/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანგიოლოგია

სისხლძარღვთა სპაზმთან დაკავშირებული დაავადებების გამწვავება ზამთარში

ინფარქტებისა და ინსულტების სიხშირით ზამთარი, სამწუხაროდ, წელიწადის ყველაზე გამორჩეული დროა.

ცივი პერიოდი ყველაზე მეტად სახიფათოა გულის იშემიური დაავადებების მქონე პირებისათვის. სიცივე პრობლემებს უქმნის ჰიპერტონიით დაავადებულებსაც. ზამთარში გვეყინება ხელები, ფეხები, სახე, გვიფერმკრთალდება კანი, ვითარდება პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი, რომელსაც რეფლექსურად შინაგანი ორგანოების სპაზმი ერთვის, მათ შორის - გულის, ტვინის, თირკმელების.

გულს სიცივეში განსაკუთრებული დატვირთვით უწევს მუშაობა, სხეულის ნორმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად და გადაციების ასარიდებლად. ამ ყოველივეს კი, სამწუხაროდ, ყველას გული ვერ უძლებს.

ჯანმრთელები არც კი აქცევენ სიცივეს ყურადღებას, მათთვის ეს არ არის საგანგაშო ფაქტორი, მაგრამ ის პირები, რომელთა ჯანმრთელობაც მოისუსტებს და გარკვეული ხარვეზებით გამოირჩევა, უფრთხიან ზამთარს. ეს ბუნებრივიცაა, ათერომული ფოლაქებით შევიწროებული სისხლძარღვების სპაზმი სიცივის გამო კიდევ უფრო ართულებს ადამიანთა მდგომარეობას, ხშირ შემთხვევაში სტენოკარდიულ შეტევებს აძლევს დასაბამს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ერთი სიტყვით, სიცივე ზამთარში ბევრი პრობლემის მიზეზი ხდება. სწორედ ამ პრობლემების შესახებ გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) ექიმი-თერაპევტი -

თამარ არახამია:

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. უკვე 11 წელია მაწუხებს ელეტრო მაგნიტური ტალღებზე მგრძნობელობა.მობილური ტელეფონიდან,კომპიუტერიდან პლანშეტიდან უსადენო ყურსამენებიდან.თავიდან არ მქონდა ეს მგრძნობელობა დამეწყო კომპიტერთან 11 საათაინი ჯდომისას 5 თვის თავზე. გულის არეში ძლიერი წვით,თავის არეში ძლიერი მოჭერითი ტკვილი და ძილისკენ მიდრეკილება.სიმხურვალის შეგრძნება და ოფლიანობა.ყოველ წელს მიმძიმდება შეგრძნება.უკვე გადავედი თავის ტვის მკვებავ მედიკამეტებზე. ეს დაავადება ინკურნება?ძლიერი მგრძნობელობა გამოსხივების მიმართ?</p>

- ქალბატონო თამარ, სიცივე სისხლძარღვთა სპაზმის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია, სპაზმთან დაკავშირებული რომელი დაავადებები მწვავდება ზამთარში?

- სიცივე მართლაც ბევრი დაავადების გამწვავების მაპროვოცირებელია. სეზონურად, დაბალი ტემპერატურისას შეიძლება აღმოცენდეს განსაზღვრული ჯგუფის სისხლძარღვების ძლიერი ტონუსი, ამ ტონუსის შედეგად კი განვითარდეს არტერიების სპაზმი, ანუ მათი სანათური იმდენად შევიწროვდეს, რომ ქსოვილების სისხლით მომარაგება დაირღვეს, მოიშალოს ქსოვილთა პერფუზია. მოგვიანებით სტადიაზე, როდესაც ვაზოკონსტრიქციის ინტენსივობა იკლებს, კაპილარებსა და ვენებში ჟანგბადით შედარებით გაღარიბებული სისხლი გროვდება. ამის გამო სხეულის პერიფერიული, წარზიდული ნაწილები, ძირითადად, მტევნისა და ტერფის თითები, მოლურჯო ელფერს იძენს, ციანოზური ხდება. ჩვეულებრივ, სითბოს გავლენით, სილურჯეს რეაქტიული ჰიპერემია (სიწითლე) ცვლის, სიცივიდან სითბოში შესვლისას, ფიზიოლოგიურად, სითბოს გავლენით სისხლძარღვთა ტონუსი იკლებს, პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება და ტროფიკული ცვლილებები ქსოვილებში არ აღინიშნება. თუ ტონუსი სიცივის გარეშე რჩება და სისხლძარღვების შევიწროება არ იხსნება, ეს უკვე პათოლოგიაზე მიანიშნებს. აღნიშნული სახის ცვლილებები დამახასიათებელია რეინოს სინდრომისათვის. ამ დროს ძირითადად გამოხატულია წვრილი არტერიებისა და არტერიოლების სპაზმი.

სიცივით პროვოცირებული სისხლძარღვთა სპაზმის გამო მწვავდება ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: შემაერთებელი ქსოვილის სისტემური პათოლოგიები, წითელი მგლურა, სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი, ასევე, პოლიმიოზიტები, დერმატომიოზიტები, არტერიული ჰიპერტენზია, საკუთრივ სისხლძარღვთა დაავადებები, მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, ათეროსკლეროზული პათოლოგიები, ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. ეს დაავადებები ხშირად მიმდინარეობს სისხლძარღვთა სპაზმით და, შესაბამისად, სიცივის ფაქტორი ძალიან ცუდად აისახება ასეთ პაციენტთა მდგომარეობაზე.

- რა კავშირია იშემიასა და სიცივეს შორის, რა უნდა იცოდნენ იშემიური პათოლოგიის მქონე პირებმა?

- ზამთარში, დაბალი ტემპერატურისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობას, დაბალი ტემპერატურის დროს განვითარებული სპაზმი არღვევს ქსოვილების სისხლით მომარაგებას და ზრდის იშემიის რისკს ამა თუ იმ ორგანოში. ზამთარში ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს შეეგუოს ამ ტემპერატურულ სხვაობას, მაგრამ ზოგჯერ ვერ ახერხებს და იმატებს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი.

- ცივ ლოგინში ჩაწოლის, ცივ წყალში ჩავარდნის, ცივ გარემოში მოხვედრის დროს ორგანიზმში განვითარებული შესაბამისი ფიზიოლოგიური ცვლილებები ბუნებრივი და გასაგებია, მაგრამ ზოგს ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც აქვს სიცივეზე - ფანჯრიდან ნამქერის დანახვა, ქარის ზუზუნიც კი, ისეთ სპაზმს იწვევს ზოგიერთთან, რომ ჰიპერტენზიისა და სხვა სერიოზული ძვრების წინაშე დგება. რას იტყვით ამ საკითხზე და რას ურჩევთ მცივანებს?

- ცივ ლოგინში ჩაწოლისა თუ ცივ წყალში ჩავარდნისას ადამიანს შეიძლება განუვითარდეს სისხლძარღვთა ძლიერი სპაზმი. ამ უკანასკნელმა კი სხვადასხვა ორგანოს იშემიური დაავადებების გამწვავების პროვოცირება გამოიწვიოს.

რაც შეეხება შიშის ფაქტორს, თითქმის ყველა ადამიანისთვის ნაცნობი განცდაა ამა თუ იმ ფორმით. ქვეცნობიერად სიცივის, „მტრულად“ განწყობილი გარემოს მიმართ შიში ვლინდება დაბადებისთანავე. შიშები საზოგადოდ პათოლოგია არ არის, მაგრამ როდესაც ის ადამიანისთვის სისტემური ხდება, ლაპარაკია ფობიაზე. სხვადასხვა ფობია არსებობს და სიცივის, ყინვის შიშს - კრიოფობიას უწოდებენ. ის მოსახლეობის მცირე პროცენტს აღენიშნება. ამ დროს, ემოციური სტრესის ფონზე, სისხლძარღვთა სპაზმი ადვილად იხსნება გათბობით, ქსოვილებში პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ასეთი ფობიით შეპყრობილ ადამიანებს ფსიქოლოგის კონსულტაცია სჭირდებათ.

- ზაფხულში ცივი წყლით გაკაჟება, ფეხების დაბანა, თუნდაც შარკოს შხაპი ბევრისთვის ძნელად დასაძლევია. რას ურჩვეთ მკითხველს ამ კუთხით, როგორ გაიკაჟონ სისხლძარღვები, როგორ მიაჩვიონ ორგანიზმი სიცივეს?

- როცა სხეულს უეცრად ცივი წყალი ეხება, მცირედი შოკი გვემართება ხოლმე. ამ შოკის დროს, სინამდვილეში, ორგანიზმში ჟანგბადის დონე, სისხლის მოძრაობის სიჩქარე და გულისცემა იზრდება. სისხლი ქსოვილებში უფრო ღრმად შედის და სხეულის ტემპერატურის იდეალური დონის მისაღწევად სისხლი უფრო სწრაფი ტემპით იწყებს მოძრაობას, ამის ხარჯზე ანთებითი პროცესები მცირდება და დაავადებათა განვითარების რისკი იკლებს. ყოველივე ამას, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვალსაზრისით, დიდი ეფექტი აქვს. თუმცა ცივი წყლით გაკაჟება ეტაპობრივად უნდა მოხდეს და აუცილებლად უნდა დაიწყოს ზაფხულში.

განსაკუთრებული დადებითი ეფექტი ორგანიზმზე შარკოს შხაპს აქვს. ის ააქტივებს კუნთების მოქმედებას, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, ტონუსში მოჰყავს სისხლძარღვები, რეაბილიტაციის პერიოდში მეტად ეფექტურია ტვინისა და ხერხემლის ფუნქციათა გასაუმჯობესებლად, ასევე კუნთების ატონიის, ცელულიტების დროს.

აღსანიშნავია, რომ ცივი წყლის პროცედურები ყველასათვის არ არის რეკომენდებული, მეტიც, უკუნაჩვენებია ქსოვილთა გადაცივების, ვირუსული ინფექციების დროს, ასევე ქრონიკულად მოავადეებისთვის, რადგან ტემპერატურის გასათანაბრებლად მეტი ენერგიის დახარჯვაა საჭირო, და ამას კი ყველას ორგანიზმი ვერ ახერხებს. ცივი წყლით გამაჯანსაღებელი პროცედურების დაწყება სასურველია ზაფხულში. პროცედურის ხანგრძლივობა თანდათანობით და ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის

ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.
სრულად
რეკომენდაციები სისხლძარღვთა საშიში დაავადების პროფილაქტიკისთვის

ათეროსკლეროზის პრევენცია უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პრევენციას.
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.
სრულად
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი არის ლიმფურ ძარღვებში ლიმფის ნაკადის ნორმალური დინების პროგრესირებადი დარღვევა.
სრულად
ვენური უკმარისობა
ვენური უკმარისობა
ქრონიკული ვენური უკმარისობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქვედა კიდურების ვენებიდან ირღვევა ვენური სისხლის უკუგადინება.
სრულად
ღრმა ვენების თრომბოზის  ნიშნები, რისკ ფაქტორები და პრევენცია

ღრმა ვენების თრომბოზს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სისხლის კოლტი (თრომბი) წარმოიქმნება ადამიანის სხეულში არსებულ ერთ ან რამდენიმე ღრმა ვენაში. ღრმა ვენების თრომბოზი ძირითადად ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენებში ვითარდება, თუმცა, შეიძლება, ზედა კიდურების ვენებიც დააზიანოს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ანგიოლოგია

-მოგესალმებით.მაწუხებს ქვემო კიდურებში სიმძიმისა და დაღლის შეგრძნება.ღამის განმავლობაში გაკვანძები და ჩხვლეტის შეგრძნებები.გავიარე ანგიოლოგის კონსულტაცია,დამისვა ქრონიკული ვენური უკმარისობის, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზის დიაგნოზი. დამინიშნა დეტრალექსი და ფოლრექსის გელი. დოპლერზე რიგზეა ყველაფერი,კოაგულოგრამა წესრიგშია.დეტრალექსის მიღების შემდეგ მომეხსნა ჩხვლეტებისა და გაკვანძვის შეგრძნებები,მაგრამ ღამის განმავლობაში ტერფებიდან დაწყებული,მთლიანი ფეხები მტკივა. დილით,ფეხებში ისეთი სიმძიმის და დაღლის შეგრძნებით ვიღვიძებ, თითქოს მთელი ღამე დავრბოდი.შესიება არ მქონია არასოდეს. კიდევ რა კვლევა შეიძლება ჩავიტარო და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ასეთი სიმძიმის და დაღლის შეგრძნება? მადლობა

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სისხლძარღვთა სპაზმთან დაკავშირებული დაავადებების გამწვავება ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები