როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება - ნახეთ ვიდეო
კარგი, ახლა სინჯე და გაიხსენე რა ჭამე სადილად 3 კვირის წინ. ამის გახსენება ალბათ არც ისე ადვილია, და რატომ? რატომ გვახსოვს ზოგიერთი მოვლენა უფრო მეტად? და რატომ იკარგება მეხსიერება დროსთან ერთად?თავდაპირველად ვნახოთ როგორ ფორმირდება მეხსიერება.
როდესაც აკეთებ რაღაცას, მაგ; კრიბავ ტელეფონის ნომერს, ცდა გარდაიქმნება ელექტრული ენერგიის იმპულსად, რომელიც შეაღწევს ნეირონების ქსელში. ინფორმაცია თავდაპირველად ხვდება მოკლევადინ მეხსიერებაში, შემდეგ ის გადაინაცვლებს გრძელვადიან მეხსიერებაში, უბანში, რომელსაც ჰიპოკამპი ჰქვია და ბოლოს, ტვინის რამდენიმე "საცავ" მიდამოში.
მთელს ტვინში ნეირონები კავშირშია ერთმანეთთან, ამ კავშირს სინაპსები ჰქვია და მათი გავლით ნეიროტრანსმიტერები(ბიოქიმიური მესენჯერები) ახდენენ ნერვული იმპულსის გავრცელებას ნერვულ სისტემაში.
თუ ორი ნეირონი ურთიერთქმედებს მრავალჯერადად, მაშინ ხდება საოცარი რამ: მათ შორის ეფექტური კავშირი იზრდება. ამ პროცესს ეწოდება ხანგრძლივი პოტენცირება, რაც არის მექანიზმი იმისა, რომ მოგონება ინახება ხანგრძლივი დროით. მაგრამ როგორ იკარგება ზოგიერთი მოგონება? ასაკი არის ერთერთი ფაქტორი.
ასაკის მატებასთან ერთად, ნერვული უჯრედების დაღუპვა და მათი რაოდენობის შემცირება ხდება.
აღნიშნება ნერვული უჯრედების მეტაბოლური და სტრუქტურული ცვლილებები.
შეინიშნება ნეიროტრანსმიტერების(აცეტილქოლინის) წარმოქმნის დაქვეითება; ეს უკანსაკნელი აუცილებელია დასწავლისა და მეხსიერებისთვის.
ეს ცვლილებები განსაზღვრავს ინფორმაციის შენახვის უნარს.
მოვლენების კოდირდება უფრო ძლიერია როცა ჩვენ ვიჩენთ ინტერესს და ჩართული ვართ ჩვენთვის საინტერესო კონკრეტულ ინფორმაციის მიღებაში.
ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთლობა, რომელიც ასევე ასაკთან ერთად იცვლება, გავლენას ახდენს ყურადღებიანობაზე და მოქმედებს როგორც "მეხსიერების ქურდი".
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ეს არის ქრონიკული სტრესი. როდესაც მუდმივად დაღლილი ვართ სამუშაოთი და პირადი პასუხისმგებლობით, ორგანიზმი მუდმივად გაზრდილ მზადყოფნაშია, რაც არის კრიზისთან ადაპტირების მექანიზმი - სტრესის ქიმიური ნივთიერებები ეხმრება ორგანიზმს ენერგიის მობილიზებაში და კრიზისთან გამკლავებაში; თუმცა, ქრონიკული სტერსის შედეგად გამოყოფილი ამ ქიმიური ნივთიერებების დაგროვება ოგანიზმში დამღუპველად მოქმდებს თავის ტვინის უჯრედებზე, რაც გამოიხატება ახალი ინფორმაციის შენახვის უუნარობით.
კიდევ ერთი დამნაშავე არის დეპრესია, დეპრესიულ პიროვნებებში 40% -ით მეტია მეხსიერების დეფიციტი.
დეპრესიის დროს დაბალია სეროტონინის დონე, რისი შედეგიც არის ნაკლები ინტერესი ახალი ინფორმაციის მიმართ.
წარსულის სამწუხარო მოვლენების გახსენებაც დეპრესიის ერთერთი სიმპტომია, რაც აფერხებს აწმყოზე ყურადღების კონცენტრირებას, და უარყოფით გავლენას ახდენს მოკლევადიან მეხსიერებაზე.
იზოლაცია, რომლიც უკავშირდება დეპრესიას, მეხსიერების კიდევ ერთი "ქურდია".
კვლევები აჩვენებს, რომ ასაკოვანი ადამიანები, რომელთა სოციალური ინტეგრაცია მაღალია, გაცილებით დაბალი ტემპით კარგავენ მეხსიერებას.
მეხსიერების დაქვეითების ზუსტი მიზეზი ბოლომე არ არის შესწავლილი, მაგრამ ექსპერტები ეჭვობენ, რომ სოციალური ინტეგრაცია ეს არის ტვინის ვარჯიში.
ისე როგორც კუნთებისთვის არის აუცილებლი ვარჯიში, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ/ვავარჯიშოთ ჩვენი ტვინი ან შევეგუოთ მის ფუნქციურ დაქვეითებას.
რამდენიმე რჩევა რაც დაგეხმარებათ მეხსიერების შენარჩუნებაში.
ფიზიკური აქტივობა - ტვინის ნორმალური სისხლმომარაგება დადებითად აისახება მის ფუნქციონირებაზე.
სრულფასოვანი კვება - ტვინი საჭიროებს ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერების მიღებას ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
და ბოლოს, ავარჯიშეთ ტვინი; მაგ; ახალი ენის შესწავლა ერთერთი საუკეთსო მეთოდია ტვინის გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებისთვის.