როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი სიბერეში
ასაკთან ერთად, ადამიანის იმუნიტეტი თანდათან სუსტდება. წლების განმავლობაში იმუნური უჯრედების ფუნქცია და აქტივობა უარესდება, რის შედეგადაც ძლიერდება ყველა ანთებითი პროცესი. ამრიგად, მწვავე ინფექციის ან ქრონიკული დაავადების გამწვავების ერთი ეპიზოდი შეიძლება გახდეს სერიოზული გამოწვევა ხანდაზმული ადამიანებისთვის.
- ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია, რომ პენსიონერებმა თავი აარიდონ სიტუაციებს, როდესაც ისინი შეიძლება დაავადდნენ ან რაიმეთი დაინფიცირდნენ.
- სასურველია პირადი დამცავი საშუალებების გამოყენება და ავადმყოფებთან კონტაქტის თავიდან აცილება. რაც შეეხება მწვავე რესპირატორულ ინფექციებს, ხანდაზმულებისთვის რეკომენდირებულია დროული იმუნიზაცია გრიპის, პნევმოკოკური ინფექციის და სხვათა წინააღმდეგ.
საჭიროა თავიდან აიცილოთ სტრესი, იძინოთ საკმარისი ოდენობით, იკვებოთ რაციონალურად და მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. ხანდაზმული ადამიანების დიეტა უნდა შეიცავდეს ცილის შემცველ საკვებს. ეს შეიძლება იყოს რძის პროდუქტები, მცენარეული საკვები, პარკოსნები, თევზი, ქათამი, მაგრამ არა ცხიმიანი ხორცი.
გარდა ამისა, ხანდაზმულებმა უნდა მოიხმარონ ბოჭკოვანი, რომელიც ბოსტნეულსა და ხილშია და ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოთ ვიტამინები.
A ვიტამინი გვხვდება სტაფილოში, კარაქში, ვირთევზას ღვიძლში, გარგარის ჩირში და მოცვში. D ვიტამინის მიღება შესაძლებელია თევზისა და კვერცხისგან, ხოლო C ვიტამინის ციტრუსიდან. ვიტამინი E გვხვდება ბევრ, ძირითადად მცენარეული წარმოშობის საკვებში. ასაკთან ერთად ჩნდება რკინადეფიციტური ანემიის ტენდენცია, ამიტომ მნიშვნელოვანია ხორცის ჭამა.
ასევე წაიკითხეთ:
არის შემთხვევები, როდესაც იმუნური სისტემა ვეღარ მუშაობს როგორც ერთიანი, მწყობრი მექანიზმი. ასეთ დროს ამბობენ, რომ დაქვეითებულია ორგანიზმის იმუნური სტატუსი. უფრო მარტივად, ეს მდგომარეობა მოიხსენიება როგორც იმუნიტეტის დაქვეითება. გარემოსადმი ინტერესის დაკარგვა, აპათიურობა, მოთენთილობა - იმუნიტეტის დაქვეითებას ყოველივე ეს ახასიათებს, მაგრამ ეს სიმპტომები მრავალი სხვა მიზეზითაც შეიძლება აიხსნას. გაცილებით საყურადღებოა:
- ხშირი გაციება (წელიწადში სამ-ოთხჯერ მაინც);
- გრიპი გახანგრძლივებული მიმდინარეობით;
- ქრონიკული ინფექციები ხშირი რეციდივებით (ანგინა, პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები);
- მუდმივი სუბფებრილური ტემპერატურა.
ეს ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ იმუნიტეტი დაქვეითებულია. იმუნური სისტემა მგრძნობიარეა მრავალი ფაქტორის მიმართ. ეს ფაქტორებია:
- არასრულფასოვანი კვება: ცილის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი;
- გადაღლილობა;
- ქრონიკული სტრესი;
- ანტიბიოტიკებისა და ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი ხმარება;
- ატმოსფერული ფაქტორები, განსაკუთრებით - რადიაციული ფონი;
- ოპერაციული ჩარევა;
- ტრავმა;
- მოყინვა;
- დიდი რაოდენობით სისიხლის დაკარგვა;
- ინტოქსიკაცია და ქონიკული დაავადებები (ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი).
განვითარებულ ქვეყნებში ქრონიკულად მოავადეები რისკჯგუფად ითვლებიან. აქ ძალზე სკრუპულოზურად ხორციელდება ვაქცინაცია, რადგან სუსტი იმუნური სტატუსის გამო მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით მაღალია სიკვდილიანობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩავნებლები, მედიკამენტების ხარჯი. განაგრძეთ კითხვა