/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური მონონუკლეოზის შესახებ - რომელმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინფექციური მონონუკლეოზის შესახებ - რომელმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ის

ეპშტეინ-ბარის ვირუსი, EBV, არის ინფექციური მონონუკლეოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, მაგრამ სხვა ვირუსებმაც შეიძლება გამოიწვიონ ეს დაავადება. ხშირია მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

ინფექციური მონონუკლეოზის სიმპტომები

ინფექციური მონონუკლეოზის ტიპიური სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ეპშტეინ-ბარის ვირუსით დაინფიცირებიდან ოთხიდან-ექვს კვირაში.

სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ნელა.

ეს სიმპტომები მოიცავს:

  • ძლიერ დაღლილობას;
  • ცხელებას;
  • ყელის ტკივილს;
  • თავისა და სხეულის ტკივილებს;
  • დადიდებულ ლიმფურ კვანძებს;
  • გადიდებულმა ღვიძლს ან ელენთას;
  • გამონაყარს

გადიდებული ელენთა და გადიდებული ღვიძლი ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია.

ადამიანების უმეტესობა უმჯობესდება ორ-ოთხ კვირაში. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს დაღლილობა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგჯერ ინფექციური მონონუკლეოზის სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.

EBV არის ინფექციური მონონუკლეოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, მაგრამ სხვა ვირუსებმა შეიძლება გამოიწვიოს ეს დაავადება. როგორც წესი, ეს ვირუსები ყველაზე ხშირად ვრცელდება სხეულის სითხეებით, განსაკუთრებით ნერწყვით. თუმცა, ეს ვირუსები ასევე შეიძლება გავრცელდეს სისხლით, სქესობრივი კონტაქტით, სისხლის გადასხმით.

გადიდებული ელენთის შემთხვევაში უნდა მოერიდოთ აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას სრულ გამოჯანმრთელებამდე.

სიმპტომების შესამსუბუქებლად აუცილებელია დასვენება, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება, ჰიდრატაცია.

დიაგნოსტირება ხდება ინფექციური მონონუკლეოზს სიმპტომების საფუძველზე. ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს ლაბორატორიული ტესტები.

EBV ინფექციის გამო ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტების სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს:

  • ნორმაზე მეტი სისხლის თეთრი უჯრედები, ლიმფოციტები;
  • უჩვეულო გარეგნობის თეთრი სისხლის უჯრედები, ატიპიური ლიმფოციტები;
  • ნორმალურზე ნაკლები ნეიტროფილები ან თრომბოციტები;
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

სხვა ინფექციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციური მონონუკლეოზი:

  • ციტომეგალოვირუსი (CMV);
  • ტოქსოპლაზმოზი;
  • აივ ინფექცია;
  • წითურა;
  • A, B ან C ჰეპატიტი;
  • ადენოვირუსი