თამაში წესების დაცვით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამაში წესების დაცვით

დაგვავიწყოს, რომ ზოგიერთმა პედაგოგიურმა სისტემამ შესანიშნავად გაუძლო დროის გამოცდას. სწორედ ასეთია იტალიელი მეცნიერის მარია მონტესორის მეთოდი. ის ას წელზე მეტი ხნისაა, მაგრამ დღემდე აქტუალურია. ჰოლანდიაში, კანადასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მონტესორის მეთოდი აღზრდის საუკეთესო სისტემად იქნა აღიარებული. მაინც რა ღირსება აქვს მას?

  • როგორ სწავლობდნენ ჩვენი წინაპრები

ანტუან დე სენტ ეგზიუპერის თქმისა არ იყოს, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. ამ პერიოდში განცდილი სიხარული თუ წყენა, სიტკბო თუ სიმწარე ჩვენს მეხსიერებაში ილექება. ზოგჯერ ძალიან გვინდა, რამე დავივიწყოთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ. სწორედ სკოლამდელ ასაკში ეყრება საფუძველი პიროვნების ჩამოყალიბებას. დღეს ეს ყველამ კარგად იცის, მარია მონტესორის ეპოქაში კი მსგავსი აღმოჩენა რევოლუციის ტოლფასი იყო. მაშინ აღზრდა ბავშვის მოვლით, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, საკუთარი თავის მომსახურებასთან დაკავშირებული ჩვევების სწავლებით შემოიფარგლებოდა. შეძლებულ ოჯახებში ბავშვებს ანბანსა და ანგარიშსაც ასწავლიდნენ. ეს იყო და ეს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ნოვატორული იდეებით აღსავსე ადამიანი, ჰუმანისტი და მკვლევარი, რომელმაც ბავშვში პიროვნება დაინახა. მარია მონტესორის პედაგოგიკა სისტემაა, ნებისმიერი სისტემა კი განსაზღვრულ პრინციპებს ემყარება. მონტესორის სისტემაში სამი ასეთი პრინციპია.

1. ხელი შევუწყოთ ბუნებრივ განვითარებას

ნებისმიერ ჩვილს, თუმცაღა უსუსური და სხვაზე დამოკიდებული გვგონია, დაბადებისთანავე უდიდესი შინაგანი პოტენციალი აქვს. თუნდაც დედამ საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება, ბავშვი მაინც ისწავლის სიარულს, ლაპარაკს, აქტიურად შეიცნობს სამყაროს. ჩვენ, მოზრდილებს, ყოველთვის როდი შეგვიძლია, პაწაწინას განვითარებას ვუხელმძღვანელოთ. მონტესორის პედაგოგიკაში მიღებულია ბავშვზე დაკვი-რვება, ამა თუ იმ მომენტში მისი განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების განსაზღვრა და სათანადო ამოცანების, ვარჯიშების, მეთოდების შეთავაზება. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის განვითარების ზოგადი კანონზომიერებებიც.

ყოველმა მშობელმა იცის, რომ 6 თვის ჩვილს აზრიანი ფრაზების წარმოთქმა არ უნდა მოსთხოვოს, ხოლო 3 წლის ბავშვს - გამრავლების ტაბულის ცოდნა. ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგრამ ეს დრო ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. ზოგი უფრო ადრე იწყებს ლაპარაკს, ზოგი - გვიან, ზოგი მყისვე სწავლობს ცურვას, ზოგი თვალის დახამხა-მებაში აწყობს კონსტრუქტორს... ყველა პატარას უნდა მიეცეს ინდივიდუალური სპონტანური განვითარების საშუ-ალება, რათა მისი პიროვნება უკეთ გამოვლინდეს. მიუხედავად ამისა, ნატიფი პედაგოგიური ხელმძღვა-ნელობის, მოზრდილი ადამიანის დახმარების გარეშე ბავშვს შესაძლოა თავისი პოტენციალის რეალიზება გაუჭირდეს. საჭიროა თუ არა, განვითარების პროცესს მკაცრად ვუხელმძღვანელოთ? ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია. მოზრდილ ადამიანს არ შეუძლია, გაითვალისწინოს ბავშვის განვითარების ყველა ინდივიდუალური მოთხოვნილება ყოველ კონკრეტულ მომენტში. ავტორიტარული აღზრდა თრგუნავს სპონტანურ იმპულსებს და შესაძლოა, ბავშვს წინააღმდეგობისა და შემოქმედებითი აქტივობისადმი ზიზღიც ჩაუნერგოს. თუ 2-3 წლის პატარა კითხვისთვის მზად არ არის, ვერაფრით აიძულებთ, ისწავლოს კითხვა, მეტიც - ძალდატანებითა და ჩხუბით კითხვის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოუმუშავებთ.

