ღვიძლის ტესტები - რას ამბობენ ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე?
ის ამუშავებს საკვებს,საკვებ ნივთიერებებს, შლის ტოქსინებ და ასობით სხვა მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს.
როდესაც ღვიძლი არ მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს, შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა: სიყვითლე, გულისრევა, Მუცლის ტკივილი, ქავილი, სისხლჩაქცევა და სხვა.
არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომელთა არსებობის დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური ტესტის დანიშვნა. ეს ტესტები ასევე შეიძლება იყოს ყოველწლიური შემოწმების მნიშვნელოვანი ნაწილი. ღვიძლის ფუნქციის ტესტებმა შეიძლება გამოავლინოს პრობლემები სიმპტომების გაჩენამდეც კი.
რა არის სხვადასხვა ტიპის ღვიძლის ფუნქციური ტესტები?
ღვიძლის ფუნქციური ტესტები არის სისხლის ტესტები, რომლებიც ზომავენ სისხლში არსებულ ნივთიერებებს, რათა შემოწმდეს რამდენად გამართულად მუშაობს ღვიძლი. თუმცა,თუ რომელიმე ამ ტესტში შედეგები არ არის ნორმის ფარგლებში, ეს აუცილებლად არ მიუთითებს ღვიძლის სერიოზულ პრობლემაზე. როგორც წესი, ტესტის შედეგები ექიმთან ერთად განიხილება და ასე დგინდება მიუთითებს თუ არა შედეგები რაიმე პრობლემაზე.
ALT ტესტი - ალანინ ტრანსამინაზას ტესტი
ALT ტესტი ზომავს ღვიძლში ფერმენტის, ალანინ ტრანსამინაზას დონეს. თუ ღვიძლი დაზიანებულია, ALT შეიძლება გადავიდეს სისხლში.
ALT ტესტი ინიშნება ისეთი ჩივილებისას, როგორიცაა:
- დაღლილობა;
- გულისრევა;
- მადის დაკარგვა;
- ღებინება;
- დისკომფორტი კუჭის არეში;
- კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე).
mayoclinic - ის თანახმად, ნორმად ითვლება - 7-დან 55 ერთეულამდე ლიტრზე.
რას შეიძლება ნიშნავდეს ALT პათოლოგიური შედეგები?
- ციროზი - ნაწიბუროვანი ღვიძლი;
- ჰეპატიტი - ღვიძლის ანთება;
- ჰემოქრომატოზი - ჭარბი რკინა;
- ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება;
- ღვიძლის სიმსივნე;
- მონონუკლეოზი;
- პანკრეატიტი პანკრეასის ანთება
ALT იზრდება:
- მწვავე ვირუსული და ტოქსიკური ჰეპატიტი (ნარკოტიკები: ნახშირბადის ტეტრაქლორიდი, აცეტამინოფენი);
- მწვავე A ჰეპატიტის შემთხვევაში ALT-ის მატება წინ უსწრებს სიყვითლის განვითარებას ორი კვირით, ALT მნიშვნელობების ნორმალიზება ხდება დაახლოებით 3 კვირის შემდეგ;
- ვირუსული B ან C ჰეპატიტი;
- ქრონიკული მდგრადი ჰეპატიტის დროს ტრანსამინაზების მნიშვნელობები პერიოდულად იზრდება;
- ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
- ღვიძლის სტეატოზის დროს - ALT 2-3-ჯერ მატულობს ნორმასთან შედარებით
ALT მცირდება:
- საშარდე გზების ინფექციები;
- ნეოპლაზმები;
- პირიდოქსალ ფოსფატის დეფიციტი - არასწორი კვება, ალკოჰოლის მოხმარება
AST ტესტი - ასპარტატის ტრანსამინაზას ტესტი
AST ტესტი ზომავს ასპარტატ ტრანსამინაზას, ფერმენტის დონეს ღვიძლში და კუნთებში. თუ ღვიძლი დაზიანებულია, AST შეიძლება მოხვდეს სისხლში.
AST ტესტი შეიძლება საჭირო გახდეს არასპეციფიკური ჩივილების დროს:
- დაღლილობა;
- ტონუსის დაქვეითება;
- სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
- კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე. (როდესაც შეამჩნევთ კანის ფერის ცვლილებას, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს)
AST კვლევის შედეგები ყოველთვის პირდაპირ კავშირშია სხვა ინდიკატორებთან, როგორიცაა ALT, GGT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი, ალბუმინი, INR და სხვა. მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის მიერ ტესტების პანელის საერთო შეფასება და ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს რელევანტური კონკრეტული დაავადების დიაგნოსტიკისას.
რას შეიძლება ნიშნავდეს AST-ის პათოლოგიური შედეგები?
- ციროზი;
- ჰეპატიტი;
- ჰემოქრომატოზი - ჭარბი რკინა;
- ღვიძლის სიმსივნე;
- მონონუკლეოზი;
- გულის პრობლემები
AST იზრდება:
- ვირუსული ჰეპატიტის, ტოქსიკური ჰეპატიტის და ნახშირბადის ტეტრაქლორიდით მოწამვლისას;
- საგრძნობლად მაღალი მნიშვნელობები აღინიშნება ღვიძლის ტრავმის შემთხვევაში;
- ალკოჰოლური ჰეპატიტის მსუბუქი ფორმების დროს;
- ინფექციური მონონუკლეოზის დროს AST დონის მატება პროპორციულია ღვიძლის დაზიანების.
AST მცირდება როდესაც არის:
- აზოტემია;
- თირკმლის ქრონიკული დაავადება;
- ხანგრძლივი დიალიზი;
- პირიდოქსალ ფოსფატის, B6 ვიტამინის, ქრონიკული დეფიციტი, რაც ხშირად გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით, ალკოჰოლის მოხმარებით.
ALT ან AST ტესტების პათოლოგიური მაჩვენებლები, რომელიც გრძელდება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით საყურადღებოა და დამატებით კვლევებს საჭიროებს.
ALP ტესტი - ტუტე ფოსფატაზას ტესტი
ALP ტესტი ზომავს ტუტე ფოსფატაზას, ფერმენტის დონეს ღვიძლში, ძვლებში, თირკმელებში და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. თუ ღვიძლი დაზიანებულია, ALP შეიძლება გადავიდეს სისხლში.
რას შეიძლება ნიშნავდეს ALP პათოლოგიური შედეგები?
- ციროზი;
- ჰეპატიტი;
- ჩაკეტილი ნაღვლის სადინარი;
- მონონუკლეოზი
ტუტე ფოსფატაზა ჩართულია ძვლის ზრდასთან დაკავშირებულ პროცესებში, ამიტომ მისი აქტივობა ბავშვების შრატში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. შრატში ტუტე ფოსფატაზას აქტივობის არანორმალური მატება ძირითადად დაკავშირებულია ძვლის და ღვიძლის დაავადებებთან. ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება გვხვდება ქოლესტაზის (ნაღვლის შეკავება ნაღვლის სადინარებში) ყველა ფორმის დროს, განსაკუთრებით სიყვითლის ობსტრუქციული ფორმების შემთხვევაში.
ტუტე ფოსფატაზას მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს:
- ძვლოვანი ქსოვილის პათოლოგიასთან - დეფორმირებული ოსტეიტი, ოსტეომალაცეა, გოშეს დაავადება ძვლის რეზორბციით, მოტეხილობების შეხორცების პერიოდი);
- რაქიტი;
- პირველად ან მეორად ჰიპერპარათირეოიდიზმთან;
- ღვიძლის დაავადებებთან - ციროზი, ღვიძლის ქსოვილის ნეკროზი, პირველადი ჰეპატოკარცინომა, ღვიძლის მეტასტაზური კიბო, ინფექციური, ტოქსიკური, წამლისმიერი ჰეპატიტი, სარკოიდოზი, ტუბერკულოზი, პარაზიტული დაზიანებები);
- სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის კენჭებთან;
- კვების დარღვევებთნ - კალციუმის და ფოსფატების ნაკლებობა საკვებში;
- ბავშვებში ციტომეგალიასთან;
- ინფექციურ მონონუკლეოზთან;
- ფილტვის, თირკმლის ინფარქტთან;
- ფიზიოლოგიურ პროცესებთან - ჩვილებში, ბავშვებში სწრაფი ზრდის პერიოდში, ქალებში ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და მენოპაუზის შემდეგ
ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაცია მცირდება:
- მემკვიდრეობითი ჰიპოფოსფატაზემია;
- ძვლის ზრდის დარღვევები - აქონდროპლაზია, კრეტინიზმი, ასკორბინის მჟავას დეფიციტი;
- ჰიპოთირეოზი;
- ცილის დეფიციტი;
- თუთიის და მაგნიუმის ნაკლებობა საკვებში
თუ ALP მაღალია, მაგრამ ღვიძლის სხვა ტესტის შედეგები არა, ეს შეიძლება მიუთითებდეს:
- ძვლის ფუნქციის დარღვევას;
- ლიმფომას;
- გულის უკმარისობას;
- ბაქტერიულ ინფექციას
როგორც ALT და AST-ის მაღალი დონეების შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი ტესტების ჩატარება, თუ გაქვთ მომატებული ALP დონე ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აუცილებელი ხდება სისხლის სხვა ტესტების ჩატარება.
