამინი,უკონსერვანტო,რქოვანა რომ არ დააზიანოს ან თუ შეიძლება დექსამეტაზონი გამოვიყენო ასეთ დროს,თუნდაც ერთჯერადად ან რამდენიმე დღე, თვალის წნევაზე რომ არ იმოქმედოს.</p>

OK ლინზები განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც სათვალის ან ჩვეულებრივი კონტაქტური ლინზების ტარება გარკვეულ უხერხულობას უქმნის, ასეთი პაციენტების ნუსხა კი საკმაოდ მრავალფეროვანია.

  • პირველ რიგში, ბავშვები და მოზარდები. OK ლინზები აფერხებს მიოპიის პროგრესირებას (ანუ აჩერებს მინუსის მატებას). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ახლომხედველობა ძირითადად 5-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებში პროგრესირებს, ამ ასაკში კი რეფრაქციული ოპერაციის ჩატარება უკუნაჩვენებია. გარდა ამისა, ბავშვებისა და მოზარდების საკმაო ნაწილს ხშირად ავიწყდება ჰიგიენის წესების დაცვა ჩვეულებრივი კონტაქტური ლინზების ტარების დროს. OK ლინზების ტარებისას ეს პრობლემა თავისთავად იხსნება, რადგან დღისით ბავშვს თვალებზე არაფერი უკეთია.

მშენებლები, ბარმენები, ოფიციანტები და სხვა იმ სპეციალობის ადამიანები, რომელთაც დიდხანს უწევთ მტვრიან ან კვამლიან გარემოში ყოფნა. ან მსახიობები, კასკადიორები, სპორტსმენები.

  • მყვინთავები, ღია (მოტოციკლის, ველოსიპედის) ან ჩქაროსნული ტრანსპორტის მძღოლები და ექსტრემალური სპორტის მიმდევრები (სერფინგისტები, პარაშუტისტები და ა.შ.).
  • ადამიანები, რომელთაც უწევთ კომპიუტერთან მუშაობა არანაკლებ 5-6 საათისა დღეში.

მოქმედების პრინციპი და შერჩევა

OK ლინზების მოქმედების მექანიზმი საკმაოდ რთულია, ამიტომ მის დაწვრილებით აღწერას არ შევუდგებით. პოპულარული ენით რომ ვთქვათ, ღამის განმავლობაში ლინზა ცვლის თვალის ოპტიკურ მახასიათებლებს და დილისთვის თვალი უკვე მზადაა კარგი მხედველობისათვის მთელი დღის განმავლობაში. ამისთვის ლინზას აქვს სპეციალურად გაანგარიშებული კონფიგურაცია, რომელსაც ექიმი ოფთალმოლოგი ინდივიდუალურად ურჩევს ყოველ პაციენტს.

OK ლინზების შერჩევა ძალზე შრომატევადი პროცესია. საჭიროა მხედველობის ორგანოს სრულყოფილი გამოკვლევა - დაწყებული მხედველობის სიმახვილის განსაზღვრით, დამთავრებული კორნეალური (რქოვანას) ტოპოგრაფიით. უშუალოდ ლინზების შესარჩევად 10-14 დღეა საჭირო.

დადებითი მხარეები

ცნობილია, რომ ჩვეულებრივი, დღისა და სადღეღამისო რბილი ლინზები, რაც უნდა კარგი მასალისგან იყოს დამზადებული, მაინც აფერხებს რქოვანაში ჟანგბადის შეღწევას, რის გამოც ვითარდება რქოვანას ნეოვასკულარიზაცია (დამატებითი სისხლძარღვების ჩაზრდა რქოვანა გარსში) და ჩნდება რქოვანასა და კონიუნქტივის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი. რაც შეეხება OK ლინზებს, აქ ეს პრობლება მოხსნილია, რადგან დღისით თვალზე ლინზა არ არის.

  • ცრემლის ცვლა თვალისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. საკმარისია აღინიშნოს, რომ ცრემლი გამოდევნის თვალიდან მცირე ზომის უცხო სხეულებს (მტვრის, კვამლის ნაწილაკებს) და უვნებელყოფს მიკროორგანიზმების დიდ ნაწილს. ჩვეულებრივი ლინზების ტარების დროს ეს პროცესი ირღვევა, რადგან ცრემლის ფენა განთავსდება არა რქოვანა გარსზე, არამედ ლინზაზე. OK ლინზების ტარებისას ეს პრობლემაც მოხსნილია და თვალზე ცრემლის ცვლა ნორმის ფარგლებში ბრუნდება.
  • ჩვეულებრივი (დღისა და სადღეღამისო) რბილი ლინზების ზედაპირზე ხშირად ჩნდება ცილოვანი და სხვა ტიპის დანალექები, რაც შემდგომ ანთებითი პროცესის მიზეზი ხდება. OK ლინზებზე მსგავსი დანალექები მინიმალურია.

გარდა ამისა, ღამის, OK ლინზების მქონე პაციენტები თავისუფლები არიან რბილი ლინზების ტარებისთვის დამახასიათებელი შეზღუდვებისგან.

უკუჩვენებები

მათ განსაზღვრავს ექიმი ოფთალმოლოგ-ორთოკერატოლოგი, თუმცა რამდენიმე მათგანის ჩამოთვლა ახლავე შეიძლება. ესენია თვალის მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები, კატარაქტა, გლაუკომა, ასევე გამოხატული დიაბეტური ცვლილებები თვალზე.

რამდენად უსაფრთხოა

OK ლინზები მზადდება სპეციალური, ძალზე მაღალი აირგამტარობის მქონე მასალისგან, ხოლო დამზადების ტექნოლოგია ძალზე ზუსტია. ამის გამო ლინზების ადეკვატური გამოყენების შემთხვევაში თვალის გაღიზიანების, მით უფრო - დაზიანების საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს.

საბედნიეროდ, უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი ამ ჯადოსნური ლინზებით სარგებლობა. კვალიფიციური ოფთალმოლოგები პაციენტს ინდივიდუალურად შეურჩევენ OK ლინზებს და ბევრ პრობლემასაც მოუხსნიან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა? თვალის მოვლა ყველა ასაკში

კარგი მხედველობა ჩვენი ცხოვრების ხარისხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
სრულად
ალერგიული კონიუნქტივიტი
ალერგიული კონიუნქტივიტი
(მიზეზები, სახეები და მკურნალობა)
სრულად
ეფექტურია თუ არა ლურჯი სინათლის საწინააღმდეგო სათვალეები?

ლურჯი შუქი არის სინათლის სპეციფიკური სახეობა მოკლე ტალღის სიგრძით.
სრულად
რა მიზეზებით უარესდება მხედველობა დღის ბოლოს

ეს არ ხდება მხოლოდ დაღლილობის გამო.
სრულად
საკვები თვალის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

ხილის, ბოსტნეულის და ჯანსაღი ცხიმების ირგვლივ აგებული დიეტა სასარგებლოა მხედველობისთვის.
სრულად
როგორია თვალის საშიში დაავადებების სიმპტომები

თვალის ზოგიერთი დაავადება შეიძლება შეუმჩნევლად განვითარდეს და მნიშვნელოვანია მათი ადრეული სიმპტომების დროული ამოცნობა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ჯადოსნური ლინზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები