/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

დაეხმარეთ კუჭ-ნაწლავს

დაეხმარეთ კუჭ-ნაწლავს
ადამიანთა უმრავლესობას სტრესის დროს, ყველა სიკეთესთან ერთად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებიც უჩნდება.

ეს ნერვული სისტემის გამოფიტვის შედეგია, რაც საჭმლის მონელების ფუნქციას თრგუნავს. ამიტომ სტრესს შესაძლოა მოჰყვეს უმადობა, მეტეორიზმი, ფაღარათი ან ყაბზობა, ნაწლავის სხვადასხვა ტიპის ანთებითი პათოლოგია. ამ შემთხვევაში ადამიანმა საჭმლის მონელებას თავად უნდა შეუწყოს ხელი. ამაში მას ხილი, ბოსტნეული და სამკურნალო მცენარეები დაეხმარება.

ცელულოზა - მცენარეული უჯრედისი

ცელულოზა მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი ნივთიერებაა, რომელიც შეუცვლელია საჭმლის ნორმალური მონელებისთვის. მისი წყარო მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული სურსათია. უჯრედისი მცენარეული ქსოვილების ძირითადი საშენი მასალაა, მისი უხეში საფუძველი, ჩონჩხი, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გავლისას არსებითად არ იცვლება, - უმნიშვნელო გარდაქმნას განიცდის, თუ არ ჩავთვლით პირის ღრუში კბილებით მის მექანიკურ დაქუცმაცებას. ვინაიდან ცელულოზა არ გარდაიქმნება, მისგან ორგანიზმიც ვერაფერს ითვისებს, ამიტომ მას საკვები ნივთიერებების რიცხვს არ მიაკუთვნებენ. მას კვებით ღირებულებას შემდეგი თვისებები ანიჭებს:

  • არ მოინელება და ამიტომ ნაწლავებს უკეთ მუშაობას აიძულებს;
  • უჯრედისით მდიდარი საკვების რეგულარული მიღებისას საგრძნობლად მცირდება ნაწლავების ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებებით დასნებოვნების რისკი;
  • უჯრედისი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
  • ცელულოზის მთავარი ღირსება ის არის, რომ მისი მიღებისას ადამიანი სწრაფად ნაყრდება და ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების სურვილი აღარ უჩნდება. იკლებს მიღებული კალორიების რაოდენობა, იზრდება ორგანიზმში ვიტამინების, მიკროელემენტებისა და მინერალური ნივთიერებების კონცენტრაცია.

ბოსტნეული

ბოსტნეულს წყლის, ცელულოზის, ვიტამინების, მარილების მდიდარი შემცველობა და მცირე კალორიულობა ახასიათებს. კულინარიული ტექნიკის ამოცანაა, შეუნარჩუნოს მას არომატული ნივთიერებები, მარილები და ვიტამინები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებისას უმჯობესია საკვები ორთქლზე მომზადებული მიირთვათ. კარგია ბოსტნეულის სუფლე და პიურე, მრავალკომპონენტიანი სალათები. საკვების მონელებას განსაკუთრებით აუმჯობესებს:

  1. სტაფილო - იგი ყაბზობის დროს ნამდვილი ხსნაა. შეგიძლიათ, უხვად მიირთვათ. სასარგებლოა როგორც მოხარშული, ასევე ჩაშუშული, მცენარეული ზეთით მცირედ შეზავებული. კარგია წვენიც.
  2. ჭარხალი - სტაფილოს მსგავსად, შველის შეკრულობას. ძალიან კარგია მისი წვენის სტაფილოს წვენთან ერთად მიღება.
  3. კომბოსტო - საკმაოდ ძნელად მოსანელებელი პროდუქტია, რადგან ყველაზე მეტ ცელულოზას შეიცავს. ამიტომ კუჭის ქრონიკული დაავადებების დროს მისი მიღება რეკომენდებული არ არის, სხვა შემთხვევებში კი როგორც ჩაშუშული, ისე ცოცხალი კომბოსტო აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და აუმჯობესებს საკვების მონელების ხარისხს.

ხილი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ხილი, ისევე როგორც ბოსტნეული, მდიდარია წყლითა და ცელულოზით. ის უმთავრესად ფრუქტოზასა და გლუკოზას შეიცავს. ხილს გემოს აძლევს მჟავები, არომატული ნივთიერებები და ვიტამინები. მინერალური ნივთიერებებიდან მდიდარია კალიუმითა და რკინით.

  1. ვაშლი - მისი მიღება რეკომენდებულია შეკრულობის დროს.
  2. ფორთოხალი და ლიმონი - სისუსტისა და იმ ვიტამინების შესავსებად გამოდგება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საკვების მონელებაში და ზოგიერთი საკვები ნივთიერების შეწოვაში.
  3. შავი ქლიავი - მის როლს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებაში მთელი მსოფლიო აღიარებს. იგი ყაბზობის სამკურნალო დიეტის შეუცვლელი კომპონენტია - როგორც ცოცხალი, ისე გამომშრალი.
  4. მოცვი - ტანინების უხვად შემცველობის გამო აქტიურად გამოიყენება დიარეის საწინააღმდეგოდ.
  5. ბროწეული - ფაღარათის დროს საიმედო დამხმარეა ახალგამოწურული წვენი და ქერქის ნახარში.