GGT ტესტი - გამა-გლუტამილ ტრანსპეპტიდაზას ტესტი
GGT ტესტი ზომავს გამა-გლუტამილ ტრანსპეპტიდაზას, ფერმენტის დონეს ღვიძლში, ნაღვლის სადინარებში და პანკრეასში. თუ ღვიძლი დაზიანებულია ან ნაღვლის სადინარები დაბლოკილია, GGT შეიძლება დაგროვდეს სისხლში.
GGT არის ღვიძლის, სანაღვლე გზების დაზიანების დიაგნოსტიკური მარკერი და განისაზღვრება შემდეგი დაავადებების დროს:
- A, B, C, E ჰეპატიტის ვირუსებით გამოწვეული მწვავე ვირუსული ჰეპატიტი;
- სხვა ვირუსებით გამოწვეული მწვავე ჰეპატიტი – მაგ. EBV, CMV;
- ქრონიკული ჰეპატიტი;
- ღვიძლის ციროზი;
- ნაღვლის ბუშტის დაავადება;
- ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი;
- სიყვითლე – GGT წარმოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს სიყვითლის გამომწვევი მიზეზის დასადგენად – ღვიძლის დაავადება ან ნაღვლის სადინრების ობსტრუქცია კენჭით (ქვით), ღვიძლის სიმსივნით, ან პანკრეასის მიერ;
- ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებები;
- სანაღვლე გზების აუტოიმუნური დაავადებები – პირველადი ბილიარული ციროზი, პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი;
- ალკოჰოლის ქრონიკული გამოყენება ბოროტად – GGT ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების ყველაზე მგრძნობიარე მაჩვენებელია
ტუტე ფოსფატაზა (ALP), ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST), ბილირუბინი ჩვეულებრივ განისაზღვრება GGT-სთან ერთად.
რაზე მიანიშნებს მაჩვენებლები:
- მწვავე ვირუსული ჰეპატიტის დროს GGT უფრო მცირე რაოდენობით იზრდება, ვიდრე ღვიძლის სხვა ფერმენტები (AST, ALT);
- GGT-სა და ALP-ის ზრდა ჩვეულებრივ პარალელურია. GGT-ის მნიშვნელოვანი ზრდა გვხვდება ბილიარული სისტემის ობსტრუქციის დროს;
- ღვიძლის ციროზის დროს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს 2-10-ჯერ;
- უფრო მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება აგრეთვე ღვიძლის სტეატოზის (ღვიძლის გაცხიმოვნება), ქრონიკული ჰეპატიტის, პირველადი ბილიარული ციროზის და პირველადი სკლეროზული ქოლანგიტის დროს;
- ალკოჰოლიზმის დროს GGT-ის გაზრდის ხარისხი დამოკიდებულია ბოროტად გამოყენების ხანგრძლივობაზე და მიღებულ რაოდენობაზე. ფერმენტების დონე თანდათან მცირდება ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ რჩება ნორმაზე მაღლა დიდი ხნის განმავლობაში.
- მწვავე პანკრეატიტი;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
- თირკმლის მწვავე უკმარისობა;
- შაქრიანი დიაბეტი (ოდნავ მომატებული);
- სიმსივნეები (მსუბუქი მატება);
- ცერებრალური სისხლჩაქცევები (მსუბუქი მატება).
გლობულინის ტესტი
გლობულინის ტესტი ზომავს გლობულინების დონეს, ეს არის ცილები ღვიძლში, რომლებიც გამოიყენება ინფექციასთან ბრძოლისა და სისხლის შედედებისთვის.
გლობულინის დონეები, რომლებიც ნორმალურ დიაპაზონზე დაბალია, შეიძლება მიუთითებდეს:
- ღვიძლის დაავადებაზე;
- თირკმელების დაავადებაზე
გლობულინის დონეები, რომლებიც აღემატება ნორმალურ დიაპაზონს, შეიძლება მიუთითებდეს:
- ინფექციაზე;
- ანთებით დაავადებაზე;
- იმუნური სისტემის დარღვევაზე;
- ლიმფომაზე
ალბუმინის ტესტი
ალბუმინის ტესტი ზომავს ალბუმინის დონეს. ალბუმინი ღვიძლში წარმოქმნილი ცილაა, რომელიც ორგანიზმში ატარებს ჰორმონებს და ვიტამინებს.
ალბუმინის მომატებული დონე:
დეჰიდრატაციის სინდრომი (ინფექციური დაავადებები (ქოლერა), ფართო დამწვრობა, მძიმე დაზიანებები).
ალბუმინის შემცირებული დონე:
ჰიპოალბუმინემია გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით:
- სინთეზის დარღვევა ღვიძლის დაავადების ან ცილის მიღების შემცირების გამო, გაზრდილი კატაბოლიზმი ქსოვილის დაზიანებისა და ანთების გამო, ამინომჟავების მალაბსორბცია და თირკმლების ექსკრეციის გაზრდა;
- გაზრდილი მოთხოვნილება - ჰიპერთირეოზი;
- სისხლის გათხელება;
- ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
- მასიური სისხლდენა, ენტეროპათია ცილის დაკარგვით, ფართო დამწვრობა, მძიმე დერმატოლოგიური პათოლოგიები.
პროთრომბინის ტესტი
პროთრომბინის ტესტი ზომავს პროთრომბინის დონეს. იგი ღვიძლში წარმოქმნილ პროტეინია, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას. პროთრომბინის დროის ტესტი ზომავს რამდენი ხანი სჭირდება სისხლის შედედებას.
ნორმა ჯანმრთელ პაციენტებში - 10-14 წამია.
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება ნიშნავს სისხლის შედედების შეფერხებას და ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:
- ანტიკოაგულანტური თერაპია;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- სისხლის შედედების ცილების არასაკმარისი რაოდენობა;
- K ვიტამინის დეფიციტი;
- სხვა კოაგულაციური ფაქტორების დეფიციტი;
- სისხლის შედედების ინჰიბიტორების არსებობა
შემცირებული პროთრომბინის დრო ნიშნავს დაჩქარებულ სისხლის შედედებას და არ აქვს მნიშვნელოვანი კლინიკური მნიშვნელობა. ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:
- K ვიტამინის შემცველი დანამატების მიღება;
- K ვიტამინის შემცველი პროდუქტების, მწვანე ჩაი, ღვიძლი, ბროკოლი, სოიოს მიღება დიდი რაოდენობით.
- ესტროგენის შემცველი პრეპარატების ან ჰორმონის შემცვლელი თერაპია
ბილირუბინის ტესტი
ბილირუბინის ტესტი ზომავს ბილირუბინის დონეს. ბილირუბინი ნაღველში ყვითელი სითხეა, რომელიც წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის დროს. თუ თქვენი ღვიძლი დაზიანებულია, ბილირუბინი შეიძლება გადავიდეს სისხლში.
საერთო ბილირუბინის გაზრდილი კონცენტრაცია:
- ერითროციტების ჰემოლიზის ინტენსივობის ზრდა;
- ყველა სახის სიყვითლე (დიფერენციალური დიაგნოზისთვის ტარდება ბილირუბინის ფრაქციების შესწავლა);
- ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება;
- ღვიძლის ფერმენტების დაბალი აქტივობა
საერთო ბილირუბინის შემცირებული კონცენტრაცია:
- არაჰემოლიზური ხასიათის ანემიები: თირკმლების ქრონიკული უკმარისობა, ტუბერკულოზი, მწვავე ლეიკემია, პოსტჰემორაგიული ანემია;
- მოწევა;
- მზის ან ულტრაიისფერი სხივების გავლენა სისხლის ნიმუშზე
ჩვეულებრივ, ბილირუბინის იზოლირებული მატება დაკავშირებულია კეთილთვისებიან მდგომარეობასთან, რომელსაც ეწოდება გილბერტის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია ზოგიერთ ადამიანში ბილირუბინის ნაკლებად ეფექტური გაფილტვრით ან კონიუგაციით.
რას ნიშნავს ზოგადად ამ ტესტების შედეგები?
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტესტის ერთი პათოლოგიური შედეგი არ ნიშნავს რომ გაქვთ ღვიძლის პრობლემები. მედიკამენტებმა, დიეტამ და სხვა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მაჩვენებლებზდე.
შეიძლება დაგჭირდეთ ღვიძლის ტესტები სიყვითლის, შარდის ფერის ან ტკივილის შესამოწმებლად მარჯვენა მხარეს მუცლის ზედა არეში.
მაგრამ ღვიძლის ტესტები ასევე არის რუტინული ფიზიკური გამოკვლევების ნაწილი და შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ მედიკამენტების მონიტორინგისთვის, რომლებსაც იღებთ. ღვიძლის ტესტებმა შეიძლება გამოავლინოს პრობლემები სიმპტომების გაჩენამდეც კი.
რა უქმნის ღვიძლს საფრთხეს?
ბევრი ალკოჰოლის მიღება.
სიმსუქნე.
შაქრიანი დიაბეტი.
ღვიძლის დაავადების ოჯახური ისტორია.