/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

ჩვენ და იმუნიტეტი

ჩვენ და იმუნიტეტი
იმუნიტეტი ლათინურად გათავისუფლებას ნიშნავს, ანუ ეს არის დამცავი სისტემა, რომელიც ორგანიზმს ათავისუფლებს ყველა გარეგანი თუ შინაგანი საფრთხის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური აგენტისგან (ანტიგენი).

ანტიგენად იწოდება ყველა უცხო სხეული, რომლის მიმართაც იმუნიტეტი მოქმედებს შემდეგი პრონციპით: იპოვე და გაანადგურე! ყოველივე კი ემსახურება ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნებას – ჰომეოსტაზს.

ამგვარად, იმუნური სისტემა ორგანოთა და ქსოვილთა ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზმს უცხო აგენტების, დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების, ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების, უცხო სხეულების, მომწამვლელი ნივთიერებებისა და საკუთრივ, სხეულის გადაგვარებული უჯრედებისგან იცავს.

აგებულებითა და მოქმედების მექანიზმით იმუნური სისტემა ნერვულ სისტემას ჰგავს: ორივეს გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნაწილები, რომლებსაც განსხვავებულ სიგნალებზე რეაგირების უნარი შესწევთ, გააჩნიათ დიდი რაოდენობის რეცეპტორული სტრუქტურები და მიღებულ გამოცდილებას სპეციფიკურ მეხსიერებაში ინახავენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოებია: ძვლის ტვინი და თიმუსი.

  • ძვლის ტვინსა და მის ღეროვან უჯრედებში წარმოიქმნებიან B ლიმფოციტები;
  • თიმუსში ხდება თ ლიმფოციტების დიფერენცირება, რომლებიც მასში ძვლის ტვინიდან ხვდებიან.

პერიფერიული ნაწილი – მოგვიანებით B და თ ლიმფოციტები სისხლის ნაკადთან ერთად ხვდებიან იმუნური სისტემის პერიფერიულ ნაწილში, რომელსაც მიეკუთვნება ნუშურა ჯირკვლები, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი და საშარდე სისტემების ორგანოთა კედლებზე განლაგებული ლიმფური კვანძები და ელენთა, აგრეთვე მრავალრიცხოვანი ლეიკოციტები, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ორგანოთა კედლებზე უცხო სხეულების ამოსაცნობად, მოსაძებნად და გასანადგურებლად.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მყავს გოგონა რომელიც გიჟდება კატებზე და ძაღლებზე. უკვე დიდია საიიმისოდ რომ ეზოში ჩავუშვა. ვუხსნი ,რომ არ შეიძლება ქუჩაში მოეფეროს ცხოველებს მაგრამ მგონია რომ არ ითვალისწინებს. ერთი თვის წინ კატამ დაკაწრა დასჭირდა 5 აცრა სრული კურსით. სულ დაძაბული ვარ. მაინტერესებს რამდენი ხანი დაიცავს ეს რაც გაკეთებული აქვს ეს ვაქცინა. ზოგმა 3 თვეო ,ზოგმა 6 იო ზოგმა ერთი წელიო. ყველა ნაკაწრზე შიშებში ვარ თან ბავშვს ხოარ გამოვკეტავ არც მინდა შიში ჩავუნერგო არვიცი რა ვქნა იქნებ ერთი ორი თვე მაინც ვიყო მშვიდადთქო</p>

ამგვარად, ლიმფური სისტემის მთავარი ფუნქცია ორგანიზმიდან უცხო სხეულების, დახოცილი უჯრედების, მუტანტი უჯრედების გამოდევნაა ქსოვილოვანი სითხის ლიმფურ კვანძებში ფილტრაციის გზით.

ლიმფურ კვანძებში იმუნური სისტემის გაცილებით მაღალი ხარისხის აქტივობისას, ძლიერი ან ხანგრძლივი ანტიგენური გავლენისას, აგრესიული გარემოს, ინფექციების, ონკოლოგიური პროცესების დროს ჩნდებიან ე.წ. გამრავლების ცენტრები – ლიმფოციტების გამრავლების ადგილი.

ასევე დაგაინტერესებთ
რა არის იმუნოდეფიციტი
ვაძლიერებთ იმუნიტეტს!

ნუშურა ჯირკვლები – ხახაში მოთავსებული ნუშურა ჯირკვლები, რომლებსაც მოსახლეობაში გლანდებს უწოდებენ, ქმნიან ე.წ. ხახისირგვლივ ლიმფოიდურ რგოლს, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი პირისა და ცხვირის ღრუდან ინფექციების შეღწევისგან იცავს თავს.

აპენდიქსი – ნაწლავის ჭიისებრი წანაზარდი იცავს ორგანიზმს ქვედა კარიდან ინფექციური პროცესის გავრცელებისგან – იმ ინფექციებისგან, რომლებიც მსხვილი ნაწლავიდან ხვდება ორგანიზმში. აღსანიშნავია, რომ იმუნური უჯრედების 80% საჭმლის მომნელებელ სისტემას უკავშირდება, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის სწორი, რაციონალური და დაბალანსებული კვება.

ელენთა – ეს ის ორგანოა, რომელიც არტერიული სისხლის ნაკადისა და ვენური სისხლის ნაკადის გზის გასაყარზეა, მისი ფუნქცია მწყობრიდან გამოსული ერითროციტების ამოცნობა და უტილიზაციაა, მას მეორენაირად ორგანიზმში ერითროციტების სასაფლაოსაც უწოდებენ.

საკუთრივ იმუნური სისტემა:

  • ყალიბდება ადამიანის მუცელშიდა ჩანასახოვან პერიოდში;
  • ძვლის ტვინი და თიმუსი საიმედოდაა დაცული დაზიანებისგან;
  • მისთვის დამახასიათებელია დიფუზურობა: მისი კომპონენტები დიფუზურადაა გავრცელებული მთელ სხეულზე;
  • დამახასიათებელია იმუნური სისტემის უჯრედების მუდმივი ცირკულაცია სისხლისა და ლიმფის ნაკადთან ერთად მთელ სხეულში;
  • შესწევს უნარი გამოიმუშაოს ანტისხეულები – მოლეკულები, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმი სპეციფიკური დამცავი მექანიზმით უცხო აგენტებისგან – ანტიგენებისგან დაიცვან.

ასე რომ, იმუნური სისტემა შედგება მრავლობითი კომპონენტისგან, თუმცა მთავარი მათ შორის მაინც ლეიკოციტებია – ყველაზე აქტიურად მოქმედი ჯარისკაცები.

ლეიკოციტები – მთავარი საჯარისო ფორმირებანი

ყველა ლეიკოციტი დასაწყისში ერთნაირი წარმოშობისაა, წარმოიქმნებიან ძვლის წითელი ტვინის ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედებისგან, ყველა მათგანი ცირკულირებს სისხლში, მაგრამ ფუნქციებს სისხლძარღვთა გარეთ ასრულებენ.

ლეიკოციტების მთავარი ფუნქციებია:

  • ბაქტერიების, ვირუსებისა და სხვა უცხო აგენტების აღმოჩენა და განადგურება ფაგოციტოზის გზით;
  • შეცვლილი უჯრედების (სიმსივნური) განადგურება;
  • ორგანიზმის დაღუპული უჯრედების უტილიზაცია;
  • ალერგიულ რეაქციებში მონაწილეობა;
  • ქსოვილთა დაზიანებისას განვითარებულ ანთებით რეაქციებში მონაწილეობა;
  • ანტისხეულთა გამომუშავება;
  • ორგანიზმის იმუნური მეხსიერების ფორმირება.

ლეიკოციტების სახეები

ლეიკოციტები 3 ძირითად ჯგუფად იყოფა: გრანულოციტები, მონოციტები და ლიმფოციტები.

გრანულოციტები, თავის მხრივ, ფორმირდებიან ნეიტროფილებად, ბაზოფილებად და ეოზინოფილებად.

ეოზინოფილები იცავენ ორგანიზმს პარაზიტებისგან და იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, მათი დონე მატულობს ორგანიზმში ჰელმინთოზებისას;

ბაზოფილები გამოიმუშავებენ ჰისტამინს, რომელიც მონაწილეობს ანთებით რეაქციებში;

ნეიტროფილები ახორციელებელ ფაგოციტოზს, ანუ უცხო აგენტების შთანთქმას, ისინი იტაცებენ, კლავენ და ინელებენ მიკროორგანიზმებს, განსაკუთრებით ბაქტერიებს.

მონოციტები ზომით ყველაზე დიდი ლეიკოციტებია, სისხლის ნაკადიდან გამოსვლისას ისინი მაკროფაგებად იქცევიან და ნეიტროფილების მსგავსად ფაგოციტოზს ახორციელებენ, ზომით კი გაცილებით დიდები არიან და უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ.

ლიმფოციტები მონაწილეობენ იმუნურ პასუხში, კერძოდ:

  • B ლიმფოციტები წარმოქმნიან ანტისხეულებს;
  • T ლიმფოციტები კლავენ ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებს და არეგულირებენ სხვა ლეიკოციტების აქტივობას.

იმუნიტეტის ტიპები

ადამიანს ორი ტიპის იმუნიტეტი იცავს: თანდაყოლილი და შეძენილი.

თანდაყოლილ იმუნიტეტს სხვაგვარად არასპეციფიკურს, ბუნებრივს, მემკვიდრულსაც უწოდებენ. ეს არის იმუნიტეტი, რომელითაც ადამიანი იბადება. იგი ვლინდება კანისა და ლორწოვანი გარსების, აგრეთვე ბიოლოგიური დამცავი რეაქციების სახით, როგორებიცაა ცემინება, ხველა და ცრემლდენა.

არასპეციფიკურია, რამდენადაც არ მოქმედებს რაიმე სპეციფიკურ ანტიგენზე და არ საჭიროებს მასთან წინასწარ კონტაქტს. ეს ძირითადი ტიპია, რომელიც ჩვენი თავდაცვის სისტემის წინა ხაზს წარმოადგენს.

შეძენილი იმუნიტეტი სპეციფიკურია, ანუ მისი მექანიზმის გაშვებისთვის საჭიროა ანტიგენთან კონტაქტი, რომელიც შესაძლოა იყოს ანტიგენის მოქმედების ან ვაქცინაციის შედეგი. ეს აქტიური სპეციფიკური იმუნიტეტია, რომელიც ვითარდება დაავადების ან ვაქცინაციის შემდგომ, ანუ მაშინ, როდესაც საჭირო გახდა იმუნური სისტემის მობილიზება იმუნოლოგიური მეხსიერების შესაქმნელად. აქტიური იმუნიტეტის გამომუშავებას წლები სჭირდება, ზოგჯერ კი მთელი ცხოვრებაც.

არსებობს ე.წ. პასიური სპეციფიკური იმუნიტეტი, როდესაც ორგანიზმი ანტისხეულებს საკუთარი იმუნური სისტემის მობილიზაციის გარეშე იღებს და ეს არის დედის მუცელში ნაყოფისთვის ან ჩვილის ძუძუთი კვებისას გადაცემული ანტისხეულები. ამავე ტიპის იმუნიტეტია შრატები, როდესაც პასიური იმუნიტეტი გრძელდება 2 კვირამდე.

დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტი გრძელდება 6 თვემდე.

იმუნური დაცვა ხორციელდება ორი: სპეციფიკური უჯრედული და ჰუმორული მექანიზმებით.

უჯრედულ იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს თ ლიმფოციტები ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, ისინი B ლიმფოციტებს ეხმარებიან ანტიგენის ამოცნობაში და მეორე – ანტიგენური აქტივაციის შემდგომ თავადაც იწყებენ ანტიგენის განადგურებას.

მეორე ჰუმორული მექანიზმი სისხლით, ლიმფით და უჯრედშორისი სითხით ხორციელდება. ამ შემთხვევაში იმუნურ პასუხს სპეციფიკური ცილები – ანტისხეულები იძლევიან, რომლებსაც B ლიმფოციტები ასინთეზებენ, ეს სხვადასხვა ტიპის ანტიგენებთან მებრძოლი იმუნოგლობულინებია:

IgG – უზრუნველყოფს ვირუსებისა და ბაქტერიული ინფექციებისგან დაცვას, ისინი მოგვიანებითი ანტისხეულებია;

IgM – გვიცავს ვირუსებისგან – ადრეული ანტისხეულებია;

IgA, IgD – ააქტიურებენ ადგილობრივ იმუნიტეტს;

IgE – მონაწლეობენ ალე­რგიულ რეაქციებში და ანტიჰელმინთურ იმუნიტეტში, თუ მომატებულია მათი კონცენტრაცია და არ არის ალერგიული გამოვლინებანი, მაშინ ეს პარაზიტოზზე მიგვითითებს.

იმუნიტეტიც ცდება...

სამწუხაროდ, ზოგჯერ იმუნიტეტი დროულად ვერ ამოიცნობს და ვერ ანადგურებს უცხო სუბსტანციებს, მაგალითად, ბაქტერიებს, ვირუსებს, ისინი ორგანიზმში ხვდებიან, იწვევენ დაავადებას, რომელთან გამკლავებაც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული პრეპარატებითაც კი შეუძლებელი ხდება. მდგომარეობას, როდესაც ადამიანს იმუნიტეტი ვეღარ იცავს, იმუნოდეფიციტი ჰქვია.

ზოგჯერ იმუნიტეტი მოჭარბებულ სიმწვავეს ავლენს უცხო სუბსტანციის მიმართ და საკუთარი ორგანიზმისთვის მოაქვს ზიანი, სწორედ ეს ხდება მიზეზი ატოპიური დაავადებების განვითარების, როცა იმუნური სისტემის ჭარბი პასუხი ალერგიული ჰიპერრეაქციების მიზეზი ხდება.

