/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები და ჰიპოპლაზია

ჩიყვის ზომაზე მეტად დაპატარავების შემთხვევაში რომელ პათოლოგიებთან გვაქვს საქმე და თუ შეიძლება მათი განკურნება მედიკამენტებით?

რა შემთხვევაშია აუცილებელი ბიოფსიის ჩატარება ჩიყვის კვანძზე და რას იგებენ ამით?

უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ ტერმინი "ჩიყვი", რომელსაც იყენებთ შეკითხვაში და რომლითაც ბევრი, საზოგადოდ, ფარისებრ ჯირკვალს აღნიშნავს, სინამდვილეში ჯირკვლის გადიდებას გამოხატავს. ასე რომ, გამოთქმა "ჩიყვის კვანძი" არასწორია. კვანძები თავად ფარისებრ ჯირკვალში წარმოიშობა და არა ჩიყვში. რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის დაპატარავებას, რასაც უშუალოდ ეხება თქვენი შეკითხვა, მას ჰიპოპლაზია ეწოდება.

ეს ტერმინი განსაკუთრებით ხშირად გაისმის ულტრაბგერითი გამოკვლევის (ექოსკოპიის) შედეგების გაანალიზებისას, როცა ჯირკვლის მოცულობას ნორმას ადარებენ ადამიანის ფიზიკური განვითარებისა და ასაკის შესაბამისად.

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზიის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას ანუ იმის განსაზღვრას, როგორ მუშაობს ჯირკვალი. ამისთვის იკვლევენ სისხლში თირეოტროპული ჰორმონისა და თიროქსინის (T4), იმავე ტეტრაიოდთირონინის დონეს. პირველი ჰიპოფიზის ჰორმონია, რომლითაც კონტროლდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, მეორეს კი თავად ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰიპოპლაზიას უმეტესად ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია ახლავს თან. ამ დროს ჯირკვალი სათანადო რაოდენობით ვეღარ გამოყოფს ძირითად ჰორმონებს - T3-ტრიიოდთირონინსა და T4-ტეტრაიოდთირონინს, თუმცა ჰიპოთირეოზის დროს ჯირკვალი შესაძლოა არამცთუ დაპატარავებული, გადიდებულიც კი იყოს (ჯირკვალი ფუნქციის დაქვეითების საკომპენსაციოდ დიდდება).

ჰიპოთირეოზი გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მოცულობის ფონზეც. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია, ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად იჩენს თავს, თუმცა უმეტესად ქრონიკული თირეოიდიტის (ფარისებრი ჯირკვლის ანთების) შედეგია. ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის ანთება და დაპატარავება. ამაში ბრალი აუტოიმუნური მექანიზმების გააქტიურებას მიუძღვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა უცხო აგენტად აღიქვამს და ებრძვის, ასე ვთქვათ, ინელებს საკუთარ ჯირკვალს, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ჯირკვლის ქსოვილს ებრძვიან. აღნიშნულ პროცესთა გამო ჯირკვალში დიფუზური (გავრცობილი) ან ლოკალური (ადგილობრივი) დესტრუქციული ცვლილებები ვითარდება. დესტრუქცია ჯირკვლის უჯრედთა განლევასა და დაშლას, კვდომას გულისხმობს. ჯირკვლის განადგურებული ფოლიკულების ადგილას შემაერთებელი ქსოვილი ვითარდება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. ვარ 22 წლის გოგო. მაქვს ჰირსუტიზმი. რამდენიმე წლის წინ გავიკეთე ანალიზები და მომატებული მაქვს DHEA-S 475, და თავისუფალი ტესტოსტერონი 3.25. სხვა ყველაფერი ნორმაშია. მათ შორის არ აღმენიშნება პოლიკისტოზი. ციკლი მოწესრიგებულია. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში დროებით მედიკამენტურ მკურნალობას(რამდენიმე თვე) თუ აქვს აზრი სამუდამოდ რომ განვიკურნო ჰირსუტიზმისგან? თუ სრულებით განკურნება არ მოხდება და მუდმივად პრეპარატი უნდა მივიღო?</p>

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია შესაძლოა ქვემწვავე თირეოიდიტის შედეგად განვითარდეს. ეს უკანასკნელი ვირუსული ინფექციით არის განპირობებული, თავიდანვე მწვავედ იწყება, ახასიათებს ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე და ტკივილი ფარისებრი ჯირკვლის არეში, რომელიც ძლიერდება თავის მობრუნებისა და ყლაპვის დროს.

ფარისებრი ჯირკვლის ზომის შემცირება ზოგჯერ პოსტმენოპაუზურ ანუ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში შეინიშნება. ამას ფარისებრი ჯირკვლის იდიოპათიურ ატროფიას (განლევას) უწოდებენ. ზოგჯერ ჯირკვლის ქსოვილის თანდათანობითი დესტრუქცია კისრის არეში ჩატარებული სხივური თერაპიის შედეგია. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ჰიპოპლაზიის მიზეზის დადგენა და თანმხლები პროცესების შეფასება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობა სხვადასხვაგვარია.

ახლა - რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ბიოფსიას. ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკისა და მართვისადმი თანამედროვე მიდგომისამებრ, თუ პალპაციის ანუ ხელით გასინჯვის დროს ეჭვი გაჩნდა ფარისებრი ჯირკვლის კვანძის არსებობაზე, საჭიროა ულრტაბგერითი გამოკვლევა - ექოსკოპია. ეს გამოკვლევა საშუალებას იძლევა, ზუსტად განისაზღვროს კვანძის ზომა, საერთო მოცულობა, სტრუქტურული ცვლილებები (სოლიდური და ცისტური კვანძები) ანუ გვაწვდის უფრო მეტად ანატომიურ ინფორმაციას. ამრიგად, თუ ექოსკოპიურმა გამოკვლევამ ფარისებრი ჯირკვლის ზომის შემცირება ან კვანძები გამოავლინა, აუცილებლად მიმართეთ ექიმ ენდოკრინოლოგს. იგი თავად დაგინიშნავთ დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო ყველა დამატებით გამოკვლევას, დიაგნოზის დასმის შემდეგ კი სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.

როცა ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ზომა 1 სმ-ს აღემატება, ნაჩვენებია წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის ჩატარება, უფრო მეტად - ეუთირეოზის ან ჰიპოთირეოზის ფონზე (ეუთირეოიდული ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა ფუნქციის დარღვევის გარეშე, ჰიპოთირეოზი კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაა).

წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNA) არის მარტივი, სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც მიკრომორფოლოგიური კვლევის საფუძველზე კლინიცისტს სიმსივნური და არასიმსივნური პროცესების დიფერენცირებაში ეხმარება. რაც მთავარია, მისი მეშვეობით ავთვისებიან პროცესებს ხშირად განვითარების ადრეულ სტადიაში გამოავლენენ, როდესაც განკურნება შესაძლებელია.

წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNA) მიზანშეწონილია ჩატარდეს უფრო მცირე ზომის კვანძზეც, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს თვალსაზრისით საეჭვო ნიშნებს ავლენს. ეს ნიშნებია კვანძის ჰიპერექოგენურობა, არასწორი კონტურები, მიკროკალცინატები და სხვა.

წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიური (FNA) მასალა ძირითადად ციტომორფოლოგიური კვლევისათვის არის განკუთვნილი. ეს უკანასკნელი გულისხმობს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების შესწავლას უჯრედულ დონეზე. მიკროსკოპირებით ხდება ანთების ელემენტების, უჯრედთა განლაგების თავისებურების, მათი ატიპურობის შეფასება, უჯრედთა ქსოვილოვანი წარმომავლობის განსაზღვრა, მათი ბირთვებისა და ბირთვაკების შესწავლა და სხვა. ბიოფსიური მასალის გამოკვლევის შემდეგ ისმება ციტომორფოლოგიური დიაგნოზი. ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძი (კოლოიდური ანუ კვანძოვანი ჩიყვი, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, დე კერვინის თირეოიდიტი), მეტასტაზური სიმსივნე, ფოლიკულური ნეოპლაზმა და სხვა.

კომენტარები (4)
პაციენტი
მაქვს ჰიპოპლაზია თუმცა ჰორმონების ანალიზი წესრიგშია მკურნალმა ექიმმა მითხრა რომ ამ ეტაპზე მკურნალობა საჭირო არ არის მაინტერესებს რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო რომ ჯირკვალი კიდევ უფრო არ დაპატარავდეს ან რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მის დაპატარავებას
თარიღი : 15-04-2018
pacienti
30 წლის წინ გავიკეთე ჩიყვის ოპერაცია. მას შემდეგ არანაირი ჩივილები არ მაქვს. ახლახანს ექოსკოპია გადავიღე და მითხრეს რომ ფარისებრი ჯირკვლების კვანძი მაქვს. რას ნიშნავს ს და როგორ ვუმკურნალი? საოპერაციო თუ არა?
თარიღი : 14-04-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ზრდის თუ არა ყავა სისხლში შაქარს დიაბეტის მქონე პირებში?

ფინჯანი ყავა ბევრისთვის დღის აუცილებლობაა, მაგრამ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს შეიძლება აინტერესებდეთ რა გავლენა აქვს ამ სასმელს მათ სისხლში შაქარზე.
სრულად
კვებითი ჩვევები, რომლებიც ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, განსაკუთრებით ჰიპოთირეოზი, გავრცელებული პრობლემაა.
სრულად
თუ ფარისებრ ჯირკვალში კვანძები აღმოჩნდა - რა გავაკეთოთ?

როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა კვანძი კეთილთვისებიანი?
სრულად
უზმოზე დარღვეული გლიკემია და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა: რა უნდა ვიცოდეთ?

უზმოზე დარღვეული გლიკემია და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა არის მდგომარეობები,
სრულად
იწვევს თუ არა დიაბეტი უძილობას
იწვევს თუ არა დიაბეტი უძილობას
კარგი ძილი არის ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით თუ გაქვთ ტიპი 2 დიაბეტი.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების დეფიციტი შეიძლება ჰქონდეთ ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებს?

ახალი კვლევის თანახმად, D ვიტამინის დეფიციტი ყველაზე გავრცელებული პრობლემა იყო.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები და ჰიპოპლაზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები