/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰეპატოლოგია

როცა ღვიძლი საფრთხეშია

როცა ღვიძლი საფრთხეშია
ხშირად ადამიანს უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებზე,

ვინაიდან ეს ორგანო ძალიან „მომთმენია“ – და სანამ სერიოზულად არ დაზიანდება, ადამიანს არაფერი აწუხებს. ამიტომ უმჯობესია პერიოდულად შეამოწმოთ ღვიძლის მდგომარეობა.

ვინაიდან ღვიძლში ნერვული დაბოლოებები არ არის, ის დიდხანს რჩება „ჩუმად“. მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნებები, ტკივილი და დისკომფორტი შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის კაფსულის დაჭიმვის გამო, მისი ზომის გაზრდის შედეგად. რაც შეეხება სიყვითლეს, ქავილს, მუქ შარდს და ღია ფერის განავალს, ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს ჰეპატიტის – ღვიძლის უჯრედების ინფექციური ან ტოქსიკური წარმოშობის დაზიანება და ანთება-ნიშნები. ღვიძლის დაავადების უფრო გავრცელებული სიმპტომია:

ენერგიის დაკარგვა და მომატებული დაღლილობა, მაგრამ ეს სიმპტომი შეიძლება მრავალი სხვა დაავადების დროს გამოვლინდეს. თუ სიმპტომები გაწუხებთ, უნდა გაიაროთ გამოკვლევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გაკეთება მათთვის, ვინც არ იცავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპებს ან იძულებულია დიდი ხნის განმავლობაში მიიღოს მედიკამენტები.

რა ტესტები უნდა ჩატარდეს რეგულარულად?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საუკეთესო რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ღვიძლისთვის, არის, წელიწადში ერთხელ ჩავიტაროთ სისხლის ბიოქიმიური ანალიზი: ბილირუბინის (პირდაპირი და საერთო) და ღვიძლის 4 ფერმენტის (Aშთ, ALთ, ALP და GGთ დონის შემოწმება.). ეს არის ღვიძლის საბაზისო კვლევის ტესტები, რომლითაც ფასდება მავნე ნივთიერებების ტოქსიკური მოქმედება ორგანოს უჯრედებზე. ეს გამოკვლევა აუცილებელია, თუ არსებობს ღვიძლის მიმდინარე დაავადების ეჭვი ან იმ პირობებში, რომლებიც დაკავშირებულია როგორც თავად ღვიძლის უჯრედების დაზიანებასთან, ასევე ნაღვლის გადინების დარღვევასთან.

ღვიძლის კომპლექსური, გაფართოებული კვლევა საჭიროა იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ ღვიძლის დაავადებები, როგორც არსებული მდგომარეობის, ასევე მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად. ზემოაღნიშნული ტესტების გარდა, ეს კომპლექსი მოიცავს ტესტს პროთრომბინზე, განისაზღვრება საერთო ცილისა და ცილოვანი ფრაქციების დონე და ფასდება ღვიძლის მიერ ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების – ქოლინესტერაზასა და ქოლესტერინის სინთეზის უნარი.

შეკითხვა ექიმს
<p>გავიკეთე ღვიძლის ფუნქციები გინეკოლოგის მოთხოვნით.AST -12.9 (ნორმა 15-32), ALP 53.5(&lt;104),საერთო ბილირუბინი 0.527(&lt;1.2), ALT 9.9(7-35). C ,B ჰეპატიტი უარყოფითი. დაბალი AST რა დაავადების მაჩვენებელია?</p>

არსებობს მრავალი განსხვავებული ტესტი ღვიძლის დაავადებისთვის. რომელი ანალიზია ყველაზე ზუსტი?

საერთო, პირდაპირი და არაპირდაპირი ბილირუბინის განსაზღვრის ტესტი მნიშვნელოვანი მარკერია ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად. ისინი ჩვეულებრივ ინიშნება სიყვითლის გამოვლენის, აგრეთვე ღვიძლის დაავადებებზე (მაგალითად, ჰეპატიტი) ეჭვის დროს.

ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT) არის ფერმენტი, რომელიც გვხვდება ღვიძლის უჯრედებში. როდესაც ღვიძლის უჯრედები ზიანდება, სისხლში ALT-ის დონე იზრდება. უფრო მეტიც, ეს ხდება სიყვითლის გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე. ALთ-ის დონის მნიშვნელოვანი (10-ჯერ მეტი) ზრდა ჩვეულებრივ ასოცირდება მწვავე ვირუსულ ჰეპატიტთან ან ღვიძლის მწვავე ტოქსიკურ დაზიანებასთან. ALთ-ის ზომიერი მატება (რამდენჯერმე) დამახასიათებელია ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტისთვის, ნაღვლის გადინების დარღვევისა და ჰეპატობილიარული ზონის ქრონიკული დაავადებებისთვის, აგრეთვე ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ინფექციური დაავადებების დროს ღვიძლის დაზიანებისათვის.

მეორე ფერმენტი, ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (ALT) მნიშვნელოვანია ღვიძლის ფუნქციის ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკისთვის. ჩვეულებრივ, ინიშნება ALთ ტესტთან ერთად.

ტუტე ფოსფატაზას (ALP) მატება შეიძლება შეინიშნოს ნაღვლის გადინების დარღვევისა და ღვიძლის სხვა დაავადებების, აგრეთვე ქოლესტაზის ნებისმიერი ფორმის დროს (ნაღვლის გამოყოფის გაძნელება).

GGთ (გამა-გლუტამილტრანსფერაზა) არის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს ამინომჟავების მეტაბოლიზმში. მისი გაზრდილი კონცენტრაცია სისხლის შრატში ყველაზე ხშირად არის ნაღვლის გადინების სირთულის, ასევე ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით გამოწვეული ინტოქსიკაციის ნიშანი. GGT-ზე სისხლის ტესტი მნიშვნელოვანია ღვიძლის მრავალი დაავადების დიაგნოსტირებისთვის.

საჭიროა ყველა ტესტის მთლიანობაში განხილვა, რადგან მნიშვნელოვანია თითოეული ინდიკატორის ცვლილების განხილვა ერთმანეთთან კომბინაციაში. მაგალითად, AST-ის მაღალი დონე შეიძლება მიუთითებდეს არა მხოლოდ ღვიძლის პრობლემებზე, არამედ გულის კუნთის დაზიანებაზეც. ან, ვთქვათ, GGT-ისა და ტუტე ფოსფატაზის ერთდროული მატება მიუთითებს ქოლესტაზზე, მაგრამ თუ GGT იზრდება ტუტე ფოსფატაზასგან იზოლირებულად, მაშინ შეიძლება ვიეჭვოთ, რომ მთელი პრობლემა გამოწვეულია ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარებით. ტუტე ფოსფატაზას ზრდა ნორმალური GGT მნიშვნელობებით, სავარაუდოდ, მიუთითებს არა ღვიძლის, არამედ ძვლოვანი ქსოვილის დაავადებების არსებობაზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როცა ღვიძლი საფრთხეშია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები