სტენოკარდია და დღევანდელი რეალობა – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც გარკვეული ფიზიკური დატვირთვის ფონზე ვითარდება „სტაბილური, ანუ დაძაბვის სტენოკარდიის“ სახელწოდებით არის ცნობილი და ის გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. გულის იშემიური დაავადება გულის კუნთის ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობის შედეგია. გულის იშემიური დაავადება კომპლექსური პათოლოგიაა, რომლის მიზეზი, გარდა გულის მკვებავი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული შევიწროებისა, შეიძლება იყოს: ანთება, მცირე კალიბრის არტერიების თრომბოზები, გულის მკვებავი არტერიების სპაზმი – დროებითი შევიწროება. ასევე დიდ ყურადღებას ამახვილებენ ექსპერტები მიკროვასკულურ (ანუ წვრილი სისხლძარღვების დონეზე) დარღვევებსა და ენდოთელიუმის (ენდოთელიუმი არის სისხლძარღვის შიდა შრე) დისფუნქციაზე.
გულის კუნთს, იმისთვის, რომ შეიკუმშოს, ესაჭიროება ენერგია, რასაც იგი იღებს მისი მკვებავი არტერიების საშუალებით. თუ გულის მკვებავი არტერია არის შევიწროებული, ეს იწვევს იმ კონკრეტული ტერიტორიის იშემიას (სისხლის მიწოდების შემცირება), იშემია კი თავად იწვევს გულის უჯრედების (კარდიომიოციტების) ენერგეტიკულ კრიზისს. თუ აღნიშნული მდგომარეობა გაგრძელდა დიდი ხნის მანძილზე (მაგალიათად >30 წუთზე), გულის კუნთის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ხანგრძლივ იშემიას, კვდება და ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი.
გულის იშემიური დაავადება საკმაოდ გავრცელებული და სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ, ის სიკვდილობისა და გულის უკმარისობის ერთ-ერთ უხშირეს მიზეზს წარმოადგენს. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გულის იშემიური დაავადება გაახალგაზრდავების ტენდენციას ავლენს და ადრეულ ასაკში შრომისუნარიანობის, სამსახურის დაკარგვის, დეპრესიის განვითარებისა და უეცარი სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ამიტომაც მის ადრეულ გამოვლინებასა და მკურნალობას უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
– რა უწყობს ხელს გულის იშემიური დაავადების განვითარებას?
– რისკფაქტორები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმოძრაო ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ხშირი და ჭარბი მიღება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, ჭარბი წონა, გენეტიკური წინასწარგანწყობა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ჰაერის დაბინძურების მატებას და მის კავშირს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.
– რა სიმპტომებით ვლინდება გულის იშემიური დაავადება?
– როგორც უკვე აღინიშნა, გულის იშემიური დაავადება გულმკერდის არეში ტკივილით ვლინდება, რასაც სტენოკარდიულ ტკივილს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 90% ტკივილის ლოკალიზაციისა არის გულმკერდის შუა ნაწილი და არა მარცხენა მხარე, უფრო ზუსტად, მკერდის ძვლის ტერიტორია. ხშირად სტენოკარდიული ტკივილი არის მოჭერითი ხასიათის, იგი შეიძლება გამოვლინდეს ზეწოლის შეგრძნებით, წვითი ხასიათის ტკივილით, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტენსივობის.
სტაბილური სტენოკარდიის დროს, როგორც წესი, ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს უფრო ინტენსიური ხდება, ხოლო მოსვენების დროს იკლებს. ტკივილი, შესაძლოა, გულმკერდის არიდან მხრისა და მკლავის ან ზურგის არეშიც გადაეცემოდეს, შესაძლებელია ქვედა ყბის არეშიც და კუჭის მიდამოშიც გავრცელდეს. ზოგიერთ პაციენტთან სტენოკარდია შეიძლება სუნთქვის გაძნელებით, უჩვეული დაღლილობის შეგრძნებითა და ძლიერი ოფლიანობით (ე.წ. ცივი ოფლი) გამოვლინდეს. ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სახის დისკომფორტი შესაძლოა სტენოკარდიის გამოვლინება იყოს. ამასთან, სიმპტომების ხასიათი და ინტენსივობა ცვალებადია. ხშირად დამოკიდებულია დროში ცვალებად ფიზიკური თუ მენტალური სტრესის ხარისხზე, ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებაზე, სიმპტომის სენსიტიურობასა და პაციენტის ინტელექტზე.
არსებობს გულმკერდში ტკივილის (დისკომფორტის) გარეშე მიმდინარე გულის იშემიური დაავადების ფორმაც, ამას ვუწოდებთ „მუნჯ იშემიას“, მისი დადგენა ხდება კარდიოგრაფიულად. ასეთი მდგომარეობების მართვა გაძნელებულია და მოითხოვს ექიმის და პაციენტის მხრიდან დიდ ყურადღებას, ასეთ პაციენტებს უფრო ხშირად ვიბარებთ კონსულტაციაზე, ვუტარებთ 24 სთ-იან ამბულატორიულ ეკგ მონიტორინგს ან დატვირთვის ეკგ სტრეს ტესტს. მუნჯი იშემია უფრო ხშირად ხანდაზმულ და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში გვხვდება.
გულის იშემიური დაავადება მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანთა ჩვეულ ცხოვრების წესს. მცირდება ფიზიკური აქტივობის უნარი, შეზღუდულია ხანგრძლივად მოძრაობა, აღმართზე სიარული, კიბეზე ასვლა. ხშირია სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, თავბრუსხვევა, გამოხატული შფოთვა, შიში და დეპრესიული გუნება-განწყობა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დროული მიმართვა. დიაგნოზის დასასმელად, გასინჯვასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება.
– რატომ არის ჩOVID-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მაღალი რისკი მწვავე კორონარული შემთხვევების განვითარებისა და რატომ არიან გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტები განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ გართულებების განვითარების ჭრილში?
– დღეისათვის ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ თანმხლები დაავადებების არსებობა, როგორებიცაა: ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, დიაბეტი, სიმსუქნე და ა.შ., ჩOVID-19-ის მქონე პაციენტებში ასოცირებულია გართულებების მეტ ალბათობასთან. კავშირი პანდემიასა და კარდიოვასკულურ დაავადებას შორის რამოდენიმე ასპექტით შეიძლება განვიხილოთ. პირველი რაც მინდა გამოვყო, ეს გახლავთ ანთებითი რეაქცია, რომელიც თან ახლავს ჩOVID ინფექციას და პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია კარდიოვასკულურ სიკვდილობასთან. ეს გულისხმობს ენდოთელიუმისა და სისხლძარღვების დაზიანებას ან პირდაპირ კარდიულ დაზიანებას, ანუ მიოკარდიტს. ამასთან პანდემიის გამო იზოლაციის პერიოდში მნიშვნელოვნად ქვეითდება პაციენტების ფიზიკური აქტივობა და დამყოლობა მკურნალობაზე. ასევე აღსანიშნავია მედიის და სოციალური სივრცის საშუალებით ინფორმაციის ნეგატიური გავლენა პაციენტების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. გეგმური ვიზიტების გადავადება ან გაუქმება, მათ შორის მწვავე შემთხვევების მქონე პაციენტების დაგვიანებული მიმართვიანობა სპეციალიზებულ კლინიკებში. – ეს ყოველივე ერთიანობაში მნიშვნელოვნად ართულებს ქრონიკული გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის სწორი რეკომენდაციების მიცემა, რაც მოიცავს: ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას (ჯანსაღი კვება, რეგულარული, ზომიერი ფიზიკური აქტივობა), არტერიული წნევის რეგულარულ კონტროლს, სისხლში შაქრის დონის განსაზღვრას. არ შეიძლება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღების თვითნებურად შეწვეტა. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კი აუცილებელია ექიმთან დროული კონსულტაცია, ასევე, პრინციპულად მნიშვნელოვანია გეგმური ვიზიტების განხორციელება.
– რას ისახავს მიზნად გულის იშემიური დაავადების მკურნალობა?
– მკურნალობის მედიკამენტური, არამედიკამენტური და ქირურგიული მეთოდები არსებობს და ის 2 ძირითად მიზანს ემსახურება: 1) გართულებებისა და სიკვდილობის თავიდან აცილებას, 2) სიმპტომების შემცირებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თუმცა აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მედიკამენტური მკურნალობა ხანგრძლივად, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაშია აუცილებელი და ქირურგიული ჩარევა მედიკამენტური მკურნალობის საჭიროებას არ ხსნის. მედიკამენტური მკურნალობისათვის გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს სისხლის შედედების სისტემაზე – ანტიაგრეგანტები. ქოლესტერინის დონეზე – სტატინები, პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ წნევას და აუმჯობესებენ სისხლძარღვების ელასტიკურობას – აგფ-ინჰიბიტორები და პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სტენოკარდიულ ტკივილს, ესენია: ნიტროგლიცერინი, კალციუმის ანტაგონისტები, ბეტა-ბლოკერები და მეტაბოლური პრეპარატები. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ფრანგული ორიგინალი პრეპარატი პრედუქტალი OD 80 მგ. მეტაბოლური თერაპიის უმთავრესი მიზანია გულის კუნთის მიერ ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაცია ანუ ხდება ენერგიის წარმოქმნის უფრო ეკონომიური გზის აქტივაცია და, შესაბამისად, ნაკლები ჟანგბადის პირობებში მეტი ენერგიის გამომუშავება. კლინიკურად ეს აისახება ტკივილის შემცირებით და ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობების მატებით. ამიტომაც პრედუქტალი OD 80 მგ-ით მკურნალობის ფონზე სტენოკარდიული ტკივილის ინტენსივობა და სიხშირე მკვეთრად მცირდება. ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა იმატებს და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება. საერთაშორისო რეკომენდაციებში პრედუქტალი OD 80 მგ მოწოდებულია როგორც გულის იშემიური დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. პრედუქტალი OD 80 მგ მიიღება მხოლოდ 1 კაფსულა დღეში საუზმის დროს. იქიდან გამომდინარე, რომ სტენოკარდია ქრონიკული დაავადებაა, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არა კურსობრივად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაუშვებელია ექიმის დანიშნულების თვითნებური შეცვლა ან შეწყვეტა მასთან კონსულტაციის გარეშე.