სამკურნალო მცენარეები

საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას, განსაკუთრებით - კუჭისა და ნაწლავების დაავადებისას, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი ჩნდება, განურჩევლად იმისა, სწორად ვიცავთ თუ არა პირის ღრუს ჰიგიენას. ასეთ დროს შეუცვლელ დახმარებას გვიწევს პირშუშხას ფესვები.

  • 50-70 გრამი პირშუშხას ფესვი უნდა გაასუფთაოთ და გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ჩადოთ მინის ქილაში, დაასხათ 200 მლ არაყი და გააჩეროთ 3 დღე-ღამე. მზა ნაყენი გაწურეთ, 3-5 წვეთი გააზავეთ 250 მლ თბილ, ანადუღარ წყალში და ყოველდღე გამოივლეთ პირის ღრუში.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.უკვე 1 წელია საჭმლის მონელების პრობლემა მაქვს.ანუ განავალს მოყვება გადაუმუშავებელი საკვები და ეს ფერმენტების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს?კონკრეტულად რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს და თუ შეიძლება ანალიზის გარეშე დროებით ფერმენტების შემცველი მედიკამენტების მიღება?გმადლობთ.</p>

სამკურნალო მცენარეთაგან, რომლებიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, აღსანიშნავია გვირილა, სვია, ბარამბო, პიტნა და ძირტკბილა.

ბარამბოსა და გვირილის გამოყენება შეუზღუდავად შეიძლება. რეგულარულად მიიღეთ ამ მცენარეების ჩაი. რაც შეეხება სვიას, მას კარგად გამოხატული სედაციური (საძილე) თვისება აქვს, ამიტომ მისი ჩაი უმჯობესია საღამოს, ძილის წინ მიირთვათ. ნერვულ სისტემასაც დაიმშვიდებთ და კუჭსაც არგებთ.

ძირტკბილას უნდა ერიდონ არტერიული წნევის მომატებისას, პიტნა კი დაბალი წნევის დროს არ არის რეკომენდებული.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა
საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჩნდება საჭმლის მომნელებელი სისტემის და მისი ორგანოების დარღვევების დროს.
სრულად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად
კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავზე.
სრულად
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს  ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს
ამ პათოგენის აღმოჩენისთვის მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭა. დღეს ეს ბაქტერია კუჭის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.
სრულად
გულძმარვა და პირში  მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე
გულძმარვა და პირში მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე
მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სრულად
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები
მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირება სპეციალური კვლევების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ დაავადების გვიან ეტაპებზე,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

-გამარჯობა. შემაწუხა მუცლის არეში ტკივილმა,გადავიღე ექოსკოპია და იქ ნორმალურად იყო ყველაფერი. მერე ე.წ ზონდი გადავყლაპე და ასეთი დასკვნა დამიწერეს: ქრონიკული ეროზიული გასტრიტი რეფლუქსით. დუოდენიტი. -კუჭის ლორწოვანი გარსი ღია ვარდისფერი,კარდიული რგოლი არ იხურება სრულად,დეფორმულია,მასში რეფლუქსით შემოდის კუჭის შიგთავსი. კუჭის ლორწოვანი ვარდისფერი,წარმოდგენილი ჰიპერმიული ლაქებით,მოთეთრო ქაფიანი და მოყვითალო ნაღვლოვანი შიგთავსით,მოთეთრო-მოყვითალო ნადებით. პილორუსი ღია-კუჭში რეფლუქსით შემოდის ნაღველი.წითელი ფერის ეროზია ზომა 3-4 მმ ორგვლივ ანთებადი ინფილტრაციით. -სისხლის ანალიზით ჰელიკო ბაქტერია არ მქონდა. კითხვა: წესით გასტრიტს ჰელიკობაქტერია იწვევსო და მე არ მქონდა და რამ გამოიწვია ეს? დასკვნა: გასტრიტი რეფლუქსით დუოდენიტი ეს რას ნიშნავს? კარდიული რგოლი არ იხურება-ეს ნორმალურია? პილორუსი ღია-კუჭში რეფლუქსით შემოდის ნაღველი-წესით უნდა შემოდიოდეს ნაღველი? თუ ეს დარღვევაა და როგორი სირთულის დარღვევაა? რამ იწვევს პილორუსის გახსნას და რა უწყობს ხელს რომ ნორმალური იყოს. ვსვამდი წამალს: ულსეპანი( პანტოპრაზოლი) და რაც შეეხება კვებას სულ ვიცავ ხოლმე,სიგარეტი ალკოჰოლი და ყავა საერთოდ არ ვეტანები

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დაეხმარეთ კუჭ-ნაწლავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები