პირშუშხა სახსრებიდან მარილებს დევნის
ძილის წინ ვასხამ მდუღარე წყალს და რამდენიმე წუთის შემდგომ ამ ნაყენით ვიზელ სხეულის მტკივნეულ ადგილებს: მხრებს, მუხლებს და მტევნებს. შემდგომ ზემოდან ვიდებ ცელოფანს და თბილი ქსოვილით ვიხვევ.
- ზოგიერთებს ძალიან ნაზი კანი აქვთ, ამიტომ პირშუშხას ნაყენმა შესაძლოა მათ მსუბუქი დამწვრობა მიაყენოს, რომელიც საკმაოდ სწრაფად გაივლის.
- სამაგიეროდ, როდესაც მოიხსნით ნახვევს, დაინახავთ კანზე თეთრ ნადებს, ეს ორგანიზმიდან, განსაკუთრებით კი სახსრებიდან გამოტანილი მარილებია. ართრიტებისას, რამდენიმე სეანსის შემდგომ, უკვე შვებას იგრძნობთ, ჩამოყალიბებული დაავადებებისას შედეგის მისაღებად 10 სეანსია საჭირო.
ნ. რ. ატენი