ხდება ისეც, რომ იმუნური უჯრედები საკუთარი ორგანიზმის წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას, ეს აუტოიმუნური დაავადებებია. იმუნური უჯრედები თავიანთ უჯრედებს უცხოებად აღიქვამენ, ეს ნაკლებ შესწავლილი სფეროა და სპეციალისტებს ჯერჯერობით ყველა კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ აუტოიმუნური დაავადებები ქალებს შორის გაცილებით ხშირია და სასქესო ჰორმონებს უკავშირდება, რომლებიც ხელს უწყობენ არა მხოლოდ ანტისხეულების, არამედ აუტოაგრესორების ზრდას.

საინტერესო ფაქტები სიცილი აძლიერებს იმუნიტეტს

როგორც ამბობენ, სიცილი საუკეთესო წამალია. მის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი დოფამინი და სხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას და აქვეითებენ სტრესს. დღეში 20 წუთი გულიანი სიცილი სრულად აგაცილებთ სტრესის შემდგომ ნეგატიურ მოვლენებს და ათმაგად გაგიძლიერებთ იმუნურ ძალებს.

იმუნიტეტის გარეშეც იბადებიან

ზოგჯერ ადამიანი იმუნური სისტემის გარეშე იბადება და ის სრულად სტერილურ გარემოს საჭიროებს იმისათვის, რომ არ დაავადდეს. ასეთი თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი გვხვდება 100 000-ში ერთ შემთხვევაში. თუმცა მათი დახმარება დღეს უკვე შესაძლებელია ძვლის ტვინის გადანერგვით. დონორის უჯრედები თავის თავზე იღებენ დამცავ ფუნქციას და ბავშვსაც ცხოვრებით ტკბობის საშუალება ეძლევა.

ქალების იმუნიტეტი გაცილებით ძლიერია

ქალების იმუნიტეტი უფრო აქტიურია, ისინი ინფექციებთან კონტაქტისას უფრო სწრაფდამცავ რეაქციებს ავლენენ და მამაკაცებზე გაცილებით სწრაფად ახორცებენ ჭრილობებს. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს... სწორედ ამიტომ ქალებს შორის გაცილებით ხშირია აუტოიმუნური დაავადებებიც.

ორსულობას იმუნიტეტი მართავს

ორსულობასაც და მშობიარობასაც იმუნიტეტს უნდა ვუმადლოდეთ!

მოგეხსენებათ, ორსულობა საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ჩანასახი უცხო სხეულია იმუნიტეტისთვის, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ იმუნური უჯრედები მას არაფერს ვნებენ, პირიქით, იფარავენ დამცავი ანტისხეულებით.

ისინი პლაცენტიდან არ უშვებენ ჩანასახამდე აგრესიულ თ ქილერებს, პარალელურად ორგანიზმში ქვეითდება აგრესიული თ თავდამსხმელი უჯრედების რაოდენობა, რათა ქილერებმა თავდაცვის ხაზის გარღვევა ვერ შეძლონ.

სწორედ ამიტომ ორსულობას ყოველთვის თან სდევს მსუბუქი ხარისხის იმუნოდეფიციტი, რომელიც დაახლოებით 38-40 კვირას გრძელდება.

40 კვირის შემდეგ ანტისხეულები იშლებიან, აგრესიული უჯრედების რაოდენობა კვლავ იზრდება, ისინი იწყებენ ძლიერ შეტევას პლაცენტაზე და მშობიარობაც იწყება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 დაავადება, რომელსაც მოზრდილები ბავშვებზე ცუდად იტანენ

არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლებსაც საუკეთესოდ ებრძვიან ბავშვები, ხოლო მოზრდილები ბევრად ცუდად იტანენ, მეტიც, შეიძლება მოულოდნელად დაეწყოთ გართულებები.
სრულად
რა არის მარბურგის ცხელება - რა ვიცით ამ ვირუსზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მარბურგის ცხელების შესახებ ვკითხულობთ:
სრულად
ინფექციური მონონუკლეოზის შესახებ - რომელმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ის

ინფექციური მონონუკლეოზი არის გადამდები დაავადება.
სრულად
რა სიმპტომები ახასიათებს ეპშტეინ-ბარის ვირუსს

ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ასევე ცნობილი, როგორც ადამიანის ჰერპესვირუსი, არის ჰერპეს ვირუსების ოჯახის წარმომადგენელი.
სრულად
როგორ მუშაობს ვაქცინა
როგორ მუშაობს ვაქცინა
დაავადებები, რომელთა პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციის საშუალებით, შეიძლება იყოს საშიში და მომაკვდინებელიც კი.
სრულად
რა არის იმუნოდეფიციტი
რა არის იმუნოდეფიციტი
იმუნოდეფიციტზე საუბრისას მოიაზრება იმუნური სისტემის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითებით.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჩვენ და იმუნიტეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები