დაავადება და მისი გამწვავება

ავადმყოფობის დროს დარღვეულია ორგანიზმის ფუნქციათა ჰარმონია, რასაც თან სდევს უსიამოვნო შეგრძნება, ტკივილი, საერთო სისუსტე და სხვა ნეგატიური შეგრძნებები. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, სუსტდება ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები.
დაავადება ორგანიზმის მთლიანობის შერყევაა. რადგანაც არ არსებობს ქსოვილებისა და ორგანოების სრულიად იზოლირებული პათოლოგია, ნებისმიერი დაზიანებისას, ამა თუ იმ ხარისხით, პროცესში მთელი ორგანიზმი ერთვება. ადამიანის წარმოდგენები დაავადების შესახებ განუწყვეტლივ იცვლებოდა.
მაგალითად, ჰიპოკრატეს მის მთავარ მიზეზად ორგანიზმის ოთხი მთავარი სითხის: სისხლის, ლორწოს, ყვითელი და შავი ნაღველის - შერევა მიაჩნდა, დემოკრიტეს - ატომების ფორმის ცვლილება და მათი არასწორი განლაგება, ავიცენას აზრით, დაავადებას უხილავი არსებები იწვევდნენ, ხოლო მორგანი ამაში ორგანიზმში მიმდინარე ანატომიურ ცვლილებებს ადანაშაულებდა.
დაავადების გამომწვევი ფაქტორები
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დაავადების მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მაინც შესაძლებელია, ისინი რამდენიმე ძირითად კატეგორიად დაიყოს:
- მექანიკური;
- ფიზიკური;
- ქიმიური;
- ბიოლოგიური;
- ფსიქოგენური.
თითოეული მათგანი დაავადებას იმ შემთხვევაში იწვევს, როდესაც მათი მოქმედება არაადეკვატურია, ანუ უჩვეულოა ორგანიზმისთვის. არაადეკვატურობა შეიძლება გამოვლინდეს როგორც რაოდენობრივად (გამღიზიანებელი ფაქტორის რაოდენობა დიდია), ისე ხარისხობრივადაც (ფაქტორის მოქმედების მიმართ ორგანიზმს თავდაცვითი და შემგუებლობითი უნარი არ გააჩნია).
დაავადებათა დიდ ნაწილს იწვევს ზემძლავრი გამღიზიანებლის ერთჯერადი ან ხანგრძლივი მოქმედება. ასეთებია ტრავმა, მოშხამვა, ინფექცია, ფსიქოემოციური გადაძაბვა, დამწვრობა, სხეულის გადახურება, ჟანგბადის უკმარისობა და სხვა. ორგანიზმზე ეტიოლოგიური ფაქტორის ზემოქმედების მიუხედავად, დაავადება ყოველთვის არ ვითარდება, მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს გარემო, განსაკუთრებით - სოციალური, რადგან იგი იწვევს ორგანიზმის შინაგანი თვისებების ცვლილებას და შემდგომ ეს დიდ როლს თამაშობს პათოლოგიური პროცესის დაწყებაში.
ეტიოლოგიური (გამომწვევი მიზეზი) ფაქტორისა და სოციალური გარემოს გარდა, მნიშვნელოვანია ორგანიზმის თავდაცვით-შემგუებლობითი მექანიზმები. დაავადების განვითარება თუ განუვითარებლობა უშუალოდ უკავშირდება ამ მექანიზმთა სრულყოფილ მოქმედებას, მათ მოცულობასა და პათოლოგიურ პროცესში დროულ ჩართვას.
უკანასკნელ ხანს დაავადების განვითარებაში გააქტიურდა ფსიქოგენური ფაქტორი. დღეს აღარ დავობენ იმის თაობაზე, რომ საკმაოდ ბევრი დაავადება ადამიანის ფსიქოემოციური გაუწონასწორებლობის შედეგია.
დაავადებათა კლასიფიკაცია
დაავადების მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს. სპეციფიკური პათოლოგიური პროცესების მიმდინარეობის დონის მიხედვით ცნობილია: მოლეკულური, ქრომოსომული, უჯრედული, ქსოვილოვანი, ორგანული და პოლიორგანული, ანუ სისტემური დაავადებები. გამომწვევი მიზეზის მიხედვით არსებობს: ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ფსიქოგენური ფაქტორებით გამოწვეული დაავადებები. ნოზოლოგიური პრინციპის მიხედვით არსებობს: თერაპიული, ქირურგიული, ონკოლოგიური, მემკვიდრეობითი, კანის და სხვა ორგანოთა პათოლოგიები.
დაავადების სტადიები
ნებისმიერ დაავადებას ახასიათებს სტადიური მიმდინარეობა, პერიოდები. დაავადების უსიმპტომო პერიოდი - დაავადებათა უმრავლესობისთვის მათი დაწყების ზუსტი დროის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც ორგანიზმის კომპენსატორულ-ადაპტაციურ ძალებსა და მათ რეაქციებს უკავშირდება. ამ სტადიაზე კიდევ შეიძლება, ადამიანი არ დაავადდეს, თუ სათანადო ზომებს მიიღებს.
ამავე პერიოდს მიეკუთვნება ინკუბაციური - დაავადების გამომწვევი აგენტის მოქმედების დაწყებიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე პერიოდი. ინფექციური დაავადებებისთვის იგი შესაძლოა გრძელდებოდეს რამდენიმე წამიდან ათეულობით წლებამდე.
პროდრომული პერიოდი პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლენით - ეს პერიოდი დაავადებათა მთელ წყებას ახასიათებს: ათეროსკლეროზს, ონკოდაავადებებს...
არტერიოსკლეროზული ცვლილებები სისხლძარღვებში წლობით მიმდინარეობს და კლინიკურად მხოლოდ მას შემდეგ ვლინდება, რაც ორგანიზმის კომპენსატორული მექანიზმები გამოიფიტება და განილევა. პროდრომულ პერიოდში ჩნდება არასპეციფიკური ხასიათის მქონე ზოგადი სიმპტომები: ტემპერატურის მატება, მოთენთილობა, სისუსტე, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში სპეციფიკური ნიშნებიც გამოვლინდეს. კლინიკურ-ანატომიური ცვლილებების პერიოდი - ამ სტადიას ხშირად მანიფესტურსაც უწოდებენ, რადგან მის დროს უკვე მთლიანად სახეზეა შესაბამისი ქსოვილებისა და ორგანოთა დაზიანებისთვის დამახასიათებელი ანატომიურ-ფუნქციური ცვლილებები. ეს პერიოდი შესაძლოა დასრულდეს რეკონვალესცენციით - გამოჯანმრთელებით, ორგანიზმის კვდომით ან დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლით.
დაავადების გართულების პერიოდი - პათოლოგიური პროცესი, მდგომარეობა ან რეაქცია, რომელიც ვითარდება ძირითადი დაავადების ფონზე, მაგრამ მისთვის სახელდობრ დამახასიათებელი არ არის.