5 დაავადება, რომელსაც მოზრდილები ბავშვებზე ცუდად იტანენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 დაავადება, რომელსაც მოზრდილები ბავშვებზე ცუდად იტანენ

თუ ამ სიიდან ჯერ არაფერი გადაგიტანიათ, გირჩევთ, გაფრთხილდეთ და გაიძლიეროთ იმუნიტეტი. რადგან სწორედ სუსტი იმუნური სისტემა ვერ უწევს წინააღმდეგობას ვირუსებს.

ტრადიციულად, ბავშვთა დაავადებებს მიეკუთვნება წითელა, წითურა, ყბაყურა (იგივე ეპიდემიური პაროტიტი), ჩუტყვავილა და ქუნთრუშა.

ბავშვთა დაავადებები ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა და ძალიან გადამდებია. ადამიანმა შეიძლება გაიაროს დერეფანი ავადმყოფი ადამიანის უკან, ჩაისუნთქოს ვირუსი და ჩაწვეს ინკუბაციური პერიოდის შემდეგ. ის, ჩვეულებრივ, გრძელდება 7-21 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანი ჩვეულებრივ არ არის გადამდები სხვებისთვის.

ჩამოთვლილ დაავადებებს ახასიათებს რამდენიმე საერთო სიმპტომი:

  • მწვავე მიმდინარეობა ტემპერატურის უეცარი მატებით 38-40 გრადუსამდე (ექიმმაც კი შეიძლება შეცდომით გრიპად ჩათვალოს);
  • თავის ტკივილი;
  • ზოგადი სისუსტე;
  • ძილიანობა;
  • ზომიერი ან ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი;
  • სხვადასხვა სახის გამონაყარი (გარდა ყბაყურას დაავადებისა).

ბავშვთა ინფექციები განსაკუთრებით საშიშია ორსულთათვის, თუ მომავალი დედა დაავადდა, ბავშვს, სავარაუდოდ, თანდაყოლილი დეფექტები შეიძლება აღმოაჩნდეს. ზრდასრულ ასაკში ასეთი დაავადებების გადატანა უფრო რთულია, რადგან ხშირად ახლავს ისეთი გართულებების განვითარება, როგორიცაა პნევმონია, ნეფრიტი და რევმატიული პროცესები.

ჩუტყვავილა

დაავადებას იწვევს ჰერპესის ერთ-ერთი ვირუსი. ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს დაავადებულთან პირდაპირი კონტაქტით ან ერთ პატარა ოთახში ყოფნით. ხშირად იარეთ სუფთა ჰაერზე, რადგან ჩუტყვავილას ვირუსი სუფთა ჰაერზე დიდხანს ვერ ცოცხლობს! ვირუსი ნაკლებგამძლე, არასტაბილურია გარე გარემოში, ამიტომ საბოლოო დეზინფექცია პაციენტის გამოჯანმრთელების შემდეგ არ ტარდება.

ჩუტყვავილით დაავადებული ადამიანი გადამდები ხდება გამონაყარის გაჩენამდე ორი დღით ადრე და რჩება გადამდები გამონაყარის გამოჩენიდან პირველი 5-7 დღის განმავლობაში. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ხვდება ცხვირის, პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსებიდან.

ვირუსი სიცოცხლის განმავლობაში ცხოვრობს (ბუდობს) ზურგის (სპინალურ) განგლიებში, ქალა-ტვინის (კრანიალური) ნერვების ბირთვებში, რომლებიც დაკავშირებულია კანის იმ უბნებთან, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულია პირველადი ინფექციისას. ვირუსის რეაქტივაცია (განმეორებითი აქტივაცია) ხდება დასუსტებული იმუნიტეტის პირობებში შემომსარტყველი ჰერპესის სახით.

წითელა

სიმპტომები დაახლოებით იგივეა, რაც ჩუტყვავილას დროს. თუმცა, პაციენტს აწუხებს მშრალი ხველა, ცხვირიდან უხვი ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენიც. 3-5 დღის შემდეგ, ცხელება ნაკლებად გამოხატულია და პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, ერთი დღის შემდეგ ინტოქსიკაცია კვლავ ძლიერდება და პაციენტის სხეულის ტემპერატურა ისევ მაღლა იწევს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის განმეორებითი გაუარესებისას ლოყის ლორწოვანზე ჩნდება თეთრი ლაქები მოწითალო საზღვრით. იწყება გამონაყარის პერიოდი, რომელიც ხასიათდება მაკულოპაპულური (ლაქოვან-პაპულოზური) ეგზანთემის გამოვლინებით. შემდეგ პაციენტის შეგრძნება თანდათანობით ნორმას უბრუნდება.

წითელას დროს განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს პირი და თვალები. პაციენტი დაცული უნდა იყოს მზის კაშკაშა და ხელოვნური სინათლისგან, რადგან ავადმყოფობის დროს ხშირად ვითარდება ფოტოფობია (სინათლის შიში). დაავადების გადატანის შედეგად იქმნება მყარი (სიცოცხლის ბოლომდე) იმუნიტეტი.

წითურა

წითურას მსუბუქი ფორმები ჩვეულებრივ არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მისი გამოვლინებები გაციების სიმპტომების მსგავსია და მოიცავს თავის ტკივილს და თვალების სიწითლეს. დამახასიათებელი სიმპტომია გამონაყარი ბრტყელი ვარდისფერი ლაქების სახით, რომელიც ჩნდება უპირველესად სახეზე და შემდეგ ვრცელდება სხეულსა და კიდურებზე. ჩვეულებრივ, ქრება რამდენიმე დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ხშირად მოზრდილებთან ვითარდება სახსრების ანთება, რომელსაც თან ახლავს, ართრალგია (ტკივილი სახსრებში).

ყბაყურა (ეპიდემიური პაროტიტი)

დაავადებას იწვევს პარამიქსოვირუსი. ის ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, თუმცა, ინფექციის საყოფაცხოვრებო გადაცემის შემთხვევებიც შესაძლებელია, ყბაყურის ძირითადი სიმპტომია სანერწყვე ჯირკვლების ანთება, ზოგჯერ პროცესში ჩართულია ქვედა ყბისა და ენისქვეშა ჯირკვლები. მათ პროექციაზე ჩნდება შესიება, პალპაცია (ხელით შეხება) პაციენტს ტკივილს ანიჭებს.

დაავადება, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღე გრძელდება, თუმცა, მოზრდილებს შეშუპება შეიძლება დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შეუნარჩუნდეთ. ყველაზე ხშირად, ყბაყურის გამომწვევი ვირუსის სისხლში მოხვედრისას, ზიანდება ჯირკვლოვანი ორგანოები: პანკრეასი (მწვავე პანკრეატიტი), სათესლე ჯირკვლები (ორქიტი), საკვერცხეები (ოოფორიტი).

მამაკაცებთან ყბაყურის ყველაზე სერიოზული გართულებებია პრიაპიზმი (სასქესო ასოს პათოლოგიურად ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სქესობრივ აგზნებასთან) და უნაყოფობა.

ვირუსის ტვინში შეღწევისას, შეიძლება განვითარდეს მენინგიტი. იშვიათ შემთხვევებში, ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ყბაყურა, უვითარდებათ სმენის დაქვეითება ან სრული სიყრუე.

ქუნთრუშა

გამომწვევია A ჯგუფის სტრეპტოკოკი (S. pyogenes), რომელიც იწვევს სხვა სტრეპტოკოკულ ინფექციებსაც - ხახის ანთებას (ანგინას), ნუშურების ანთებას (ქრონიკულ ტონზილიტს), რევმატიზმს, მწვავე გლომერულონეფრიტს და სხვა. დაინფიცირება შეიძლება საკვებით და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

თავდაპირველად მკვეთრად იმატებს ტემპერატურა, ყელი მტკივნეული ხდება და პირში ჩნდება ჩირქგროვები. შემდეგ იწყება წვრილი, ქავილიანი გამონაყარი, რომელიც რამდენიმე საათში თითქმის მთელ სხეულს მოიცავს.

ქუნთრუშას მნიშვნელოვანი ნიშანია გამონაყარის გასქელება მუქი წითელი ზოლების სახით კანის ნაკეცებზე ბუნებრივი მოხრის ადგილებში - საზარდულის ნაკეცებში, იღლიის ფოსოებში, იდაყვების სახსრების შიდა ზედაპირზე. კანი შეხებით ძალიან მშრალია და დახორკლილი. 3-5 დღის შემდეგ კანი ფერმკრთალდება და იწყება ძლიერი აქერცვლა, განსაკუთრებით გამოხატული ხელისგულებზე: მათგან კანი ხელთათმანებივით შრევდება (ძვრება).