როგორ შევარჩიოთ სათვალე

სათვალის შერჩევა საკმაოდ რთული ამოცანაა, რომლის გადაწყვეტაც პროფესიონალის კონსულტაციას მოითხოვს. სათვალის შეკვეთამდე მხედველობა უნდა შევიმოწმოთ ექიმ ოფთალმოლოგთან და მივიღოთ რეცეპტი დაავადების, საქმიანობის (მძღოლი, ოფისის თანამშრომელი, სტომატოლოგი, ბუღალტერი თუ სხვა), სათვალის ტარების მიზნის გათვალისწინებით.
არ შეიძლება სათვალის შერჩევა მხოლოდ კომპიუტერული კვლევის შედეგების საფუძველზე, ექიმის კონსულტაციის გარეშე. ასევე ძალიან მავნებელია თვალისთვის მზა სათვალის ტარება.
ამგვარი სათვალის შეძენისას ყურადღებას აქცევენ ჩარჩოს - უხდება თუ არა ის სახის ოვალს, ხოლო ოპტიკის ხარისხი არც კი განიხილება.
რა ხდება, როდესაც სათვალეს ოპტიკური მაჩვენებლების გაუთვალისწინებლად ვარჩევთ? გვესაუბრება ოპტიკის მაღაზიათა ქსელ “რონიკოს” მთავარი ექიმი, ოფთალმოლოგი სვეტლანა ავეტიკიანი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ადამიანი გარე სამყაროს თვალის მეშვეობით აღიქვამს. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ადამიანის თვალი გამუდმებით განიცდის კომპიუტერის, ტელევიზორის, მავნე ჩვევების, არასრულფასოვანი კვებისა თუ სხვადასხვა დაავადების უარყოფით ზემოქმედებას. აქედან გამომდინარე, მხედველობის დროული შემოწმება აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის და ხშირად გვეხმარება ფარული პრობლემების დროულ აღმოჩენაში.
რას გულისხმობს მხედველობის პროფესიონალური შემოწმება?
- მხედველობის პროფესიონალური შემოწმება ხდება სპეციალური დანადგარების მეშვეობით ექიმ ოფთალმოლოგის კაბინეტში. ამ დროს მოწმდება თვალის შესაძლებლობა, გაარჩიოს სხვადასხვა ზომის დეტალები ახლო და შორ მანძილზე. რეფრაქციის გამოკვლევა - ეს არის სათვალის ლინზის ოპტიკური ძალის განსაზღვრა, რაც აუცილებელია პაციენტის მხედველობის სიმძლავრის ნორმამდე მისაყვანად.
რისთვისაა საჭირო მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა?
- მხედველობის დიაგნოსტიკა რეკომენდებულია:
1. იმისთვის, რომ შევამოწმოთ, საჭიროა თუ არა მხედველობის სიმძლავრის კორექცია, ანუ სჭირდება თუ არა კონკრეტულ პირს სათვალე;
2. თვალის შესაძლო დაავადების მონიტორინგისთვის;
3. ტრავმის დროს;
4. მართვის მოწმობის მისაღებად და ზოგიერთ სამსახურში დასაშვებად.
როგორი უნდა იყოს სათვალე?
- სათვალე კომფორტულად უნდა იყოს მორგებული სახეზე, არ უნდა იწვევდეს დისკომფორტს საცხვირეებსა და ყურებზე, ჩარჩო არ უნდა ქმნიდეს დამატებით კუთხეებს და არ იყოს ზომაზე მეტად მოხრილი, რაც ნებადართულია მზის სათვალისთვის. ასევე არ არის რეკომენდებული მზა სათვალეების შეძენა, რადგან მათში, როგორც წესი, დაბალი ხარისხის პლასტიკია ჩასმული და არ არის დაცული თვალის ინდივიდუალური პარამეტრები.