2. არჩევანის თავისუფლება "მზა" გარემოში

ცნობილია, რომ გარემო ბავშვზე უდიდეს გავლენას ახდენს, თუმცა განვითარებას ყოველგვარი გარემო თანაბრად როდი უწყობს ხელს. ბავშვი რომ განავითაროს, გარემო წინასწარ უნდა მომზადდეს.

უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს უსაფრთხო და პატარას მოთხოვნებისადმი ადაპტირებული. ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, ნებისმიერ დროს დაიკმაყოფილოს შემეცნებითი ინტერესი. ერთი წლის პატარას ამაში წყლით, ბურღულეულით თამაში დაეხმარება. ორი წლის ასაკში რეკომენდებულია რეცხვა, უთოობა, ჭურჭლის რეცხვა (არა ვითომ, არამედ ნამდვილად). სამი წლიდან ბავშვი მეცნიერებასაც შეიძლება ვაზიაროთ. სწორედ ასეთ გარემოში იჩენს თავს მიდრეკილება ენების, მათემატიკის, გეოგრაფიისა და სხვა მეცნიერების მიმართ. სახლში ბავშვისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა სულაც არ არის იოლი. საშიშ საგნებსა და ძვირფას ნივთებს ყოველთვის ვერ დამალავ. ბაღში კი არსებობს სპეციალური ოთახები, სადაც ყველა ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს, მათთვის განკუთვნილი საგნები ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია, ბავშვს საშუალება აქვს, აიღოს ისინი და ითამაშოს.

რატომ არის აუცილებელი, ბავშვს მსგავს გარემოში არჩევანის თავისუფლება მივანიჭოთ? იმიტომ, რომ ამ დროს ის ხელმძღვანე-ლობს ძლიერი შინაგანი იმპულსით, რაც მისი განვითარების საწინდარია. როცა ბავშვი თვითონვე ირჩევს საქმიანობას და დაკავებულია იმდენ ხანს, რამდენსაც სურს, ის განვითარების შინაგან მოთხოვნილებას იკმაყოფილებს. გაიხსენეთ, რამდენ ხანს შეუძლია ბავშვს, თავი შეიქციოს ჭურჭლიდან ჭურჭელში წყლის გადასხმა-გადმოსხმით და ისეთი გატაცებით ითამაშოს, თითქოს ამქვეყნად სხვა არაფერი არსებობდეს, როგორი კონცენტრირებულია ერთი წლის ბავშვი, როცა სამზარეულოს ჭურჭლით თამაშობს, ერთად აწყობს ჯამებს, ქვაბებს, სახურავებს. რა თქმა უნდა, ეს მონდომება შემთხვევითი არ არის, მას თავისი ბუნება აქვს, რასაც აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი. თუ პატარა ბავშვს წავართმევთ საგანთა სამყაროს გამოკვლევის საშუალებას, მის გამოცდილებაში დავტოვებთ ვაკუუმს, შევქმნით შეგრძნებათა დეფიციტს, მოვახდენთ ნევროზული გამოვლინებების პროვოცირებას. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ბავშვმა "საშიში" საგნებიც კი (მაკრატელი, დანა, უთო) შეისწავლოს, ოღონდ ისე, რომ არაფერი მოიწიოს.

ბავშვი, რომელიც ცნობისმოყვარეობას წინასწარ მომზადებულ უსაფრთხო გარემოში იკმაყოფილებს, ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებულია. მისი პიროვნება ნორმალურად ყალიბდება. ისეც ხდება, რომ 5 წლის ბავშვი გაშმაგებით ცდილობს საგნების შესწავლას. მონტესორი-სისტემის მიმდევარი პედაგოგი არასოდეს დაუშლის პატარას, თუნდაც მოგვიანებით გაიაროს განვითარების ის ეტაპი, რომელიც თავის დროზე გამოტოვა. მას თანდათან მათემატიკისა და უცხო ენის გაკვეთილსაც შესთავაზებენ, მაგრამ ჯერ ის, მიუხედავად ასაკისა, წლინახევრის ბავშვია, რომელმაც აკრძალვებს თავი დააღწია. მეტისმეტად მგრძნობიარე დედები და ბებიები ბავშვს დათვურ სამსახურს უწევენ. შიში, რომელსაც უფროსები განვი-ცდით, ბავშვისთვის უცნობია და ისიც განუწყვეტლივ იწვდის ხელს ჩაიდნისა თუ ნემსისაკენ. იქნებ ბუნე-ბა კარნახობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება? უნდა ვძლიოთ შიშს და ბავშვს არჩევანის, სურვილის თა-ვისუფლება მივანიჭოთ, მივცეთ საშუალება, იყოს ის, ვინც სინამდვილეშია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი თავისუფლება მხოლოდ წინასწარ მომზადებულ, უსაფრთხო გარემოშია დასაშვები.

თავისუფლება, სხვა ყველაფერთან ერთად, მასალის, თამაშის და საგნებთან ურთიერთობის რაციონა-ლური მეთოდების თანდათანობით ათვისებას გულისხმობს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ თამაში განსა-ზღვრული წესებით. მაგალითად, ჯერ უნდა ვისწავლოთ, რომ კუბები სწორად მივიტანოთ იქ, სადაც "სასახლის" აშენებას ვაპირებთ - სათითაოდ, ხელისგულზე დადებული, ორი ხელი კი ყველაზე დიდ კუბს უნდა მოვკიდოთ. არ შეიძლება კუბების გადაყრა და გაფერადება. შეიძლება, კუბები ერთმანეთზე დავა-წყოთ, ავაგოთ სხვადასხვა კონსტრუქცია. მნიშვნელოვანია, ბავშვს ვასწავლოთ შენება, შექმნა, ამავე დროს საგნების მოვლა და მოფრთხილება. სწორედ ასეთი რაციონალური საქმიანობის მეთოდებს სთავაზობს ბავშვს პედაგოგი. ის ასწავლის პატარას, როგორ მიიტანოს, დაალაგოს, აალაგოს საგნები და ეს ზედმეტი სიტყვებისა და შეგონებების გარეშე, მრავალჯერადი ჩვენების ანუ პრეზენტაციის გზით ხდება.

მონტესორი-მასალები მარია მონტესორის მიერ შემუშავებული მნიშვნელოვანი ელემენტებია. მათ გარეშე მონტესორი-მეთოდის გამოყენება შეუძლებელია. ისინი მომხიბლავია და ბავშვის ასაკობრივ თავისებურე-ბებს შეესაბამება. სწორედ ისინი თვითგანათლების პრინციპის რეალიზაციის საშუალებას გვაძლევს: მასალათა უმრავლესობაში ბავშვი საკუთარ შეცდომებს ხედავს და შეუძლია, გამოასწოროს. მაგალითად, ბავშვს აქვს პატარა ყუთები, რომლებიც ხმას გამოსცემენ. ის არჩევს ორი ერთნაირი ხმიანობის მქონე ყუთს, მაგრამ სამუშაოს დასასრულს ყუთებს ატრიალებს და ფერად დამღებს ხედავს. თუ ისინი ერთნა-ირი ფერისაა, ხმიანობაც ერთმანეთს ემთხვევა. ზოგიერთი ეშმაკუნა თავიდანვე ამჩნევს ამას და წყვილებს დამღის ფერის მიხედვით ადგენს, მაგრამ ეს გზა არ არის საინტერესო, ვინაიდან მიზანს ვერ ვაღწევთ - ყუთი ხომ მოსმენის საფუძველზე არ შეირჩევა. რაკი ბავშვმა პირადად შეარჩია ეს მასალა, ის თვითონვე აკონტროლებს საკუთარ სურვილს - გაიადვილოს ამოცანის გადაწყვეტა. თუ პატარას ხმის გამომცემი ყუთები არ მოსწონს, მის განკარგულებაშია სხვადასხვა ფერის ცხრილები. მან ყუთები თავის ადგილას უნდა დააბრუნოს და ახალი საგანი მოძებნოს. ცოცხალი ინტერესი, რომელსაც არავინ თრგუ-ნავს, მალე გვაძლევს შედეგს - ბავშვებს მოსწონთ მონტესორი-ჯგუფში მეცადინეობა, ისინი ყოველ წუთს სწავლობენ რაღაც ახალს.

3. ინდივიდუალური აქტივობა

როცა ბავშვი საქმიანობას თვითონვე არჩევს, ინტერესით იწყებს მას და დიდხანს ინარჩუნებს შრომის სურვილს. მდგრადი მოტივაცია არსებითად აფართოებს ბავშვის განვითარების პერსპექტივას. მას უჩნდება სურვილი, უფრო და უფრო მეტი შეიტყოს, გასინჯოს, გამოიკვლიოს. გარდა ამისა, პატარა სკოლამდელ ასაკშივე ეჩვევა არჩევანის გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღებას. ხშირად ბავშვი, რომე-ლიც პირველად ხვდება მონტესორი-ჯგუფში, გაოცებული დგას კართან.

"რა უნდა ვაკეთო, სად არის მასწავლებელი, რომელიც მეტყვის, რა საქმეს მოვკიდო ხელი?" - ფიქრობს პატარა. პედაგოგს კი ძალდა-უტანებლად მიჰყავს ის იმ საგნებისკენ, რომლებიც მისი ასაკის ბავშვს შეიძლება აინტერესებდეს და სთავაზობს, აიღოს ის, რაც აინტერესებს. საკუთარ თავში დაეჭვებული პატარა ნელ-ნელა ყალიბდება პიროვნებად, რომელმაც კარგად იცის, რა აკეთოს ამა თუ იმ მომენტში. სწორედ ამას არ ველით შვილებისგან? გვინდა, ცნობიერად აირჩიონ პროფესია, სამსახური, ცხოვრების მიზანი. ბევრს აოცებს და ახარებს ის ფაქტი, რომ მონტესორი-ჯგუფში მისი შვილი თავისუფლად მოძრაობს ოთახში, იმდენ ხანს არის დაკავებული ამა თუ იმ საქმიანობით, რამდენ ხანსაც სურს. აშკარაა, რომ ამ დროს ხდება ბავშვის მოტორიკის სრულყოფა, ვითარდება ნებელობითი მოძრაობები, აზროვნება, ნებისყოფა, მოთმინება და გულმოდგინება.

ბავშვი თანდათან "აქტიურ" დისციპლინას ეჩვევა. ის ფლობს საკუთარ თავს და შეუძლია, თავისი ქცევა ცხოვრების ამა თუ იმ მოთხოვნას შეუსაბამოს. ასე რომ, ნამდვილად ღირს, ვცადოთ ბავშვის განვითარება მარია მონტესორის მიერ შემოთავაზებული პრინციპებით. მონტესორის პრინციპებით შინაც შეიძლება ვიხელმძღვანელოთ. კლასიკური მონტესორი-მასალები საკმაოდ ძვირია. შეგვიძლია, დავჯერდეთ საგნებს, რომლებიც ყველას აქვს შინ. 1,5 წლიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მონტესორი-გარემოს შექმნა რთული არ იქნება, უფროს ასაკში კი გარემო გაცილებით მრავალფეროვანი უნდა იყოს და მისი შექმნა ოჯახის პირობებში შეიძლება გაგვიჭირდეს, თუმცა ბავშვი ბევრს არ დაკარგავს - საუკეთესო აღმზრდელი ხომ მაინც დედაა! მაშ ასე, დავიწყოთ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა.

ჯერ სივრცის თაობაზე შევთანხმდეთ. თუ ბინა პატარაა, მასალებს ყველგან ვერ დავაწყობთ, ვინაიდან ოჯახის წევრთა პატივისცემა და მათ კომფორტზე ფიქრი ყველას მოვალეობაა. მცირე ფართობის ბინაში მასალები ალაგებული უნდა იყოს, მაგრამ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ინახებოდეს, მაგალითად, სამზარეულოს კარადის ქვედა თაროზე ან ყუთში, რომელიც საწოლის ქვეშ დევს. თუ ფართობი საკმარისია, დიდი ზომის მასალები შეგვიძლია აბაზანაში მოვათავსოთ, ხოლო ზოგიერთ საგანს სამზარეულოში, კედელთან ან ფანჯრის რაფაზე მივუჩინოთ ადგილი. მასალად კი სავსებით ჩვეულებრივი საგნები გამოგვადგება.

  • თამაში წყლით

სააბაზანო ოთახის იატაკზე ცელოფანი დააფინეთ, ბავშვი ტრუსების ამარა დატოვეთ, შეიძლება, თბილ აბაზანაშიც ჩავსვათ. ვიწყებთ!

  • გადასხმა

უმჯობესია, ამ თამაშისთვის თბილი წყალი და პლასტმასის ჭიქები გამოვიყენოთ. რაც უფრო განსხვავებული იქნება მათი ტევადობა, მით უფრო მძაფრი იქნება ბავშვის შეგრძნება. თუ აბაზანა დიდია, შეგიძლიათ, სათლი და ჭიქები იქვე დატოვოთ. ასე ბავშვს საშუალება ექნება, ნებისმიერ დროს გაერთოს საყვარელი საქმიანობით. ოღონდ მსგავსი თამაში წლის თბილი პერიოდისთვის არის განკუთვნილი.

მაგიდასთან ჯდომისას ბავშვს შეუძლია, წყალი ჯამიდან ჯამში გადაასხას. ლანგარზე ორი ჯამი დადეთ და ამ საგნებს მუდმივი ადგილი მიუჩინეთ. პატარამ ეს ლანგარი მაგიდასთან თვითონვე უნდა მოიტანოს, ხოლო თამაშს რომ მორჩება, გაამშრალოს და თავის ადგილას დააბრუნოს. წყლის გადასხმა ჯამიდან ჯამში ნებისმიერი საგნით შეიძლება. ამისათვის გამოგვადგება კოვზი, ყავის ჭიქა, პიპეტი, რეზინის სათამაშო ან შპრიცი უნემსოდ. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკიც - პიპეტისა და შპრიცის გამოყენება მხოლოდ 2 წლისა და ამაზე უფროს ბავშვებს შეუძლიათ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ წყლის გადასხმა ღრუბლით. დაასველეთ ის ერთ ჯამში და მეორეში ჩაწურეთ. მთავარია, ეს სასწაულმოქმედი ინსტრუმენტები ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას იდოს. პატარები ძაბრითაც ერთობიან. აიღეთ ორი მილისებრი ჭურჭელი, ერთში ჩაასხით წყალი. ბავშვი მეორეს ძაბრს მოარგებს და წყლით აავსებს.

  • ბურთების დაჭერა

სათლში პატარა ბურთები ჩაყარეთ და ბავშვს საცერი ან თუშფალანგი მიეცით. ის უმალვე იწყებს "თევზაობას" და "დაჭერილ" ბურთებს ჯამში მოათავსებს.

  • თეთრეულის რეცხვა

ორ ტაბურეტზე დააწყვეთ თბილი წყლით სავსე ტაშტები, ბავშვს წინსაფარი ააფარეთ. პირველ ტაშტში "ჭუჭყიანი სარეცხი" გაარეცხინეთ, ხოლო მეორეში გაავლებინეთ. ასწავლეთ, რომ ამის შემდეგ სარეცხი გაწუროს, გაასწოროს და თოკზე გადაკიდოს.

  • ჭურჭლის რეცხვა

ეს სამუშაო შეიძლება დედასთან ერთად შესრულდეს. დედა თავის ჭურჭელს სამზარეულოს ნიჟარაში გარეცხავს, ხოლო შვილი - თავის ჯამში. ბავშვებს ისე არაფერი სიამოვნებთ, როგორც დედასთან ერთად საქმიანობა. ბურღულეულით თამაში სრულყოფს მოტორიკას და ბავშვს დიდხანს ჯდომის უნარს გამოუმუშავებს. თითებსა და მტევანს ისე არაფერი ავარჯიშებს, როგორც პატარა საგნებით თამაში, ამიტომ აუცილებლად მოიმარაგეთ ხორბალი, წიწიბურა, ბრინჯი, მანანი, ლობიო და ეს ყველაფერი ერთ ადგილას დააწყვეთ, ისე, რომ ბავშვს ნებისმიერ დროს შეეძლოს სასურველი ლანგრის აღება.

"მუშაობის" შემდეგ პატარამ დაყრილი მარცვლები უნდა მოაგროვოს, მაგიდა გადაწმინდოს და ლანგარი თავის ადგილზე დააბრუნოს.

  • ბურღულეულის გადაყრა

შეიძლება, სხვადასხვა სახის ბურღული კოვზით გადავყაროთ ჭიქიდან ჭიქაში ან ჯამიდან ჯამში ან თანაბრად გავანაწილოთ სამ ჭურჭელში. თან ბავშვს ასწავლეთ, კოვზი სწორად დაიჭიროს - არა მუშტით, არამედ სამი თითით. რაც უფრო ადრე მიაღწევთ ამას, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ 4-5 წლის ასაკში.

  • ბურღულეულის გადაყრა ძაბრის დახმარებით

ეს წყლის გადაღვრას ჰგავს. პატარა ბავშვისთვის ყველაზე საინტერესო იმის ცქერაა, თუ როგორ ცვივა მარცვლები ბოთლის ფსკერზე და თან ხმას გამოსცემს. პატარა მზად არის, ეს უსასრულოდ აკეთოს და მოხიბლულმა უყუროს "საოცარ მოვლენას".

  • სათამაშო ჯამშია!

ეს მარტივი თამაში ძალიან უყვართ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. მისთვის საჭირო მასალა შეიძლება ბავშვის ოთახში, თაროზე დავდოთ. დიდ თასში ჩავყაროთ ლობიო, რომლის სიღრმეშიც პატარა საგნებს დავმალავთ. ნებისმიერი ასაკის ბავშვი სიამოვნებით მოძებნის ლობიოში "ჩაფლულ საგანძურს", ჩვენ კი ეს თამაში მეტყველების განვითარებისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. "რა იპოვე?", "ეს რა არის?" - მსგავსი შეკითხვები თამაშის დროს ხშირად უნდა ისმოდეს. თუ გსურთ, პატარას ცხოველების სახელები ასწავლოთ, ლობიოში მათი ფიგურები მოათავსეთ. თუ ბავშვი ძალიან პატარაა, მისი პასიური ლექსიკა უნდა გავამდიდროთ. "აბა, ძაღლი ამოიღე", "ახლა ფისო მიპოვე", - ამგვარი დავალების შესრულებისას ის ცხოველების სახელებს იმახსოვრებს.

  • ბურღულეულის დახასიათება

სთხოვეთ პატარას, ერთმანეთისგან გააცალკევოს წიწიბურა, ბრინჯი და ლობიო. ეს თამაში ხელს უწყობს ხელის თითების ნერვულ დაბოლოებათა აქტივაციას და აზროვნების განვითარებას.

  • ხატვა მანანის ბურღულზე

ლანგარზე თხელ ფენად დაყარეთ მანანის ბურღული. ერთი ან ორივე ხელის თითებით ხატეთ, რაც მოგესურვებათ - ორნამენტები, ცხოველები, სურათები. თუ თქვენი ნამუშევარი არ მოგეწონათ, ლანგარი ოდნავ შეარხიეთ და თავიდან დახატეთ. სამი წლის ბავშვს შეიძლება ციფრების ან ასოების წერაც ვასწავლოთ. თუ არაფერი გამოვიდა, არა უშავს, ხელახლა ვცადოთ. ასე რომ, მიეცით ბავშვს თავისუფალი არჩევანისა და მუშაობის საშუალება, ოღონდ მსგავს საქმიანობას ის მხოლოდ მშობლის მეთვალყურეობით უნდა ახორციელებდეს, რათა თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს.